Jump to content
Planeta.Ge

ვისი წარსულია ბნელი და ვისი ნათელი:დასავლეთის თუ აღმოსავლეთის?


Recommended Posts

ვისი წარსულია ბნელი და ვისი ნათელი:

დასავლეთის თუ აღმოსავლეთის?

 

 

თემურ მირიანაშვილის წიგნში, ფრაგმენტს რომლიდანაც ვთავაზობთ მკითხველს, მოთხრობილია ისტორია რეპრესიებისა, სახელმწიფო ძალადობისა ადამიანზე, ერთი მხრივ, მართლმადიდებლურ და, მეორე მხრივ, კათოლიკურ-პროტესტანტულ სამყაროებში. ავტორის მტკიცებით, საყოველთაოდ გაბატონებული აზრის საწინააღმდეგოდ, მართლმადიდებლურმა ცივილიზაციამ ისტორიულად მიაღწია? უმანურობის, შემწყნარებლობის, ტოლერანტობის გაცილებით უფრო მაღალ დონეს, ვიდრე კათოლიკურ-პროტესტანტულმა (ანუ დასავლურმა ცივილიზაციამ). თ. მირიანაშვილის წიგნში გატარებულია აზრი, რომ ამ ცივილიზაციათა მკვეთრად განსხვავებული ბუნებისა და დასავლეთის ექსპანსიონისტური ზრახვების გამო აღმოსავლეთის მიმართ, არსებობს საქრისტიანოს ორი ნაწილის შეჯახების საფრთხე. თუმცა შეჯახება, ავტორის აზრით, არსებითად, უკვე დაწყებულია.

,,მართლმადიდებლურ და კათოლიკურ-პროტესტანტულ ცივილიზაციათა შეტაკება” წარმოადგენს გაგრძელებას და შევსებას თ. მირიანაშვილის ადრე გამოცემული წიგნისა ,,ჩვენი ტრაგედიის ფესვები” (ამ წიგნის შესახებ ჩვენი გაზეთი წერდა 2004 წელს‘, რომელშიც განხილულია საბჭოთა კავშირში 20-70-იანი წლების მანძილზე განვითარებული პროცესები. ავტორი არც საბჭოური რეპრესიების შესახებ დამკვიდრებულ აზრს ეთანხმება და თვლის, რომ ფაქტები, აგრეთვე ამ ფაქტთა შემცველი უტყუარი დოკუმენტები ქმნიან სრულიად სხვაგვარ სურათს.

 

ივანე ჯავახიშვილი ,,ქართული სამართლის ისტორიაში” წერს, საქართველოში ჯალათის პროფესია არ არსებობდაო, ანუ ისტორიულად ჩვენში არ ყოფილან ადამიანები, ვისაც ხელობად ექნებოდათ სიკვდილმისჯილთა მოკვდინება. გასაოცარი ფაქტია! და ეს ფაქტი, ივანეს აზრით, იმით აიხსნება, რომ ჩვენს სახელმწიფოში სასიკვდილო განაჩენი უაღრესი იშვიათობა იყო. ივანე ჯავახიშვილი სიკვდილით დასჯის მეთოდებსაც განიხილავს და წერს, რომ საქართველოში გავრცელებული იყო მხოლოდ ჩამოხრჩობა და თავის მოკვეთა, ანუ მოკვდინების ყველაზე მსუბუქი და ჰუმანური წესები: სიკვდილის წინ კაცის წამება, რაოდენ საშინელი დანაშაულიც არ უნდა ჰქონოდა მას ჩადენილი, ჩვენში არ ყოფილა მიღებული.

დასავლეთის ქვეყნებში დღეს ურყევად დამკვიდრებულია აზრი, რომ ამა თუ იმ ხელისუფლების, ხალხის ჰუმანურობის და ცივილიზებულობის ერთი უმთავრესი საზომი არის ის, თუ რაოდენ ხშირად ან იშვიათად გამოაქვთ იმ ქვეყანაში სასიკვდილო განაჩენი და რამდენად უმოწყალო თუ ლმობიერი წესით აღასრულებენ. სიკვდილით დასჯის იშვიათობა მიანიშნებს არა მხოლოდ ხელისუფალთა ჰუმანურობაზე, არამედ მოქალაქეთა, მათი უდიდესი უმრალესობის ადამიანურ ღირსებებზეც; თუ ქვეყანაში ისტორიულად ნაკლები იყო სიკვდილით დასჯის შემთხვევები, ეს უტყუარი საბუთია იმისა, რომ ამ ქვეყანაში ნაკლებად არსებობდა დანაშაული. პირველყოვლისა, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი. ხოლო დანაშაულის იშვიათობა დასტურია ეკონომიკური კეთილდღეობის, სხვადასხვა საზოგადოებრივ ფენათა ურთიერთგამტანობის, შემწყნარებლობის, ცალკეულ ადამიანთაგან ერთმანეთისადმი ადამიანურად მოპყრობის.

დასავლეთის ქვეყნებში ის აზრიც სრულიად უეჭველად არის დამკვიდრებული, რომ ჰუმანურობის ყველაზე მაღალ დონეს მიაღწია მათმა ცივილიზაციამ - დასავლურმა ცივილიზაციამ და რომ ეს მტკიცდება არა მხოლოდ თანამედროვე ვითარებით, არამედ ისტორიულადაც. დასავლეთ ევროპელები და ჩრდილოამერიკელები, რასაკვირველია, ვერ უარყოფენ, რომ მათ წარსულში უამრავი ჯოჯოხეთური ფაქტია, მაგრამ ისინი ამგვარად მსჯელობენ: ყველაფერი შედარებითია, აღმოსავლეთთან შედარებით დასავლეთი შემწყნარებლობის, სიკეთის, სიქველის, საერთოდ, ადამიანურობის ყოველგვარი გამოვლინების ეტალონად უნდა მიიჩნეს.

საკითხავია, სად გადის საზღვარი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის? რომელი ტერიტორიები უნდა მიეკუთვნოს ერთს და რომელი მეორეს? ეს სამყაროები ხომ არავის არასოდეს გაუმიჯნავს სადემარკაციო ზოლით. ამ საკითხზე მხოლოდ ჩვენ, ევროპის აღმოსავლეთი ნაწილის მკვიდრნი ვმსჯელობთ და ვპაექრობთ. დასავლელთათვის ყველაფერი ნათელია, ერთხელ და სამუდამოდ დადგენილია: აღმოსავლეთი არის ევროპის ის ქვეყნები, სადაც მართლმადიდებელი ერები ცხოვრობენ, ხოლო დასავლეთი - ქვეყნები დასახლებული კათოლიკეებითა და პროტესტანტებით.

ვერავინ ვერაფრით შეძლებს, ეჭვი შეატანინოს დასავლელებს ორი სამყაროს ამგვარად გამიჯვნის საფუძვლიანობაში, ისევე როგორც ვერავინ აფიქრებინებს, წუთითაც კი ვერ დააშვებინებს მათ აზრს იმის თაობაზე, რომ აღმოსავლეთი ადამიანურ ღირებულებათა მიღწეული დონით შეიძლება თუნდაც შეედაროს დასავლეთს. მაგრამ თუ ეს ასეა, ხოლო ჰუმანურობის ერთ-ერთი უმთავრესი საზომი არის სიკვდილით დასჯის სიხშირე - სიიშვიათე და მისი აღსრულების ლმობიერება-ულმობლობა, რით უნდა აიხსნას, რომ ევროპის უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვართან მდებარე საქართველოში სიკვდილით ძალიან იშვიათად სჯიდნენ და თუ მაინც სჯიდნენ - ძალიან ლმობიერი წესით, დასავლეთ ევროპაში კი დღეს მიახლოებითაც ვერ ანგარიშობენ, რამდენი მილიონი ადამიანი (თანაც უფრო მეტად, ქალები და არაიშვიათად ბავშვები, მათ შორის ორი-სამი წლისანიც‘ გაჟლიტა ინკვიზიციის სასამართლომ ან `კაროლინამ~ და მისმა მსგავმა სხვა კანონთა წიგნებმა? ხოლო სიკვდილის წინ ადამიანის წამებაში, ალბათ არც ერთი სხვა ცივილიზაციის წარმომადგენლებს არ გამოუვლენიათ კათოლიკეთა და პროტესტანტთა დარი გამომგონებლობა, ფანტაზია და, თუ გნებავთ, მოთმინების უნარიც; ადვილი საქმეა მრავალი საათის, დღის, ზოგჯერ კი კვირების მანძილზე ელოდე, როდის ამოხდის სულს სიკვდილმისჯილს სასტიკი, მაგრამ ნელი წამება!

პასუხი ამ კითხვებზე, ერთი შეხედვით, ადვილი მისაკვლევია. საქართველო არის ძალიან პატარა ქვეყანა, ქართველების ხვედრითი ოდენობა მართლმადიდებლობის მაღიარებელთა შორის 1,5 პროცენტსაც კი არ შეადგენს. ამიტომ მართლმადიდებლური სამყაროს მახასიათებელ თვისებებზე დაფიქრებულ დასავლელ ადამიანს, საქართველო შეიძლება უბრალოდ, გამორჩეს მხედველობიდან, ან არ მიიღოს მხედველობაში მოსახლეობის რიცხობრივი უმნიშვნელობის გამო. მით უმეტეს, რომ მთელს მსოფლიოში მცხოვრებ მართლმადიდებელთაგან ორმოცდაათი პროცენტი რუსია. რუსეთს კი - პირდაპირ უნდა ითქვას - ყველაზე სახელგატეხილი ისტორია აქვს საქრისტიანო სამყაროში. თითქმის არავინ (მათ შორის არც თავად რუსთა უმრავლესობა” არ დავობს, რომ ქრისტიანულ სახელმწიფოთაგან არც ერთს არ ჰქონია ისეთი ბნელი და, ობსკურანტული წარსული, როგორც რუსეთს.

ვიმეორებ, ეს აზრი თითქმის საყოველთაოდ მიღებული და აღიარებულია (თუმცა. როგორც მკითხველი ქვემოთ დარწმუნდება ამ აზრს არაფერი აქვს საერთო ჭეშმარიტებასთან. რეალურად ანუ ისტრორიულ ფაქტებსა და დოკუმენტებზე დაყრდნობით, აბსოლუტურად საპირისპირო სურათი იხატება. რუსეთის ისტორია, უბრალოდ დასავლურ პიარტექნოლოგიათა მსხვერპლი გახდა). ალბათ, არც ამის მტკიცება იქნება გადაჭარბებული: ასეთი აზრი მართლმადიდებელ რუსთა ისტორიაზე ძვალსა და რბილში აქვს გამჯდარი საქრისტიანო სამყაროს და არამხოლოდ მას - არასაქრისტიანოსაც. მოდადაც კია ქცეული მსჯელობა ძველი (და არცთუ მაინცდამაინც ძველი‘ რუსული სინამდვილის, ყოფის შავბნელ და ველურ ხასიათზე. რად ღირს თუნდაც ივანე მრისხანე! ყველა დროის ქრისტიან ხელმწიფეთაგან ყველაზე სისხლისმსმელ სადისტად შერაცხული. ისტორიკოსებს გამოთვლილი აქვთ, თავისი ორმოცწლიანი მეფობის ყოველ წელიწადს იგი საშუალოდ ას კაცს აგზავნიდა ეშაფოტზე. ივანე მრისხანის,,იმიჯი”, ისევე, როგორც საზოგადოდ რუსეთის ისტორიისა, შეუვალი და ურყევია: მის დარი ჯალათი თუ საერთოდ ისტორიას არა, საქრისტიანოს ისტორიას თურმე ნამდვილად არ ახსოვს!

მაგრამ საქმე ის არის, რომ ივანე მრისხანის ეპოქაში ცხოვრობდა იმპერატორი კარლ V, რომელმაც გერმანიაში ასოცი ათასი ადამიანი დასაჯა სიკვდილით, თავის უმცროს თანამედროვეზე - რუსეთის მეფეზე ოცდაათჯერ მეტი! კარლ მეხუთემ დაახლოებით ოცდაათი წელი იმეფა. მაშასადამე, წელიწადში თითქმის ოთხი ათას კაცს გზავნიდა ეშაფოტზე, ანუ ყოველწლიურად იმდენს, რამდენიც მთელი თავისი ტახტზე ჯდომის მანძილზე გაგზავნა ივანე მრისხანემ. მაგრამ კარლ მეხუთეს რატომღაც არ აქვს ივანე მრისხანისებრ საშინელი სახელი. ისტორიკოსთა წრის გარეთ იგი თითქმის მივიწყებულია. რიგით ადამიანთაგან დღეს იშვიათს თუ სმენია რაიმე მის შესახებ. მისგან განსხვავებით, ინგლისის მეფე ჰენრი მერვე, ივანე მრისხანის კიდევ ერთი ასაკით უფროსი თანამედროვე, დღემდე ინარჩუნებს ,,პოპულარობას”. მასზე ბევრს წერენ, იღებენ მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმებს. მაგრამ არც მას დაუმკვიდრდა, ივანე მრისხანის მსგავსად, ჯალათისა და სადისტის სახელი, თუმცა მანაც რუს კოლეგებზე ბევრჯერ მეტ ადამიანს მოუსწრაფა სიცოცხლე - დაახლოებით 70 ათასს. ჰენრი მერვის უმცროსმა ასულმა და მემკვიდრემ, ელისაბედ პირველმა 20 ათასამდე ადამიანი დაასჯევინა სიკვდილით. იგი პროგრესულ მეფედ შევიდა ისტორიაში. ელისაბედ პირველის რეპრესიები დღემდე მართლდება მის წინაშე მდგომი დიადი სახელმწიფოებრივი ამოცანებით.

ელისაბედის დამ, ჰენრი მერვის უფროსმა ასულმა, მარიამ პირველმა თავისი ძალიან ხანმოკლე მეფობის ხანს მოასწრო სიკვდილით დაესაჯა ივანე მრისხანეზე გაცილებით მეტი ადამიანი. მაგრამ მარიამ პირველი (ისევე როგორც მისი მეტსახელი - ,,სისხლიანი” დღეს მივიწყებულია. პირველი ადგილი მსოფლიოს ყველაზე სისხლიანი ჯალათების არასაპატიო კვარცხლბეკზე ივანე მრისხანეს რჩება.

კარლ V სიცოცხლის მიწურულს გადადგა, უარყო ტახტი და ბერად აღიკვეცა, მაგრამ დარჩა მის მიერ შექმნილი წიგნი ,,კაროლინა” - კანონთა კრებული, რომელსაც მომავალი ორნახევარი საუკუნის განმავლობაში, XVIII საუკუნის მიწურულამდე ეყრდნობოდა კათოლიკური და პროტესტანტული სისხლის სამართალი და რომელიც პრაქტიკულად ყველა დანაშაულისთვის ერთადერთ სასჯელს ითვალისწინებდა - სიკვდილს მხეცური წამებით. XVII საუკუნეში ერთმა გერმანელმა მოსამართლემ, გვარად ფონ კარპცოვმა, ,,კაროლინის” საფუძველზე, ოცი ათასი სასიკვდილო განაჩენი გამოიტანა. ყოველდღე რომ თითო ადამიანისთვის მიესაჯა სიკვდილი ფონ კარპცოვს უქმეებზე დაუსვენებლად, ორმოცდათვრამეტი წელიწადი დასჭირდებოდა ამდენი ხალხის ეშაფოტზე ასაყვანად.

…ორი ათწლეულის წინათ, ოთხმოციანი წლების მეორე ნახევარში, როცა ყველაფერი დასავლურისადმი კერპთაყვანისმცემლური ქედისმოდრეკით დაავადდა საქართველო და არამხოლოდ საქართველო, მთელი საბჭოთა კავშირიც, სოციალისტური ევროპაც, როცა ყველას ან თითქმის ყველას გვწამდა, რომ დასავლეთში არ არსებობს არაფერი არაიდეალური და აწმყოთიც, წარსულითაც ის სამყაროს მიბაძვისა და შთაგონების ერთადერთი წყაროა, ამ სტრიქონების ავტორს რამდენიმე კითხვა აეკვიატა: რით აიხსნება ის პარადოქსი, რომ ივანე მრისხანეს აქვს ყველაზე სისხლიანი მეფის სახელი, თუმცა, დასავლელმა მეფეებმა - ზემოხსენებულებმაც და მრავალმა სხვამაც - შეუდარებლად მეტი სისხლი დაღვარეს? ან ის პარადოქსი რით უნდა აიხსნას, რომ ადამიანის წამების ,,ხელოვნება” კათოლიკეებმა და პროტესტანტებმა ,,სრულყოფილების” უმაღლეს ზღვრამდე აიყვანეს, ბრალი კი ამაშიც უფრო მართლმადიდებელ ხელისფულებს ედებათ, რომელნიც მხოლოდ უნიჭო და უფანტაზიო ეპიგან-პლაგიატორები იყვნენ თავიანთი დასავლელი კოლეგების, აგრეთვე ინკვიზიციის მესვეურებისა?..

XX საუკუნის ოთხმოციანი წლების მიწურულს ისტორიული ნაშრომების, სახელმძღვანელოების და ენციკლოპედიების თვალიერებამ კიდევ ერთი პარადოქსული კანონზომიერება დამანახა. ბოლო დროს ენციკლოპედიებში არაფერია ნათქვამი კარლ მეხუთის, ჰენრი მერვის და მრავალი სხვა მათნაირი კათოლიკე თუ პროტესტანტი მეფის მიერ დაღვრილ სისხლზე. ხოლო ისტორიული გამოკვლევები და სახელმძღვანელოები მკითხველს უხსნიან, რომ სისხლისღვრა, რასაკვირველია, ცუდია, მაგრამ დასავლელი მეფეები იბრძოდნენ სეპარატიზმის, სახელმწიფო გადატრიალებებისა და დესტაბილიზაციის წინააღმდეგ. ბრძოლას კი, სამწუხაროდ, ახლავს სისხლისღვრა… ვეცნობოდი ამ მასალას და მებადებოდა კითხვა: ნუთუ მართლმადიდებელ ხელისუფალთა წინაშე არასდროს მდგარა ამგვარი პრობლემები? ნუთუ ისინი მხოლოდ და მხოლოდ გვრიტებივით უწყინარ და უმანკო ხალხს ჟლეტდნენ?

ეს კითხვაც მებადებოდა: რატომ გაქრა ბოლო ათწლეულებში გამოცემული ენციკლოპედიებიდან ბენედიქტ ფონ კარპცოვის ხსენება? თითქოს არასდროს ეარსებოს მას ამქვეყნად და არც, ალბათ, ყველა დროის სამართალწარმოების რეკორდი დაემყარებინოს ოცი ათასი სასიკვდილო განაჩენის გამოტანით.

დიდხანს ვერ მივაკვლიე ამ პარადოქსების მიზეზს. ამიტომ უბრალო გაუგებრობის შედეგად ჩავთვალე. მხოლოდ წლების შემდეგ მივხვდი, რომ ,,პარადოქსს” დიდი პოლიტიკა სდებია სარჩულად, პროპაგანდის საათივით აწყობილი და ძალიან შორსგამიზნული მექანიზმისგან ყოფილა წარმოშობილი.

თვით ამ პოლიტიკურ სარჩულზე და პროპაგანდის მექანიზმზე დაფიქრებამ კი გამაცემინა პასუხი იმ კითხვაზე, რომელსაც ოთხმოციანი წლების მიწურულიდან ყველაზე ხშირად ვუსვამთ ჩვენს თავს ქართველები: რამ დაგვატეხა თავს ეროვნული ტრაგედია? მკითხველს, შეიძლება ხელოვნურად და ნაძალადევად მოეჩვენოს ბოლო წლების ქართული უბედურების დაკავშირება მართლმადიდებლურ და კათოლიკურ-პროტესტანტულ სამყაროში ისტორიულად დამკვიდრებული სიკვდილით დასჯის წესებთან. მით უმეტეს, ამ წესებზე დაკვირვების მეშვეობით, ჩვენი ერის წინაშე მდგომ ყველაზე მთავარ, ყველაზე მტკივნეულ კითხვაზე პასუხის მიღება, იქნებ, სრულიად დაუჯერებელი და ფანტასტიკურიც კი ჩანდეს. მაგრამ ვთხოვ მკითხველს, ნუ დაივიწყებს ჩემს მიერ უკვე მოთხრობილ ისტორიულ ფაქტებს, დააკვიდრეს იმ ისტორიულ ფაქტებსაც, რომელთაც ქვემოთ მოვიტან…

ივანე მრისხანის ძის, თევდორეს სიკვდილის შემდეგ რუსეთის ტახტზე ავიდა ბორის გოდუნოვი, რომლის მეფედ კურთხევისას მოხდა განსაცვიფრებელი ფაქტი, უნიკალური ევროპის მთელი მანამდელი ისტორიისთვის. ბორის გოდუნოვმა დაიფიცა, რომ თავისი ხელმწიფობის პირველი ხუთი წლის განმავლობაში სიკვდილით არ დასჯიდა არავის, თვით ყველაზე საშინელ დანაშაულთა ჩამდენ ბოროტმოქმედებსაც კი! ანუ თანამედროვე ტერმინოლოგიას თუ ვიხმართ, მეფე ბორისმა სიკვდილის დასჯაზე ხუთწლიანი მორატორიუმი გამოაცხადა! ეს იყო 1598 წელს!

ევროპაში ამ დროს ,,კაროლინაზე” დამყარებული სადისტური სისხლის სამართალი მძვინვარებს. გერმანიაში სწორედ ამ დროს დაიბადა იურისპრუდენციის მომავალი პროფესორი და შეთავსებით პრაქტიკოსი მოსამართლე ბენედიქტ ფონ კარპცოვი. თვით ,,კაროლინის” გავრცელების არეალი კი უკვე შორს გასცდა გერმანიის საზღვრებს და დასავლეთ ევროპის თითქმის ყველა სახელმწიფოს კანონმდებლობას დაედო საფუძვლად. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ `კაროლინა~ მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსი იყო. მის პარალელურად მოქმედებდა წმიდა ინკვიზიციის სასამართლო. და ისიც ასეულობით ათას რელიგიურ ,,დამნაშვეს” წვავდა კოცონზე. თუ ქალის თვალების ფერი, ყურების ან ნაკვთების ფორმა მის ეშმაკისეულ ბუნებას ,,ამხილებდა”, განაჩენი მზად იყო. სატანა თავის მოციქულებად რატომღაც პირველ რიგში ქალებს ირჩევდა. კოცონზე დამწვართა ოთხმოც პროცენტს ისინი შეადგენდნენ. თუმცა არც ნებისმიერი მამაკაცი იყო დაზღვეული, თუკი ინკვიზიცია სატანას შეიცნობდა მათს გარეგნობაში ან თუ მის სახლში აღმოჩნდებოდა შავი მამალი ან თეთრი კატა, ანდა თუ მის სხვენში ღამურები დაიბუდებდნენ…

აი, ესეთ დროს გამოაცხადა ბორის გოდუნოვმა ხუთწლიანი მორატორიუმი სიკვდილით დასჯაზე. და აღასრულა კიდეც! მაგრამ თუ ერთი მართლმადიდებელი მეფის, ივანე მეოთხის მრისხანება, მისი სისხლიანი რეპრესიები დღეს იცის ყველამ, ისტორიაში სრულიად გაუნათლებელმაც კი, მეორე მართლმადიდებელი მეფის ბორისის მორატორიუმის შესახებ ბევრ განათლებულ ისტორიკოსსაც კი არაფერი სმენია.

აქვე ჩნდება მეორე და არანაკლებ უცნაური პარადოქსი. მეფეთაგან ძალიან ბევრია შესული ისტორიაში მეტსახელით. თუნდაც იგივე მეფე ივანე IV, რომელიც არასოდეს მოიხსენიება გარეშე მეტსახელისა ,,მრისხანე”. სამაგიეროდ, სრულებით მივიწყებულია, რა შეარქვა ხალხმა სხვა მართლმადიდებელ მეფეს ალექსის, რომელიც სამი ათწლეულის მანძილზე მართავდა რუსეთს მეჩვიდმეტე საუკუნეში. მას ეძახიან «იშეიწიღ»-ს, ანუ ,,უწყნარესს”, ლმობიერი და შემწყნარებელი ხასიათის გამო. მართალია, არაერთ ისტორიკოსს უცდია, დაემტკიცებინა, ალექსი ამართლებდაო რუსულ ანდაზას, რომ წყნარ გუბეში ეშმაკები ბუდობენ, მაგრამ ამ მეფის განსაკუთრებული სისასტიკის ფაქტები ვერავის მოაქვს.

ალექსის ძე, პეტრე პირველი, საყოველთაოდ აღიარებულია რუსეთის ყველაზე დიად მეფედ. ბუნებით იგი ივანე მრისხანეს უფრო ჰგავდა, ვიდრე უწყნარეს ალექსის. უეჭვოდ დადასტურებულია, რომ მან თვით ივანე მრისხანეზე მეტ ადამიანს მოუსწრაფა სიცოცხლე, მაგრამ პეტრეს ,,მიღწევები” ამ საქმეში ვერც კი შეედრებოდა ევროპელი მეფეებისას.

პეტრეს ასულმა, იმპერატრიცა ელისაბედმა, საერთოდ, ევროპის ისტორიაში უპრეცედენტო რამ მოიმოქმედა: სამუდამოდ აკრძალა სიკვდილით დასჯა! და ეს იმ დროს, 1753 წელს, როცა ევროპელებს იდეის, თეორიის დონეზეც კი არ მიეღწიათ დამნაშავეთა არამოკვდინების მოთხოვნისათვის.

პოპულარული ისტორიოგრაფია, პუბლიცისტიკა მთელი თანამედროვე საინფორმაციო საზოგადოებრიობა არც ამ ფაქტს ახმოვანებს. ეს ფაქტიც მიყრუებული და ანალებში ჩარჩენილია.

შეიძლება, გვითხრან, რომ ელისაბედის გარდაცვალების შემდეგ სიკვდილით დასჯა განახლდა. მაგრამ განა უაღრესად მნიშვნელოვანი არ არის თვით ფაქტი, სასამართლოსგან კაცის მოკვდინების აღმკვეთი პირველი განკარგულების გამოცემისა ევროპის ისტორიაში? იმავე XVIII საუკუნის სამოციან წლებში რუსეთის კიდევ ერთმა იმპერატრიცამ ეკატერინე მეორემ დაადასტურა თავისი ერთგულება ელისაბედის კანონისადმი და ხელახლა აღკვეთა სიკვდილით დასჯა. მართალია, ეკატერინემ მალე თავადვე დაარღვია თავის მიერ ნაბრძანები, დაახოცინა ემილიან პუგაჩოვი და მისი რამდენიმე უახლოესი თანამზრახველი, მაგრამ ფაქტია, XVIII საუკუნის რუსეთში სიკვდილით დასჯა როგორც კანონის ზომა ათასჯერ ნაკლებად გამოიყენებოდა, ვიდრე იმავე დროს ევროპაში.

მკითხველთა შორის უთუოდ გამოჩნდებიან ისეთები, ვინც შემახსენებს, რომ ელისაბედი არ იყო პირველი ქრისტიანი მეფე, ვინც ადამიანის მოკვდინება აკრძალა. თამარ მეფის საქართველოშიც ხომ არავის სჯიდნენ სიკვდილით. ეს მაგალითიც ადასტურებს, რაოდენ მცდარია დღეს მოარული, თითქმის უალტერნატივოდ გაბატონებული შეხედულება, თითქოს ევროპელ (ანუ კათოლიკე და პროტესტანტ‘ მეფეთა მმართველობა უფრო ჰუმანური და შემწყნარებლური იყო, ვიდრე მართლმადიდებელი მეფეებისა.

ევროპელთაგან პირველი, ვინც სიკვდილით დასჯის კანონგარეშე გამოცხადება მოითხოვა, იყო ჩეზარე ბეკარია, რომელმაც 1766 წელს გამოაქვეყნა წიგნი ამის თაობაზე, ანუ მაშინ გამოაქვეყნა, როცა სამართალმადიდებლო სამყაროში უკვე იყო მაგალითები სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმის დაწესებისაც, მისი აკრძალვებისაც, ხოლო რუსეთში XVIII საუკუნის დამდეგიდან მრავალ მოაზროვნეს ჰქონდა გამოთქმული აზრი, რომ ადამიანის მკვლელობას არავითარი სასამართლო განაჩენი არ ამართლებს.

ბეკარიას ევროპაში მიმდევრები გამოუჩნდნენ, თუმცა აუცილებლად აღსანიშნავია, რომ არც ერთ მათგანს, თვით ბეკარიას ჩათვლით, სიკვდილით დასჯის მთლად აღკვეთა არ მოუთხოვია. იბრძოდნენ მხოლოდ ამ პრაქტიკის შესაზღუდად. თუ როგორი იყო ეს პრაქტიკა, ჩანს თუნდაც ერთი ისტორიული ფაქტიდან, რომლის შესახებაც წერდა ვოლტერი, თავისი დროის ყველაზე დიდი ინტელექტუალური ავტორიტეტი ევროპაში. ვოლტერი გამოეხმაურა თვრამეტი წლის მოახლე გოგონასთვის სიკვდილით მისჯას იმის გამო, რომ მან თვრამეტი ცალი ხელსახოცი მოპარა თავის ქალბატონს. ვოლტერი წერდა, სასამართლოზე დადგინდა, რომ ქალბატონი თვეების მანძილზე ხელფასს არ უხდიდა გოგონას, საჭმელსაც უმალავდაო. მოახლემ ხელსახოცები იმისთვის მოიპარა და გაყიდა, რომ შიმშილით არ მომკვდარიყო. არც ამ უსამართლო განაჩენის გახმაურებამ, არც ვოლტერის უზარმაზმარმა გავლენამ არ უშველა საბრალო გოგონას. იგი ჩამოახრჩეს.

ესეთი იყო შუა საუკუნეების ევროპა. თითქმის ყოველგვარი დანაშაულისთვის არსებობდა ერთადერთი სასჯელი - სიკვდილი! გინდ სამშობლოსთვის გეღალატა და გინდ ქათამი მოგეპარა, გინდ კაცი მოგეკლა და გინდ ქალი გაგეუპატიურებინა…

ყველაფრისთვის - სიკვდილი!

გაილია მეთვრამეტე ასწლეული და მასთან ერთად შუა საუკუნეები. ახალ დროში შეაბიჯეს ევროპამაც და რუსეთმაც (საქართველოიანად‘. მეცხრამეტე საუკუნეში კიდევ უფრო თვალნათლივ გამოიკვეთა მართლმადიდებლური და კათოლიკურ-პროტესტანტული სამყაროების აბსოლუტურად განსხვავებული დამოკიდებულება უმთავრესისადმი - ადამიანის სიცოცხლისადმი.

ვიცი, ბევრს დაუჯერებლად მოეჩვენება ეს, მაგრამ ფაქტი ფაქტია და მას ვერსად წაუხვალ: მთელი მეცხრამეტე საუკუნის მანძილზე რუსეთის იმპერიაში სიკვდილით დაისაჯა სულ ასამდე ადამიანი, ანუ პროცენტულად თითო წელიწადზე დაახლოებით თითო სიკვდილით დასჯა მოდიოდა. ევროპაში მარტო პარიზის კომუნის დამხობის შემდეგ დასაჯეს სიკვდილით ათასობით კაცი, ქალი, ბავშვი. საფრანგეთში კანონმდებლობით 1848 წლის რევოლუციის შემდეგ პოლიტიკური დანაშაულისთვის სიკვდილით დასჯა გაუქმებული იყო. მიუხედავად ამისა, 1871 წელს, კომუნაზე გამარჯვების შემდეგ სასამართლოებს გამო?ქონდათ სასიკვდილო განაჩენები. ბევრს, საერთოდ, გაუსამართლებლად ხვრეტდნენ.

მეცხრამეტე საუკუნის პირველი მეოთხედის განმავლობაში რუსეთის მეფე იყო ალექსანდრე I. მის დროს სიკვდილით დასაჯეს 24 კაცი. მათგან დიდი უმრავლესობა - ნაპოლეონთან ომის პერიოდში. ისტორიულ წიგნებში წერია, რომ პარიზელი კომუნარების მიმართ გამოჩენილი სისასტიკე, აიხსნება იმ რთული ვითარებით, რაც საფრანგეთის მიერ 1870 წელს პრუსიასთან ომმა და შემდეგ კომუნის შექმნამ გამოიწვია. მაგრამ განა 1812-1814 წლების რუსეთ-საფრანგეთის ომმა ნაკლები სირთულე შეუქმნა მართლმადიდებლურ სახელმწიფოს?!

1825 წელს, როცა ალექსანდრე I გარდაიცვალა და ტახტზე ავიდა მისი ძმა ნიკოლოზ I, ჩახშობილ იქნა დეკაბრისტების შეთქმულება. სასამართლომ 36 დეკაბრისტს სიკვდილი მიუსაჯა. მათგან ჩამოახრჩეს მხოლოდ ხუთი. დანარჩენები შეიწყალა იმ მეფე, რომლის დამხობასაც დეკაბრისტები აპირებდნენ. ნიკოლოზ პირველმა ოცდაათ წელზე მეტ ხანს იმეფა და 40 ადამიანი დასაჯა სიკვდილით. მისი შვილის და შვილიშვილის ალექსანდრე მეორის და ალექსანდრე მესამის მეფობის ჟამს, ანუ მეცხრამეტე საუკუნის მიწურულამდე, მოკვდინებულ იქნა კიდევ 40 ადამიანი. მათ შორის, ორივე მეფეზე მრავალი თავდასხმის მონაწილეები და ალექსანდრე მეორის მკვლელები.

ინგლისის პარლამენტში კი მეცხრამეტე საუკუნის ათიანი წლების მანძილზე ათ წელს მიმდინარეობდა პაექრობა ,,კაროლინაზე” დამყარებული სისხლის სამართლის კოდექსის შესაცვლელად. მაგრამ პარლამენტმა ძალაში დატოვა კანონი, რომელიც სიკვდილს ითვალისწინებდა ორასი კატეგორიის დანაშაულისთვის, ანუ პრაქტიკულად ყველა დანაშაულისთვის! სხვათა შორის, სახრჩობელაზე კიდებდნენ ქურდებს, რომელნიც ერთ შილინგზე მეტს მოიპარავდნენ. პარლამენტი ათ წელს დაობდა, მინიმალური თანხის ერთი შილინგიდან ხუთ შილინგამდე გაზრდის თაობაზე. ამ შემთხვევაში ოთხი შილინგის მომპარავი სიკვდილით აღარ დაისჯებოდა. მაგრამ პარლამენტმა არ შეცვალა კანონი. ამასთან, სიკვდილით ისჯებოდნენ ქურდების თანამზრახველებიც. იგულისხმება ის ადამიანები, ვინც იცოდა ქურდის განზრახვა ან ქურდობის შემდეგ გაიგო და არ დააბეზღა.

ესეთი იყო მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრამდე დღეს ლამის იდეალურად გამოცხადებული ინგლისის იურისპრუდენცია. ის მხოლოდ სამოციანი წლებიდან შეარბილეს რამდენადმე.

1828 წელს ესპანეთში, სევილიაში, დაწვეს 26 წლის ქალი იმისთვის, რომ იგი თურმე ალქაჯი, კუდიანი იყო და ღამ-ღამობით ცოცხზე გამჯდარი დაფრინავდა ცაში. სამართლიანობა მოითხოვს, ითქვას, რომ ეს იყო უკანასკნელი აუტოდაფე. ამით დასრულდა კათოლიკური და პროტესტანტული ეკლესიების რვაასწლიანი ტერორი დასავლეთ ევროპაში. რვაასწლიანი!!! დღეს არავინ უწყის, რამდენი მილიონი ადამიანი (ძირითადად ქალები‘ გამოასალმეს სიცოცხლეს ენით აუწერელი წამებით იმ რვაასი წლის მანძილზე. დანამდვილებით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ არც ერთ სხვა სარწმუნოებას, არცერთ სხვა ცივილიზაციას არასოდეს, არსად დაუტეხია ხალხისთვის მსგავსი, თუნდაც ოდნავ მიმსგავსებული ჯოჯოხეთი.

მართლმადიდებლური სარწმუნოებისთვის ამგვარი რამ საერთოდ უცხოა. მართლმადიდებლური ,,ველური” აღმოსავლეთი არ სცნობდა აუტოდაფეს.

პირველი ევროპული სახელმწიფო, რომელმაც მეთვრამეტე საუკუნის მიწურულს გააუქმა სიკვდილით დასჯა, იყო ტოსკანა, ცეროდენა სამთავრო. მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან კიდევ რამდენიმე პატარა ევროპულმა ქვეყანამ უარჰყო ადამიანის მოკვდინების კანონი. თუმცა ყველაზე დიდი და მთავარი ევროპული ქვეყნების - ინგლისის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ესპანეთის - სასამართლოები განაგრძობენ ადამიანთა სისხლის მდინარეების ღვრას.

XVIII საუკუნის მიწურულსა და XIX საუკუნის დამდეგს ყველაზე დიდმა ევროპულმა ფილოსოფოსებმა იმანუელ კანტმა და გეორგ ჰეგელმა ბევრი დაწერეს სამართლის თემაზე. ისინი მოითხოვდნენ, რომ სიკვდილი სასჯელის არსებითად ერთადერთი ზომა აღარ ყოფილიყო. მაგრამ ამ ზომის საერთოდ გაუქმება არასოდეს მოუთხოვიათ. პირიქით, ევროპული ფილოსოფიის ორივე მწვერვალი არსებითად ტალიონისეული სამართლის ჩარჩოებში დარჩნენ - კბილი კბილს წილ, თვალი თვალის წილ, სისხლი სისხლის წილ… მართლმადიდებლური რუსეთის ,,ბნელეთში” კი კანტისა და ჰეგელის ეპოქამდე ბევრად ადრე დაიბადა სიკვდილით დასჯისადმი პროტესტი. რუსეთში თითქმის ყველა მოაზროვნე პეტრე პირველის ეპოქის შემდეგ გმობდა ადამიანის მოკვდინებას. აღწევდნენ კიდეც მიზანს. სიკვდილი, როგორც სასჯელის ზომა რუსეთში სულ უფრო იშვიათდებოდა.

ევროპაში კი მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს წარმოიშვა იურისპრუდენციის ეგრეთ წოდებული ანთროპოლოგიური სკოლა, რომლის მამამთავარი ჩეზარე ლომბროზო დღემდე ძალიან პოპულარულია. მისი წიგნები დიდი ტირაჟებით იბეჭდებოდა. ანთროპოლოგისტები თვლიდნენ და თვლიან (ისინი დღესაც არიან დასავლეთში‘, რომ დამნაშავე იბადება დამნაშავეებად, ამიტომ მისი გამოსწორება შეუძლებელია. თურმე დამნაშავედ გაჩენის შეცნობაც კი შეიძლება მისი თავის ქალის ფორმით და სახის ნაკვთებით. აქედან - დასკვნა: თუ საზოგადოებრიობას სურს კრიმინალური ვითარების ნორმალურ ფარგლებში დატოვება, საჭიროა რაც შეიძლება მეტი დამნაშავის ფიზიკურად მოსპობა.

მართლმადიდებლურ სამყაროში არასოდეს არავითარი მსგავსი თეორია არ შექმნილა. ამერიკის შეერთებულ შტატებში კი დღესაც პრაქტიკულად გაბატონებულია ასეთი აზრი: მანიაკ მკვლელთა (ან, როგორც თვითონ ამერიკელები უწოდებენ, სერიულ მკვლელთა‘ კატასტროფულად დიდი რიცხვი ამ ქვეყანაში, ამით აიხსნება, რომ ღმერთი აჩენს ამგვარ ადამიანებს. მაგრამ რატომ მაინცდამაინც ამერიკაში აჩენს ღმერთი მანიაკების ოთხმოც პროცენტს? ამ კითხვაზე პასუხს არც კი ეძიებენ ამერიკელები.

დასავლური კანონმდებლობა ისტორიულად პრაქტიკულად არ ცნობდა ისეთ რამეს, როგორიცაა შეწყალება. ,,ბნელ” რუსეთში კი მეცხრამეტე საუკუნის მანძილზე სიკვდილმისჯილთა ოთხმოცი პროცენტი შეიწყალეს. თანაც ძალიან ხშირად სასიკვდილო განაჩენს ცვლიდნენ საოცრად მსუბუქი სასჯელით. აქ არ შეიძლება, არ გაგვახსენდეს გენიალური მწერლის, ფ. დოსტოევსკის ბედი, რომელსაც პეტრაშევსკის ჯგუფის წევრობისთვის, სხვა პეტრაშეველებთან ერთად, სიკვდილი ჰქონდა მისჯილი. ნიკოლოზ პირველმა ყველა შეიწყალა, თუმცა პეტრაშეველები სწორედ ამ მეფის დამხობას გეგმავდნენ. დოსტოევსკის მხოლოდ ოთხი წლის პატიმრობა მიუსაჯეს…

ჩვენი ისტორიაც გავიხსენოთ. საქართველოში 1832 წლის შეთქმულების გახსნის შემდეგ, რამდენიმე შეთქმულს (მათ შორის ალექსანდრე ჭავჭავაძეს, გრიგოლ ორბელიანს, სოლომონ დოდაშვილს‘ სიკვდილი მიესაჯა. მაგრამ იმავე ნიკოლოზ პირველმა ყველა შეიწყალა და რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში გადაასახლა. არც ერთ შეთქმულს გადასახლებაში ხუთ წელზე მეტი არ დაუყვია. განთავისუფლების შემდეგ კი არც ერთისთვის აღარ გაუხსენებიათ ძველი `ცოდვა~. შემდგომში ზოგიერთმა შესანიშნავი კარიერა გაიკეთა. გრიგოლ ორბელიანი ინფანტერიის გენერალი და ოქროს ხმლის კავალერი გახდა. ფაქტია, რომ, რუსული სახელმწიფოებრიობის თვალსაზრისით, ქართველი შეთქმულების ჩანაფიქრი საშინელ დანაშაულს შეიცავდა. ჩვენს თავადებს განზრახული ჰქონდათ დიდ პურმარილზე დაეპატიჟათ მეფის ნაცვალი და მისი უახლოესი გარემოცვა, აგრეთვე საქართველოში მყოფი რუსული ჯარის მეთაურები. ყველა მათგანი ქეიფის დროს უნდა დაეხოცათ. შემდეგ გაენადგურებინათ უმეთაუროდ დარჩენილი ჯარი, გადაეკეტათ დარიალი, საქართველოს სამხედრო გზა და აღედგინათ ქვეყნის დამოუკიდებლობა.

დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია: მეცხრამეტე საუკუნეში სიკვდილით არ დასჯილა არც ერთი ქართველი!

 

www.erekle-2.ge (ერეკლე მეორის საზოგადოება)

Edited by erekle2
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 34
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

აი ისტორიაა გაყალბებული და არაობიექტურია მთლიანად ეს შენი სტატია..

 

უბრალოდ აზრი რომ ჰქონდეს ამაზე კამათს ვიკამათებდი...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამ წერილის მოკლე ვერსია არის სადმე?

დაზიპული ჰაზრი დადეთ რა-ანუ მოკლე შინაარსი:)

www.erekle-2.ge -ეს რა პონტია? ღადავია ტუ სერიოზული პონტია??

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ ვიცი მანდ რა წერია :)

მეზარება ეხლა კიტხვა...

მაგრამ ერთი რამ ვიცი...

ჩემში ურყევად ჩამოყალიბდა ჩვენი უმთავრესი მტრის სახელი.

არა იმ მტრის რომელიც რეგვენურად წიხლიტ ჩალიჩობს ცემას, არაა... გველის წიწილის... რომელიც ნელ ნელა, შხამავს, აჰიპნოზებს ამ ქვეყანას, რატა მისგან მორჩილი ბანდერლოგი მიიღოს...

 

ხოდა... ჯერ ეს გველი უნდა მოვიცილოთ, და მერე გავძლიერდეთ და ის რეგვენიც ზედ მივაყოლოთ...

 

ორჯონიკიძეებს კი ტავისი ადგილი მიუჩინოთ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dire

ჩვენ არც დასავლეთისკენ არ უნდა გავიხედოთ და არც აღმოსავლეთისკენ, არც ჩრდილოეთისკენ და არც სამხრეთისკენ....

 

ჩვენ ტავს უნდა მივხედოთ, რაც ნამდვილად არ გულისხმობს იზოლაციას!

 

პ.ს. საინტერესო ანალიზია.....

 

თუმცა ევროპელებისგან არ შემიმჩნევია მაინცდამაინც, თავის ისტორია შეელამაზებიოთ, იგივე ეს ისტორიული ინფოები ევროპელებისგან არ გაქვს?)))

Edited by newstudio
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

აი ისტორიაა გაყალბებული და არაობიექტურია მთლიანად ეს შენი სტატია..

მაგის არაა სტატია, თემურ მირიანაშვილისაა, ტაშფანდუროვის და ზენის ჯიშისაა ეგ ტიპი. არ ღირს წაკითხვად, დაიკიდეთ.

 

babuagiorgi

ამ წერილის მოკლე ვერსია არის სადმე?

დასავლეთში ცუდები არიან, ხალხს ხოცავენ. რუსეთში კარგები არიან, სიკვდილით თითქმის არ სჯიან არავის. ამ ბოდვის მოკლე შინაარსი ეგაა.

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აა არ მოგეწონათ მწარე სიმართლე? სოროსის ხელის ბიჭებო...

ეს მირიანაშვილის დაწერილი ისტორია კი არ არის, ევროპელი ისტორიკოსების ნაშრომებია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აა არ მოგეწონათ მწარე სიმართლე? სოროსის ხელის ბიჭებო...

Ivan Grozny

კორექტულად

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საინტერესო სტატიაა...

ევროპაზე რაც წერია დიდი ნაწილი სიმარტლეა აი მეორე მხარეზე არ ვიცი...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Ivan Grozny

ეს მირიანაშვილის დაწერილი ისტორია კი არ არის, ევროპელი ისტორიკოსების ნაშრომებია.

ეგ ისტორია არ არის, ღლეპროჭაობაა. ევროპაშიც გვხვდება ღლეპროჭია ხალხი და მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეშიც.

 

მარტო ეს მარგალიტი რად ღირს:

მეცხრამეტე საუკუნეში სიკვდილით არ დასჯილა არც ერთი ქართველი!
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სატურნებისთვის, მარსიანელებისთვის და მიშისტებისთვის არ წერდნენ ისტორიკოსები ამ ისტორიას. მართალი ისტორია ჯანსაღი მომავალი თაობისთვის იწერება და არა უცხოპლანეტელებისთვის.

 

პირველ ჯერზე სიტყვიერი გაფრთხილება

2.1. ფორუმელის შეურაცხყოფა. სასჯელი: შეურაცხყოფის სიმძიმის და სიხშირის მიხედვით შეიძლება ვარირებდეს სიტყვიერი გაფრთხილებიდან ერთ კვირიან ბანამდე.

2.2. იარლიყ(ებ)ის მიწებება ფორუმელზე. სასჯელი: სიტყვიერი გაფრთხილებიდან ვორნამდე.

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სატურნებისთვის, მარსიანელებისთვის და მიშისტებისთვის არ წერდნენ ისტორიკოსები ამ ისტორიას. მართალი ისტორია ჯანსაღი მომავალი თაობისთვის იწერება და არა უცხოპლანეტელებისთვის.

უკვე ჩანს, რომ ისტორია მაგარი გკიდიათ..

 

რა არის ისტორია თქვენთვის?

იდეოლოგია, რადგან ამ იდეოლოგიით "ჯანსაღი" თაობის გაზრდა გინდათ, კომუნისტური აზროვნება ნუ.. ისტორიის მთავარი დავალება კი ის არის რომ წარსული გამოიკვლიოს და ის თქვას რაც იყო და არა ის რისი გაგებაც თანამედროვე საზოგადოებას სურს..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისტორიის მთავარი დავალება კი ის არის რომ წარსული გამოიკვლიოს

ეჰ, ჩემო Nukriko, საბოლოო ჯამში, ისტორია ძილისწინ მოსასმენი ამბებია, მოკლე და ვრცელი, გულწრფელი და მატყუარა... :user:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

ეჰ, ჩემო Nukriko, საბოლოო ჯამში, ისტორია ძილისწინ მოსასმენი ამბებია, მოკლე და ვრცელი, გულწრფელი და მატყუარა... 011.gif

ეს წარმოდგენა მხოლოდ და მხოლოდ. იმიტომ არის ესეთი წარმოდგენა, რომ ხალხი შეეჩვია ისტორიის მაგივრად ზღაპრების მოსმენას და ეს ჰგონია მერე ისტორია..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...