Jump to content
Planeta.Ge

ჩვენი ყოფილი თანაფორუმელის "აღსარება"


Recommended Posts

სხვის მიერ საკუთარი ოჯახის გადასარჩენათ გადადგმული ნაბიჯის კომენტირება არ შემიძლია.არ ვიცი სინამდვილეში რა ხდებოდა, მაგრამ ის რასაც ბოლოსკენ სწერს,არავითარ ნორმებში არ ეტევა.

 

მოღალატის იარლიყის აწებება კაცზე არ მიყვარს და არცა მაქვს უფლება.ეს სასამართლოს კომპეტენციაა.

ეხ ჩემო კარგებო, რა ეგონა გუდავას რუსების ხელში მოხვდებოდა და სულ კარაქ გადასმულ პურს მიართმევდნენ. აცალეს ცოტა სული მოადგმევინეს და დაიწყოოოოოოოოოო. ჯერ სადაა მაგის სახელით ისეთ რაღაცეებს დააწერინებენ მაგ საცოდავს , მერე სადმე მიაგორებენ და იტყვიან "კუდმა" და "სოდმა" გააგორაო.

ისე საინტერესოა საერთოდ თუ წაუკითხია ეს წერილი. უკვე დარწმუნებული ვარ მას ბევრ რამეს არც კი შეეკითხებიან, მათავარია მისი სახელი და პროფესია ჟურნალისტი რუსებისთვის.

ალბად რა მწარედ ნანობს, მაგრამ უკვე გვიანაა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 39
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

ეხ ჩემო კარგებო, რა ეგონა გუდავას რუსების ხელში მოხვდებოდა და სულ კარაქ გადასმულ პურს მიართმევდნენ.

მან კარგად იცოდა რაზე მიდიოდა და ამისთვის დიდხანს ემზადებოდა. მოკლედ, მან შეგნებულად, გააზრებულად , ამიზნულად აირჩია მოღალატის გზა და ბასტა! ასეა ეს, ჩემო კარგო Helena222

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Helena222

რა ეგონა გუდავას

გუდავა კი არა გუდაძეა მგონი არის განსხვავება არა? :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ორჯონიკიძედ ქცევის პოტენციალის მქონე ადამიანებს რა გამოლევს...

 

მაგრამ...

სახელმწიფო მთელი თავისი აპარატით, მიმართული უნდა იყოს არა იმისკენ რომ ეს გრძნობა განავითაროს მათში, არამეტ იმისკენ რომ, ამ გრძNობის წარმოშობის მიზეზები ჩაახშოს.

და მხოლოდ იმით მანიპულირება რომ ქვეყანა უნდა გიყვარდესო... ძალიან რთულია... ვერ მოსთხოვ გმირობას ყველას...

ნუ გაამწარებ, ნუ დაუნგრევ ცხოვრებას, ნუ დაუმთავრებ მომავალს, იმედს ნუ მოუკლავ, სამართლის იმედს ნუ მოუსპობ...

და ორჯონიკიძეებიც ნაკლები იქნებიან. გააგრძელე როგორც ეხლა აკეთებ და იმდენი მოიპოვება რომელსაც წითელი შტიკებით აქ მოსვლა ენდომება, შურის საძიებლად რამდენიც დაგიბარებია...

 

მაგრამ... პრობლემებზე ფიქრი და მათი გამოსწორება რთულია... აი ადამიანისთვის კი სისუსტის დაბრალება ადვილი...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dire

სახელმწიფო მთელი თავისი აპარატით, მიმართული უნდა იყოს არა იმისკენ რომ ეს გრძნობა განავითაროს მათში, არამეტ იმისკენ რომ, ამ გრძNობის წარმოშობის მიზეზები ჩაახშოს.

და მხოლოდ იმით მანიპულირება რომ ქვეყანა უნდა გიყვარდესო... ძალიან რთულია... ვერ მოსთხოვ გმირობას ყველას...

ნუ გაამწარებ, ნუ დაუნგრევ ცხოვრებას, ნუ დაუმთავრებ მომავალს, იმედს ნუ მოუკლავ, სამართლის იმედს ნუ მოუსპობ...

და ორჯონიკიძეებიც ნაკლები იქნებიან.

100% -ით ვეთანხმები, არაა გამორიცხული რომ ადამიანი ეშმასაც კი შეეკრას როდესაც მის მიმართ სახელმწიფო ზღვარგადასულ სისასტიკეს იჩენს და ხსნაც არსითაა... ამიტომაცაა, ქვეყანაში დამოუკიდებელი და ობიექტური სასამართლოს არსებობა აუცილებელი, რომ ყველას ვინც თავს უსამართლოდ დაჩაგრულად და შევიწროებულად გრძნობს, შეეძლოს სამართლიანობის აღდგენა მოითხოვოს და ლაგამი ამოსდოს გათავხეებულ სახელმწიფოს....

 

თუ მე ჩემი ქვეყანა დამიკიდებს და ხსნაც არსით მექნება, მეც შეიძლება დავიკიდო ჩემი ქვეყანა...სამწუხაროა, მაგრამ ეს რეალობაა !

Edited by chombe
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

chombe

სასამართლოც და კანონებიც აუცილებლად...

მაგრამ...

ვანიჩკას რა ეშველება მერე? სხვანაირად მუშაობა რომ არ იცის? და უკან დასახევი ხიდები რომ დამწვარი აქვს? :))

 

მოკლედ...

 

გუდაძე, დიდი არაფერი პიროვნება რომ გამოდგა ეს ფაქტია...

ისიც ფაქტია რომ საქართველო იქცა ორჯონიკიძეების სამჭედლოდ.

და აბრალეთ ეხლა თქვენ ეს მენტალიტეტს, საზოგადოებას და ათას YVერობას კიდევ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სრული ტექსი თუ გინდათ გაეცანით.

 

მოკლედ გამარჯობათ მეგობრებო და არა მარტო ...

 

სამწუხაროდ დროის სიმცირისა და სხვა კიდევ უფრო ნაკლებ საინტერესო მიზეზების გამო დღეს ვერ მოვახერხებ კრიტიკულ კითხვებსა და ჩემს მიმართ გამოთქმული რიგი კრიტიკული განცხადებების კომენტირებას თუმცა გპირდებით რომ დაინტერესებულ საზოგადოებას შესაძლებლობისთანავე მოგახსენებთ თუ რა და როგორ ....

 

ამჯერად უბრალოდ ღია წერილის სრულ ტექსტს შემოგთავაზებთ და აგრეთვე დავდებ მიმართვას ქართული მედიისადმი და განცხადებას.. დანარჩენზე სხვა დროს ...

 

 

-----------------------

 

http://itngeorgia.wordpress.com/2009/10/22...83%92%e1%83%90/

 

ღია წერილი ქართულ საზოგადოებას

 

პატივცემულო საზოგადოებავ, 2009 წლის 3 სექტემბერს, მე ჟურნალისტმა, ლევან გუდაძემ ოჯახთან ერთად საქართველოს ტერიტორია დავტოვე და პოლიტიკური თავშესაფრის მონიჭების თხოვნით რუსეთის ფედერაციას მივმართე. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელებისთანავე მიხეილ სააკაშვილის კრიმინალურმა რეჟიმმა ჩემი პიროვნების დისკრედიტირებისკენ მიმართული P.R. კამპანია დაიწყო, რომელიც დღემდე გრძელდება.

 

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე თავს ვალდებულად ვთვლი დაინტერესებულ საზოგადოებას თავად მოვახსენო ის, თუ რეალურად რა მიზეზების გამო დავტოვე საქართველო და რა მეთოდების გამოყენებით ცდილობს სააკაშვილის რეჟიმი ჟურნალისტის მიერ ქვეყნის იძულებით დატოვების ფაქტით გამოწვეული ნეგატიური საერთაშრისო გამოხმაურებისა და აქედან გამომავალი შედეგების მინიმიზირებას.

 

 

უპირველეს ყოვლისა მინდა ავღნიშნო, რომ 2008 წლის 23 აპრილს დავაფუძნე და ვხელმძღვანელობდი საინფორმაციო სააგენტო აი-ტი-ენ ექსკლუზივს. იმ დროისთვის და დღეს ქვეყანაში არსებული საინფორმაციო ვაკუუმის გარღვევისა და კრიმინალური რეჟიმის მიერ “წარმატებული და დემოკრატიული საქართველოს” სახით შექმნილი ვირტუალური რეალობის დემონტაჟის მიზნით, რედაქციის უმთავრეს ამოცანად და პრიორიტეტად ობიექტური ინფორმაციით მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირება დაისახა.შედეგმა არ დააყოვნა და უმოკლეს ვადაში საინფორმაციო სააგენტომ საკუთარი ადგილი დაიმკვიდრა ქართულ მედიასივრცეში, როგორც პრაქტიკულად ერთადერთმა რეალურად დამოუკიდებელმა რედაქციამ. ვფიქრობ სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ საინფორმაციო სააგენტოსადმი სააკაშვილის რეჟიმის ნეგატიური დამოკიდებულება არაადეკვატურში გადაიზარდა და რედაქციაზე ზეწოლის მიზნით ინტენსიური ხასიათი მიიღო მუქარის წერილებმა და სატელეფონო ზარებმა. სააგენტოს ვებ-გვერდის ბლოკირების მიზნით კი მკვეთრად გაუარესდა ინტერნეტ პროვაიდერის (კავკაზუს ონლაინის) მხრიდან რედაქციის ინტერნეტით უზრუნველყოფის ხარისხი და გახშირდა “ხაკერული” თავდასხმები (ე.წ. დოს შეტევა). საინფორმაციო სააგენტო განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში აგვისტოს მოვლენების დროს და მომდევნო პერიოდში აღმოჩნდა, რადგან რედაქციის მიერ საომარი მოქმედებების გაშუქება და საზოგადოებისადმი მიწოდებული ინფორმაციები რადიკალურად განსხვავდებოდა სააკაშვილის რეჟიმის პროპაგანდასა და მის მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებებით გასული ინფორმაციებისგან. გავიხსენებ რედაქციაზე ზეწოლისა და მუქარის ერთ-ერთ ფაქტს მრავალთაგან, თუმცა ერთობ საგულისხმოს. ვგულისხმობ იმას,რომ საომარი მოქმედებების შედეგად დაჭრილი ჯარისკაცების, კონფლიქტის ზონიდან დევნილი მოსახლეობისა და საკუთარი სხვა საინფორმაციო წყაროების მონაცემებზე დაყრდნობით რედაქციის მიერ ქართული არმიის დანაკარგების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების მყისიერი ნეგატიური რეაქცია მოყვა, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძემ, მოგვიანებით კი არაერთმა სხვა თანამდებობის პირმა, პირდაპირ სატელევიზიო ეთერში დაადანაშაულა აღნიშნული ინფორმაციის პირველწყარო ანუ საინფორმაციო სააგენტო აი-ტი-ენ ექსკლუზივი ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში და რედაქციასთან მიმართებაში სადამსჯელო სანქციების გატარებით დაიმუქრა. საბოლოო ჯამში კრიმინალურმა რეჟიმმა მუქარა სისრულეში მოიყვანა, თუმცა, როგორც უკვე ავღნიშნე რედაქციისადმი ხელისუფლების არაადეკვატური დამოკიდებულების მიზეზი არა მხოლოდ ქართული არმიის რეალური დანაკარგების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, არამედ მთლიანობაში აგვისტოს ტრაგიკული მოვლენებისა და შემდგომი პერიოდის გაშუქება და საზოგადოების წინაშე პირველად დასმული მწვავე კითხვები გახდა.

 

შეგახსენებთ რომ 2008 წლის 8,9,10 აგვისტოს ანუ მაშინ, როცა პრაქტიკულად ყველა ქართული მედია საშუალება დაჟინებით იმეორებდა სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის პროპაგანდას თითქოს საქართველოს შეიარაღებული ძალები აკონტროლებდნენ სამხრეთ ოსეთის ყველა დასახლებულ პუნქტს გარდა ჯავისა, ერთადერთი რედაქცია, რომელიც საზოგადოებას 24 საათიან რეჟიმში აწვდიდა რეალურ ინფორმაციას კონფლიქტის ზონაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით გახლდათ აი-ტი-ენ ექსკლუზივი. მინდა გითხრათ რომ ამაყი ვარ რედქციის ჟურნალისტური კოლექტივის მიერ აგვისტოს კრიტიკულ დღეებში გაწეული საქმიანობის ხარისხით, რადგან ჩემს ხელთ არსებული მონაცემების თანახმად აი-ტი-ენ ექსკლუზივის ინფორმაციებზე დაყრდნობით სულ ცოტა ათეულობით მშვიდობიანმა მოქალაქემ დროულად დატოვა სამხრეთ ოსეთის, გორის რაიონისა და ქალაქ გორის ტერიტორია და ვინ იცის ამით სიცოცხლე შეინარჩუნა.

 

აი-ტი-ენ ექსკლუზივი გახლდათ რედქცია, რომელმაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის ოპერაციისა და ამ ოპერაციაში თავდაცვის სამინისტროს შენაერთების მონაწილეობის კანონიერება.

 

აი-ტი-ენ ექსკლუზივი გახლდათ ის რედაქცია, რომელმაც ქართული არმიის მიერ ქალაქ ცხინვალის საარტილერიო დაბომბვის ფაქტი და რეგიონში დისლოცირებული რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო ძალებზე თავდასხმა სამხედრო დანაშაულთან დააკავშირა.

 

სწორედ აი-ტი-ენ ექსკლუზივმა დასვა პირველმა კითხვა იყო თუ არა მიხეილ სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის მიერ სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონის წინააღმდეგ დაწყებული საომარი მოქმედებები და ქალაქ ცხინვალის მასირებული საარტილერიო დაბომბვა ოსი ხალხის გენოციდის მცდელობა და 90 წლებში საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ოსი ეროვნების მოქალაქეებთან მიმართებაში განხორციელებული ეთნოწმენდის გაგრძელება.

 

მიუხედავად რეჟიმის მიერ განხორციელბული ზეწოლისა სწორედ აი-ტი-ენ ექსკლუზივის მეშვეობით იღებდა დაინტერესებული საზოგადოება ობიექტურ ინფორმაციას ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ მიმდინარე პროცესების შესახებ და მით უფრო სამწუხაროა რომ არსებობისთვისა და მოსახლეობის ინფორმირებისთვის პრაქტიკულად 1 წლიანი ბრძოლის შემდეგ საინფორმაციო სააგენტომ 2009 წლის 25 ივნისს ფუნქციონირება შეწყვიტა.

 

რედაქციის იძულებითი დახურვის მიუხედავად არ შემწყდარა პირადად ჩემზე ზეწოლის ფაქტები, რაც როგორც ჩანს იმით იყო განპირობებული, რომ პუბლიცისტური საქმიანობა არ შემიწყვეტია და საკუთარ ხედვას საზოგადოებისთვის აქტუალურ საკითხებზე სხვადასხვა ინტერნეტ რესურსებზე ვაქვეყნებდი. შედეგად მუქარის წერილები და სატელეფონო ზარები ოჯახის წევრების მიმართაც დაიწყო, რაც სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის შინაარსისა და რაობიდან გამომდინარე სხვა გზას არ მიტოვებდა თუ არა საქართველოს დაუყოვნებლივ დატოვებას. ასეც მოხდა და დღეს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ვიმყოფები. თავად განსაზღვრეთ სწორი იყო თუ არა ოჯახის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გადადგმული ეს ნაბიჯი, თუმცა, როგორც მოქალაქე და როგორც ჟურნალისტი ვაცნობიერებ რა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის ანტისახელმწიფოებრივ შინაარს, თავს ვალდებულად ვთვლი გავაგრძელო და ბოლომდე მივიყვანო დაწყებული საქმე და ჩემი წვლილი შევიტანო საქართველოში არსებული კრიმინალური-ტოტალიტარული რეჟიმისა და კორუმპირებული პოლიტიკური სისტემის დემონტაჟში.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე ვსარგებლობ შემთხვევით და მოგაწვდით ინფორმაციას, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს სააკაშვილის რეჟიმის ანტისახელმწიფოებრივ და კრიმინალურ შინაარსს. კონკრეტულად კი მოგახსენებთ, რომ ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად სააკაშვილის დაქვემდებარებაში მყოფი სპეც სამსახურები, კუდ-ი (შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი) და სოდ-ი (შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი)

 

აქტიურად თანამშრომლობენ ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიაზე იატაკქვეშეთში მოქმედ ტერორისტულ ბანდ ფორმირებებთან. აღნიშნული დაჯგუფებები სააკაშვილის სპეც-სამსახურების ხაზით იღებენ დახმარებას ლოგისტიკის, სპეც-აღჭურვილობისა და ცოცხალი ძალის სახით. გარდა ამისა, ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედი ტერორისტული დაჯგუფებების მხარდაჭერისა და რეგიონში ვითარების უკიდურესი ესკალაციის მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე სპეც-სამსახურების ხაზით შექმნილია კერძო კომპანიების საფარქვეშ მოქმედი ბანაკების ქსელი, სადაც რუსეთის ფედერაციისა და სხვა ქვეყნების რადიკალურად განწყობილი მოქალაქეები სპეციალურ მომზადებას გადიან დივერსიულ საქმიანობაში, შემდგომში მათი რუსეთის და სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე გადასრილის მიზნით.

 

აგრეთვე აღსანიშნავია, რომ სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის მიერ სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ბაზაზე გასაიდუმლოებულ ვითარებაში იქმნება უკანონო შეიარაღებული ფორმირებები, რომელთა ამოცანას არაღიარებული რესპუბლიკების ტერიტორიაზე დივერსიული და პარტიზანული მოქმედებების წარმოება წარმოადგენს.

 

პატივცემულო საზოგადოებავ, მიმაჩნია რა, რომ რუსეთის ფედერაციასთან დაპირისპირება და ჩრდილოეთ კავკასიაში, ისევე როგორც სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე ვითარების ესკალაცია არ შედიოდა და არ შედის ქართული საზოგადოებისა და საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებში, მოგმართავთ თხოვნით, რომ ყურადრებით მოეკიდოთ ჩემს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას და შეძლებისდაგვარი წინააღმდეგობა გაუწიოთ მიხეილ სააკაშვილის კრიმინალურ რეჟიმს, რომელიც როგორც სჩანს ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი და ანტირუსული პოლიტიკით გამორჩეული ე.წ. ნეოკონსერვატიული პოლიტიკური დაჯგუფებისა და აშშ-ის სპეც-სამსახურების არა მხოლოდ იდეოლოგიურ, არამედ პირდაპირ დაქვემდებარებაში იმყოფება და მყისიერ საფრთხეს წარმოადგენს, როგორც საზოგადოებისთვის ასევე საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის.

 

P.S.

 

თანამოქალაქენო, მოგიწოდებთ რა წინააღმდეგობისკენ, მინდა გითხრათ რომ ვინ თუ არა მე, ვიცი რაოდენ რთულია ყველაფრით გარისკო და დაუპირისპირდე რეჟიმს, რომლისთვისაც არც ადამიანის სიცოცხლე და არც სახელმწიფო ფასეულობას არ წარმოადგენს. მაგრამ იგივე ჩემი მაგალითიდან გამომდინარე კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით არ მიეცეთ სასოწარკვეთილებას და ნიჰილიზმს და ამით კიდევ უფრო არ გააძლიეროთ რეჟიმი, რომელიც სწორედ საზოგადოებაში გამეფებულ უიმედობაზე დგას. აქვე გთხოვთ არ აყვეთ მიხეილ სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის წარმომადგენლებისა და მათ დაქვემდებარებაში მყოფი მედიასაშუალებების მხრიდან ჩემი პიროვნების დისკრედიტირებისკენ მიმართულ P.R. კამპანიას, რამეთუ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ რომ მთელი ჩემი საზრიანი ცხოვრება ვემსახურებოდი და ვემსახურები ქართულ საზოგადოებასა და საქართველოს.

 

პატივისცემით: ჟურნალისტი ლევან გუდაძე

 

-----------

 

http://itngeorgia.wordpress.com/

 

მიმართვა საქართველოს ჟურნალისტურ საზოგადოებას

 

მოგმართავთ რა ქართველო კოლეგებო მინდა იცოდეთ, რომ არ ვაპირებ იმ უმსგავსო ინფორმაციებისა და პუბლიკაციებზე პასუხისგაცემას, რომლებიც საქართველოს ტერიტორიის დატოვების შემდეგ ჩემი პიროვნების დისკრედიტირების მიზნით გამოქვეყნდა ქართული მედიის მიერ. არც იმის გარკვევით ვარ დაინტერესებული რომელი სატელევიზიო რეპორტაჟი, საგაზეთო პუბლიკაცია თუ საინფორმაციო შეტყობინება მიეწოდა საზოგადოებას მიხეილ სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის დაკვეთით და რომელი რეჟიმის პროპაგანდას აყოლილი ფსევდო ჟურნალისტის მიერ. უბრალოდ მაინტერესებს, რა მორალური და პროფესიული კრიტერიუმებით ხელმძღვანელობდით ან გნებავთ ხელმძღვანელობდნენ ცალკეული რედაქციები ჩემი პიროვნების დისკრედიტირების მიზნით წამოწყებულ P.R. კამპანიაში აქტიური მონაწილეობისას და რა მოტივებით მადანაშაულებდნენ ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში, სახელმწიფოს ღალატსა და ყველა სხვა მიწიერ ცოდვაში?

 

მაინტერესებს როდის შემდეგ აიგივებს ქართული მედია მიხეილ სააკაშვილის კრიმინალურ რეჟიმს საქართველოსთან, ხოლო რეჟიმის ინტერესებს ქართული საზოგადოებისა და საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებთან?

 

მაინტერესებს როგორ მოხდა რომ ქართულ ჟურნალისტიკაში მრავალწლიანი მოღვაწეობის შემდეგ პრაქტიკულად არცერთმა რედაქციამ არ ან ვერ დაიცვა უდანაშაულობის პრეზუმცია, ჩემი, როგორც დევნილი ჟურნალისტის ინტერესები და უაპელაციოდ დაუთმო ასპარეზი მიხეილ სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის პროპაგანდას?

 

ვფიქრობ ეს ყოველივე სულ ცოტა უცნაურია და ქართული ჟურნალისტიკის მორალურ და პროფესიულ ნაკლოვანებებზე მიუთითებს, რადგან მიუხედავად იმისა იზიარებთ თუ არა ჩემ ხედვასა და მოსაზრებებს, ეთანხმებით თუ არა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმისა და მისი პოლიტიკისადმი ჩემ დამოკიდებულებას, ალბათ ურიგო არ იქნებოდა თუ საქართველოს ფაქტობრივი ხელისუფლების მხრიდან ჩემი პიროვნების დისკრედიტირების მიზნით გაკეთებული განცხადებების გამოქვეყნებამდე თუნდაც ვითარებაში უკეთესად გარკვევის მიზნით “კოლეგა ჟურნალისტები” ჩემი პოზიციის მოსმენასაც შეეცდებოდნენ.

 

სამწუხაროდ ასე არ მოხდა და ეს მიუხედავად იმისა რომ მცირე წვლილი ალბათ მეც შევიტანე თანამედროვე ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში, წლების მანძილზე აქტიურად ვთანამშრომლობდი რა საქართველოს წამყვან საინფორმაციო საგენტოებთან, მათ შორის BGI-ის, BS PRESS-ის, MailExspress-ისა და Inter Press-ის რედაქციებთან, ბეჭვდითი მედიის სხვა წარმომადგენლებთან, დროის სხვა და სხვა მონაკვეთში ვხელმძღვანელობდი 2 საინფორმაციო სააგენტოს GMS-სა და ITN Exclusive-ს, ხოლო ჩემს მიერ მომზადებული საინფორმაციო შეტყობინებებს, საგაზეთო პუბლიკაციებსა თუ ინტერვიუებს ინტენსიურად იყენებდა ქვეყანაში მოქმედი პრაქტიკულად ყველა მედია საშუალება.

 

დასანანია, მაგრამ ფაქტი, რომ ქართველ ჟურნალისტებს არ სურთ ან არ შეუძლიათ კოლეგის, შესაბამისად კი დემოკრატიული ქვეყნისა და სამოქალაქო საზოგადოების ერთ ერთი უმთავრესი ინსტიტუტის, თავისუფალი ჟურნალისტიკის დაცვა.

 

მიმართვის ბოლოს კიდევ ერთ საკითხს მინდა შევეხო და საზოგადოებაში ქართული მედიისადმი არსებული რამდენიმე კითხვა დავსვა ..

 

1. როდის აპირებთ კოლეგებო პროფესიული მოვალეობების შესრულებასა და ქართული საზოგადოების ადეკვატურ ინფორმირებას ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და აპირებთ თუ არა ამას საერთოდ?

 

2. აცნობიერებთ თუ არა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმისა და ქვეყანაში შექმნილი კორუმპირებული პოლიტიკური სისტემის ანტისახელმწიფოებრივ და დანაშაულებრივ შინაარსსა და რაობას და თუ აცნობიერებთ რას აკეთებთ რეჟიმის პროპაგანდის მიერ “წარმატებული და დემოკრატიული საქართველოს” სახით შექმნილი ვირტუალური რეალობის დემონტაჟისა და საზოგადოებაში არსებული საინფომაციო ვაკუუმის გარღვევის მიზნით?

 

3. აპირებთ თუ არა თავისუფალი სიტყვისა და საკუთარი თავისუფლებისთვის ბრძოლას?

 

P.S.

 

არვიცი რამდენად შეძლებს ქართული მედია ამ და სხვა არანაკლებ აქტუალურ კითხვებზე პასუხის გაცემას, თუმცა დარწმუნებული ვარ დადგა დრო, რომ ქართულ ჟურნალისტიკაში არსებული პრინციპების, ღირებულებებისა და პროფესიული მოვალეობების შესრულებისადმი არსებული დამოკიდებულება გადაიხედოს. მითუმეტეს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობა არშემდგარი და ანტისახელმწიფოებრივი იდეოლოგიის მატარებელი პოლიტიკოსების პარალელურად ჟურნალისტებსაც ეკისრებათ.

 

 

 

პატივისცემით: ჟურნალისტი ლევან გუდაძე

 

-----------

 

განცხადება

 

2009 წლის 4 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის წარმომადგენელმა ე.წ. სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში ბრალი დამდო და დამადანაშაულა რუსეთის ფედერაციის სპეც-სამსახურებთან თანამშრომლობასა და რუსეთის სასარგებლოდ შპიონაჟში.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე მოვითხოვ, რომ მიხეილ სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა და ე.წ. სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციების საკითხებში თემურ იაკობაშვილმა ქართულ საზოგადოებას დაუყოვნებლივ წარუდგინონ გამოთქმული ბრალდების დამადასტურებელი ფაქტები ან საჯაროდ მოიხადონ ბოდიში, არასწორი ინფორმაციით საზოგადოების შეგნებული დეზინფორმირებისა და ჩემი პიროვნების პატივისა და ღირსების შემლახველი აბსურდული განცხადებებისთვის.

 

---------

 

მადლობთ ყურადღებისთვის და გთხოვდით რომ ზედაპირული განცხადებებისა და დასკვნების გაკეთებას ნუ შეეცდებით...

 

რა იცით რახდება ...

 

მეგობრებო ჯვიზე გავხსენი თემა და პლანეტაზე ჩემი ნიკისპაროლი დამავიწყდა მგონი და იქნებ თქვენ მოგეხერხებინათ იქით ამ პოსტის დაკოპირება ?

 

მადლობთ ასეც და ისეც და წარმატებებს გისურვებთ

 

 

 

 

ეს ითხოვა რომ დაეკოპირებინა ვიღაცას პლანეტაზე და მე ვითავე ეს საქმე.აბა თუ ვინმე წაიკითხავთ ბოლომდე? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს ითხოვა რომ დაეკოპირებინა ვიღაცას პლანეტაზე და მე ვითავე ეს საქმე.აბა თუ ვინმე წაიკითხავთ ბოლომდე?

წავიკითხე ბოლომდე, მაგრამ შენზე აზრი არ შემცვლია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

წავიკითხე ბოლომდე, მაგრამ შენზე აზრი არ შემცვლია

 

 

ჩემზე რა აზრი უნდა შეგეცვალა და ჯიგარი ხარ ლიც. :fio:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემზე რა აზრი უნდა შეგეცვალა და ჯიგარი ხარ ლიც.

გავმაზე ჩემო დიტო :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...