Jump to content
Planeta.Ge

ერთი ნახვით შეყვარება არსებობს?

Recommended Posts

არ ვიცი.. არ შემყვარებია ერთი ნახვით.. თუმცა კი გულს რაღაც ჭია მიღრღნიდა, ხოდა ამ ჭიამ გაამართლა და არ ვიცი... მაინც არ არის ეს ერთი ნახვით სიყვარული
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 144
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ერტი ანხვიტ სექსუალური ლტოლვა შეიძლება გაჩნდეს..რა სიყვარული რის სიყვარული..

T_A_T

არადა არსებობს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არადა არსებობს

ნუ საერტოდ ვდებატობ იმ ტემებზე რაშიც დარწმინების მაღალი ალბათობით ვერკვევი:)

არ არსებობს---ვნება, სექსის სურვილი ერევათ სიყავრულში ზოგადად-ერტი ნახვიტ ამ არევის ალბათობა 99.9% უტოლდება

წყარო-დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება:))

პ.ს. მიზეზი- 666 პოსტს ვჩალიჩობ 8 იანვრისთვის -მაგარი ექშენია:))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეყვარება ალბათ არა, მაგრამ ფერომონების იდეალური თანხვედრა თუ მოხდა, საწყისი რომ არის უდიდესი გრძნობების ესეც ფაქტია... :))

მაგ ფერომონების თანხვედრა შეხედვით ხდება?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

irene

არა, სიახლოვით, ნუ დაახლ 60(+ -) სმ-ზე ვრცელდება ეგ ფერომონები ადამიანიდან ადამიანზე.... :)) ამას თან ერთვის მხედველობითი, სმენითი და სხვ. გრძნობათა ორგანოები, რომელსაც მივყავართ საბოლოო შედეგამდე... :))

ხო მაშინ მჯერა :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

irene

აი თუ არ გჯერა

ფერომონები ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებია, რომლებსაც ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმის სპეციალური უჯრედები და ენდოკრინული ჯირკვლები გამოიმუშავებს. მათ შედარებით მცირე მოლეკულური მასა აქვთ და ჰაერში უმნიშვნელო კონცენტრაციით მოხვედრის შემთხვევაშიც კი მაღალ აქტიურობას ამჟღავნებენ. ფერომონებს საკმაოდ მრავალფეროვანი ქიმიური შედგენილობა აქვთ. ცნობილია შიშისა და განგაშის, სქესობრივი სიმწიფის, ქცევის, სიხარულის, სიყვარულისა და ვნების ფერომონები. ყველა მათგანი მფრინავი არომატია, ადვილად გამოიყოფა ჰაერში და სწრაფადვე იშლება.

იაკობსის ორგანო

ფერომონების მოქმედება მთლიანად ადამიანის ვომერონაზალურ ორგანოზეა დამოკიდებული. ეს ორგანო მე-18 საუკუნის დასაწყისში აღმოაჩინა ჰოლანდიელმა ექიმმა იაკობსმა ცხვირში დაჭრილი ჯარისკაცის მკურნალობის დროს. მანამდე მიაჩნდათ, რომ ვომერონაზალური ორგანო მხოლოდ ემბრიონს ჰქონდა და დაბადებისთანავე ქრებოდა. სულ რამდენიმე წლის წინათ კი ამერიკელმა ფიზიოლოგებმა ეს ორგანო ხელახლა აღმოაჩინეს. იგი ყველას აქვს. ეს ორივე ნესტოში არსებული პატარა, 1 მმ დიამეტრის ჩაღრმავებაა, რომელიც ორი ასანთის ღერისოდენა მილით გრძელდება. ჩაღრმავებაც და მილის კედლებიც დაფარულია რეცეპტორებით, რომლებიც სიგნალს ყნოსვის ცენტრის გვერდის ავლით, პირდაპირ თავის ტვინს უგზავნიან. სწორედ იაკობსის ორგანოს დამსახურებაა, რომ ფერომონები ასე მოქმედებენ ადამიანზე და ბოლომდე გაუცნობიერებელ ემოციებს იწვევენ. იაკობსის ორგანო სპეციფიკურად არის მორგებული ფერომონებს და შეუძლია, ამ ნივთიერების მილიგრამის მემილიარდედიც კი შეიგრძნოს. სადღეისოდ ადამიანის 30-მდე ფერომონია ამოცნობილი. მათი უმრავლესობა ცხვირის ნესტოების კანში, კისრის, შორისისა და საზარდულის არეში გამოიყოფა.

ამოცნობილია ის ფერომონებიც, რომლებიც განსაზღვრულ ურთიერთობებს იწვევენ ახლო ნათესავებს შორის. მაგალითად, დის, დედის ფერომონები მამაკაცში თრგუნავენ სექსუალურ აქტივობას. არსებობს მეძუძური დედის ფერომონი, რომელსაც ახალშობილი ყველაზე უკეთ შეიგრძნობს და ხვდება, სად წევს დედიკო. ცნობილია ფერომონები, რომლებიც ამშვიდებენ ადამიანს, აქვეითებენ არტერიულ წნევას და აწესრიგებენ გულისცემას.

სასქესო ფერომონები ატრაქტანტები

მეცნიერთათვის განსაკუთრებით საინტერესოა სასქესო ფერომონები - ატრაქტანტები: ანდროსტენორი და კოპულინი. ანდროსტენორი მამაკაცის საოფლე ჯირკვალში წარმოიქმნება, კოპულინი კი ქალის ვაგინალური ჯირკვლების სეკრეტია. საპირისპირო სქესის ყურადღების მიპყრობაში ადამიანს სწორედ ეს ორი ფერომონი ეხმარება. მამაკაცთა 10 პროცენტი ოფლთან ერთად გამოყოფს განსაკუთრებულ ფერომონებს, რომლებიც მათ ქალებისთვის გაცილებით მიმზიდველებს ხდიან. მათი კანი და თმა განსაკუთრებული სახის ანდროსტერონს შეიცავს, რომელიც ჰაერში მოხვედრის შემდეგ ქალს დაახლოების უჩინარ მოწოდებას უგზავნის, ქალები კი ამ მოწოდებას ისე ემორჩილებიან, თავადაც არ იციან, რატომ ამჯობინეს ესა თუ ის მამაკაცი სხვებს. უბრალოდ, გრძნობენ, რომ სწორედ მისი გაცნობის, მასთან დაახლოების სურვილი აქვთ. მამაკაცის სასქესო ფერომონები ასტიმულირებენ მდედრობითი სასქესო ჰორმონების სინთეზს და ზრდიან შვილოსნობის ვადას. ქალების ვაგინალური ჯირკვლების სეკრეტსაც პირობითად შეიძლება "მომიახლოვდი" ვუწოდოთ, რადგან, ანდროსტენორის მსგავსად, საპირისპირო სქესში გაუცნობიერებელ სიმპათიას აღძრავს. სასურველი ქალის სურნელი აუმჯობესებს მამაკაცის განწყობას და მას სტრესსა და პრობლემებთან ბრძოლაში ეხმარება. თავად ანტარქტანტებს სუნი არ აქვთ, მაგრამ იაკობსის ორგანოზე მოქმედების შემდეგ სწორედ ისინი წყვეტენ, ვინ სჭირდება ადამიანს და ვინ - არა. რა თქმა უნდა, მხედველობა და სმენა აუცილებელია, მაგრამ ერთი ნახვით შეყვარებაში მთავარ როლს სწორედ ფერომონები ასრულებენ, ასე რომ, უფრო უპრიანი იქნებოდა, მისთვის ერთი დაყნოსვით შეყვარება დაგვერქმია...

ქალები ფერომონებს უკეთ გრძნობენ

აღმოჩნდა, რომ ქალბატონები ფერომონებისადმი გაცილებით მგრძნობიარენი ყოფილან. ანატომიურადაც იაკობსის ორგანო მამაკაცებისაზე ოდნავ დიდი აქვთ. ფიზიოლოგები დარწმუნებულნი არიან, რომ ქალისთვის საკმარისია, 15 წამი ეცეკვოს მამაკაცს, რათა მიხვდეს, სექსუალურად რამდენად საინტერესოა იგი. სუსტი სქესის წარმომადგენლებს ფერომონების ამოცნობის უნარი 1000-ჯერ მეტად აქვთ განვითარებული და განსაკუთრებით ძლიერ მგრძნობელობას ამჟღავნებენ ძვირად ღირებულ პარფიუმერიაში გამოყენებული არომატების მიმართ. საინტერესოა ისიც, რომ ჩასაფრებული პოლიციელი ქალები ბოროტმოქმედის მოახლოებას კოლეგა მამაკაცებზე გაცილებიათ ადრე გრძნობენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საინტერესოა სიყვარულის მეცნიერული შესწავლა რამდენად შესაძლებელია. ჩემი აზრით შესაძლებელი უნდა იყოს.

ერთი ნახვით კი არა, საერთოდ უნახავად შეყვარებაც არსებობს:))

მაგეების მჯერა და მე ის გითხარი, რომ ამ ყველაფრის ფონზე უკვე ერთი ნახვით შეყვარებისაც მჯერა მეთქი :))

ქალს ბიჭო 15 წამში მეტის მიხვედრაც შეიძლება ეწვისო და სანდოა მერე ეგ? :)) :) :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა გითხრა აბა ჩემო მოგობარო, ქალი ისეთი ამოუცნობი არსებაა რომ.... ყველაფერიც შეიძლება მოხდეს... :)) :))

თქვენ რომ ვერ ხვდებით ქალს, არ ნიშნავს რომ მასეა... ამოუცნობი არა ....:)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერთ ნახვამდე შეყვარება არსებობს???

ანუ..

სანამ ნახავ, და მანამდე რომ გიყვარდება... ეგ რაღანაირი ბიოლოგიური პროცესია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...