Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ვინ არიან ეს ექსტრემისტები ?

რა უნდათ?

ვინმე იცით ზუსტად.....რა ხალხია ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 73
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

ვინ არიან ეს ექსტრემისტები ?

რა უნდათ?

ვინმე იცით ზუსტად.....რა ხალხია ?

რა ხდება- ვინ მმკ?

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვინ არიან ეს ექსტრემისტები ?

რა უნდათ?

ვინმე იცით ზუსტად.....რა ხალხია ?

 

 

რამ გაგახსენა , კიდე ჯვრები ურტყეს ვინმეს ? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რელიგიური ექსტრემიზმის ახალი ტალღა - უმეცრება ურჩხულებს შობს

საბურთალოს რაიონის მცხოვრებლები ქავთარაძის ქუჩაზე კათოლიკური ტაძრის მშენებლობის შეწყვეტას ითხოვენ და ხელისუფლებას მიმართავენ, არ დაუშვან კათოლიკეთა პროზელიტური საქმიანობა ქვეყანაში.

ამ მიზნით მათ ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. კათოლიკური ტაძრის მშენებლობის შეწყვეტის მოთხოვნით, ქავთარაძის ქუჩაზე მშენებარე ტაძრის წინ დაახლოებით 150 ადამიანი შეიკრიბა. აქციის მონაწილეები კათოლიკური ტაძრის მშენებლობას აგრესიულ პროზელიტიზმად და სარწმუნოებიდან გადაბირების მცდელობად მიიჩნევენ, რომელიც მათი თქმით, საერთაშორისო პრინციპების დარღვევას წარმოადგენს.

მანამდე მოსახლეობაში გავრცელდა მიმართვა პროკლამაციის სახით. მშენებარე კულტურის ცენტრთან ახლოს მდებარე კორპუსების მცხოვრებლების ბინის კარებთან უცნობმა პირებმა ასეთი შინაარსის პროკლამაციები ჩამოარიგეს:

ფრთხილად - კათოლიკური აგრესია!

ძვირფასო თანამემამულენო! საბურთალოელებო! ვატიკანი აძლიერებს აგრესიულ პროზელიტიზმის სარწმუნოებრივი გადაბირების - პოლიტიკას საქართველოში და სულ უფრო აფართოებს თავის გავლენის სფეროს მართლმადიდებელი სამწყოს ხარჯზე. ამის ნათელი დასტურია უზარმაზარი კათოლიკური ტაძრის მშენებლობა ქავთარაძის ქუჩაზე. ადგილობრივი მოსახლეობის მხრივ არ არსებობს არავითარი მოთხოვნილება და საფუძვლები ამხელა ტაძრის მშენებლობისა. იგი გათვლილია არა ვატიკანის ადგილობრივ პერსონალზე, არამედ სხვადასხვა საშუალებებით გადაბირებულ მართლამადიდებელთანა შექმნილ მომავალ სამწყსოზე. ვატიკანის დესპანი სიტყვით უარყოფს პროზელიტურ საქმიანობას, პროზელიტიზმი ხომ საერთაშორისო პრინციპების დარღვევაა, მაგრამ ტაძრების, ახალი სასწავლებლების გახსნა და ვატიკანის ფარდაახდილი მიზანი, მოიპოვოს საქართველოში მართლადიდებელ ეკლესიაზე დიდი გავლენა, ამის საპირისპიროზე მეტყველებს. დედა ეკლესია გვასწავლის, რომ კათოლიციზმი, არსებითად - პაპიზმი, სულის წარწყმედი სწავლებაა, რომელიც მუდამ მტრობდა მართლამადიდებლობას. კათოლიკები არბევნდენ ქართულ მონასტრებს , ხოცავდნენ ბერ-მონაზვნებს, ცრუ დაპირებებით "აფრანგებდნენ" მართლმადიდებლებს. დღეს კი ანტიმართლმადიდებლური სწავლების გავრცელებასთა ერთად, შემოაქვთ ჩვენთვის ყოვლად მიუღებელი ჰომოსექსუალური, იგივე მამათმავლურ-ლესბოლური ოჯახები, ცხოველთა ნათლობა-ზიარებები და ა.შ. ჩვენი მამულიშვილური ვალია, დავიცვათ თავი ვატიკანის სულიერი ექსპანსიისადან, რათა გადავარჩინოთ მომავალი თაობა სულიერი სკივდილისგან, ზნეობრივი და ფიზიკური გადაგვარებისგან.

მოვთხოვოთ ხელისუფლებას: შეწყდეს ხსენებული კათოლიკური ტაძრის მშენებლობა, გადაკეთდეს იგი სამოქალაქო, არაპროზელიტური დანიშნულების ნაგებობად, რათა არ გამწვავდეს მომავალში ურთიერთობა ორი რელიგიის წარმომადგენლებს შორის, მსგავსად სერბეტ-ხორვატიისა, დას. უკრაინისა თუ ჩრდ. ირლანდიისა. პირნათლად მოვიხადოთ ვალი დედა ეკლესიისა და მამულის წინაშე. (გთავაზობთ უცვლელად).

ქავთარაძის ქუჩაზე მშენებარე ასირიულ-ქალდეური კათოლიკური კულტურული ცენტრის მშენებლობასთან დაკავშირებით ამტყდარი აჟიოტაჟის გამო საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ გაავრცელა განცხადება:

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

როგორც მასმედიით გახდა ცნობილი, ქავთარაძის ქუჩაზე შენდება რელიგიური დანიშნულების ნაგებობა, მშენებლობას აწარმოებს პადრე ბენიამინი, რომელიც არის კათოლიკური ეკლესიის ასირიელი მღვდელმსახური. ამდენად, ლოგიკურია, რომ აღნიშნული ნაგებობა კათოლიკურ ეკლესიას ეკუთვნის; თუმცა, მიუხედავად იმისა, რომელი კონფესიის საკუთრებაა იგი, ეს შენობა მაინც უკანონოა, რადგან არ არსებობს ის სამართლებრივი ბაზა, რომელიც რელიგიური ორგანიზაციის ფუნქციონირებას და მათი საკულტო ნაგებობის მშენებლობას ითვალისწინებს. საინტერესოა, ვინ მისცა მათ ამის ნება, მაშინ, როდესაც მართლმადიდებელ ეკლესიას კანონით მინიჭებული უფლებების ფონზეც კი, ზოგჯერ ექმნება გარკვეული პრობლემები.

შევნიშნავთ იმასაც, რომ საქართველოში მცხოვრები ყველა ასირიელი არ არის კათოლიკური სარწმუნოების აღმსარებელი. ისინი საუკუნეების განმავლობაში მკვიდრობენ ჩვენს ქვეყანაში და მათი მნიშვნელოვანი ნაწილი მართლმადიდებელია. ამდენად ასირიული კულტურის ცენტრის გახსნა კათოლიკების მიერ, ანუ ასირიული კულტურის კათოლიკურად წარმოჩენა, საფუძველს მოკლებულია. ( გთავაზობთ უცვლელად).

2006. 18 სექტემბერი

საპატრიარქოს ოფიციალური განცხადების პათოსი და შინაარსიც კი ძალიან ჰგავს პროკლამაციისას. როგორც ჩანს, ამ ორი დოკუმენტის ავტორი ან ერთი და იგივე პირია, ან მათი შეხედულებები ემთხვევა ერთმანეთს.

კულტურის ცენტრის მშენებლობასთან დაკავშირებით სიტუაცია, განსაკუთრებით საპატრიარქოს ოფიციალური განცხადების შემდეგ, საკმაოდ დაიძაბა.

რედაქცია ( www.religion.ge) კათოლიკური ეკლესიის მოძღვარს, მამა გაბრიელე ბრაგანტინისა და საზოგადოების წარმომადგენლებს დაუკავშირდა, მათი კომენტარები პროკლამაციების გავრცელებისა და მშენებლობის გარშემო ატეხილ ხმაურთან დაკავშირებით ასეთია:

მამა გაბრიელე ბრაგანტინი, კათოლიკური ეკლესია: ეს არის ასირიულ–ქალდეური კათოლიკური კულტურის ცენტრი, სადაც იქნება სწავლება, საქველმოქმედო საღამოები, ლოცვები და ა.შ. ეს ცენტრი დიდი ხნის წინ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო დროში გაიწელა. ჩემთვის გაუგებარია ეს აჟიოტაჟი, ნამდვილად არ გვქონია პრობლემები არც მოსახლეობასთან, არც მთავრობასთან. რატომ გახდა ეს საკითხი ახლა ასეთი პრობლემატური, გაუგებარია;

ნუგზარ პაპუაშვილი, ფილოლოგი: ასირიულ-ქალდეური წესის კათოლიკებს საქართველოში ეკლესია და კულტურული ცენტრი არ ჰქონიათ. მათ ჰქონდათ სექცია კათოლიკურ ეკლესიაში. რაც შეეხება პროკლამაციებსა და მოსახლეობის რეაქციას, ჩემთვის გაუგებარია, რა არის აქ აღსაშფოთებელი. საქართველოს კონსტიტუციით ყველა რელიგიურ ჯგუფს აქვს უფლება ჰქონდეს ეკლესია და მით უმეტეს, კულტურის ცენტრი. თუკი მართლმადიდებლებს აქვთ უფლება ააშენონ ეკლესია ან ცენტრი ყოველგვარი შეკითხვის გარეშე, დაახლოებით ამდაგვარი უფლება სხვებს მაინც უნდა ჰქონდეთ.

მერაბ ღაღანიძე, ილი ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი, ქრისტიანული თეოლოგიისა და კულტურის ცენტრის დირექტორი: გულდასაწყვეტია, საქართველოს საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენლის ჩაუხედაობა და გაურკვევლობა არა მარტო რელიგიის საკითხში, არამედ ისტორიის. მათთვის არ არის ცნობილი, ჩვენ გვერდით საუკუნეების განმავლობაში მცხოვრები ასირიელების ვინაობა, რელიგიური კუთვნილება, წარსული თუ აწმყო, მათი ადგილი და როლი საერთოდ საქართველოს ისტორიაში. მეორე მხრივ, გულდასაწყვეტია, რომ ყოველთვის ვამაყობდით ჩვენს მიწაზე მცხოვრები სხვა რელიგიის თუ ეთნიკური ჯგუფის მიმართ სრული შემწყნარებლობით, დღეს კი ჩვენ გვერდით მცხოვრებ ასირიელებს არ ვაძლევთ საშუალებას ჰქონდეთ ადგილი, სადაც ისინი თავიანთ ენას, კულტურასა და რელიგიას მოუვლიან, გაუფრთხილდებიან და შეინახავენ.

დეკანოზი ბასილ კობახიძე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია: ქავთარაძის ქუჩისა და ვაჟა-ფშაველას გამზირის მოსახლეობა პროვოცირებულ იქნა ექსტრემისტული და ნაცისტური შინაარსის პროკლამაციებით, რომლებიც, ჩემი ინფორმაციით, “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა” და “წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის მართლმადიდებელი მრევლის საზოგადოებამ” გაავრცელეს. ეს ორი ორგანიზაცია უკვე დიდი ხანია ცნობილია თავისი რელიგიური ექსტრემიზმით. მათი ლიდერები არიან დეკანოზი ზურაბ ანთაძე, დეკანოზი დავით ისაკაძე, დეკანოზი დავით ქვლივიძე, ავთანდილ უნგიაძე და ლეიბორისტი ჯონდი ბაღათურია. თუმცა საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებული განცხადება კიდევ ერთხელ ნათელჰყოფს, რომ რელიგიური ექსტრემისტები ღია მხარდაჭერას პოულობენ საპატრიარქოში.

ამ შემთხვევაშიც საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს. სინამდვილეში ქავთარაძის ქუჩაზე შენდება ასირიულ-ქალდეური ეროვნული უმცირესობის კულტურული ცენტრი, სადაც, ბუნებრივია, იქნება ასირიულ-ქალდეური წესის ეკლესია და აღსრულდება ღვთისმსახურება უძველეს ასირიულ ენაზე.

ასირიულ-ქალდეური ეკლესია უძველესი ქრისტიანული ეკლესიაა. იგი ქრისტეს შობიდან I საუკუნის შუახანებში დაარსდა მესოპოტამიაში, პართიის იმპერიის ტერიტორიაზე, რომელიც შემდგომ სპარსელებმა დაიპყრეს. 310 წელს ისტორიულ წყაროებში უკვე ჩანს სელევკია-ქტესიფონის ეპისკოპოსი ბარ გაგაი, რომელმაც შემდგომ პატრიარქის ტიტული მიიღო. აღსანიშნავია, რომ კათოლიკოს-პატრიარქის ტიტული პირველად ასირიულ-ქალდეური ეკლესიის მეთაურებმა მიიღეს და შემდეგ გადმოვიდა იგი საქართველოს ეკლესიაში. 410 წელს იხსენიება კათოლიკოსი ისააკი.

1551 წელს ასირიულ-ქალდეური ეკლესიის ერთმა ნაწილმა რომის პაპის უზენაესობა აღიარა და აღმოსავლური წესის კათოლიკური ეკლესია გახდა. სწორედ ამ ეკლესიის წევრები არიან საქართველოში მცხოვრები ასირიელთა უმრავლესობა. დღეს ასირიელები ცხოვრობენ ერაყში, ლიბანში, ევროპასა და ამერიკაში. მათ საკუთარი სახელმწიფო არა აქვთ და ეროვნულ-კულტურული იდენტობის ერთადერთ სტრუქტურას ეკლესია წარმოადგენს. ასირიულ-ქალდეური ეკლესიის პატრიარქია მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, კათოლიკოს-პატრიარქი მარ რაფაელ ბიდავიდი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სწორედ მან გამოაგზავნა საქართველოში მღვდელი ბენიამინი, რომელიც უაღრესად განათლებული პიროვნებაა და ერთი პერიოდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასწავლიდა.

საქართველოში ასირიელები უკვე მრავალი საუკუნეა ცხოვრობენ და მათ მიმართ რელიგიურ-ეთნიკური სიძულვილის გაღვივება საქართველოს საპატრიარქოს კიდევ ერთ სამარცხვინო საქციელად მიმაჩნია.

სოზარ სუბარი, სახალხო დამცველი: ქავთარაძის ქუჩაზე მშენებარე ნაგებობა ასირიული კულტურის ცენტრი იქნება.

ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან და არა აქვს მნიშვნელობა მართლმადიდებელი იქნება თუ კათოლიკე (მათი უმრავლესობა მართლმადიდებელია), მათ კანონით მინიჭებული აქვთ უფლება ააშენონ რაც სურთ, ეს იქნება კულტურის ცენტრი თუ საკულტო ნაგებობა. ერთხელ და სამუდამოდ ყველამ უნდა შეიგნოს, რომ რელიგიური თავისუფლების წინააღმდეგ ნებისმიერი გალაშქრება უკანონოა.

მეორე მხრივ, ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება. მხოლოდ ამან ხელის შეშლის, შეურაცხოფის ფორმა არ უნდა მიიღოს და რელიგიური შუღლის გაღვივებაში არ უნდა გადაიზარდოს.

გიორგი მელაძე, თავისუფლების ინსტიტუტი: ეს ხალხი არის ძველი და საინტერესო კულტურის ხალხი, თბილისისთვის ამ კულტურის სახლის აშენება მნიშვნელოვანი შენაძენი იქნება. ცენტრი მოემსახურება ასირიული კულტურის შენახვას და პოპულარიზაციას, რა არის ამაში საგანგაშო გაუგებარია. ასეთი გამოსვლები არის სიბნელისაკენ წასვლა. რაც შეეხება საპატრიარქოს მიერ გაკეთებულ განცხადებას, იქ ნათქვამია, რომ მშენებლობა უკანონოა, ეს გამოთქმა იურიდიულად არაკორექტულია. საქართველოში სიტყვას უკანონოა ორი მნიშვნელობით იყენებენ – იურიდიული და სუბიექტური მოსაზრების გამოსახატად.

რაც შეეხება იურიდიულ ასპექტს, არ არსებობს კანონი, რომელიც ზღუდავს ასეთ საქმიანობას. კანონის მიხედვით ადამიანებს შეუძლიათ გაერთიანდნენ და დარეგისტრირდნენ კანონის შესაბამისად ან არ დარეგისტრირდნენ და აწარმოონ ნებისმიერი სახის საქმიანობა. საპატრიარქოს განცხადებაში მოყვანილი ფრაზა კორექტული იქნებოდა თუ დაწერდნენ, რომ ჩვენი აზრით უკანონოაო.

ბასილ კობახიძე

 

 

 

 

მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის მოთხოვნით პატრიარქმა სასულიერო აკადემიის პედაგოგი გააგდოგაზიარება

დღეს, 15:19-ზე

2009 წლის ოქტომბრის დასაწყისში თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ლიტურგიკის (მეცნიერება ღვთისმსახურებაზე) პედაგოგმა დიაკონმა მირიან სხირტლაძემ სტუდენტებს უთხრა, რომ უახლოეს მომავალში ისინი წავიდოდნენ სხვადასხვა ქრისტიანული ეკლესიების ტაძრებში, რათა უშუალოდ ენახათ არამართლმადიდებლების ღვთისმსახურება. სემინარიის სტუდენტებმა: დავით შალამბერიძემ, ათანასე ხაბეიშვილმა, შალვა გაგნიძემ და სხვებმა, რომლებიც ამავე დროს არიან "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის" წევრები, ამის შესახებ შეატყობინეს აღნიშნული ორგანიზაციის ლიდერს დეკანოზ დავით ისაკაძეს. 9 ოქტომბერს დეკანოზი დავით ისაკაძე და მისი დამქაშები: დეკანოზი დავით ქვლივიძე, მღვდელი დავით ნოზაძე, მღვდელი ბასილ იაშაღაშვილი, მღვდელი დავით ლასურაშვილი და სხვა სასულიერო პირები ექსტრემისტ ახალგაზრდებთან ერთად მივიდნენ თბილისის სასულიერო სემინარიაში, სადაც მათ შეუერთდნენ მმკ-ს წევრი აკადემია-სემინარიის სტუდენტები. ექსტრემისტებმა "საქმე გაურჩიეს" მამა მირიან სხირტლაძეს და განუცხადეს, რომ ის "ჭეშმარიტების გზიდან აცდენდა" სტუდენტებს, რადგან აპირებდა მათ წაყვანას არამართლმადიდებელ ეკლესიებში. დეკანოზმა დავით ისაკაძემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მამა მირიან სხირტლაძეს. შემდეგ მამა მირიანი ექტსტრემისტებმა ძალის გამოყენებით წაიყვანეს საპატრიარქო რეზიდენციაში ახლა უკვე კათოლიკოს- პატრიარქთან "საქმის გასარჩევად". უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, დიდმა მეუფემ და მამამ ჩვენმა ილიამ, მმკ-ს მოთხოვნის შესაბამისად დიაკონი მირიან სხირტლაძე გაათავისუფლა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგობიდან. აღსანიშნავია, რომ მამა მირიან სხირტლაძემ თეოლოგიური განათლება საბერძნეთში, თესალონიკის უნივერსიტეტში მიიღო. მსგავსი ფაქტები მრავალჯერ მომხდარა ბოლო პერიოდში, მაგრამ ყოველი მათგანი უცნობი რჩება საზოგადოებისათვის, რადგან ქართული მედია შეგნებულად არ აშუქებს მათ. არც საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულსულოვნება", არც საპატრიარქოს რადიო "ივერია" და არც საეკლესიო პრესა აშუქებენ.

აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ მმკ არის არა რაღაც ცალკეული ექსტრემისტული ორგანიზაცია, არამედ საქართველოს საპატრიარქოს ორგანული ნაწილი, რომელიც ზუსტად ასრულებს კათოლიკოს-პატრიარქის მითითებებს. მასში გაწევრიანებულია ოცზე მეტი მღვდელი და სასულიერო აკადემია-სემინარიის მრავალი სტუდენტი. პატრიარქის ლოცვა-კურთხევის გარეშე ისინი ამ ორგანიზაციაში ვერ გაწევრიანდებოდნენ. მმკ-ს რეალური ლიდერი და "სულიერი მამა" არის არქიმანდრიტი ბასილი (ყოფილი დეკანოზი ზურაბ ანთაძე), რომელსაც ცენტრი კიკეთში აქვს. ამგვარი პრობლემის გადაჭრა შეიძლება მხოლოდ იმ ტოტალური ტაბუს მოხსნით, რომელიც ადევს საეკლესიო საკითხებს ქართულ მედიაში.

 

ვასილ კობახიძე

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მასეთი შავბნელი ხალხის გამო ვერ ყალიბდება ნორმალური სამოქალაქო საზოგადოება.

 

ერთი ეკლესია, მითუმეტეს ასირიული(აისორებს,რომ ეძახიან ჩვენთან), ამინდს ვერ შექმნის. მეჩეთები უფრო მეტი იხსნება, სინაგოგაც გაიხსნა ახალი. რატო ამაზე არ იღებენ ხმას, თუ ეგეთი მაგრები არიან?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მასეთი შავბნელი ხალხის გამო ვერ ყალიბდება ნორმალური სამოქალაქო საზოგადოება.

 

აბა, ერთი ქუუჩის გამო ვყოფილვართ ასეთი ჩამორჩენილნი. :):

 

პ.ს. ზედმეტ ყურადღებს რომ ამახვილებს ყველა ამიტომაც ჰყვირიან. არ გაამახვილოთ ყურადღება და მიატოვებენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვიღაცას აწყობს მათი არსებობა და არ მგონია ამით პატრიარქი იყოს დაინტერესებული....
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

ვიღაცას აწყობს მათი არსებობა და არ მგონია ამით პატრიარქი იყოს დაინტერესებული....

ისევე როგორც ბასილ მკლავიშვილის არსებობა აწყობდა ედიკას!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კათოლიკური ტაძრის მშენებლობის შეწყვეტის მოთხოვნით, ქავთარაძის ქუჩაზე მშენებარე ტაძრის წინ დაახლოებით 150 ადამიანი შეიკრიბა.

150 Y მილიონნახევრიან ქალაქზე არაა საგანგაშო რიცხვი.

 

ვიღაცას აწყობს მათი არსებობა და არ მგონია ამით პატრიარქი იყოს დაინტერესებული

ხო. სტალინიც კეთილი იყო, გარემოცვა ჰყავდა ცუდი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხო. სტალინიც კეთილი იყო, გარემოცვა ჰყავდა ცუდი.

მე ვემხრობი შენ სადაც მუშაობ იმათმა მიხედონ. რა უბედურებაა ეს? ესეთი ფაშიზმიღა გვაკლდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

მე ვემხრობი შენ სადაც მუშაობ იმათმა მიხედონ. რა უბედურებაა ეს? ესეთი ფაშიზმიღა გვაკლდა.

ხო მშვენივრად იცი რომ არ მიხედავენ....

 

ჩვენ ხომ "ყრუბნელი ერი ვართ"!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

მე ვემხრობი შენ სადაც მუშაობ იმათმა მიხედონ

თუ ის 150 კაცი უბრალოდ აპროტესტებს, ეგ მათი უფლებაა ჰქონდეთ საკუთარი აზრი რაღაც საკითხზე. რა მუხლით უნდა "მიხედონ"?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუ ის 150 კაცი უბრალოდ აპროტესტებს, ეგ მათი უფლებაა ჰქონდეთ საკუთარი აზრი რაღაც საკითხზე. რა მუხლით უნდა "მიხედონ"?

ჩემი აზრით ფიქსირდება კანონსაწინააღმდეგო მომენტები.საკიტხის სესწავლა მგონი უნდა მოხდეს მაინც. ცხადია შენ რასაც ამბობ ესეც გასაგებია .

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...