Jump to content
Planeta.Ge

დღეს ,17 ოქტომბერს კახა კუკავა პლანეტას სტუმარი


Recommended Posts

გამარჯობათ, ბატონო კახა.

 

წინა რამდენიმე არჩევნებმა აჩვენა, რომ ნაციონალურ მოძრაობას ყველანაირი რესურსი გააჩნია არჩევნების გასაყალბებლად. საარჩევნო კანონმდებლობის საკუთარ თავზე მორგებით დაწყებული, უშუალოდ ოქმებში ციფრების ჩასწორებით დამთავრებული. გაქვთ თუ არა რაიმე კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა აღუდგეთ ამას წინ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 144
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ფიქრობთ თუ არა, რომ ხელოვანი ადამიანების პოლიტიკოსობა საქმეს აფუჭებს???

 

თუ გაქვთ გამოკვლეული ოპოზიციის რეიტინგი აქციებამდე, აქციებისას და ახლა???

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დღეს ,17 ოქტომბერს კახა კუკავა პლანეტას სტუმარი, 17.00

ბატონო კახა, რ ო დ ე მ დ ე ?! :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბატონო კახა, მახსოვს თქვენ, ზვიად ძიძიგური და კობა დავითაშვილი 2004-2005 წელში აჭარაში დადიოდით და აგროვებდით ხელმოწერებს ავტონომიის გაუქმების მოთხოვნაზე.

ახლაც იმავე აზრზე ხართ? თუ ბოლობოლო მიხვდით, რომ ავტონომიაში კი არ არის ბოროტების წყარო, არამედ ავტონომიებთან დამოკიდებულებაში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოგესალმებით და დავიწყებ პირდაპირ პასუხის გაცემა დასმულ შეკითხვებზე:

 

1) რისი იმედი გაქვთ აქციების ახალ ტალღას რომ იწყებთ ? - ზოგადი შეკითხვაა, იმედი ისევ იმის გავქვს რისც ადრე: 1) ქართველი ხალხის მისწრაფება თავისუფლებისაკენ რაც როგორც 2007-2009 წლებმა აჩვენა შეუქცევადია და "თურქმენიზაციას" არ ექვემდებარება. 2) საერთაშორისო ვიტარება ნელა მაგრამ იცვლება აშკარად, ის რომ ბოლო 2 წლის მანძილზე სააკაშვილი მსოფლიოს პირველი პირებიდან მხოლოდ ბერდიმუხამედოს და ქუვეითის ამირას შეხვდა მე მგონი არ არის უბრალო ამბავი.

 

გგონიათ რომ ეხლა იქნება წარმატება ? -

 

2) როდესმე მოგვეცემა იმის საშუალება რომ ხალხმა მართოს მოვლენები და არა რომელიმე ხელოვანმა ? ვგულისხმობ 26 მაისს...

 

3) თქვენთვის რამდენად მისაღებია საპრეზიდენტო რესპუბლიკა ?

 

4) პროცესებმა არ გამოკვეთა ერთი ლიდერი.. რას აპირებთ ამ მხრივ ?

 

5) და ბოლოს , ბატონო კახა თქვენ მუდმივად ახსენებთ რომ სააკაშვილმა კონსტიტუცია საკუთარ თავზე მოირგო. ხოლო აქციების დროს გამოდიხართ და იძახით რომ იმოქმედებთ კონსტიტუციის ფარგლებში.. რატომ ემორჩილებით იმ კონსტიტუციას რომელიც სააკაშვილმა თავის თავზე მოირგო და რომელსაც თქვენ აკრიტიკებთ ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გგონიათ რომ ეხლა იქნება წარმატება ? - გაჩნია რას გულისხმობთ ახლაში, მე არ ვფიქრობ რომ ხელისუფლება შეიცვლება ამ წლის შემოდგომაზე, მაგრამ ვფიქრობ რომ 2010 წლის გაზაფხულზე ან შემოდგომაზე სააკაშვილს მოუწევს ან რეალური დათმობები ან "ხავერდოვანი რევოლუცია"

 

2) როდესმე მოგვეცემა იმის საშუალება რომ ხალხმა მართოს მოვლენები და არა რომელიმე ხელოვანმა ? ვგულისხმობ 26 მაისს... - გასაგებია კონტექსტი და მთლიანად გეთანხმებით თუმცა პრობლემის ნახევარი პარტიებშია და პრობლემის ნახევარი - ხალხში. პარტიების ბრალი ისაა რომ სერიოზული და ერთიანი ალტერნატივა (პოლიტიკური) არ გამოივეთა, მაგრამ ხალხში მოთხოვნა ხელოვანზეა და არა პოლიტიკოსზე. ბოლო წლებმა "პოლიტიკოსი" სალანძღავ სიტყვად აქცია. ამას წინათ ჩვენს ხელში გაზრდილი ერთი ახალგაზრდა აქტივისტი ამაყად აცხდებდა პოლიტიკოსები ჩვენს აქციებზე ნუ მოვლენ სიტყვას არ მივცემთო, ეს ერთგვარი "მოდაა", გოიმური მაგრამ ფართოდ გავრცელებული

 

3) თქვენთვის რამდენად მისაღებია საპრეზიდენტო რესპუბლიკა ?- მიუღებელია, მე ვიყავი და ვარ ზვიად გამსახურდიას მომხრე ბავშვობაში, კატეგორიულად ვერ ვიღებდი შევარდნაძეს, სააკაშვილს თავიდან მხარს ვუჭერდი და მერე კი იცით. ანუ სულ სხვადასხვა დამოკიდებულების მიუხედვაად თითოეული მათგანის მიმართ მგონია რომ სამივე მათგანის კრახის მიზეზის საპრეზიდენტო სისტემა გახდა.

 

4) პროცესებმა არ გამოკვეთა ერთი ლიდერი.. რას აპირებთ ამ მხრივ ? ჩვენი შტავაზება არის წინასწარი არჩევნები, ეს არის ერთადერთი გზა მშვიდოანია ინდა სტაბილური ინტეგრაციისა, სხვა შორის შეგიძლიათ დეტალური ინფორმაიები ამ საკითხზე ეტაპობრივად იხილოთ: http://conservatives.ge/?page_id=3152

 

5) და ბოლოს , ბატონო კახა თქვენ მუდმივად ახსენებთ რომ სააკაშვილმა კონსტიტუცია საკუთარ თავზე მოირგო. ხოლო აქციების დროს გამოდიხართ და იძახით რომ იმოქმედებთ კონსტიტუციის ფარგლებში.. რატომ ემორჩილებით იმ კონსტიტუციას რომელიც სააკაშვილმა თავის თავზე მოირგო და რომელსაც თქვენ აკრიტიკებთ ? - არ ვემორჩილებით, ეს უბრალოდ აუცილებელი ფრაზაა რომელიც ადვოკატმა გვირჩია :rolleyes: სინამდვილეში ადამიანის უფლებები თანამედროვე სამართლებრივი გაგებით კონსტიტუციაზე მაღლა დგას

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ე.ი. ჩემმა ინიციატივამ გაამართლა. :D პირველ რიგში დიდი მადლობა ბატ.კახას და ჩემი პირველი კითხვა ასეთი იქნება.

რას ფიქრობთ თბილისის მერის არჩევნებთან მიმართებაში? ანუ წარადგენთ თუ არა ერთიან კანდიდატს ოპოზიციური სპექტრი და ვის მოიგულებთ ამ კანდიდატათ?

 

აქვე დავსვამ მეორე კითხვას.რას უნდა ნიშნავდეს სააკაშვილის ესეთი დატკბობა რუსეთის მიმართ? სნნ–ის ინტერვიუზე ვლაპარაკობ.ანუ აქამდე სულ ლანძღავდა რუსეთს დღეს კი „სიყვარულში“ გამოუტყდა.

 

სხვა კითხებს მოგვიანებით დავსვამ. :D

 

ერთიან კანდიდატზე უკვე ვუპასუხე წინა კითხვაში.

 

სააკაშვილს და რუსეტს აქვთ ჩემი აზრით ისეთივე ურთიერთობა როგორიც პროკურორს და ნარკომანს რომელიც ჯერ არ დაუჭერიათ და აშანტაჟებენ. გაგახსენებთ ივლისის თვეში რუსეთის სამხედრო პროკურატურის განცხადებას რომ მათ დაადგინეს ომის დამნაშავე გენერლები და მეტაურები, მაგარმ პირველ პირზე საკმარისი მტკიცებები ჯერ არ არისო, ანუ მიანიშნეს რომ როგორც საჭირო იქნება ისე ვიზამთო, სანაცვლოდ სააკაშვილი შიდა მოხმარებისთვის კი აგინებს რუსეთს მაგრამ ფაქტია, რომ დაწყებული ენგურჰესიდან დამტავრებული რაჭის საძრით ცდილობს რომ არაფრით გააღიზიანოს. ეს სხვათა შორის დაფასდა და არანაირი ოპოზიციის დაფინანსების მცდელობა რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენების მხრიდა არ ყოფილა აპრილში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს სხვათა შორის დაფასდა და არანაირი ოპოზიციის დაფინანსების მცდელობა რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენების მხრიდა არ ყოფილა აპრილში.

და რაღაც ეტაპზე იყო რუსეთის ქართველობისგან დახმარების შემოთავაზება?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თქვენთვის რამდენად მისაღებია საპრეზიდენტო რესპუბლიკა ?- მიუღებელია, მე ვიყავი და ვარ ზვიად გამსახურდიას მომხრე ბავშვობაში, კატეგორიულად ვერ ვიღებდი შევარდნაძეს, სააკაშვილს თავიდან მხარს ვუჭერდი და მერე კი იცით. ანუ სულ სხვადასხვა დამოკიდებულების მიუხედვაად თითოეული მათგანის მიმართ მგონია რომ სამივე მათგანის კრახის მიზეზის საპრეზიდენტო სისტემა გახდა.

 

 

უკაცრავად,მაგრამ ეს ვერ გავიგე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.

×
×
  • შექმენი...