newstudio Posted October 16, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 16, 2009 (edited) დღეს, 17 ოქტომბერს 17.00 ონლაინ-კონფერენცია ცნობილ პოლიტიკოსთან, კახა კუკავასთან რასაკვირველია გექნებათ კითხვები, წინასწარაც დავუსვათ და ონლაინ კონფერენციის დროსაც... წინასწარ რომ ვუსვავთ კითხვებს, უფრო დიდი ალბათობაა გაეცეს პასუხი (არ გამორჩება უბრალოდ) ასე რომ ვიაქტიუროდ! Edited October 17, 2009 by lasha_alo ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
SHARI Posted October 16, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 16, 2009 (edited) ბატონო კახა ძალიან მაინტერესებს1) რისი იმედი გაქვთ აქციების ახალ ტალღას რომ იწყებთ ? გგონიათ რომ ეხლა იქნება წარმატება ? 2) როდესმე მოგვეცემა იმის საშუალება რომ ხალხმა მართოს მოვლენები და არა რომელიმე ხელოვანმა ? ვგულისხმობ 26 მაისს... 3) თქვენთვის რამდენად მისაღებია საპრეზიდენტო რესპუბლიკა ? 4) პროცესებმა არ გამოკვეთა ერთი ლიდერი.. რას აპირებთ ამ მხრივ ? 5) და ბოლოს , ბატონო კახა თქვენ მუდმივად ახსენებთ რომ სააკაშვილმა კონსტიტუცია საკუთარ თავზე მოირგო. ხოლო აქციების დროს გამოდიხართ და იძახით რომ იმოქმედებთ კონსტიტუციის ფარგლებში.. რატომ ემორჩილებით იმ კონსტიტუციას რომელიც სააკაშვილმა თავის თავზე მოირგო და რომელსაც თქვენ აკრიტიკებთ ? Edited October 17, 2009 by J&B ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted October 16, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 16, 2009 (edited) ხვალ, 17 ოქტომბერს კახა კუკავა პლანეტას სტუმარი ე.ი. ჩემმა ინიციატივამ გაამართლა. პირველ რიგში დიდი მადლობა ბატ.კახას და ჩემი პირველი კითხვა ასეთი იქნება. რას ფიქრობთ თბილისის მერის არჩევნებთან მიმართებაში? ანუ წარადგენთ თუ არა ერთიან კანდიდატს ოპოზიციური სპექტრი და ვის მოიგულებთ ამ კანდიდატათ? აქვე დავსვამ მეორე კითხვას.რას უნდა ნიშნავდეს სააკაშვილის ესეთი დატკბობა რუსეთის მიმართ? სნნ–ის ინტერვიუზე ვლაპარაკობ.ანუ აქამდე სულ ლანძღავდა რუსეთს დღეს კი „სიყვარულში“ გამოუტყდა. სხვა კითხებს მოგვიანებით დავსვამ. Edited October 16, 2009 by lasha1997 ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted October 16, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 16, 2009 1) თქვენი აზრით, რატომ გეგონათ რომ "რედისონში" მიმდინარე შეხვედრას "მაესტრო" არქივისთვის იღებდა და რა რეაქცია გქონდათ, როცა გაიგეთ, რომ შეხვედრა 2 საათი "მაესტროს" პირდაპირ ეთერში გადიოდა.. 2) ეჭვობთ თუ არა, რომ ვიღაც ხელისუფლებაზე მუშაობს ოპოზიციაში..... 3) რა შედეგი მოჰყვა ოპოზიციის ნაწილის მიერ ამ მოწვევის პარლამენტარობაზე უარის თქმას??? ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
chegesto Posted October 16, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 16, 2009 ბატონო კახა რატომ გებრძვიან? სიკარგის მეტი რა გააკეთე? ვინც ვერ გაგიგებს ვერ გაიხარებს!! 1. ხომ არ აპირებთ უახლოეს მომავალში პოლიტიკიდან წასვლას და რაიმე უფრო სასარგებლოთი დაკავებას? ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted October 16, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 16, 2009 ხო ხო ხო რა იაზვობა ატყდა ატუ ეგო ატუუუ... არ შეიძლება ბიძიკიებო ასე ჩემი შეკითხვები:1. ფიქრობთ თუ არა რომ ლიდერის გამო შეუძლებელია წარმატების მიღწევა.2. თქვენ ვის ხედავთ შესაძლო ლიდერად.3. არჩევანის შემტხვევაში ალასანია - ბურჯანაძე, ვის გვერდით დადგებოდით? რატომ?4. რას ფიქრობთ ლეიბორისტებსა და ქრისტიან დემოკრატებზე?5. გულწრფელად რას ფიქრობთ ლეიბორისტებსა და ქრისტიან დემოკრატებზე . გთხოვთ სრულად წარადგინოთ ჩემი შეკიტხვები ყოველგვარი კუპიურების გარეშე თუ წაიშლება სატურნის მიერ, წინასწარ ვაცხადებ რომ ეს არის პოლიტიკური შეკვეთა, ინტრიგები და წვრილი შურისძიების მცდელობა თუ დანარჩენები წაშლით ვინმე ახსენით რატომ.ჩოხა აქვე იტრიალე სარჩელს ვამზადებ მემგონი ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted October 16, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 16, 2009 თუ წაიშლება სატურნის მიერ, წინასწარ ვაცხადებ რომ ეს არის პოლიტიკური შეკვეთა, ინტრიგები და წვრილი შურისძიების მცდელობაწაიშლება 5 წუთში რადგან პოსტი შეიცავს შეურაცხყოფას ბატონ კახა კუკავას მიმართ. კერძოდ კითხვა "თქვენ ვის ხედავთ შესაძლო ლიდერად" არის შეურაცხმყოფელი, რადგან ლიდერობა რაღა თქმა უნდა ბატონმა კახამ უნდა გასწიოს. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Goddess Posted October 16, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 16, 2009 უპირველეს ყოვლისა, გმადლობთ, რომ დრო გამონახეთ ონლაინ კონფერენციისათვის. შეკითხვა: გასული აქციების შემდგომ საზოგადოებაში, ერთგვარად, ენთუზიაზმი ჩაკვდა და ნდობა გარკვეულწილად დაიკარგა ოპოზიციის მიმართ. აღიარებთ თუ არა ამ ფაქტს და იმ შემთხვევაში თუ აღიარებთ, გაქვთ თუ არა დასახული გარკვეული გეგმა, ნდობის მანდატის თავიდან მოსაპოვებლად და რა სახის არის ეს გეგმა. თქვენ ფიქრობთ, რომ ხალხი კიდევ ერთხელ გამოვა? ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted October 16, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 16, 2009 რა იყო რეალური მიზეზი იმისა, რომ არ ჩაერთედ საარჩევნო კოდექსზე მუშაობაში, განსაკუთრებით გაზაფხულზე, როცა რეალური ბერკეტი გქონდათ ხელისუფლება ბევრ დათმობაზე წამოგეყვანათ??? გრძნობთ თუ არა პასუხისმგებლობას წინა მოწვევის პარლამენტში მაჟორიუტარულ არჩევნების წესთან დაკავშირებით შეთანმხებული ვარიანტის ჩავარდნაზე, რომლის კენჭისყრაზეც არ შეხვედით... ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted October 16, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 16, 2009 ჩემი შეკითხვები: 1) ვერ ვხედავ ოპოზიციის საქმიანობის რეალურ შედეგს, იმის მიუხედავად რომ ნდობა დიდი ჰქონდა. ეჭვი მიჩნდება რომ თქვენ (ოპოზიციას) წარმატების მიღწევა არ შეგიძლიათ, იმ დროსაც კი როცა თქვენს გვერძე მთელი მოსახლეობა დგას.. არის თუ არა ესე და თუ არ არის, რა მაგალითი შეგიძლიათ მოიტანოთ თქვენი დამარცხების გასამართლებლად?2) ოპოზიციის მთავარ პრობლემებს რაში ხედავთ?3) რითი განსხვავდება კონსერვატიული პარტია ნაციონალურ მოძრაობისგან? მხოლოდ იმით რომ ერთი ხელისუფლებაშია, ხოლო მეორე ოპოზიციაში? არსობრივი განსხვავება რა არის ამ ორ პარტიას შორის? ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted October 16, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 16, 2009 (edited) როგორ წარმოგიდგენიათ მომავალში რუსეთთან ურთიერთობა? რას ფიქრობთ შემდეგი კანონ პროექტების,„პატრიოტთა აქტი“ და პარლამენტის მიერ პრეზიდენტის არჩევის შესახებ? მეორე კანონ პრექტში იდება ის,რომ პრეზიდენტს არ შეეძლება მინისტრთა თავმჯდომარის გადაყენება. რატომ არ გააკეთეთ კომენტარები,მაესტროს და ბათუმის ტელევიზიების პრობლემებზე და ამ ტელევიზიებს პრობლემები რომ შეექმნათ საიდან აპირებთ პროპაგანდის გაწევას? ალბათ საკმარისა ჩემგან კითხვების დასმა. Edited October 16, 2009 by lasha1997 ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted October 16, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 16, 2009 რატომ ვერ ხერხდება საქართველოში უფრო მსხვილი პარტიების ფორმირება?ხომ ხედავთ ვერ ამართლებს რამდენიმეპირიანი პოლიტსაწარმოები ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted October 17, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 17, 2009 (edited) ხვალ, 17 ოქტომბერს ონლაინ-კონფერენცია ცნობილ პოლიტიკოსთან, კახა კუკავასთანnewstudio :maladec: რომელ საათზე? Edited October 17, 2009 by ლ ი ც ი ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
tengo1 Posted October 17, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 17, 2009 რომელ საათზე? ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
SHARI Posted October 17, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 17, 2009 tengo1 5 ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts