McLaren Posted October 19, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 19, 2009 Facebook - ზე წავიკითხე თქვენი ერთერთი კომენტარი, სადაც თქვენ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ბრალს დებთ, თითქოს ის რუსულ ჯარს ადიდებდა. ეს ნამდვილად თქვენი კომენტარი იყო თუ ვინმემ სხვამ დაწერა თქვენი სახელით და გვარით? ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
bingo Posted October 19, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 19, 2009 მოგესალმებით ბატონო ბასილ,ვიცი რა, რომ თქვენ ბრძანდებით საეკლესიო სამართლის კარგად მცდოდნე ადამიანი, თუ შეიძლება ამიხსენით:1.რატომ ეტრფის ასეთი ნეტარებით მისი უწმინდესობა მტრის ასევე მტრულ სამღვდელოებას, აგვისტოს ომიდან სამი თვის შემდეგ, რატომ ეპატიჟება თბილისში უცნაური ხალისით სამღვდელოებას, უფრო სწორად შერეულ დელეგაციას(კრემლის ემისრებთან ერთად) რომელიც გულმოდგინედ აკურთხებდა რუსულ სამხედრო ტექნიკას და ჭურვებს, რომლებმაც მრავალი ჩვენი სამხედროს და მშვიდობიანი მოსახლის სიცოცხლე შეიწირა. არის თუ არა ეს ომში დაღუპული გმირების სულების შეურაწყოფა? ან შეიძლება მე არ ვიცი და მართლმადიდებლურად პირიქით, დიდი პატივია?2. აქვს თუ არა საქართველოს მოქალაქეს უფლება იკითხოს, თუ სად ხარჯავს ჩვენი ეკლესია ჩვენი ჯიბიდან ბიუჯეტში შესული თანხის 25 მილიონ ლარს, ყოველწლიურად? თუ ეკლესიურად ამაზე ლაპარაკი არ შეიძლება ნუ მიპასუხებთ, და საერთოდ მორწმუნე ადამიანს აქვს თუ არა უფლება დაუსვას თავის მოძღვარს ანალოგიური შეკითხვები?3.ეკლესიურად გამართლებულია თუ არა, რომ მეუფე დავით ალავერდელი იმიტომ რომ თბილისთან ახლოს უნდა, რომ იყოს და ალბათ პრესტიჟულად მიაჩნია, მოიწყოს 5 ვარსკვლავიანი რეზიდენცია, ასევე 5 ვარსკვლავიანი კელიებით? და თუ ეს დარღვევაა სინოდმა და პატრიარქმა უნდა მიუთითოს თუ არა ასეთ ქმედებაზე? თუ ხელი ხელს ბანს პრინციპია?4.მე ვიცი, რომ ძალიან საინტერესო მიმართვა გააკეთა კიევის პატრიარქმა ფილარეტმა, კირილეს უკრაინაში ჩასვლამდე, მგზნებარე და პატრიოტული, ვერსად ვნახე და თუ გაქვთ იქნებ განათავსოთ ან ელექტრონული მისამართი დაწეროთ.შეკითხვები ბევრი მაქვს, მაგრამ თავს აღარ შეგაწყენთ. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
numlock Posted October 19, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 19, 2009 1-რატომ გაღრმავდა ასე ქართულ და რუსულ საპატრიარქოებს შორის ურთიერთობა 2008 წლის,აგვისტოს ომის შემდგომ2-მიგაჩნიათ თუ არა სწორად,ქრისტეს შობის გადმოტანა 25 დეკემბერს?3-თქვენი დამოკიდებულება მაინტერსებეს ზოგადად პატრიარქის შესახებ,როგორ გონიათ რაც დღეს ხდება პატრიარქის ნებაა თუ,იგი დატყვევებულია "ბნელად" მოაზროვნე ,ვაი მღვდელმთსახურების ჯგუფის მიერ?4-მიგაჩნიათ თუ არა,რომ მართმადიდებელ მშობელთა კავშირს მხარდაჭერას უცხადებს ფარულად საპატრიარქო?თუ ასე მიგაჩნიათ იქნებ რაიმე ფაქტებიც მოიყვანოთ... მადლობთ წინასწარ ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Gurneli Posted October 19, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 19, 2009 მოგელასმებით ბატონო ბასილ, საინტერესო და სასიამოვნო იქნება თქვნეთან (ტუნდაც ონლაინ რეჟიმში) შეხვედრა სა საუბარი... როგორ ფიქრობთ: 1. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც ყველა თვალსაზრისით უზარმაზარ მხარდაჭერას იღებს სახელმწიფოსგან, მაინც ნომერი პირველი მტერი ხომ არაა სახელმწიფოსი? და თუ ეს ასეა, მაშინ გამოდის სახელმწიფო საკუთარ დასაკლავ დანას ჭედს?2. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სწორედ იმას ხომ არ აკეთებს, რაც სამუელ ჰანთინგტონმა იწინასწარმეტყველა, ანუ იგი რუსულ-მართლმადიდებლური ,,ცივილიზაციის,, პლაცდარმი ხომ არაა საქართველოში დასავლურ-ლიბერალური ფასეულობების წინააღმდეგ?3. რატომ არის ტაბუირებული რელიგიის თემა საზოგადოებაში, იქნება ეს სამოქალაქო სექტორი თუ მედია?4. მამა ბასილ, თქვენ კარგად იცნობთ სინოდის წევრ ეპისკოპოსებს... რამდენს აქვს მათ შორის თეოლოგის დიპლომი?5. მამა ბასილ რატომ არ მიდიხართ დასავლეთში და რატომ არ ეშვებით ქარის წისკვილებთან ბრძოლას? ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Gurneli Posted October 19, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 19, 2009 კიდევ ერთი კითხვა:მამა ბასილ, ცნობილია, რომ თქვენ ომშიც კი იყავით და ეს გადაწყვეტილება როგორ მიიღეთ? როგორ ახსნით ამ გადაწყვეტილებას? ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted October 20, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 20, 2009 (edited) ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით არანაირად არ იყოს აზრის გამოხატვის შეზღუდვა და კითხვა-პასუხის რედაქტირებასაც მაქსიმალურად მოვერიდებით. ოფტოპებისგან განვათავისუფლებთ. უცენზურო ლექსიკის გამოყენებაზე იმოქმედებს შესაბამისი წესები.იმედია საუბარი საინტერესო გამოვა. Edited October 20, 2009 by lasha_alo ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted October 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 20, 2009 Gurneli მართლაც ძალიან მაინტერსებს ამ კითხვებზე პასუხი განსაკუთრეით იმიტომ რომ.. ჩემი პირადი აზრით ეს ის კითხვებია რაზეც ბატონ ბასილს პასუხის გაცემა უნდოდა, ანუ მომზადებული შეკიტხვები მით უფრო საინტერესოა გაცემული პასუხები პ.ს. ისე ერთი კითხვა ვერ გავიგე... სინოდის წევრების თეოლოგიურ განათლებაზე ანუ დიპლომის არქონის პონტში კითხულობ? :D ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
basil_kobakhidze Posted October 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 20, 2009 მოგესლმებით, მადლობთ მოწვევისათვის ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted October 20, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 20, 2009 basil_kobakhidze მოგესალმებით ჩვენ ფორუმზე.მადლობა რომ დათანხმდით ჩვენს მოწვევას. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
basil_kobakhidze Posted October 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 20, 2009 მე "ცნობილი სახე" არა ვარ, რომ მარტო სახილით და გვარით მოხდეს ჩემი წარდგენა. ამიტომ დავდებ მოკლე ბიოგრაფიასვასილ კობახიძე დაიბადა 1966 წელს. დაამთარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, თბილისის სასულიერო აკადემია, სტრასბურგის მარკ ბლოკის სახელობის უნივერსიტეტის კათოლიკური თეოლოგიის ფაკულტეტის საეკლესიო სამართლის ინსტიტუტი - კანონიკური სამართლის მაგისტრის წოდებით და ათენის კაპოდისტრიას სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის ბერძნული ენის ინსტიტუტი. 1985 წლიდან იყო Kკათოლიკოს- პატრიარქ ილია II სტიქაროსანი სიონის საკათედრო ტაძარში და მისი რეფერენტი. 1993 წელს დაინიშნა სასულიერო აკადემიის პედაგოგად. ასწავლიდა ძირითად თეოლოგიას, საეკლესიო სამართალს და ჰომილეტიკას. იყო რექტორის თანაშემწე, ქრისტიანული ანთროპოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, თეოლოგიური ფაკულტეტის დეკანი და აკადემიის პრორექტორი. Aარის “აღმოსავლური ეკლესიების საეკლესიო სამართლის საერთაშორისო ასოციაციის” წევრი. 1993 წელს პატრიარქმა აკურთხა დიაკონად, 1995 წელს კი მღვდლად და დანიშნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წმ. დავით აღმაშენებელის სახელობის ტაძრის წინამძღვრად. პარალელურად იყო პატრიარქის რეფერენტი საეკლესიო-სამართლებრივ და იურიდიულ საკითხებში და საპატრიარქოს პრეს-ცენტრის ხელმძღვანელი. Yყველა ეს თანამდებობა დატოვა 1997 წელს, საქართველოს ეკლესიის საერთაშორისო ქრისტიანული ორგანიზაციებიდან გამოსვლისა და ეკლესიაში გამეფებული ფანატიზმისადმი პროტესტის ნიშნად. არის საქართველოს ეკლესიის მართვა_გამგეობის დებულების პროექტის ავტორი, რომელიც დამტკიცებული იქნა საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრების მიერ 1995 წელს, სვეტიცხოველში. საფრანგეთში სწავლისას დაარსა საქართველოს ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი სამი ეკლესია: სტრასბურგში _ წმ. ქეთევან წამებულის სახელობის, ბრიუსელში_ წმ. თამარ მეფისა და მიუნხენში_ წმ. ვახტანგ გორგასალის სახელობისა, რომელთა ბაზაზე საქართველოს ეკლესიის წმ. სინოდმა დაარსა დასავლეთ ევროპის ეპარქია. Aარის კიევის ქართული სამრევლოს დაარსების ინიციატორი. დაჯილდოებულია დეკანოზის ხარისხით, გამშვენებული ჯვრით, კონსტანტინეპოლის, მოსკოვის და კიევის საპატრიარქოების ორდენებით. 2006 წლის ოქტომბერში, რუსეთის ფედერაციაში ქართველების მიმართ გაჩაღებული ეთნიკური ნიშნით დევნისადმი პროტესტის ნიშნად, მოსკოვის პატრიარქ ალექსის უკან დავუბრუნა პირადად მისგან მიღებული რუსული საეკლესიო ორდენი. Gგამოქვეყნებული აქვს მრავალი სტატია და ინტერვიუ საღვთისმეტყველო საკითხებისა და საეკლესიო-საზოგადოებრივი პრობლემების შესახებ. საპატრიარქოს პოლიტიკის საჯარო კრიტიკისათვის საქართველოს ეკლესიის წმ. სინოდმა 2003 წლის 18 აგვისტოს მას უკანასკნელი გაფრთხილება მისცა, ხოლო 2004 წლის 23 დეკემბერს მღვდელმოქმედება აუკრძალა. საპატრიარქოს პრორუსული პოლიტიკისა და მის მიმართ განხორციელებილი მრავალწლიანი შეურაცხყოფისა და დევნის მიმართ პროტესტის ნიშნად, 2007 წლის 28 თებერვალს თვითონ დატოვა მღვდლობა. 2008 წლის აგვისტოში მოხალისედ მონაწილეობდა რუსეთ-საქართველოს ომში. იყო მსროლელი, მეტყვიამფრქვევის თანაშემწე და მოხალისეთა ასეულის შტაბის სერჟანტი. ამჟამად მუშაობს თანამედროვე რელიგიათმცოდნეობის მეთოდოლოგიების, რელიგიის ნეოფენომენოლოგიის და სეკულარიზაციის საკითხებზე. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
misha songulashvili Posted October 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 20, 2009 მოგესლამებით მამაო ბასილ,1. როგორ შეაფასებდით ამ განვლილ წლებს, გამოიღო თუ არა რაიმე დადებითი შედეგი თქვენმა ბრძოლამ იმ საქმის სასიკეთოდ რასაც თქვენ ემსახურებით? პარალელი რომ გავავლოთ იმ დროსა (როდესაც საპატრიარქომ გულისწყრომით დაგიეყოთ ყურება) და ამ დროს შორის, შეიცვალა რამე დადებითისკენ? თუ კი, მაშ რა არის ეს? და თუ არა, რაში ხედავთ გამოსავალს?რით შეაფასებთ იმ ფაქტს რომ იმ პოზიციის მხარეს, ანუ რაზადაც თქვენ დგეხართ, ქართული საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილი დგას... და ის მცირე ნაწილიც რომელნიც ამ მხარეზე არიან ჩანს რომ არაკონსოლიდირებულნი არიან. რით ახსნით ამას? გმადლობთ! ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted October 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 20, 2009 უკვე იგრძნობა ღრმა თავმდაბლობა ძალიან კარგია თქვენი ბიოგრაფია მაგრამ დიდი თხოვნა მაქვს პასუხებზე იქნებ გადავსულიყავით არაფერი პირადული უბრალოდ ძალიან მეჩქარება და ერთ ორი პასუხის წაკიტხვა მაინც რომ მომესწრო მინდოდა ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted October 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 20, 2009 როგორ მიგაჩნიათ, ზოგადად, საპატრიარქოს როლი როგორი უნდა იყოს სახელმწიფოში???.... ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Goddess Posted October 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 20, 2009 basil_kobakhidze ბატონო ბასილ, უპირველეს ყოვლისა გმადლობთ ჩვენთან მობრძანებისათვის. თხოვნა იქნება, უპირველესად პასუხები გაეცეს აქამდე დასმულ კითხვებს. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
vitaminC Posted October 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 20, 2009 (edited) Goddess ისე, სანამ სტუმარი პასუხს წერს, დროებით სიგნაჩა მოგეშორებინა, ყოფილი მღვდელია მაინც, უხერხულია. თუმცა ეგ პრადვინუტია, არ გაუკვირდება Edited October 20, 2009 by vitaminC ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts