Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

არ მომწონს ეგ ჯგუფი, ვისაც მოწონს წაიკითხოს

 

:rolleyes:

 

ამ ჯგუფს ხშირად მიაკუთვნებენ თანამედროვე ბრიტანულ ტალღის, ე.წ. ''ბრიტ-პოპის'' განხრას, მაგრამ უკანასკნელ წლებში მან, ისევე როგორც სხვა ბრიტანულმა ჯგუფებმა, უფრო შორი ნაბიჯი გადადგა თანამედროვე მუსიკაში. თითქოს და ოთხმა ჩვეულებრივმა ადამიანმა - კრის მარტინმა (კლავიშები, ვოკალი), ჯონი ბაკლენდმა (გიტარა), უილ ჩემპიონმა (დასარტყამები) და გაი ბერიმანმა (ბასი) ჩამოაყალიბა ეს ჯგუფი, მაგრამ რამდენიმე წელიწადში სწორედ ისინი გაფანტავენ სკეპტიკურ მოსაზრებებს ბრიტ-პოპზე.

ოთხივე უკრავდა ადრინდელი ასაკიდან. მათზე გავლენა მოახდინა ბობ დილანმა, ნილ იანგა, ჯგუფებმა The Stone Roses, My bloody Valentine, Echo & The Bunnymen, R.E.M., U2.

 

მათი პირველი დიდი კონცერტი შედგა უცნობი ჯგუფების ფესტივალზე მანჩესტერში, ამის შემდეგ კი, 1998 წელს გამოიცა სინგლი Safety EP, რომელიც სულ რამდენიმე დღეში ჩაიწერა და უფრო დემოს სახეს ატარებდა. იგი საკმაოდ დამოუკიდებელი და მიმზიდველი ნამუშევარია. დღეს მასში შესული Bigger Stronger, No More Keeping My Feet on the Ground, Such a Rush ჯგუფის ადრინდელი პერიოდის თამამ განაცხადებად ითვლება.

 

Brothers and Sisters EP გამოვიდა ერთი წლის შემდეგ, სულ 500 ეკზემპლარის სახით. სასიამოვნო მელოდიების გამო ჯგუფმა როგორც იქნა მიიღო კონტრაქტი კომპანიასთან Parlophone, ამის შემდეგ კი გამოიცა Blue Room EP, რომლითაც ჯგუფი ემზადებოდა სერიოზული ალბომის ჩასაწერად.

 

დებიუტი სახელად Parachutes შედგა 2000 წლის ნოემბერში. ალბომმა გააოცა მსმენელი და ჯგუფმა მოიპოვა ერთგული თაყვანისმცემლების დიდი ტალღა. ალბომი უშუალოდ, ჰარმონიული ბალადებისგან შედგება და თავდაპირველად სწორედ ამან მოაჩვენა კრიტიკოსებს ჯგუფი სენტიმენტალურ და მონოტონურ მოვლენად, თუმცა ამ ყველაფერმა ცოცხალი შოუს მასშტაბებში უფრო დასრულებული სახე შეიძინა და ბევრს მოუწია აღიარება იმ ფაქტისა, რომ Coldplay-ს დიდი პერსპექტივა გააჩნია გლობალური მასშტაბებით ბრიტანული მუსიკის პოპულარიზაციაში. პოპულარობა კი იმას ნიშნავს, რომ შენზე ათასგვარ ჭორს იგონებენ ხოლმე და ერთ-ერთი ასეთი იყო ჭორი ჯგუფის დაშლაზე.

 

თუმცა, დასასრული მათ ისტორიას არც მაშინ ეწერა და არც ახლა უწერია. 2002 წლის აგვისტოში ჯგუფმა ახალი, საკმაოდ განსხვავებული ნამუშევარი შესთავაზა მსმენელს, სახელწოდებით A Rush of Blood to the Head. როგორ ეტყობა, სისხლმა მართლაც დაიწყო მოძრაობა თავის მიმართულებით - ჯგუფის მუსიკა უფრო მრავალფეროვანი გახდა, ალბომის რამდენიმე სიმღერა გვაგონებს მარტინის საყვარელი საკულტო შემსრულებლების ჟღერადობას, ტექსტები უფრო დახვეწილია და სულ უფრო მეტად პირადულია, ხოლო თავად სიმღერების სტილისტიკა შორს დგას ტრადიციული ბალადებისგან.

 

მასშტაბური ტური, მარტინის დაოჯახება (2003 წლის დეკემბერში მან მსახიობი გვინეტ პელტროუ შეირთო ცოლად), DVD დისკის გამოცემა ჯგუფის ერთ-ერთი კონცერტით - ყველაფერმა ამან მაინც არ დაღალა ჯგუფი და მისი წევრები - მას შემდეგ, რაც მარტინი გოგონა ეპლის ბედნიერ მამად იქცა, ოთხეული დაუბრუნდა სტუდიას და დაიწყო ახალ ალბომზე მუშაობა. როგორც ეტყობა, ჯგუფი აღარ დააკმაყოფილა კენ ნელსონთან, მათ პროდიუსერთან ერთად მუშაობდა და ალბომის დამზადებას შეუდგა დენტონ საპლი (Morrissey, The Cure) - ასე რომ ალბომი, შეიძლება ითქვას, ორჯერ ჩაიწერა.

 

თითქოს და, სანამ სიმღერა Speed of sound გამოჩნდებოდა, ბევრს ეჭვი ეპარებოდა, რომ ჯგუფი რამე ახალს შექმნის და სინგლის სახით გამოსულმა ამ სიმღერამ, რომელიც საოცრად წააგავს Clocks-ს, თითქოს და დაამტკიცა ეს. მაგრამ ალბომმა X & Y, რომელიც 2005 წლის ივნისში გამოჩნდა გაყიდვაში გააბათილა ყველა პესიმისტური მოსაზრება.რა თქმა უნდა, მასში არის რაღაც ძველი ჟღერადობიდან, მაგრამ ჯგუფმა კიდევ უფრო დიდი ნაბიჯი გადადგა, თითქოს გააფართოვა ჟღერადობა და ეს კარგად ჩანს ალბომის პირველი აკორდებიდან, სიმღერაში Square one. კვლავ და კვლავ დიდი ტური, დიდი გეგმები, ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის. ჯგუფი მზად არის ახალი ალბომის ჩასაწერად, ასე რომ ველოდოთ მას. როგორი იქნება იგი? ალბათ, როგორც ყოველთვის, ხარისხიანი და დაუვიწყარი, რომელიც სამუდამოდ დაიკავებს ჩვენი თაროებს სივრცეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 3 weeks later...
  • 1 month later...
  • 7 months later...

ხანდახან ვარ ხოლმე ხასიათზე რომ ვუსმინო..

 

მე ყოველთვის არ შემიძლია..

 

ჩემი აზრით ყველაზე დიდ ეშხს ამ ჯგუფს ვოკალი აძლევს, განსხვავებული, მათ მუსიკას რომ უხდება ისეთი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 year later...
აიაიაიაიაი ისე ძალიან მომწონს ეს ჯგუფი რო რავიცი :D:D:D:D:D :music2: :music2: :music2: :love: :love: :love: ყველაზე ხშირად მატ სიმღერებს ვუსმენ და ძალიან მსიამოვნებს :D:D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 4 weeks later...
  • 2 months later...
  • 7 months later...
ჩემი უსაყვარლესი ჯგუფი !!! 3 წელია რაც ვუსმენ და მე ამ მუსიკებმა ბევრი რამ გადამატანინა და ძალიან მიყვარს!!! სრული დისკოგრაფია მაქვს და რა თქმა უნდა ლაივები უმაღლეს ხარისხში. :yes:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემი უსაყვარლესი ჯგუფი !!! 3 წელია რაც ვუსმენ და მე ამ მუსიკებმა ბევრი რამ გადამატანინა და ძალიან მიყვარს!!! სრული დისკოგრაფია მაქვს და რა თქმა უნდა ლაივები უმაღლეს ხარისხში. :yes:

მე ეხლა ვნახე და სფიდ ოფ საუნდ დამევასა მაგრად

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგის მარტო პარაშუტებს ვუსმენდი ადრე ისე არ მომწონდა ეგ ჯგუფი იმიტომ რო ყველა მაგას უსმენდა და ტვინს ბურღავდნენ რა :D
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 3 months later...
  • 8 months later...

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...