Jump to content
Planeta.Ge

თურქეთ-სომხეთის დაახლოება


Recommended Posts

Турция и Армения, положив конец почти вековой вражде, подписали в субботу в Цюрихе документы о нормализации двусторонних отношений, передает РИА "Новости".

 

"Протокол об установлении дипотношений" и "Протокол о развитии двусторонних отношений" подписали главы МИД Турции и Армении Ахмет Давутоглу и Эдвард Налбандян.

 

http://newsru.com/world/11oct2009/tuyr.html

 

პ.ს რას მოგვიტანს ეს ჩვენ?

 

1. ცხადია რომ სომხები პრაკტიკულად უარს იტყვიან აჭარა გურიის საზღვაო კურორტებზე დასვენებაზე...გაცილებით იაფი და უკეთესი თურქეთის პლიაჟები ურჩევნიათ...

 

2. სომხეთი საქართველოზე ასე გამოკვეთილად აღარ იქნება დამოკიდებული სატრანსპორტო საკითხში

 

აქედან გამომდინარე...უნდა ველოდოთ სეპარატისტების გააქტიურებას სამცხე-ჯავახეთში

 

3. რუსეთის ადგილს კავასიაში თურქეთი იკავებს...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თურქეთი ჩვენი იტორიული მოკავშირე და მეგობარია, აე რომ არაფერი გვემუქრება!
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქართულ–სომხურ–აზერბაიჯანული ლაბირინთი

 

სომხეთის ენერგოპროექტებში ჩართვა დასავლეთს ნამდვილად აძლევს ხელს, ეს ხელსაყრელია აზერბაიჯანისთვისაც (ის ამაში ყარაბაღის უსისხლოდ დაბრუნების რეალურ პერსპექტივას ხედავს), სამაგიეროდ ასეთი ალტერნატივა წამგებიანია საქართველსოათვის, და კატასტროფის ტოლფასი რუსეთისთვის – ანუ გამოიკვეთა ერთი, თუნდაც ბუნდოვანი საერთო ინტერესი, რაშიც რუსეთისა და საქართველოს პოზიციები თანხვედრაშია – ესაა ყარაბაღის კონფლიქტის მოუგვარებლობა! ლოგიკურია ჩნდება კითხვა – რატომ აქტიურობს რუსეთი და ცდილობს „იშუამავლოს“ ამ კონფლიქტის მოგვარებაში? – ჩემი აზრით ეს სხვა არაფერია, თუ არა კონფლიქტის მორიგი დაკონსერვებისა და გაყინვის მცდელობა. უკანასკნელ პერიოდში ამის მზადყოფნა და ინტერესი კრემლიდან რამდენჯერმე გაჟღერდა როგორც ბაქოს, ასევე ერევნის გასაგონად. უნდა ვივარაუდოთ, რომ ერევნისაგან განსხვავებით ბაქოში ამ ინიციატივას აღფრთოვანებულები არ შეხვედრიან, რადგან თუნდაც საქართველოს მაგალითზე კარგად იციან, რას ნიშნავს რუსი „მშვიდობისმყოფელი“. ახლა რაც შეეხება ერევანს – ის მხოლოდ პირველ ნაბიჯებს დგავს დასავლეთის მიმართულებით, ეს ნაბიჯები გაუბედავი, სუსტია, მას თან ახლავს ისტორიული „შიშები“ და რეალური საფრთხის განცდა რუსული ბაზების ქვეყნის ტერიტორიაზე არსებობის გამო. ერევანი უკვე მერამდენე წელია ცდილობს დაბალანსების პოლიტიკა გაატაროს, მაგრამ აგვისტოს ომმა სერიოზულად ჩააფიქრა ამ ქვეყნის მმართველი წრეები – ერთის მხრივ მათ კარგად დაინახეს როგორ სჯის რუსეთი „ურჩებს“ , მეორეს მხრივ კი აშკარად იგრძნეს ქართული სივრცის და კომუნიკაციების გადაკეტვამ რა მწარედ მოუჭირა მათ ეკონომიკას ყულფი. გახმაურებული ინფორმაცია სომხეთში, საქართველო–აზერბაიჯანის (!) საზღვართან ახალი რუსული ბაზის მშენებლობის შესახებ ამ მხრივ დამაფიქრებელია, ეს საგანგაშოა და არა მარტო საქართველოსათვის, არამედ პირველ რიგში აზერბაიჯანისთვის, მაგრამ არც ამ მოვლენის გაზვიადება ღირს, ახალი ბაზა ახალ შეიარაღებას (ამ ეტაპზე მაინც) ნამდვილად არ ნიშნავს, რადგან სომხეთში იარაღის შეტანა დღეს რუსეთს ფიზიკურად აღარ შეუძლია (საქართველოს გავლით ეს წარმოუდგენელია, აზერბაიჯანმა დიდი ხანია უარი უთხრა მსგავსი ტვირთების ტრანსპორტირებაზე რუსეთს, თურქეთზე ხომ ლაპარაკიც არ შეიძლება) ფაქტიურად ამით ერევანი კიდევ ერთ ნაბიჯს დგავს იზოლაციისაკენ, და უკვე თავისთავად ეს ფაქტი, მე პირადად მაფიქრებინებს, რომ ახალი ბაზის გახსნაზე თანხმობა მხოლოდ ლამაზ დაპირებად დარჩება და მისი განხორციელება არ მოხდება. რუსეთი უკვე მისსავე „კავკასიური პოლიტიკის“ ტყვეობაშია, ფაქტია, რომ არსებული სტატუს–ქვო სომხეთ–აზერბაიჯანის ურთიერთობებში ვეღარ შენარჩუნდება, ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება რუსეთს ხელს არ აძლევს. აზერბაიჯანი არასოდეს დათმობს ამ რეგიონს არაფრის სანაცვლოდ, სომხეთს კი ვერაფერს ვერ შესთავაზებს რუსეთი ისეთს, რის გამოც უარს ათქმევინებს ყარაბახზე. ის რაც სომხეთს სჭირდება, ხელთ დასავლეთს უპყრია – ესაა მსხვილი ენერგოპროექტები და მათი გატარება სომხეთის ტერიტორიაზე, გასასვლელი შავ ზღვაზე საქართველოს გავლით და უსაფრთხოების გარანტიები. ამ პირობებით კონფლიქტის მოგვარება და მითუმეტეს დასავლეთის მიერ, რუსეთისათვის კატასტროფაა, რადგან გარდა იმისა, რომ კარგავს სომხეთს, კარგავს ალტერნატიული ენერგომარშრუტების გაკონტროლების საშუალებასაც, რაც აპრიორი აზრს უკარგავს მის აგრესიულ პოლიტიკას კავკასიაში და დიდი პოლიტიკური მსხვერპლის ფასად საქართველოს „დასჯას“. თავის მხრივ კონფლიქტის მოუგვარებლობა და მისი მორიგი დაკონსერვება სერიოზულად ლახავს კრემლის იმიჯს როგორც აზერბაიჯანის, ასევე სომხეთის თვალში და ხელს უხსნის დასავლეთს – ეს სერიოზული დილემაა! ახლა ორიოდე სიტყვით აზერბაიჯანზეც – რუსეთის აქტიური ზეწოლის მიუხედავად ბაქო კვლავ ინარჩუნებს კეთილგანწყობას თბილისის მიმართ და აქ არაფერ შუაშია არც პრეზიდენტების მეგობრობა და არც ალიევის გამზირი თბილისში. აზერბაიჯანს საქართველო ძალიან სჭირდება როგორც ნავთობის ტრანზიტის საშუალება, თუ ქართული მარშრუტი დაიკეტა, ის იზოლაციაში აღმოჩნდება და იძულებული შეიქნება ნავთი მხოლოდ რუსული მარშრუტით გაყიდოს ევროპაში, ეს კი რასაც ნიშნავს ბაქოში კარგად იციან და ძალიანაც არ უნდათ. მოკლედ რომ ვთქვათ, ქართულ–სომხურ–აზერბაიჯანული ინტერესების ლაბირინთი სულ უფრო ფართოვდება და მასში რუსეთის გარდა, ახალი ძალით ჩაერთო დასავლეთი, რაც უკვე თავისთავად ქმნის მოვლენების საინტერესო განვითარების მოლოდინს.

 

ეს შარშან დავწერე, ზუსტად ერთი წლის წინ :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

choxa

წამგებიანია საქართველსოათვის, და კატასტროფის ტოლფასი რუსეთისთვის – ანუ გამოიკვეთა ერთი, თუნდაც ბუნდოვანი საერთო ინტერესი, რაშიც რუსეთისა და საქართველოს პოზიციები თანხვედრაშია – ესაა ყარაბაღის კონფლიქტის მოუგვარებლობა!

ბევრი საერთო ინტერესი გვაქვს...პროსტო რუსებმა იმპერიული ამბიციები უნდა დაივიწყონ, რასაც კიდე ერთი 20 წელიწადი ვერ შეძლებენ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რეგიონში დაიწყო რუსული ჰეგემონიის დასრულება ერთი მხრივ და გაჩნდა ჯანსაღი კონკურენცია მეორე მხრივ.

არაფერი არაა აქ საგანგაშო, პირიქით ვფიქრობ უფრო სასიკეთო ძვრების გამომწვევი იქნება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

ცხადია რომ სომხები პრაკტიკულად უარს იტყვიან აჭარა გურიის საზღვაო კურორტებზე დასვენებაზე...გაცილებით იაფი და უკეთესი თურქეთის პლიაჟები ურჩევნიათ...

ყველა თურქეთში არ და ვერ წავა. და ნაწილი თუ წავა, მაგას უბრალო ქართველებისათვის დადებითი ეფექტიც ექნება. ის უაზროდ გაბერილი ფასები, რაც ამჟამად გვაქვს ზაფხულში აჭარაში, ცოტა დაიწევს.

 

საერთოდ კი სომხეთ თურქეთის დიპ ურთიერთობების აღდგენა კარგია რეგიონში რუსეთის გავლენის შესამცირებლად.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე მომწონს ეს დაახლოება-რაც მაგათ შორის შავ კატას და გენოციდებს ურბენია-მაგათ შეძლეს? ზნაჩით რუსეთთანაც მოვახერხებთ, აფხაზებთან და ოვსებთანაც.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...