newstudio Posted October 10, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 10, 2009 С октября 2010 года в Грузии появится суд присяжных, сообщает РИА Новости. Появление этого института предусмотрено новым Уголовно-процессуальным кодексом, принятым парламентом Грузии 9 октября. За новый УПК проголосовали 76 депутатов. Суд присяжных будет состоять из 12 человек, которые будут избираться из списков избирателей. Состав коллегии может колебаться от 6 до 12 человек в зависимости от категории тяжести рассматриваемого преступления (чем тяжелее преступление, тем больше присяжных). До 2012 года присяжные будут рассматривать лишь дела об умышленных убийствах при отягчающих обстоятельствах. Первый суд появится в Тбилиси. С 2012 по 2014 годы суд присяжных появится и в Кутаиси, при этом присяжные будут рассматривать также дела об изнасилованиях и умышленных убийствах в состоянии сильного душевного волнения. Сообщается, что для вынесения обвинительного вердикта необходимы будут три четверти голосов присяжных. Новый кодекс объединяет понятия "обвиняемый", "подозреваемый" и "подсудимый" в один термин "обвиняемый". Дело в отношении обвиняемого должно быть рассмотрено в течение 9 месяцев после его задержания. Кроме того, снижена минимальная сумма залога. http://lenta.ru/news/2009/10/09/jury/ პ.ს. პარლამენტმა მიიღო კანონიო, და 2010 წლიდან ამოქმედდებაო.....როგორ ფიქრობთ გაამართლებს ეს ინსტიტუტი საქართველოშI?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted October 10, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 10, 2009 newstudio მოსამართლე და სისტემა თუ იდეურად იგივე დარჩება არამგონია რამე შეიცვალოს. ისე წაიყვანს საქმეს მოსამართლე როგორც მოესურვება. ვფიქრობ ჯერ სხვა რამეა მოსაგვარებელი, შემდგომ ველკომ მსაჯულეს! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted October 10, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 10, 2009 Jonathan Livingston მოსამართლე და სისტემა თუ იდეურად იგივე დარჩება არამგონია რამე შეიცვალოს. ისე წაიყვანს საქმეს მოსამართლე როგორც მოესურვება.და ნაფიცი მსაჯულები ვერ მიხვდებიან ამას?! მე მაინც ვფიქრობ რომ პროგრესული ნაბიჯია... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted October 10, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 10, 2009 რას ფიქრობთ ნაფიც მსაჯულებზე?!newstudio, იურისტი არა ვარ, მაგრამ რატომღაც მგონია ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი არის ყველაზე მიუკერძოებელი და სამართლიანი სისტემა რაც სასამართლო სისტემაში ყოფილა ოდესმე.მაგრამ საშიშროება იმისა, რომ "გვინდოდა გაგვეკეთებინა კარგად, მაგრამ გამოგვივიდა როგორც ყოველთვის" ძალიან მაღალია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted October 10, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 10, 2009 Lo Janko იურისტი არა ვარ, მაგრამ რატომღაც მგონია ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი არის ყველაზე მიუკერძოებელი და სამართლიანი სისტემა რაც სასამართლო სისტემაში ყოფილა ოდესმე.ტყუილა არ გგონია)) მაგრამ საშიშროება იმისა, რომ "გვინდოდა გაგვეკეთებინა კარგად, მაგრამ გამოგვივიდა როგორც ყოველთვის" ძალიან მაღალია.მანდ პრინციპული ისაა, როგორ აირჩევა ნაფიცი მსაჯულები??? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted October 10, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 10, 2009 Lo Janko ტყუილა არ გგონია))მანდ პრინციპული ისაა, როგორ აირჩევა ნაფიცი მსაჯულები??? საარჩევნი სიების მიხედვით შეირჩევა შემთხვევითობის პრინციპით... კანონში არის ჩამონათვალი, ვინ არ შეიძლება იყოს... სია სრულად არ მახსოვს, მაგრამ.. ჟურნალისტი და იურისტი ვერ იქნება მსაჯული...კიდეა ბევრი კრიტერიუმი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted October 10, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 10, 2009 machkatela საარჩევნი სიების მიხედვით შეირჩევა შემთხვევითობის პრინციპით... კანონში არის ჩამონათვალი, ვინ არ შეიძლება იყოს... სია სრულად არ მახსოვს, მაგრამ.. ჟურნალისტი და იურისტი ვერ იქნება მსაჯული...კიდეა ბევრი კრიტერიუმიადვოკატს შეუძLია პროცესის დაწყებამდე აცილება მისცეს ნაფიც მსაჯულს? როგორც ამერიკაშია?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted October 10, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 10, 2009 newstudio ეგ აღარ მახსოვს.....ეგ კიტხვა არ დასმულა და რა ვიცი აბა..... ისე. მაგ კოდექსს კიდევ ერთი მაგარი სიახლე აქვს... მოწმეებს მხოლოდ სასამარტლო პროცესზე დაკითხავენ.. ოღონდ, ეს ნორმა 2012-დან ამოქმედდება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted October 10, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 10, 2009 "რას ფიქრობთ ნაფიც მსაჯულებზე?!" დედას თუ დაიფიცებენ, მაშინ თანახმა ვარ. : სასამართლო სისტემის (სიტყვას ვეძებ: გამოსწორება, აღდგენა ......................) შექმნა არ იწყწება აქედან. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted October 10, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 10, 2009 babuagiorgi სასამართლო სისტემის (სიტყვას ვეძებ: გამოსწორება, აღდგენა ......................) შექმნა არ იწყწება აქედან.ეხლა დავაზუსტე ამერიკული მოდელი იქნება.აცილება ადვოკატსაც შეეძლება და ბრალმდებელსაც... აქედან არ იწყება...მართალი ხარ...მარა ნაბიჯ ნაბიჯ... machkatela ისე. მაგ კოდექსს კიდევ ერთი მაგარი სიახლე აქვს... მოწმეებს მხოლოდ სასამარტლო პროცესზე დაკითხავენ.. ოღონდ, ეს ნორმა 2012-დან ამოქმედდებაეგ რა სისულელეა?! თუ არასწორად გახსოვს?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted October 10, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 10, 2009 ეგ რა სისულელეა?! თუ არასწორად გახსოვს?! რატოა სისულელე?? მე მომწონს... აღარ იქნება გადათქმები და მოწმეებით მანიპულირება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted October 10, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 10, 2009 რაც შეეხება ვინ არ უნდა იყვნენ ნაფიცი მსაჯულებინაფიცი მსაჯულები ვერ იქნება:1) სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი 2)გამომძიებელი 3)პოლიციელი 4)პირი, რომელიც ირიცხება შეიარაღებულ ძალებში 5)სასულიერო პირი 6) საქმეში სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეა 7)ბრალდებულია ან ბრალდებული იყო 8)პირი, რომელსაც ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სახდელი ჰქონდა დადებული 9)თუ მისი მონაიწლეობა ნაფიც მსაულად ამ საქმეში აშკარა უსამაღტლობა იქნებოდა ამ პირის მიერ გამოხატულის მოსაზრებების ან პირადი გამოდილების საფუძველზე. 10) ფსიქოლოგი 11)ფსიქიატრი 12) იურისტი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted October 10, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 10, 2009 პარლამენტმა სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსი დაამტკიცა. ახალი რედაქციის პროექტი III მოსმენით, 72 ხმით 4-ის წინააღმდეგ დამტკიცდა. კანონპროექტის მიზანია, შეიქმნას სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის ახალი სისტემა, რომელიც აგებულია შეჯიბრებითობის, საჯაროობის, მხარეთა თანასწორობის, ბრალდებულის უფლებათა პატივისცემის პრინციპებზე. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ძირითად პრინციპს როგორც გამოძიების, ისე საქმის სასამართლოში განხილვის სტადიაზე მხარეებს შორის შეჯიბრებითობა წარმოადგენს. პროექტის მიხედვით, მტკიცებულებათა მოპოვების, ასევე მოსამართლის წინაშე მათი წარდგენისა და შეფასების თვალსაზრისით ბრალდების და დაცვის მხარეები თანაბარ პირობებში დგებიან. ამასთან, მთავარი აქცენტი კეთდება შეჯიბრებითობის პრინციპზე დაყრდნობით ღია სასამართლო კამათის პირობებში განხილულ მტკიცებულებაზე. ახალი კოდექსის ერთ-ერთ უმთავრეს ნოვაციას წარმოადგენს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის არსებითი გარდაქმნა ჩვეულებრივ საგამოძიებო მოქმედებად. ამ ნოვაციის მთავარი არსი მაქსიმალურად მკაცრი სასამართლო კონტროლის დაწესებაა ისეთ ღონისძიებებზე, რომელიც ყველაზე მეტად აღწევს ბრალდებულის პირად ცხოვრებაში, კერძოდ, ფარულ მოსმენა-მიყურადებაზე, ვიზუალურ კონტროლზე და სხვა ღონისძიებებზე. შეჯიბრებითობის პირობებში სასამართლოში მტკიცებულებათა გამოკვლევაზე გაკეთებული აქცენტის გათვალისწინებით, გაუქმებულია გამოძიების დროს მოწმის მიერ ჩვენების მიცემის სავალდებულოობა. გამომძიებელს, პროკურორს შეუძლია ნებისმიერი პირისაგან, ნებაყოფლობით საფუძველზე ინფორმაციის მიღება ჩადენილი დანაშაულის შესახებ, მაგრამ ამგვარი ნებაყოფლობითი გამოკითხვის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია საქმის არსებითი განხილვის დროს მტკიცებულებად არ მიიღება. მოწმე ვალდებულია, გამოცხადდეს და ჩვენება მხოლოდ სასამართლოში მისცეს. ახალი კოდექსით, დაზარალებული აღარ წარმოადგენს სისხლის სამართლის პროცესის მხარეს და იგი პროცესის მონაწილეა. ძირითადი ცვლილება საპატიმრო ვადებსაც შეეხო. საგამოძიებო და სასამართლო განხილვის პირობებში, როდესაც პირის მიმართ დევნის დაწყებიდან მაქსიმუმ, 60 დღეში საქმე არსებითი განხილვისათვის სასამართლოს გადაეცემა, აღარ არსებობს წინასწარი და სასამართლო პატიმრობის განცალკევებული და განსხვავებული ვადების განსაზღვრის აუცილებლობა. გარდა ამისა, გირაოს მინიმალური ოდენობა, მოქმედ საპროცესო კოდექსთან შედარებით, განახევრებულია და 1000 ლარს შეადგენს. წინასასამართლო სხდომა სავალდებულოა ყველა სისხლის სამართლის საქმეზე და ტარდება ბრალდებულის მოსამართლესთან პირველი წარდგენიდან 60 დღის ვადაში. ახალი რედაქციის კოდექსის ერთ-ერთ უმთავრეს ნოვაციას წარმოადგენს ასევე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემოღება, რაც, როგორც ინიციატორები აცხადებენ, მართლმსაჯულების განხორციელებაში ყველა მოქალაქის პირდაპირ, დემოკრატიულ მონაწილეობას ისახავს მიზნად. ახალი რედაქციის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შემუშავების პროცესში მონაწილეობა მიიღო ევროსაბჭომ, ევროკომისიამ, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა, აშშ-ის იურისტთა ასოციაციამ, ბრიტანეთის საბჭომ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა. ესეც იყოს აქ....გარკვეული მიზეზების გამო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted October 12, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 12, 2009 რას ფიქრობთ ნაფიც მსაჯულებზე?!До 2012 года присяжные будут рассматривать лишь дела об умышленных убийствах при отягчающих обстоятельствах. Первый суд появится в Тбилиси რავი აბა რა გითხრათ,არ მჯერა ამ ხელისუფლებამ ამ მხრივ რამე სასიკეთო გააკეთოს და ვნახოთ აბა.რუსეთშიც შემოიღეს ეს ყველაფერი,მაგრამ ისევ ისე ხდება როგორც ადრე ხდებოდა.ისევ იღებენ ფულს და შეკერილი საქმეებით სვამენ ციხეში ისევ ხალხს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted October 12, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 12, 2009 lasha1997 რავი აბა რა გითხრათ,არ მჯერა ამ ხელისუფლებამ ამ მხრივ რამე სასიკეთო გააკეთოს და ვნახოთ აბა.რუსეთშიც შემოიღეს ეს ყველაფერი,მაგრამ ისევ ისე ხდება როგორც ადრე ხდებოდა.ისევ იღებენ ფულს და შეკერილი საქმეებით სვამენ ციხეში ისევ ხალხს.პატიოსანი სასამართლოს ერთერთი მთავარი მაკონტროლებელი დამოუკიდებელი მედიაა...არადა ტელევიზიებზე შეტევის მეორე ტალღა დაიწყო! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.