Jump to content
Planeta.Ge

საერთო ეროვნულ გამოცდებს მეოთხე სავალდებულო


Recommended Posts

საერთო ეროვნულ გამოცდებს მეოთხე სავალდებულო გამოცდა დაემატება. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

 

როგორც გვარამიამ აღნიშნა, ხალხთან დიალოგის პერიოდში გამოიკვეთა ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი. ეს არის არაქართულენოვანი მოსახლეობისთვის გამოცდების ჩაბარებ, ასევე, უნარ-ჩვევების შესწავლის თემა სკოლაში და ეს საკითხები ჰქონდა დავალებული განათლების სამინისტროს.

მინისტრის ინფორმაციით, მეოთხე სავალდებულო გამოცდას აბიტურიენტი აირჩევს შვიდი შეთავაზებული საგნიდან - მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ლიტერატურა, გეოგრაფია და ისტორია.

 

რაც შეეხება უნარ-ჩვევებს, დაგეგმილია სკოლაში, მე-12 კლასში კონკრეტული კურსის შეტანა, რომელსაც განახორციელებს მათემატიკის მასწავლებელი. ეს ბავშვებს შესაძლებლობას მისცემს, შეიქმნან წარმოდგენა, თუ რა ტიპის გამოცდაა უნარ-ჩვევები და მათთვის იგი პირდაპირ ეროვნულ გამოცდებზე სიურპრიზი არ იყოს.

გარდა ამისა, განათლების მინისტრის განცხადებით, მე-12 კლასის სასწავლო პროგრამაში აისახება წაკითხულის გააზრების მიმართულების გაძლიერება.

 

რაც შეეხება არაქართულენოვან მოსახლეობას, გვარამიას განმარტებით, ძალიან დაბალია სტატისტიკა აზერბაიჯანული და სომხურენოვანი აბიტურიენტების ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის, ასევე უფრო დაბალია ჩაბარების სტატისტიკაც.

მისი განცხადებით, გადაწყდა, რომ აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი აბიტურიენტები გამოცდას ჩააბარებენ მხოლოდ უნარებში, რაც მოხდება აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე.

 

მისივე თქმით, ისინი საერთო კონკურსში არ მიიღებენ მონაწილეობას და მათთვის ცალკე დაფინანსება იქნება გამოყოფილი. თუმცა, როგორც გვარამიამ განმარტა, სავალდებულო იქნება პირველ წელს მათ სასწავლო პროგრამაში გაძლიერებულად ისწავლებოდეს ქართული ენა, რის შემდეგაც ისინი უმაღლეს განათლებას ქართულ ენაზე მიიღებენ.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...
  • 4 weeks later...
ყოველწელს ახალ ახალ საჩუქრებს გვპირდებიან? :) ჯანდაბაა ამის გამო 5 გამოცდა მიწევს..
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემი აზრით მარტო უნარებით რომ იყო დაფინანსების გადაწყვეტა, ეგ ჯობდა....
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...
მეოთხე სავალდებულო გამოცდას აბიტურიენტი აირჩევს შვიდი შეთავაზებული საგნიდან - მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ლიტერატურა, გეოგრაფია და ისტორია.

აი ეს ვერ გავიგე.

აბიტურიენტი ირჩევს ამ საგნებიდა ერთ-ერთს, თუ ფაკულტეტი? აბიტურიენტი კი ირჩევს იმ ფაკულტეტს, სადაც მისთვის სასურველი საგანი ბარდება?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 3 weeks later...

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...