newstudio Posted October 9, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 9, 2009 საერთო ეროვნულ გამოცდებს მეოთხე სავალდებულო გამოცდა დაემატება. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა. როგორც გვარამიამ აღნიშნა, ხალხთან დიალოგის პერიოდში გამოიკვეთა ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი. ეს არის არაქართულენოვანი მოსახლეობისთვის გამოცდების ჩაბარებ, ასევე, უნარ-ჩვევების შესწავლის თემა სკოლაში და ეს საკითხები ჰქონდა დავალებული განათლების სამინისტროს.მინისტრის ინფორმაციით, მეოთხე სავალდებულო გამოცდას აბიტურიენტი აირჩევს შვიდი შეთავაზებული საგნიდან - მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ლიტერატურა, გეოგრაფია და ისტორია. რაც შეეხება უნარ-ჩვევებს, დაგეგმილია სკოლაში, მე-12 კლასში კონკრეტული კურსის შეტანა, რომელსაც განახორციელებს მათემატიკის მასწავლებელი. ეს ბავშვებს შესაძლებლობას მისცემს, შეიქმნან წარმოდგენა, თუ რა ტიპის გამოცდაა უნარ-ჩვევები და მათთვის იგი პირდაპირ ეროვნულ გამოცდებზე სიურპრიზი არ იყოს.გარდა ამისა, განათლების მინისტრის განცხადებით, მე-12 კლასის სასწავლო პროგრამაში აისახება წაკითხულის გააზრების მიმართულების გაძლიერება. რაც შეეხება არაქართულენოვან მოსახლეობას, გვარამიას განმარტებით, ძალიან დაბალია სტატისტიკა აზერბაიჯანული და სომხურენოვანი აბიტურიენტების ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის, ასევე უფრო დაბალია ჩაბარების სტატისტიკაც.მისი განცხადებით, გადაწყდა, რომ აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი აბიტურიენტები გამოცდას ჩააბარებენ მხოლოდ უნარებში, რაც მოხდება აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. მისივე თქმით, ისინი საერთო კონკურსში არ მიიღებენ მონაწილეობას და მათთვის ცალკე დაფინანსება იქნება გამოყოფილი. თუმცა, როგორც გვარამიამ განმარტა, სავალდებულო იქნება პირველ წელს მათ სასწავლო პროგრამაში გაძლიერებულად ისწავლებოდეს ქართული ენა, რის შემდეგაც ისინი უმაღლეს განათლებას ქართულ ენაზე მიიღებენ. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
მალინა Posted October 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 20, 2009 ძალიანაც კარგი მე რა პონტში ჩამაბარებინეს 4 და იმათ 3 ჰოდა ასე! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Indian_Summer Posted October 21, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 21, 2009 მაგრაად გამიტყდა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
მალინა Posted October 21, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 21, 2009 Police Helicopter ჰაჰაჰაჰააა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Mrs.Brigante Posted November 16, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 16, 2009 ყოველწელს ახალ ახალ საჩუქრებს გვპირდებიან? ჯანდაბაა ამის გამო 5 გამოცდა მიწევს.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
zeppelina Posted November 16, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 16, 2009 ჩემი აზრით მარტო უნარებით რომ იყო დაფინანსების გადაწყვეტა, ეგ ჯობდა.... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
vitaminC Posted November 25, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 25, 2009 მეოთხე სავალდებულო გამოცდას აბიტურიენტი აირჩევს შვიდი შეთავაზებული საგნიდან - მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ლიტერატურა, გეოგრაფია და ისტორია.აი ეს ვერ გავიგე.აბიტურიენტი ირჩევს ამ საგნებიდა ერთ-ერთს, თუ ფაკულტეტი? აბიტურიენტი კი ირჩევს იმ ფაკულტეტს, სადაც მისთვის სასურველი საგანი ბარდება? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Mrs.Brigante Posted December 13, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 13, 2009 გადავრჩი მეოთხე საგანს ეროვნულებიდან :jump: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.