Jump to content
Planeta.Ge

სახელმწიფო ადამიანისთვის, თუ ადამიანი სახელმწიფოსთვის


Recommended Posts

ბევრჯერ გაგიგიათ ალბათ, სახელმწიფო ინტერესებისთვის ასეა საჭირო და ა.შ.

 

ჩემი აზრით კი არავითარი სახელმწიფო ინტერესები არ არსებობს, არსებობს ადამიანთა ჯგუფების ინტერესები! და სახელმწიფო კი სხვა არაფერია, თუ არა ადამიანთა გამაერთიანებელი...

 

რაც უფრო მეტი ადამიანის ინტერესებს გამოხატავს სახელმწიფო, მით უფრო მტკიცეა იგი შინაგანად, და პირიქით

 

ამიტომ სახელმწიფო ინტერესებით სპეკულირება, როცა მოქალაქეებს მოუწოდებენ , რომ ამა თუ იმ მიღებელ რაღაცეებს შეეგუონ, წმინდა წყლის სპეკულაციაა და მეტი არაფერი.

 

რას იტყვით უზერებო?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემი აზრით კი არავითარი სახელმწიფო ინტერესები არ არსებობს, არსებობს ადამიანთა ჯგუფების ინტერესები! და სახელმწიფო კი სხვა არაფერია, თუ არა ადამიანთა გამაერთიანებელი...

 

მეც დაახლოებით ამ პოზიციაზე ვდგევარ...

სახელმწიფო არის როგორც წესი ამრთველი კლასების ინტერესების გამომხატველი...სწორედ ამიტომ არის საჭირო სახელმწიფოს როლის მნიშვნვლეოვნად შეკვეცა და ახლანდელი ტოტალიტარული დემოკრატიის ნაცვლად პირდაპიდი დემორკატიის შემოღება...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

nikusha_marx

nikusha_marx

სახელმწიფოს როლის მნიშვნვლეოვნად შეკვეცა და ახლანდელი ტოტალიტარული დემოკრატიის ნაცვლად პირდაპიდი დემორკატიის შემოღება...

ანუ?

 

machkatela

სახელმწიფო ჩემთვის....

ვეთარ დააბოლოვე?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

machkatela

 

ვეთარ დააბოლოვე?!

 

 

ვერა.. ხოდა ვფიქრობ თუ რას გვაძლევს სახელმწიფო .....და რა სარგებლობა მოაქვს..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

ჩემი აზრით კი არავითარი სახელმწიფო ინტერესები არ არსებობს, არსებობს ადამიანთა ჯგუფების ინტერესები!

მასე რომ ფიქრობს ამ ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი, იმიტომ გვაქვს ისეთი სახელმწიფო როგორიც გვაქვს.

 

nikusha_marx

სახელმწიფო არის როგორც წესი ამრთველი კლასების ინტერესების გამომხატველი

ეგ მარქსისტული მიდგომაა :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კარგი თემაა

 

 

 

ქართველებმა უნდა გაოგონ რას ნიშნავს სახელმწიფო და რა ფუნქცია აკისრია მას

 

ზოგს მართლა გონია რომ პრეზიდენტი უნდა აქო და ადიდო... იმიტომ რომ პრეზიდენტია

 

რო მოშივდება მერე იწყებს გინებას :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პარლამენტის პლენარულ სხდომებზე გამონაკლისების დაშვება ტრადიციად იქცა.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პლენარული სხდომის კვირის ყოველ სამშაბათს, დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ პარლამენტის წევრებს განცხადებებისთვის 30 წუთი ეთმობათ. ცალკეულ შემთხვევებში კი, სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს, პარლამენტის წევრებს განცხადებებისთვის დრო პლენარული სხდომების კვირის სხვა დღეებშიც გამოუყოს.

თუმცა, ბოლოდ დროს დამკვიდრებული ტრადიციით, ასეთი გამონაკლისები ყოველ პლენარულ სხდომაზე ფიქსირდება.

მართალია, სხდომის წამყვანი დეპუტატებს ახსენებს ხოლმე, რომ განცხადებების დღეს სამშაბათია, მაგრამ მათ მიკროფონს მაინც ურთავს.

ყოველ პლენარულ სხდომაზე განცხადებების სიხშირით, ‘’ქართული დასის’’ ლიდერი დეპუტატი დეპუტატი ჯონდო ბაღათურია გამოირჩევა, რომელმაც დღესაც, მიუხედავად იმისა, რომ განცხადების გაკეთება გამონაკლისის სახით მიეცა, კომუნალური გადასახადების რესტრუქტურიზაციის ინიციატივით გამოვიდა მაშინ, როდესაც ეს ინიაციტივა არაერთხელ აქვს დაყენებული.

ერთ-ერთ პლენარულ სხდომაზე სხდომის წამყვანმა იხუმრა კიდეც, რომ ბაღათურიას განცხადებებისთვის ‘’აბონიმენტი” აქვს.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

სახელმწიფო ცირკია, და ჩვენ ხტუნაობას გვაიძულებენ/.///

Edited by machkatela
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

მასე რომ ფიქრობს ამ ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი, იმიტომ გვაქვს ისეთი სახელმწიფო როგორიც გვაქვს.

 

უპს

 

ეს გაგექცა ალბათ

 

ამ მიმართულებით ვერ ხარ ალბათ გათვიცბნობიერებული

 

:D

 

რომელი იდეოლოგია აყენებს ადამიანებზე მაღლა სახელმწიფო ინტერესებს

 

ან ეს სახელმწიფო ინტერესები რას ნიშნავს?

 

მაინტერესებს

 

 

სახელმწიფო ინტერესები იგივე დონის ####ობაა რაც ვთქვათ ნავთობის მოპოვება ჩემს ბაღში

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

რომელი იდეოლოგია აყენებს ადამიანებზე მაღლა სახელმწიფო ინტერესებს

 

ან ეს სახელმწიფო ინტერესები რას ნიშნავს?

+1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

ჩემი აზრით კი არავითარი სახელმწიფო ინტერესები არ არსებობს, არსებობს ადამიანთა ჯგუფების ინტერესები! და სახელმწიფო კი სხვა არაფერია, თუ არა ადამიანთა გამაერთიანებელი...

შენ რაჭველი ხო არა ხარ ლოთიანად :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

choxa

შენ რაჭველი ხო არა ხარ ლოთიანად

არა, უბრალოდ ხშირად სპეკულირებენ გაუგებარი "სახელწიფო ინტერესებით" და მაგის პასუხად...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სახელმწიფო ადამიანისთვის, თუ ადამიანი სახელმწიფოსთვის

 

 

გააჩნია დეპრეს ქვეყანას.საქართველოში ისე ხდება რაც შენ დაწერე.

 

„ის უნდა იკითხო,შენ რა გააკეთე ქვეყნისთვის და არ ის, ქვეყანამ რა გააკეთა შენთვის“ კენედის სიტყვების ციტირება შეიძლება მეშლება,მაგრამ აზრს გაიგებთ ალბათ. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბევრჯერ გაგიგიათ ალბათ, სახელმწიფო ინტერესებისთვის ასეა საჭირო და ა.შ.

 

ჩემი აზრით კი არავითარი სახელმწიფო ინტერესები არ არსებობს, არსებობს ადამიანთა ჯგუფების ინტერესები! და სახელმწიფო კი სხვა არაფერია, თუ არა ადამიანთა გამაერთიანებელი...

 

რაც უფრო მეტი ადამიანის ინტერესებს გამოხატავს სახელმწიფო, მით უფრო მტკიცეა იგი შინაგანად, და პირიქით

 

ამიტომ სახელმწიფო ინტერესებით სპეკულირება, როცა მოქალაქეებს მოუწოდებენ , რომ ამა თუ იმ მიღებელ რაღაცეებს შეეგუონ, წმინდა წყლის სპეკულაციაა და მეტი არაფერი.

 

რას იტყვით უზერებო?!

 

 

სახლმწიფო თუ ხელისუფლება? აქც გასარკვევია ეს ამბე.

 

შენი პოსტიდან ირკვევა რომ ხელისუფლება. აქ კი არსებობს მხოლოდ ერთი განმარტება. ხელისუფლება არის ხალხის მიერ დროებით დაქირავებული მუშახელი.

ასე რომ სახელმწიფო არსებობს ადამიანისათვის და ადამიანს უნდა ემსახუროს და არა პირიქით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სახელმწიფო და პოლიტიკა არ არსებობდნენ ყოველთვის, ისინი გაჩნდნენ ადამიანის განვითარების გარკვეულ საფეხურზე. თანამედროვე ანთროპოლოგებმა დაამტკიცეს, რომ თანამედროვე ადამიანის ტიპი გაჩნდა 40 ათასი წლის წინად, ხოლო პირველი სახელმწფოები გაჩნდა დაახლოებით 5 ათასი წლის წინად. შესაბამისად ადამიანი 35 საუკუნის მანძილზე არსებობდა ისე, რომ არ იცოდა, თუ რა იყო სახელმწიფო.

სახელმწიფოს ჩამოყალიბება სხვადასხვა ერებში სხვადასხვანაირად მიმდინარეობდა. სწორედ ამან გამოიწვია ის, რომ არ არსებობს სახელმწიფოს ჩამოყალიბების ერთიანი თეორია.

სახელმწიფოს შექმნის უძველესი თეორია, ეს არის თეოლოგიური თეორია. ამ თეორიის მიხედვით სახელმწიფო შეიქმნა ღვთაებრივი ნების წყალობით და თავის არსებობას სწორედ ამ ნებას უნდა უმადლოდეს. თეოლოგიური თეორიის მიხედვით სახელმწიფო წარმოადგენს ღვთის ნების შემსრულებელს. ხოლო მისი მმართველები კი მოქმედებენ ღვთის ნებით და მათ ძალაუფლებას ღვთაებრივი იერი აქვს. მათ მიერ შექმნილი კანონები კი ღვთაებრივი სამართლიანობისთვის არიან შექმნილნი. ჩვენამდე შემონახულ წყაროებიდან ჩანს, რომ პირველი სახელმწიფოებში, ისეთებში, როგორებიც იყვნენ ძველი ეგვიპტე, ბაბილონი, ინდოეთი, ჩინეთი და სხები, მკაფიოდ იყო გამოხატული თეოკრატული წყობა. უძველესი ცნობა ჩვენამდე მოღწეული თეოკრატიული სახელმწიფოს არსებობის შესახებ გვხვდება ჩინეთში. ჩინეთში მეფე დედამიწაზე ღმერთის მიერ დანიშული იყო, და ის დედამიწაზე წარმოადგენდა ღმერთის განსახიერებას. მას უწოდებდნენ „ზეცის შვილს“. მეფე, როგორც „ზეცის დანიშნული“, ითვლებოდა ბუნების ძალებსა და ხალხს შორის შუამავლად. ყოველ 5 წლის განმავლობაში მეფეს უნდა მოეარა მთელი ჩინეთი, და თაყვანი ეცა წმინდა ტაძარში მობინადრე ყველა ღმერთს, რაც სახელმწიფოსთვის თეოკრატიულ სახეს სძენდა. მეფეს ეთაყვანებოდნენ ისევე როგორც ღმერთს. არსებობდა სამეფო დინასტიის წინაპართა კულტი, რომელსაც ისეთივე ტაძრებს უგებდნენ, როგორსაც უგებდნენ ღმერთს. სასტიკად ისჯებოდა ის, ვინც მეფეს შეურაცმყოფას მიაყენებდა ან მის ძალაუფლებას ეჭვ ქვეშ დააყენებდა. სრულიად ჩამოყალიბებული პოლიტიკური იდეეოლოგია ჩინეთში შექმნა VI ს ძვ.წ კონფუცმა, რომელიც გვთავაზობდა უმეცრებასთან ბრძოლას და რომელიც თვლიდა, რომ განათლებული ერი, ბედნიერი ცხოვრების გულისთვის და ბრძენი-ხელისუფლის მართველობის ქვეშ, გაცნობიერებულად ასრულებს სახელმწიფოებრივ ეტიკეტს და მორალს. ამის საწინააღმდეგოდ, ლაო-ცზი, დაოსიზმის დამაარსებელი, თვლიდა, რომ განათლებული ადამიანი უბედურია. „რომ არ ვაფასებდეთ ბრძენებს, ხალხში არ იქნება დავები. რომ არ ვაფასებდეთ იშვიათ საგნებს, არ იარსებებდნენ მისი ქურდები, რომ არ ვაჩვენოთ ის რაც შესაშურია, ადამიანი არ გაღიზიანდებოდა. ამიტომ არის, რომ ბრძენების სრულყოფილ მართველობას მოაქვს ქვეშევრდომთათვის ცარიელი გულები, მაგრამ მაძღარი კუჭი. ასეთი მმართველობა აკნინებს ხალხის ნებას, მაგრამ ამაგრებს მათ ძვლებს. ის მუდამ ცდილობს იმას, რომ, ხალხს არ ჰქონდეს განათლება და ვნება, ხოლო არსებული ცოდნის გამოყენება ვერავინ ვერ შეეძლოს.“

მისი აზრით საუკეთესო ხელისუფალი არის ის, ვიზეც ხალხმა მხოლოდ ის იცის, რომ ის არსებობს. მისი მმართველობა, ღმერთისთვისაც კი უნდა იყოს საიდუმლო. შეიქმნა დაოსიზმის მსგავსი პოლიტიკური სკოლა, ეგრეთ წოდებული „კანონის დამცველნი“. მისი დამაარსებელი იყო შან იანი, რომელიც მოუწოდებდა ხელისუფალთ დაეჯილდოებინა ადამიანები არა მათი სოციალური მდგომარეობის, არამედ მათი შესაძლებლობების მიხედვით. არსებითად, არც ერთი ჩინური პოლიტიკური სკოლა არ უპირისპირდებოდა თეოკრატიულ იდეებს. ის მიიჩნევდა სახელმწიფო იდეალის გარანტად ბრძენ მმართველს და ასწავლიდა მას, თუ როგორ ემართათ ქვეყანა სამართლიანდ.

ძველ ინდოეთში ამ მხრივ განსხვავებული სიტუაცია იყო. ინდოეთის ტერიტორიაზე დაახლოებით ძვ.წ 2000 წელს გამოჩნდა ახალი არიული რასა, რომელსაც დიდი ბრძოლების გადატანა მოუხდა ადგილობრივ მოსახლეობასთან. ძვ.წ. 1400 წ. არიელებმა დაიპყრეს ინდოეთი. დაპყრობის შემდეგ ჩამოყალიბდა კასტური სისტემა. კასტების უფრო მაღალ საფეხურზე იდგნენ არიელები, ხოლო უფრო დაბალზე კი ადგილობრივი აბორიგენი მოსახლეობა. ასეთი რთული კასტური სისტემის შექმნას სჭირდებოდა მძლავრი სახელმწიფო იდეოლოგია. სახელმწიფო იდეოლოგიის ფუძემდებლად ითვლება ინდოელი ბრძენი კაუტილე, რომელიც ერთ-ერთი ინდოელი მეფის - ჩანდრაგუნტეს - მრჩეველი იყო. ძვ.წ IV ს. კაუტილემ დაწერა ნაშრომი პოლიტიკური სწავლების შესახებ - არტხაშასტრა, რომლისგანაც საკმაოდ ბევრს ვიგებთ. ინდოელებში, ისევე როგორც მაშინდელ სხვა ხალხში, ითვლებოდა, რომ სამეფო გვარი ღვთაებრივი წარმომავლობისაა. მათთვის ყველაზე სათაყვანო ე.წ მზის და მთვარის დინასტიები იყვნენ. სწორედ ღვთაებრივ წარმომავლობის გამო ინდოელი მეფეები ღირსნი იყვნენ და ვალდებულნიც იყვნენ ემართად ქვეყანა. თუმცა ჩინეთისგან განსხვავებით, სადაც მეფეს უზომო ძალაუფლება ჰქონდა, ინდოეთში არსებობდა საღვთო კანონები „დხარმები“ რომელიც მეფეებსაც უნდა დაეცვათ. ინდოელები აღიქვამდნენ თავის დროინდელ სამყაროს როგორც ბნელ ეპოქას. ხოლო მეფის ვალდებულება კი იყო ის, რომ ხალხს და ქვეყანას დაეღწია თავი ბნელი ეპოქისთვის და ჰარმონიულ ეპოქაში ანუ ოქროს ხანაში მიეღწიათ. ოქროს ეპოქისთვის მიღწევა კი შესაძლებელი იყო მხოლოდ ბრძენ-მეფის არსებობის შემთხვევაში, ამიტომაც არტახაშასტრა უამრავ რჩევას აძლევდა, მეფეს, თუ როგორ უნდა გადაეწყვიტა მას ესა თუ ის კონკრეტულ საკითხი. არტხაშასტრა აგვარებდა კასტებს შორის ურთიერთობებს. მისი იდეოლოგიის მიხედვით კასტების ერთმანეთში შერევა გამოიწვევდა საშინელ ქაოსს და არეულობას. სიკეთედ კი ის მიიჩნევდა კასტებს შორის ურთიერთობების წესების მკაცრ დაცვას, ხოლო ამ წესების დაცვა უნდა განეხორციელებინა მეფეს.

ძველ ეგვიპტეშიც მსგავსათ ჩინეთისა და ინდოეთისა, არსებობდა თეოკრატიული სახელმწიფო. თუმცა თეოკრატია აქ გაცილებით უფრო მძლავრი აღმოჩნდა, ვიდრე წინა ორ სახელმწიფოში. ეგვიპტეში ქურუმები წარმოადგენდნენ ყველაზე გავლენიან კლასს. უამრავი ტაძარი არსებობდა ეგვიპტეში და ტაძრებს ჰქონდათ უამრავი ქონება. ხშირ შემთხვევაში ქურუმთა კასტა, გაცილებით ძლიერი იყო ვიდრე ფარაონი. ფარაონი ხშირად უპირისპირდებოდა ქურუმებს, მაგრამ უშედეგოდ. თავად ფარაონს რაც შეეხება, განსხვავებით ინდოეთისგან და ჩინეთისგან, სადაც მეფეები ღვთის მიერ დანიშნულნი ან ღვთის შთამოვმავალი კაც-ღმერთები იყვნენ, ეგვიპტეში ფარაონი თვითონ იყო ღმერთი. შემდეგომში ღმერთ-მმართველის პრინციპი მთელ აღმოსავლეთში გავრცელდა და მან იარსება რომის იმპერიის გაქრისტიანებამდე.

ქრისტიანობამ ჩამოაყალიბა სახელმწიფოს ახალი ხედვა. მისი ავტორი იყო თომა აკვიტანელი. მისი თეორიის მიხედვით სახელმწიფო წარმოადგენს ღვთაებრივი ნების პროდუქტს, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ძალაუფლება მუდმივი და აუცილებელია, და ის დამოკიდებულია ეკლესიაზე. ამიტომაც ყველა ვალდებულია ყველაფერში დაემორჩილოს ხელისუფალს. არსებობს სოციალურ-ეკონომიკური უთანასწორობა, რომელიც ღვთაებრივი ნების გამომხატველია. აუცილებელია მას შეეგუო და არ შეეწინააღმდეგო. ასევე უნდა დაემორჩილო ღმერთის მიერ დანიშნულ მეფეს. ამ თეორიის მიხედვით სამეფო ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობა ნიშნავს ღმერთისადმი დაუმორჩილებლობას. უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს ამ თეორიაში მეფისა და ღმერთის ურთიერთობა, ასევე ურთიერთობა სახელმწიფოსა და ეკლესიის შორის.

IX-X საუკუნეებში ჩამოყალიბდა ორი ხმლის თეორია, რომლის მიხედვითაც ქრისტიანობის დასაცავად ღმერთმა ადამიანებს ორი ხმალი მისცა - ეკლესია და სახელმწიფო. უპირატესობა ამ ორში აქვს ეკლესიას, რომელიც განსაზღვრავს, თუ ვინ უნდა იყოს მეფე. მეორეს მხრივ ბიზანტიური საერო ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ ამ ძალაუფლებას იმპერატორს არა ეკლესია, არამედ ღმერთი გადასცემს.

 

მოგვიანებით ჩნდება ახალი თეორია, ეს არის ეგრედ წოდებული კეისაროპაპიზმი. მის მიხედვით, ბიზანტიის იმპერატორი თავის თავზე იღებს ეკლესიის და სახელმწიფოს მართვას. კეისაროპაპიზმი პირველად გაჩნდა იმპერატორ თეოდოს დიდის (346-395) მმართველობის დროს და ფორმალურად გაფორმდა იუსტინანეს კოდექსის მიერ. ასევე არსებობს თეორია სიმფონიური ძალაუფლების შესახებ, რომლის მიხედვითაც ბიზანტიაში ეკლესია და სამეფო ხელისუფლება ჰარმონიულად თანაარსებობდნენ, რადგან ორივე ერთ საქმეს ემსახურებოდნენ და მათ შორის რაიმე დაპირისპირებას არ ჰქონდა ადგილი.

 

ისლამი კიდე უფრო შორს წავიდა ამ მხრივ. მან უგულველყო სახელმწიფოს და რელიგიის გამიჯვნა და გააერთიანა ეს ორი ინსტიტუტი. „პოლიტიკ ეს არის რელიგია“ - ეს იყო მუსლიმთა მსოფლმხედველობის ფუძემდებლური პრინციპი. მუჰამედი იყო როგორც სულიერი, ასევე პოლიტიკური ლიდერი. მისი შთამომავლებიც იგივე გზას დაადგნენ. და დღესაც კი, თანამედროვე მუსულმანური ერების დიდი ნაწილის იდეალს წარმოადგენს თეოკრატიული სახელმწიფო.

 

სახელმწიფოს აღქმა შეიცვალა ძველ საბერძნეთში. აქ სახელმწიფოს შექმნის იდეა თავისუფალი იყო რელიგიური ასპექტისგან. ეს გამოწვეული იყო იმით, რომ რელიგიურ წარმოდგენები არ დომინირებდნენ ხალხის ცნობიერებაში. ბერძნულ მითებში ხშირად წააწყდები ასეთ გამონათქვამს: „ღმერთებმა დაგვივიწყეს“. ძველ საბერძნეთში შეიქმნა ე.წ პატრიატქალური თეორია, რომლის დამაარსებელიც იყო პლატონი და არისტოტელე. პატრიარქალური თეორიის თანახმად სახელმწიფო წარმოადგენს ოჯახის განვითარების ბუნებრივ მოვლენას. განვითარების პროცესში ოჯახი გადაიქცა ტომად, ხოლო ტომმა განიცადა ევოლუცია და გარდაიქმნა სახელმწიფოდ. შესაბამისად ოჯახის მთავარი-მამა გარდაიქმნა მონარქად. ეს თეორია უარყოფს ღმერთის როლს სახელმწიფოს შექმნაში. ამიტომაც ადამიანებს თვითონვე უნდა მოაგვარებინათ თავიანთი პრობლემები. სწორედ ამიტომ ყველა ბერძენი მოქალაქე ვალდებული იყო მიეღო მონაწილეობა პოლიტიკურ ცხოვრებაში. პლატონი განიხილავდა პოლიტიკას როგორც საშუალებად, რომელმაც უნდა დაიცვას ყველა მოქალაქე და გარდაქმნას ისინი უკეთესობისკენ. პლატონი ადამიანს თვლიდა „პოლიტიკურ ცხოველად.“ ანუ, ცხოველისგან განსხვავებით ადამიანს შეუძლია შექმნას პოლიტიკური ორგანიზმი, რომლისგან დამოუკიდებლად და რომლის გარეშეც ის ვერ ცხოვრობს. „პოლიტიკა“ ჯერ საბერძნეთში, შემდეგ რომში ნიშნავდა საზოგადოებრივ საქმეებში მონაწილეობის მიღებას, მმართველობის განხორციელებას და ძალაუფლების ქონას.

ბერძნულ-სპარსული ომების დამთავრების შემდეგ, ბერძენმა ისტორიკოსმა ჰეროდოტემ განაცხადა, რომ მთავარი განმანსხვავებელი ელინებსა და ბარბაროსებს შორის მდგომარეობდა იმაში, რომ ბარბაროსებში მხოლოდ ერთი თავისუფალი ადამიანი არსებობს და ეს არის მეფე. ხოლო ელინებში ყველა თავისუფალია. ეს მიუხედავად იმისა, რომ ბერძნულ ქალაქ-სახელმწიფოებში უამრავი ტირანი არსებობდა. მაგრამ თავისუფლება მდგომარეობდა იმაში, რომ მწირე ტერიტორიის თუ მწირე მოსახლეობის მიუხედავად, ტირანები იძულებულნი იყვნენ ანგარიში გაეწიათ მოსახლეობისადმი, რასაც ადგილი არ ჰქონდა და ვერ ექნებოდა სხვაგან, მაგალითად სპარსეთში. ბერძნული საზოგადოება გარკვეული დოზით მონაწილეობას ღებულობდა სახელმწიფოს მართვაში. იქ მოსამართლე იღებდა ხელფასს და არსებობდა ასევე არჩევნები. ბერძნული სახელმწიფო სისტემის იდეალს წარმაოდგენდა დემოკრატია, ხოლო თვით სახელმწიფოს იდეალს - პოლუსი (ანუ ქალაქი-სახელმწიფო).

მეფეებს და ტირანებს ბერძნები არ განიხილავდნენ როგორც ღმერთის მიერ რჩეულებს. არისტოტელეს ნაშრომში „პოლიტიკა“ახსნილია, თუ რატომ გაჩნდა მეფე. მეფეების წინაპრები არჩეულნი იყვნენ პოლუსის მოსახლეობის მიერ. მეფეებად აირჩიეს საუკეთესო ადამიანი და გადასცეს მას ძალაუფლება. შესაბამისად მეფის ძალაუფლება ხალხის ნების გამომხატველია.

 

მე-11 საუკუნის განმავლობაში, ნელ-ნელა გადაგვარდა და ბოლოს სრული დაცემა განიცადა იმ დროს საუკეთესოდ მიჩნეულმა მმართველობის იმპერიულმა სისტემებმა. ესენია ბიზანტია და რომის საღვთო გერმანიის იმპერია. ამ პერიოდში სცენაზე გამოდის ჩრდილო იტალიაში შუა საუკუნეებისთვის სრულიად განსხვავებული ქალაქ-სახელმწიფოების ე.წ კომუნების სისტემა. ჩრდილო და ცენტრალურ იტალიის ქალაქებში, რომლებიც „ოაზისებად მოჩანდნენ ფეოდალურ უღელში“- თვითმართველობის მანამდე უცნობი ფორმები გაჩნდა. თანდათან ეს ქალაქური რესპუბლიკანიზმი დანარჩენ ევროპაში გაბატონებული ფეოდალიზმის ალტერნატიულ სისტემად ჩამოყალიბდა. საქალაქო ცხოვრების განვითარებასთან ერთად ხელოსანთა და ვაჭართა ამქრები გაჩნდა. ამქრის წევრების ამოცანა იყო, დახმარებოდნენ ერთმანეთს როგორც სოციალური, ასევე პროფესიული კუთხით. მე-13 საუკუნის პირველ ნახევარში ამქარი რადიკალური მოძრაობის წამყვანი ძალა იყო. მოძრაობა ითხოვდა კომუნებისთვი ძალაუფლების უფრო მეტ გადაცემას, ვიდრე ეს აქამდე იყო. მოძრაობას ეწოდა ძველი სახელი popolo (ხალხი), რათა საკუთარი თავისთვის უფრო დემოკრატიული ელფერი მიეცა. ქალაქ-სახელმწიფოში ყველა სფერო იმართებოდა შეთანხმებებით და ხელშეკრულებებით. ნოტარიუსებს, იურისტებსა და მოსამართლეებს მათი გაფორმება, განმარტება და აღსრულება ევალებოდათ. ეს ყველაფერი მოწმობს იმას, რომ წერილობით შეთანხმებებს და კანონებს ძლიერ ენდობოდნენ. იმ დროს, როდესაც მთელს ევროპაში დავების გადაჭრა ძალას და სისხლით ნათესაობას ემყარება, იტალიის ქალაქ-სახელმწიფოების მოქალაქეებმა კოლექტიური ცხოვრების ახალი ფორმა შექმნეს. კომუნებში საეკლესიო ხელისუფლების როლი მინიმალური იყო, არა იმიტომ რომ რელიგიურობა სეკულარიზმმა ჩაანაცვლა, არამედ იმიტომ, რომ საეკლესიო იერარქია ასოციაციებმა შეავიწროვა. თეორიულად პაპის უზენაესობა ეჭვქვეშ არავის დაუყენებია, მაგრამ ქალაქები ეკლესიასაც ისევე უყურებდნენ, როგორც მთავრობას, ანუ როგორც საშუალებას გადაწყვიტო პრობლემები ადგილზე. მღვდელს ისინი განიხილავდნენ არა როგორც სხვაზე მეტი ძალაუფლების მქონე პირს, არამედ როგორც ერთობის მსახურს, რომელმაც მოქალაქეების სულიერი მოთხოვნილება უნდა დააკმაყოფილოს. ფეოდალურ სამყაროში ჭარბობდნენ ვერტიკალური ურთიერთობები, რომელშიც ადამიანის მოქმედებას განსაზღვრავდა მბრძანებლობა და ბატონისადმი სამსახური, ინვესტიტურა და ფიცის დადება, ბატონის, ვასალის და ყმის ცნება. ქალაქში კი ჩამოყალიბდა თანასწორთა თანამშრომლობისთვის დამახასიათებელი, ჰორიზონტალური ურთიერთობები, ამქარი (გილდია), საძმო, უნივერსიტეტი, ამქართა ამქარი, ბიურგერთა ნაფიცი კავშირი. კომუნა იყო ის ინსტიტუტი, რომელიც სამყაროს ახლებური ხედვა გააჩნდა და სრულიად ახალი იდეალს გამოხატავდა.

 

სწორედ იტლიაში ჩაეყარა საფუძველი და დაიბადა რენესანსი, რომელმაც მოგვიანებით შეცვალა ევროპელთა ცხოვრება. რენესანსის დროს გადაიხედა ასევე პოლიტიკის ძირითადი პრინციპები და ისინი საჯაროდ განხილვის საგნად იქცნენ. პოლიტიკის ახლებური გააზრება ეკუთვნის ნიკოლო მაკიაველს. ის შეეცადა აეხსნა პოლიტიკა მისი რაციონალური გაგების კუთხით. აეხსნა, თუ რატომ იყო ერთგან ერთი პოლიტიკური სისტემა წარმატებული, ხოლო მეორეგან კი წარუმატებელი. ასე მაგალითად, მან ნეაპოლის სამეფოში რესპუბლიკის დამკვიდრების წარმუატებლობა ახსნა შემდეგნაირად: „რესპუბლიკა მმართველობის ყველაზე სასურველი ფორმაა იმათ შორის, რაც კი შეიძლება არსებობდეს. მაგრამ ის წარუმატებლობისთვისაა განწირული, თუ კი ის აღმოჩნდება მისთვის შეუფერებელ სოციალურ პირობებში. კერძოდ, იმ პირობებში, სადაც ადამიანებს არა ააქვთ სამოქალაქო შეგნება და სადაც სოციალური და ეკონომიკური ცხოვრება ფეოდალურ ყაიდაზეა მოწყობილი, იქ არასდროს აღმოცენდება რესპუბლიკა და პოლიტიკური ცხოვრება, რადგან ასეთ პირობებში დაბადებულ ადამიანისთვის უცხოა სამოქალაქო მმართველობის ნებისმიერი ფორმა. ამგვარ პროვინციებში, მაგალითად ნეაპოლში, რესპუბლიკის დაფუძვნების ყველა მცდელობა წარუმატებლობისკენ იქნება განწირული.“

 

რენესანსის ეპოქამ და რეფორმაციამ დიდი გასაქანი მისცა სხვადასხვა ევროპულ ქვეყნებში დემოკრატიულ მოძრაობებს. რელიგიის სეკულარიზმით ჩანაცვლებამ რეფორმაციის პერიოდში გამოიწვია მეფის ხელისუფლების იდეოლოგიური რყევა. ევროპაში ფეოდალიზაციის რყევამ და მის ადგილზე კაპიტალისტური საზოგადოების განვითარებამ ახალი მოთხოვნილებები მოიტანა. გადაიხედა სახელმწიფოს შექმნის თეორია. თეოკრატიული თეორიას საწინააღმდეგოდ დაარსდა ე.წ სოციალური კონტრაქტის თეორია, რომლის დამაარსებლებიც იყვნენ თომას ჰობსი და ჯონ ლოკი. ისინი მოღვაწეობდნენ მე 17 საუკუნეში. ამ თეორიაში მოცემულია იმ საზოგადოების სურათი, რომელშიც ჯერ კიდევ მთავრობა არ არსებობდა. ასეთ საზოგადოებას მათ „ბუნების სახელმწიფო“ უწოდეს. რადგან ადამიანი ეგოისტი, ხარბი და ძალაუფლების მოყვარულია, „ბუნების სახელმწიფოსთვის“ დამახასიათებელი იქნებოდა სამოქალაქო ომი, თითეული ყველას წინააღმდეგ, რომელშიც ადამიანის სიცოცხლე იქნებოდა „ეული, საწყალი, სასტიკი და ხანმოკლე“. ამის შემდეგ მათი აზრით, მოაზროვნეები შეთანხმდებოდნენ, ანუ გააფორმებდნენ „სოციალურ კონტრაქტს“ სუვერენული მმართველობის ჩამოყალიბების საკითხზე, რომლის გარეშეც წარმოუდგენელი იქნებოდა მოწესრიგებული და სტაბილური ცხოვრება. კანონზე დამყარებული სისტემის შესაქმნელად ყველა ინდივიდს უნდა ეღიარებინა საკუთარი თავისუფლების ნაწილის მსხვერპლად გაღების აუცილებლობა. დღემდე დემოკრატიული სახელმწიფოები იზიარებენ ჰობსისა და ლოკის თეორიას. ნიდერლანდების, ინგლისის, ამერიკის და საფრანგეთის რევულუციებმა გაანადგურეს ფეოდალური სისტემა. საზოგადოება მოითხოვდა პოლიტიკის და სხვა ფასეულობების შეცვლას. დაინგრა მითი ბრძენი მმართველის შესახებ და მისი ადგილი დაიკავა კონსტიტუციური მმართველობის იდეალმა.

დაიწყო ჩამოყალიბება და განვითარება ლიბერალურმა იდეოლოგიამ. ფეოდალურ სამყაროში სათანადოდ არ ესმოდათ, რომ ინდივიდს საკუთარი ინტერესები ან მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი იდენტობა ჰქონდა. მაშინ ადამიანი იმ სოციალური ჯგუფის წევრად ითვლებოდა, რომელსაც ის ეკუთვნოდა: ოჯახების, სოფელის, ადგილობრივი თემის და სოციალურ კლასისა. მათ ყოფასა და იდენტობას მნიშვნელოვანწილად იმ ჯგუფის ბუნება განსაზღვრავდა, რომელიც თავის განვითარების გზაზე თაობიდან თაობამდე თითქმის არ იცვლებოდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც ფეოდალიზმი შეცვალა ბაზარზე ძლიერ ორიენტირებულმა საზოგადოებამ, ინდივიდების წინაშე უფრო ფართე არჩევანი და სოციალური პერსპექტივები გაიშალა. მათ პირველად მიეცად საშუალება დამოუკიდებლად ეაზროვნათ და საკუთარი თავი პიროვნული კუთხიდან შეეფასებინათ. მაგალითად, ყმა, რომლის ოჯახმაც მთელი ცხოვრება ერთ ნაგლეჯ მიწაზე გაატარა, „თავისუფალი ადამიანი“ გახდა, მას უკვე ჰქონდა შესაძლებლობა აერჩია ვისთვის ემუშავა და სად წასულიყო. ფეოდალური ცხოვრების საფუძველთა ნგრევამ ახალი ინტელექტუალური კლიმატი მოიტანა. ტრადიციული რელიგური აზროვნება თანდათანობით რაციონალურმა და მეცნიერულმა ხედვამ შეცვალა. შედეგად საზოგადოების შეფასების ინდივიდის თვალსაწიერი დაედო. გაჩნდა ბუნებრივი უფლებების თეორია რომელიც ჯონ ლოჯმა ასე განსაზღვრა: „სიცოცხლე, თავისუფლება და საკუთრება“. ლიბერალიზმში ასევე წამოიჭრა თავისუფლების იდეა, თუმცა ლიბერალებს კარგად ესმოდათ, რომ შეუზღუდავი თავისუფლება შეიძლება გადაქცეულიყო სხვის შეურაცმყოფის უფლებად. ეს საკითხი გადაჭრა ჯორჯ სტიუარტ მილმა: „ერთადერთი მიზანი, რომელიც ამართლებს ძალის გამოყენებას ცივილიზებულ საზოგადოების რომელიმე წევრის მიმართ ამ უკანასკნელის სურვილის საწინააღმდეგოდ, სხვებისადმი ზიანის მიყენების თავიდან აცილებაა“. ლიბერალიზმმა ასევე რელიგიური მსოფლმხედველობა შეცვალა რაციონალურ ხედვით, და სახელმწიფოს გამიჯნა ეკლესიისგან. ლიბერალურ-დემოკრატიული მმართველობა მე-19 საუკუნის განმავლობაში უამრავ ევროპულ და ამერიკულ ქვეყნებში დაამყარდა. თუმცაღა მე-20 საუკუნეში მას წინ გადაეღობა და დაუპირისპირდა ორი მძლავრი იდეოლოგია: კომუნიზმი და ფაშიზმი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...