newstudio Posted October 9, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 9, 2009 (edited) [”ფაქტნიუსი”] აგვისტოს ომის გამოძიებასთან დაკავშირებით ევროკავშირის დაფინანსებული კომისიის ექსპერტთა ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა რუსული ”გაზპრომისგან” ჰონორარი მიიღო, - ამის შესახებ ცნობას სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2” ავრცელებს. ამავე ინფორმაციის თანახმად, ჰონორარი ჰამბურგის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორს ოტო ლუხტერხანდტს კომისიაში ”რუსული ინტერესების ლობირების” სანაცვლოდ გადაუხადეს. - “სკანდალი შესაძლოა, სამართალდამცავების ყურადღების ცენტრში მოექცეს, ვინაიდან ლუხტერხანდტის საბანკო ანგარიშზე სოლიდური თანხა იქნა გადარიცხული. ფულის წარმომავლობა რუსულია და გამორიცხული არ არის, რომ კომისიის ექსპერტთა წინააღმდეგ ახალი კომპრომატები გაჩნდეს. მიუხედავად საერთაშორისო სკანდალისა, კომისიის დასკვნები არ გადაიხედება, თუმცა კომისიის წევრებს რამოდენიმე ”უხერხულ კითხვაზე” მოუწევთ პასუხის გაცემა,” - იწყება ტელეკომპანია. - ”მხოლოდ ეს განცხადებაც კი საკმარისია იმისათვის, რომ ჩვენ ამ განცხადების უკან ამოვიკითხოთ გარკვეული კავშირები, თუ ვის და რას ემსახურება ეს ადამიანი და აქედან გამომდინარე, თუ რამხელა იქნებოდა ამგვარი ადამიანების მხრიდან ზეწოლა ამ ანგარიშის დაწერის დროს დანარჩენ კომისიის წევრებზე, რომ ანგარიში ყოფილიყო მიკერძოებული რუსეთის სასარგებლოდ,” - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, დეპუტატმა პეტრე ცისკარიშვილმა. http://presa.ge/index.php?text=news&i=10173 პ.ს. წავიდა უკვე კომისიის წინააღმდეგ შავი პიარი?! და რა მიკვირს იცით, როგორც პრეზიდენტი აცხადებს და უნრავლესობა, ჩვენთვის სრულიად მისაღები დასკვნა დაიდო...მაშინ რა პონტში აიღო ვინმემ გაზპრომისგან ქრთამი? ანუ გამოდის რომ არც თუ ისე სასურველი დასკვნაა?! პიარში ასე გაჭირვებოდა მიშას, ჯერ არ მახსოვს...ვითომ ბოლო ახლოა?! პ.პ.ს. რამე გსმენიათ ერორის გარდა ამ ამბავზე? სადმე სხვა ლინკი არაა?! Edited October 9, 2009 by newstudio Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DATA TUTASXIA Posted October 9, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 9, 2009 გერმანია ქართული მედიისგან ინფორმაციის შესწორებას მოითხოვს civil.ge საქართველოში გერმანიის საელჩომ განაცხადა, რომ მოითხოვს ქართული მედია საშუალებებისაგან - რომლებმაც გაავრცელეს ინფორმაცია, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი აპირებს მაღალი თანამდებობის დაკავებას რუსულ სახელმწიფო კომპანია ”გაზპრომში” - ”ამ მცდარი ინფორმაციების შესწორებას”. საქართველოს ნაციონალურმა მაუწყებლებმა ამ დღეებში განაცხადეს, რომ ”გაზპრომის” ეს შეთავაზება იყო ჯილდო შტაინმაიერისთვის, რადგან მან ლობირება გაუწია რუსეთს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ აგვისტოს ომის შემსწავლელ მისიაში. 8 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში გერმანიის საელჩომ განაცხადა, რომ ”კატეგორიულად უარყოფს” ამ ”სპეკულაციებს” და ”იმედოვნებს, რომ მომავალში აღარ ექნება ადგილი მსგავს ჟურნალისტურ შეცდომებს”. 7 ოქტომბერს ”რუსთავი 2”-მა და ასევე ორმა ნაციონალურმა არხმა - ``იმედმა`` და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაუშვეს სიუჟეტები, სადაც ნათქვამი იყო, რომ აგვისტოს ომის გამოძიებასთან დაკავშირებით ევროკავშირის დაფინანსებული კომისიის ექსპერტმა ოტო ლუხტერხანდტმა ”რუსული ინტერესების ლობირების” სანაცვლოდ ”გაზპრომისგან” ”ჰონორარი” მიიღო. http://commersant.ge/index.php?pg=nt&id=11990&ct=23 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted October 9, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 9, 2009 აკ პროპაგანდა არ არის.,.... სანამ რუსთავი 2 გააჯაზებდა ამ ტემას... საინფორმაციო სააგენტოებს ჰქონდათ.... ეს ინფორმაცია, გერმანული გაზეთიდან არის, რომელიც რუსეთის დუმის რამდენიმე წევრმა დაადასტურა... ნუ ახლა, გერმანისი საელჩოსპოზიცია და განცხადება ''რომ რაღცანაირია"" მიხვდებით ალბათ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted October 9, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 9, 2009 machkatela და უკაცრავად რატომ ვერ ვნახეთ ვერცერთი დუმის დეპუტატის დადასტურება? სულ სხვა შინაარსის კომენტარი გააკეთეს მაგ "ნაღიარებმა" დეპუტატებმა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted October 9, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 9, 2009 dire და უკაცრავად რატომ ვერ ვნახეთ ვერცერთი დუმის დეპუტატის დადასტურება?+1 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted October 9, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 9, 2009 (edited) dire +1 არსებობს გარკვეული ხერხი...... მაგალითად, მე ხშირად ვწერ ''ვიღაცის" ნათქვამზე ნიუსს, მაგრამ, მერე ვაწერ, რომ ეს ''ვიღაცა" ამ ამბავს კატეგორიულად უარყოფს... კი მარა, იქნებ გაიხსენოთ ეგ კაცი?????? აგვისტოს ომი ჯერ დამტავრებული არ იყო, საქართველოა პროვოკატორიო, იძახდა....მაგას უნდა მიეღო მონაწილოება რაიმე ობიექტურში????? და ხელისუფლება და ქვეყანა რომ სხვადასხვაა????? რაც არ უნდა იყოს, ეს ამბავი რეალურია, და ადამიანებს ეს სწყინთ, იმიტომ, რომ ხელისფლებაზე დაბოღმილი თუ ხარ, აპრიორი, ქვეყნის ცუდი უნდა გაგიხარდეს///// ეს ტენდეციააა, რაც ჩვენმა ფსევდო ოპოზიციამ დაამკვიდრა///// Edited October 9, 2009 by machkatela Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DATA TUTASXIA Posted October 9, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 9, 2009 machkatela რაც არ უნდა იყოს, ეს ამბავი რეალურია, და ადამიანებს ეს სწყინთ, იმიტომ, რომ ხელისფლებაზე დაბოღმილი თუ ხარ, აპრიორი, ქვეყნის ცუდი უნდა გაგიხარდეს///// არჩევნების დღეს ხურჩასი რომ ავტობუსი ააფეთქეს ჩვენებმა და რუსებს დააბრალეს ამაზე ხმა არ უნდა ამოვიღოთ? და კიდევ უამრავი რამ მეზარება ჩამოთვლა. გეკითხები ამ სისულელეებზე ხალხის რეაგირება სამშობლოს ღალატია და სიძულვილია ვინმესმიმართ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted October 9, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 9, 2009 machkatela რაც არ უნდა იყოს, ეს ამბავი რეალურია, და ადამიანებს ეს სწყინთ, იმიტომ, რომ ხელისფლებაზე დაბოღმილი თუ ხარ, აპრიორი, ქვეყნის ცუდი უნდა გაგიხარდეს/////ქვეყნის ცუდი კი არა ქვეყნის წამყვანი ტელევიზიები უბრალოდ მატყუარებად რომ გადაიქცნენ ეგაა პრობლემა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted October 9, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 9, 2009 კონკრეტულად ამ საკითხზე ვერაფერს მოგახსენებთ, მაგრამ ვინმეს ეჭვი ეპარება რომ რუსეთი მოქრთამვას იყენებს თავისი პოზიციების გასამყარებლად? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted October 9, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 9, 2009 machkatela ქვეყნის ცუდი კი არა ქვეყნის წამყვანი ტელევიზიები უბრალოდ მატყუარებად რომ გადაიქცნენ ეგაა პრობლემა ვაახხხ.. ქვეყნის წამყვანმა ტელევიზიებმა, სიუჯეტები გააკეთეს საინფორმაციო სააგენტოების მიერ ატეხილ ამბავზე////// რაც მაგ: რუსთავი 2-ს სამიან და ექვიან გამოშვებაში ზუსტად ჰქონდა მხოლოდ ის, რაც გაავრცელა ექსპრესნიუსმა.... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Helena222 Posted October 9, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 9, 2009 კონკრეტულად ამ საკითხზე ვერაფერს მოგახსენებთ, მაგრამ ვინმეს ეჭვი ეპარება რომ რუსეთი მოქრთამვას იყენებს თავისი პოზიციების გასამყარებლად?მაგალითად ლუკაშენკო. ხომ აღიარა, რომ მილიონობით რუბლს თუ დოლარს აძლევდნენ რუსები, სანაცვლოდ აღიარებისა სეპარატისტული "ქვეყნების". Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted October 9, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 9, 2009 აგვისტოს ომის გამოძიებასთან დაკავშირებით ევროკავშირის დაფინანსებული კომისიის ექსპერტთა ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა რუსული ”გაზპრომისგან” ჰონორარი მიიღო, - ამის შესახებ ცნობას სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2” ავრცელებს. შეიძლება მართალიც იყოს,მაგრამ რუსთავს არ დაეჯერება არაფერი.რაც ყვარყვარეა ის ტელევიზიები გვაქვს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
McLaren Posted October 9, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 9, 2009 Saturn ვინმეს ეჭვი ეპარება რომ რუსეთი მოქრთამვას იყენებს თავისი პოზიციების გასამყარებლად?ალბათ იყენებს. ისევე როგორც სააკაშვილი უხდის უცხოელ პიარშიკებს ფულს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. მაგრამ აქ სხვა რამაა მთავარი. ტალიავინის კომისიის ევროსაბჭოს მიერ შექმნილი კომისიაა. ევროსაბჭო ეს არაა საქართველო, სადაც დეპუტატები შვილისთვის სწავლის ფულის გადასახდელად ჭირდებათ ეს მანდატი. ამ კომისიაში ვინმეს მართლა რომ აეღო ფული გაზპრომისგან, ექსპრესნიუსზე და თამარ ბაღაშვილზე ადრე, ამას ქალბატონი ტალიავინი გაიგებდა. და აუცილებლად მოახდენდა რეაგირებას. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted October 9, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 9, 2009 lasalexx ამ კომისიაში ვინმეს მართლა რომ აეღო ფული გაზპრომისგან, ექსპრესნიუსზე და თამარ ბაღაშვილზე ადრე, ამას ქალბატონი ტალიავინი გაიგებდახანდახან ძალიან გულუბრიყვილო მეჩვენები Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
McLaren Posted October 9, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 9, 2009 Saturn პოლიტ-პროსტიტუცია საქართველოს ფენომენია. აქ შეიძლება ჩინოვნიკმა ქრთამებიც აიღოს, არჩევნებიც გააყალბოს, აივნიდან წყლის პარკები ესროლოს ხალხს და ა.შ. ევროპაში ქრთამის აღება, მითუმეტეს რუსეთისგან, და მითუმეტეს ასეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტის გაყალბების სანაცვლოდ ძალიან სერიოზული დანაშაულია. სისხლის სამართლის პასუხისგებლობის გარდა ეს ნიშნავს კარიერის დასასრულს. არამხოლოდ ქრთამის ამღებისთვის, არამედ კომისიის ხელმძღვანელისთვისაც და ევროსაბჭოს იმ წარმომადგენლებისთვის, ვინც შეარჩია და დაამტკიცა კომისიის შემადგენლობა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.