Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები, მხოლოდ info და სტატიები


Recommended Posts

სერგეი მიხეევი - რუსეთისთვის მნიშვნელობა არ აქვს, რას იტყვის საქართველოზე ობამა, ბაიდენი, ევროკავშირი და ევროსაბჭო

 

 

 

აშშ-ს პრეზიდენტის მოსკოვში, ხოლო აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თბილისში ვიზიტების შემდეგ ვაშინგტონსა და მოსკოვში გაკეთებულ განცხადებებზე, იმაზე, ძალაშია თუ არა აშშ-სა და რუსეთს შორის გამოცხადებული ე.წ. გადატვირთვის პოლიტიკა და რა გავლენას იქონიებს იგი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, ასევე, მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობების პერსპექტივაზე, `ინტერპრესნიუსი~ მოსკოვის პოლიტიკური ტექნოლოგიების ცენტრის ექსპერტს სერგეი მიხეევს ესაუბრა.

მცდელობის მიუხედავად, საზაფხულო არდადეგების გამო `ინტერპრესნიუსი~ მეტ-ნაკლებად ლიბერალური შეხედულებების მოსკოველ ექსპერტებს ვერ დაუკავშირდა. პოლიტიკური ტექნოლოგიების ცენტრის ექსპერტები და თავად სერგეი მიხეევი საქართველოსადმი კეთილგანწყობით არ გამოირჩევიან, მაგრამ მასთან ინტერვიუს იმის გამოც გთავაზობთ, რომ იგი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ უჭერს მხარს რუს ინტელექტუალთა საკმაოდ დიდი ნაწილი პოსტსაბჭოთა სივრცეზე კრემლის ნეოიმპერიალისტურ პოლიტიკას.

 

ბატონო სერგეი, თქვენი აზრით, რა ხდება რუსეთ-ამერიკულ ურთიერთობებში, ობამას მოსკოვში და ბაიდენის თბილისში გაკეთებული განცხადებების ფონზე რჩება შთაბეჭდილება, რომ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ე.წ. `გადატვირთვა~ რეალურად არ შემდგარა?

 

ამ კითხვაზე პასუხის ორი ვარიანტი არსებობს. უფრო სწორად იმაზე, თუ რა ხდება თავად ამერიკაში. რაც შეეხება ე.წ. გადატვირთვას, ეს სხვა არაფერია, თუ არა აშშ-ის პიარკამპანია. ვაშინგტონი ყველა მიმართულებით მუშაობს და ბალანსის შენარჩუნებას ცდილობს. ეს ეხება არა მარტო რუსეთს, არამედ ამერიკის მთელ საგარეო პოლიტიკას.

ბუში-უმცროსის შემდეგ მთელ მსოფლიოში ანტიამერიკული განწყობები საკმაოდ მაღალი იყო. ამერიკული ელიტის წინაშე მთელ მსოფლიოში ამერიკის დადებითი იმიჯის ამაღლების ამოცანა დგას. ამისათვის მოქმედებაში მოყვანილ იქნა დიდი პიარკამპანია, რომლის მიზანია მსოფლიოში ამერიკის დომინირების პოლიტიკის გაგრძელება. ამიტომ, ყველაფერი, რასაც ამერიკელები ამბობენ, პიარის პრიზმაში უნდა იყოს განხილული. ეს პასუხის პირველი ვარიანტია.

მეორე ვარიანტი ასეთია _ თავად ამერიკის ხელისუფლებაში ორი მიმართულება არსებობს. პირველს განასახიერებს ობამა, რომელიც ცდილობს მსოფლიოში ამერიკისადმი დამოკიდებულების გაუმჯობესებას. მეორე _ ბაიდენია, რომელიც გამოთქვამს ისეთ მოსაზრებებს, რომელიც ბუში-უმცროსის პოლიტიკის გაგრძელება უფროა, ვიდრე ობამას პოლიტიკა. ადრე თუ გვიან ამ ჯგუფებს შორის კონფლიქტი აუცილებლად მოხდება. ჩემი აზრით, ობამა მსოფლიოში აშშ-ის დომინირების ბუში-უმცროსის პოლიტიკას აგრძელებს, განსხვავება მხოლოდ მიზნის მიღწევის მეთოდშია.

 

ობამამ მოსკოვში და ბაიდენმა თბილისში განაცხადეს, რომ ამერიკა არ დაუშვებს გავლენის სფეროების არსებობას და თავადაც არ ქმნის გავლენის სფეროებს. თქვენი არზით, კრემლი ობამას მოსკოვში და ბაიდენის თბილისში ნათქვამს ადეკვატურად აღიქვამს?

 

რა თქმა უნდა არა. რაც შეეხება გავლენის სფეროებს. ამერიკა იმიტომ არ აღიარებს გავლენის სფეროებს, რომ მისთვის მთელი მსოფლიო გავლენის სფეროა. თუ საბჭოთა კავშირის არსებობის დროს შესაძლებელი იყო გავლენის სფეროების არსებობა, ახლა რატომ არ შეიძლება? მთელ მსოფლიოში ვერ ნახავთ ადგილს, სადაც ამერიკელები არ არიან და ამერიკა თავისი ინტერესებით არ არის წარმოდგენილი.

რაც შეეხება საქართველოს საკითხს, რუსეთისათვის მნიშვნელობა არ აქვს რას იტყვის საქართველოზე ობამა, ბაიდენი, ევროკავშირი და ევროსაბჭო, კრემლი თბილისთან მიმართებაში პოზიციას არ შეცვლის.

 

არ გიფიქრიათ იმაზე, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეზე მოსკოვის დომინირება პირველ რიგში რუსეთის მეზობლებისთვის არ არის მისაღები?

 

ვისთვისაც მიუღებელია, არც თანამშრომლობს და ეს პირველ რიგში საქართველოს ეხება. სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნები სხვადასხვა სფეროებში რუსეთთან აქტიურად თანამშრომლობენ და სარგებლობასაც ნახულობენ.

 

პრეზიდენტმა მედვედევმა განაცხადა, რომ ადრე თუ გვიან საქართველოსთან ურთიერთობები მოგვარდება, მაგრამ . . .

 

ვიდრე სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტია, თბილისთან ყოველგვარ ურთიერთობებზე საუბარი ზედმეტია. იმის გათვალისწინებით, რომ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი კიდევ 4 წელი იქნება, უახლოეს მომავალში რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების შესახებ, შეიძლება, დროებით დავივიწყოთ.

 

თქვენ იმედოვნებთ, რომ სააკაშვილის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი პროდასავლურ კურსზე უარს იტყვის და აბსოლუტურად პრორუსულ პოლიტიკას გაატარებს?

 

არა, ასე არ ვფიქრობ, მაგრამ ვიდრე სააკაშვილი პრეზიდენტია, საქართველოსთან ყოველგვარ ურთიერთობებზე საუბარი ზედმეტია.

 

გასაგებია, რომ თქვენი და კრემლის პოზიცია ერთმანეთს ემთხვევა, მაგრამ პრეზიდენტმა მედვედევმა თქვა, რომ საქართველოსთან ურთიერთობები მხოლოდ ახალი რეალიების გათვალისწინებით აღდგება. რა გამოდის? ვიმეგობროთ, ვივაჭროთ, თითქოს არც არაფერი მომხდარა, თითქოს რუსეთს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არც კი მიუტაცებია?

 

როგორც გინდათ ისე გაიგეთ. პრეზიდენტმა მედვედევმა ბრძანა, რომ საქართველოსთან ურთიერთობები ახალი რეალიების გათვალისწინებით აღდგება. სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ ასეც იქნება.

 

ფიქრობთ, რომ საქართველოს შემდეგ ხელისუფლებას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე პრეტენზიები არ ექნება?

 

პრეტენზიები შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მათ კრემლი არ გაიზიარებს, დარწმუნებული ვარ, სააკაშვილის შემცვლელი რუსეთთან მიმართებაში უფრო პრაგმატულ პოლიტიკას გაატარებს და მისთვის მოსკოვთან ურთიერთობების მოწესრიგება პრიორიტეტული იქნება.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/105379.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 619
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

პარლამენტი დღეს რიგით მეოთხე ომბუდსმენს აირჩევს

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ფილიპ გორდონი - ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას საქართველოში

 

 

 

აშშ მზად არის, განიხილოს ყველა შესაძლებლობა, რომელიც საქართველოში არსებულ ვითარებაზე ხარისხიან დაკვირვებას უზრუნველყოფს. ‘’რია ნოვოსტის’’ ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ფილიპ გორდონმა განაცხადა.

‘’ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას საქართველოში, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია’’, - აღნიშნა გორდონმა კონგრესის შეიარაღებული ძალების კომიტეტის სხდომაზე.

ერთ-ერთი კონგრესმენის შეკითხვაზე, მიწვევის შემთხვევაში, დათანხმდება თუ არა აშშ საქართველოს სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობას, გორდონმა უპასუხა, რომ აშშ მზად არის, განიხილოს ნებისმიერი ვარიანტი.

‘’ჯერ ჩვენ არ მივუწვევივართ. მზად ვართ, განვიხილოთ ყველა ვარიანტი, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში სტაბილურობის უზრუნველყოფას, ტერიტორიულ მთლიანობას და დამოუკიდებლობას, რასაც ჩვენ მხარს ვუჭერთ’’,- აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

 

საღოლ!!!

Edited by licemer
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

00:48 31.07.09 - მედვედევის დაპირისპირებას პუტინთან რუსეთშიც ელიან

 

 

– ”პოლიტიკა, დასავლური გაგებით ჩვენთან არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ერთი პოლიტიკა – მედვედევის შესაძლო ბუნტი პუტინის წინააღმდეგ“, – მიყვება მოსკოველი მეგობარი.

 

ქართულ–რუსულ სახალხო დიპლომატიაში ცხინვალის ომი, ერთგვარად ტაბუდადებულ თემად იქცა. მეზობელ, სუვერენულ ქვეყანაზე განხორციელებული რუსული აგრესია, რუსეთის რიგითი მოქალაქისთვის ქართველ ჟურნალისტთან სასაუბროდ, მეტად დელიკატური საკითხია. მათ ურჩევნიათ რუსეთის შიდა–პოლიტიკური ვითარება განიხილონ, ვიდრე 2008 წლის აგვისტოს ომი:

 

– ”არ ვიცით როგორი პრეზიდენტი გყავთ და არც გვინდა გვჯეროდეს, რომ ცხივლაში ომი სააკაშვილმა დაიწყო“.

 

თავადაც აღაიარებენ, რომ რუსეთი დემოკრატიისაგან ძალიან შორს არის. ერთგვარად უკვირთ კიდეც, საქართველოში – პატარა ქვეყანაში, ხალხს მათზე მეტი გამბედაობა რომ გააჩნია.

 

ქართველები წამდაუწუმ მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლებით აპროტესტებენ ხელისუფლებას არადემოკრატიულ ნაბიჯებს. მაშინ, როდესაც რუსეთში უამრავი ადამიანი ”ედინაია როსიას“ პროპაგანდის ზემოქმედების ქვეშ ცხოვრობს.

 

– ”რუსეთში არის ერთი მმართველი პარტია ”ჩინოვნიკების ასოციაცია“, საკანონმდებლო ორგანოში დისკუსია – ნული; კორუფცია – ტოტალური, გაუთავებელი იმპერიული პროპაგანდა. მონოპოლია ბიზნესში, Госкапитализм–ში ვცხოვრობთ“, – ასე აფასებენ რიგითი მოსკოველები ოფიციალური მოსკოვის პოლიტიკურ ცხოვრებას.

 

მოსკოველებს საქართველოს ექს–პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძეც ახსოვთ და როდესაც გებულობენ ქართველი ჟურნალისტი ხარ, შევარდნაძესთან გულთბილ მოკითხვებს გაბარებენ. ახსოვთ პრეზიდენტი ზვიად გამსახურდიაც, ყველაზე გასაოცარი კი ამ მხრივ 19–20 წლის ახალგაზრდების ინტერესია, რომლებიც მართალია დილეტანტურად, მაგრამ მაინც გიამბობენ საქართველოს უახლეს ისტორიაზე, თანაც გეკითხებიან – ”მართლა მიგაჩნიათ, რომ აფხაზეთი და ”სამხრეთ ოსეთი“ თქვენია?”.

 

– ”არ მიმაჩნია, ისტორიულად ეს საქართველოს მიწებია”, – ვპასუხობ და ვცდილობ ახალგაზრდებს რამდენიმე სიტყვაში მოვუთხრო, საქართველოს მიმართ რუსეთის იმპერიული ინტერესები და ჩვენი ისტორია.

 

სოციალური პრობლემები რუსეთისთვის უცხო არ არის. მარტო მოსკოვი და პეტერბურგი არ არის რუსეთი.

 

– ”ჩვენთან უამრავი გაჭირვებული ცხოვრობს. მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისამდე რუსეთის პრემიერის, ვლადიმირ პუტინის მითითებით რუსეთში გაიზარდა ხელფასები და გადასახადებიც შემცირდა. თუმცა, პენსიები და სოციალური დაცვის თანხები კვლავ დაბალია”, – ყვებიან ისინი.

 

კატასტროფულად დაბალია უცხოური ინვესტიციების შემოდინება, რასაც პირველ რიგში ხელს არადემოკრატიული ფინანსური საინვესტიციო გარემო უშლის.

 

რუსეთის ბიზნესს ხელისუფლებასთან დაახლოებული რამდენიმე ოლიგარქი ქმნის, რომლებსაც რამდენიმე დიდი სახელმწიფო კორპორაცია აქვთ შექმნილი. მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისთან დაკავშირებით მოსახლეობაში არსებობს გარკვეული პროტესტი, მაგრამ ფედერალური ტელე–არხები ამის შესახებ არაფერს ამბობენ. მაგალითად პიკალევოსა და შორეულ აღმოსავლეთში.

 

განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო ადამიანებს სამსახურებიდან დათხოვნის საშიშროება ექმნებათ. საწარმოს ხელმძღვანელებს პირდაპირ აქვთ მიცემული მითითება, რომ არჩევნების დროს, მათმა თანამშრომლებმა საარჩევნო უბნებზე მათ მიერ შემოხაზულ ბიულეტენს ფოტო გადაუღონ და სამსახურის ხელმძღვანელს წარუდგინონ.

 

აშშ–ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას მოსკოვში ვიზიტის შემდეგ, პუტინის კლანისგან შეწუხებულ რუსეთის მოსახლეობაში გაჩნდა მოლოდინი, რომ რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ადრე, თუ გვიან აუბუნტდება პუტინს და ქვეყნის რეალურ მმართველად იქცევა.

 

როგორც ადგილობრივ მოსახლეობაში ამბობენ, პრეზიდენტი მედვედევი გაცილებით ლიბერალია. მას რუსეთის პირველ პრეზიდენტს მიხეილ გორბაჩოვს ადარებენ.

 

– ”ბოლოსდაბოლოს მედვედევი პროფესიით იურისტია და არა კაგებეშნიკი, ზოგ–ზოგიოერთებივით”, –ამბობენ.

 

რუსეთში დღემდე აღიარებენ, რომ ცხინვალის ომმა პუტინი რუსული არმიის რეფორმირების აუცილებლობაში დაარწმუნა. პუტინი იმიტომ, რომ არმია რეალურად მას ემორჩილება და არა პრეზიდენტ მედვედევს.

 

– ”პუტინი დემონსტრატიულად აჩვენებს, რომ ქვეყანას ის მართავს, და ის ფაქტი, რომ პრეზიდენტი არაა, განსაკუთრებულ როლს არ თამაშობს. თითქოს არმია ემორჩილება პრეზიდენტს, მაგრამ სინამდვილეში ყველა ძალოვანი სტრუქტურა პუტინის კლანის ხელშია და პირადად პუტინი მფარველობს“, – მიხსნის მოსკოველი მეგობარი კირილი და მისი ვინაობის დამალვის გარანტიას მთხოვს.

 

მისივე თქმით, ჯარი ახალგაზრდებისთვის საფრთხობელად იქცა. სასწავლო დაწესებულებებში აქტიურად მიმდინარეობს პროპაგანდა, რომ რუსულ არმიაში გაუმჯობესდა პირობები და რომ ჯარში სამსახური თითოეული ახალგაზრდის ღირსების საკითხი უნდა იყოს.

 

როგორც ჩემი რესპოდენტი ჰყვება, პრეზიდენტ მედვედევის მიერ გამოცხადებული არმიის რეფორმა, მხოლოდ არმიის მართვის სისტემის ცვლილებასა და მასზე კონტროლის გამკაცრებაში გამოიხატება და არა დაფინანსების გაზრდაში.

 

– ”თუ ჯანმრთელი და ღარიბი ხარ 27 წლამდე ნებისმიერ დროს გაგიწვევენ ჯარში, თუმცა, ახლახანს მიიღეს კანონი სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან გარკვეული კატეგორიის ადამიანების დახსნის შესახებ და ასეთი გადავადება სოფლის მასწავლებლებისთვის დააწესეს“.

 

არსებობს ჯარიდან დახსნის არაოფიციალური გზაც – ქრთამი და წერილობითი პირობა, რომ ახალგაზრდები ხელისუფლების წინააღმდეგ არანაირ საპროტესტო გამოსვლაში არ მიიღებენ მონაწილეობას.

 

– ”ბიუროკრატების გარკვეული ნაწილი დაიღალა პუტინისგან, თუმცა მათი დიდი ნაწილი კმაყოფილია, მედვედევი ჯერჯერობით მარიონეტია. იგი ამ პოსტზე დააყენეს და პირველივე საქმედ კონსტიტუციაში ცვლილებები შეატანინეს. გაზარდა საპრეზიდენტო ვადა, თუმცა გამოაცხადა, რომ თავად მხოლოდ ოთხი წლით იპრეზიდენტებს”.

 

– ”რუსული ოპოზიცია ელოდება, რომ აშშ–ს ახალი პრეზიდენტი ობამა მედვედევს სათანადოდ მოამზადებს პუტინთან დასაპირისპირებლად, თუმცა ეს ჯერ–ჯერობით მხოლოდ იმედებია, რადგან საამისოდ მედვედევს ძალიან მწირი რესურსი აქვს“.

 

– ”ასე თუ ისე, რუსეთის ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებაში აქვთ შეგრძნება, რომ მედვედევი რაღაც თამაშს თამაშობს. მედვედევის მცირე გარემოცვა პუტინზე წესიერია და უფრო ლიბერალურიც”, – ამბობენ მოსკოველები.

 

მათივე აზრით, პუტინი ყველანაირად შეეცდება რომ აშშ–ს ახალი პრეზიდენტი ობამა მედვედევს არ დაუახლოვდეს.

 

– ”ობამამ კი საერთაშორისო საზოგადოებას ყველანაირად დაანახა, რომ მედვედევი პუტინზე უკეთესია“.

http://internet.ge/v2/index.php?action=new...&news=52501

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

13:00 31.07.09 - დევიდ მილიბენდი რუსეთს შეთანხმებების დარღვევაში ადანაშაულებს

 

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ მილიბენდი რუსეთს შეთანხმებების დარღვევაში ადანაშაულებს.

 

ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებზე საუბრობს და რუსეთს შარშანდელ სამშვიდობო შეთანხმებას ახსენებს.

 

„გასული წლის ტრაგიკული მოვლენების შედეგად მიყენებული ზრალის ასანაზღაურებლად კიდევ უამრავი რამეა გასაკეთებელი. ათასობით ადამიანი კვლავ დევნილის სტატუსით რჩება, რუსული ჯარი კი ისევ იმ პოზიციებს ინარჩუნებს, რომლებიც შარშან ხელმოწერილ სამშვიდობო შეთანხმებას არღვევს და ეწინააღმდეგება“, - განაცხადა დევიდ მილიბენდმა.

 

მან კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ლონდონის პოზიცია უცვლელია და დიდი ბრიტანეთი საქართველოს ევროკავშირისთვის და ნატო-სთვის კვლავ მნიშვნელოვან პარტნიორად მიიჩნევს“.

 

აღსანიშნავია, რომ მილიბენდი ასევე, მიესალმება აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის იმ მხარდაჭრას, რომელიც მან საქართველოში ბოლო ვიზიტის დროს გამოხატა.

http://internet.ge/v2/index.php?action=new...&news=52533

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მომღერალი გია გაჩეჩილაძე თბილისში დაბრუნდა

 

 

 

მომღერალი გია გაჩეჩილაძე (უცნობი) დღეს უცხოეთიდან თბილისში დაბრუნდა.

როგორც გაჩეჩილაძემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებს განუცხადა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და უახლოეს პერიოდში „საკანში“ დაბრუნებასაც გეგმავს.

~ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ბრძოლა უკეთესობისთვის გაგრძელდება. შესაძლოა, „საკანი #5“-ის ფორმატიც შეიცვალოს~,-განაცხადა გაჩეჩილაძემ, რომელსაც აეროპორტში ახლობლები დახვდნენ.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Пригородном районе произошли антиингушские погромы

Время публикации: Сегодня в 12:55 по Джохару

 

Как передают источники из Назрани, в ночь с 30 на 31 июля в селе Яндиево (Дачное) Пригородного района вилайята Г1алг1айче (Ингушетия) Имарата Кавказ, произошел антиингушский погром.

 

Около сотни осетин, проживающих на территории Пригородного района, заехали в Яндиево с близлежащих сел и устроили погромы с применением арматуры, ножей, автоматического оружия.

 

Источники передают, что погром начался с драки, спровоцированной осетинами. Около 20:30 в Яндиево, рядом с квартирными домами, где живут осетины стояли несколько молодых ингушских парней, когда рядом остановилась машина из которой вышли взрослые мужчины осетины и начали оскорблять подростков.

 

Произошла стычка, в ходе которой двое ингушских парней были порезаны ножами. Их доставили в больницу.

 

Молодые люди выстрелили несколько раз в напавших на них осетин из травматического пистолета. Трое осетин были ранены и несколько человек получили ушибы.

 

Драка происходила на глазах осетинской милиции, которая не вмешивалась.

 

После стычки группы разошлись, но около 2-х часов ночи начался погром ингушских домов.

 

В ходе погромов несколько человек с ингушской стороны доставлены в больницы с ранениями, в том числе и марионеточные ингушские милиционеры, проживающие в этом селе, которые попали под удары погромщиков

http://rosii.net/?p=973&lang=ru

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დიმიტრი ლორთქიფანიძეს მიაჩნია, რომ მამათმავლობა დასჯადი უნდა იყოს, თუ ის საზოგადოების გახრწნისკენ არის მიმართული

 

საპარლამენტო უმცირესობის ომბუდსმენიბის კანდიდატ დიმიტრი ლორთქიფანიძეს მიაჩნია, რომ მამათმავლობა დასჯადი უნდა იყოს, თუ ის საზოგადოების გახრწნისკენ არის მიმართული.

როგორც ლორთქიფანიძემ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მამათმავლობა დასჯადი ქმედება უნდა იყოს, თუ იგი საზოგადოების საჯარო ინტერესს ლახავს და წარმოადგენს გაუკუღმართებულ და გაუზნეურებულ ქცევის წესებს.

მისი თქმით, დასაცავია მხოლოდ ის ადამიანი, ვინც ამ პათოლოგიური ნაკლით დაიბადა, რადგან მას ბუნების წინაშე ბრალი არ მიუძღვის.

დეპუტატი დარწმუნებულია, რომ საპარლამენტო უმრავლესობის დიდი ნაწილი მის შეფასებას იზიარებს.

დიმიტრი ლორთქიფანიძის ამ განცხადებით უმრავლესობის წევრი ელდარ კვერნაძე დაინტერესდა და დეპუტატს ჰკითხა – მამათმავლობასთან დაკავშირებით ცალკე საკანონმდებლო ინიციატივა აქვს თუ, ეს რა ფორმით უნდა აიკრძალოს.

მამათმავლობა ელდარ კვერნაძისთვისაც მიუღებელია და აცხადებს, რომ ასეთი მოვლენა ქალთა სქესშიც არის და მისთვის ამის აკრძალვის ფორმები გაუგებარია.

ელდარ კვერნაძის ამ განცხადებაში დიმიტრი ლორთქიფანიძემ საკითხის “გარკვეული კალმასობის” თემად ქცევის სურვილი დაინახა და აღნიშნა, რომ თუ ადამიანის წამხდარი, პათოლოგიურო მოქმედება ავნებს საზოგადოებას, ასეთი ქმედება, ზოგადად, დასჯადი უნდა იყოს.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

ვ.შ.პ. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დიმიტრი როგოზინი - ნატო-მ აგვისტოს ომის დროს საქართველოს მხარდაჭერისთვის პასუხი უნდა აგოს

 

რუსეთის ელჩის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში დიმიტრი როგოზინის განცხადებით, ნატო-მ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოს მხარდაჭერისთვის პასუხი უნდა აგოს.

საქართველოში ნატო-ს საინფორმაციო ცენტრის ვებ-გვერდის ცნობით, დიმიტრი როგოზინმა ნატო-სა და რუსეთს შორის “საეჭვო” დამოკიდებულებაზე ისაუბრა. “ნატო-სა და რუსეთს კვლავ ბევრი უთანხმოება აქვთ, ისინი მუდმივად ეჭვის თვალით გვიყურებენ და ჩვენც საღად უნდა მივუდგეთ ნატო-ს საკითხს”, - აცხადებს როგოზინი.

დიმიტრი როგოზინმა პროგნოზები ქართველი ხალხის ალიანსში გაწევრიანების სურვილებისა და კონფლიქტის ხელახალი განვითარების შესახებაც გააკეთა. მისი მტკიცებით, საქართველოში ნატო-ში გაწევრიანების მსურველთა რიცხვი თითქმის მესამედით შემცირდა და თანდათან კიდევ იკლებს.

როგოზინი შარშანდელი მოვლენების შესაძლო განმეორების ალბათობაზეც საუბრობს. ელჩის განცხადებით, შეთავაზებულ სცენარს მოსკოვსა და ცხინვალს შორის გაფორმებული შეთანხმებები კატეგორიულად გამორიცხავს.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სოზარ სუბარი ე.წ. საიდუმლო თათბირის წყაროებს სექტემბერში დაასახელებს

 

 

 

სახალხო დამცველი სოზარ სუბარი წყაროებს, რომლისგანაც შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში 2007 წლის 4 ნოემბრის ე.წ. საიდუმლო თათბირის შესახებ შეიტყო სექტემბერში დაასახელებს. ამის შესახებ დღეს რადიო ~პალიტრის~ ეთერში სოზარ სუბარმა განაცხადა.

~ბევრჯერ ვთქვი, დავაპირე, გადავდე ამ წყაროების დასახელება. საბოლოო, გამოსამშვიდობებელ ანგარიშს ჩავაბარებ საზოგადოებას და ამ ყველაფერს თანამდებობის დატოვებამდე ვიტყვი. მოწმეებს სექტემბერში დავასახელებ~,-განაცხადა სოზარ სუბარმა.

სოზარ სუბარი ვანო მერაბიშვილის კაბინეტში ჩატარებული ე.წ. საიდუმლო თათბირის შესახებ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნასაც მოითხოვდა, თუმცა საკანონმდებლო ორგანომ სახალხო დამცველის მოთხოვნა არ გაითვალისწინა. სუბარის განცხადებით, წყარომ, რომელიც თათბირს ესწრებოდა, მიაწოდა ინფორმაცია, რომ 7 ნოემბრის დარბევა მერაბიშვილის კაბინეტში დაიგეგმა.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

Edited by licemer
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ირაკლი სესიაშვილი ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების ნიშნებს ჯერ ვერ ხედავს

 

სამხედრო ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების ნიშნებს ჯერ ვერ ხედავს, მაგრამ უსაფრთხოების ზონების გაფართოების მიზნით რუსეთის მხრიდან ძალის მორიგ ლოკალურ დემონსტრირებას არ გამორიცხავს.

როგორც სესიაშვილმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, თბილისის აღების საფრთხე, რეალურად, არ არსებობს, მაგრამ კოკოითის განცხადებები, თითქოს თრუსოს ხეობა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაა, იმაზე მიუთითებს, რომ ლოკალური სამხედრო მოქმედებების დაწყების ადგილი მას რუსმა სამხედროებმა უკარნახეს, რომლებმაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოებისთვის თრუსოს ხეობის სტრატეგიული მნიშვნელობა კარგად იციან.

სესიაშვილის აზრით, ლოკალური სამხედრო მოქმედებების პროვოცირების საბაბი, შესაძლოა, იყოს ცხინვალის სურვილი, გაიფართოოს ტერიტორია, ხოლო მოსკოვს, სავარაუდოდ, უსაფრთხოების ზონების გაფართოება აქვს მიზნად.

ქართველი ექსპერტის შეფასებით, ვითარება შარშანდელი სცენარის მსგავსად იძაბება, ამიტომ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებზე არც აშშ-ს განცხადება და ორი დღის წინ მომხდარ ინციდენტზე ევროკავშირის დამკვირებლების ობიექტური მოსაზრება არ გვაწყენდა.

სესიაშვილი ვითარების გართულების თავიდან აცილებაში უდიდეს მნიშვნელობას ბრიუსელს ანიჭებს და იმედოვნებს, რომ სიტუაცია ისე არ განვითარდება, როდესაც დასავლეთმა ყურები მანამდე არ გამოიბერტყა, ვიდრე რუსეთმა საქართველოს არ გადაუარა.

რუსმა სამხედრო ექსპერტმა პაველ ფელგენგაუერმა დღეს განაცხადა, ომის დაწყების ალბათობა, დაახლოებით, 80%-ია. ამის შესახებ ფელგენგაუერმა “ინტერპრესნიუსს” რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დღევანდელი განცხადების კომენტირებისას განუცხადა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს გაავრცელა განცხადება, რომ „სამინისტრო საქართველოს მხრიდან ბოლო დღეებში ცხინვალისა და მისი გარეუბნების მისამართით სროლების გამო შეშფოთებას გამოთქვამს“.

რუსეთის თავდაცვის უწყება „უფლებას იტოვებს, გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა სამხრეთ ოსეთის მოქალქეებისა და ტერიტორიაზე მყოფი რუსეთის სამხედრო მოსამსახურეების დასაცავად“.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კახა კაციტაძე - შექმნილ ვითარებაში ქვეყნისთვის საფრთხეს ხელისუფლების უგუნურება წარმოადგენს

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ექსკლუზივი

ირაკლი ალასანია - საზოგადოება ოპოზიციისგან ნათლად ჩამოყალიბებულ სამოქმედო პროგრამას ითხოვს

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/105549.html

 

საინტერესოა , აუცილებლად წაიკითხეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება


×
×
  • შექმენი...