Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები, მხოლოდ info და სტატიები

Recommended Posts

  • Replies 619
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ქართული პრესის მიმოხილვა 17.10.2009

• გოგა ხაინდრავა - “კომბალს პანღური უნდა მივაყოლოთ... თუ ხალხი არ გამოგვყვება, მაშინ სააკაშვილს გაჰყვება უფსკრულში”

• კახა კაციტაძე - “ჩარეცხვა” ამერიკულად ანუ სააკაშვილის “მისია” დასრულებულია

• აგვისტოს ომზე ფილმის რეჟისორი რენი ჰერლიხი - “რაღაც მნიშვნელოვანს გავაკეთებ, რაღაც ისეთს, რითაც ვიამაყებ”

გოგა ხაინდრავა - “კომბალს პანღური უნდა მივაყოლოთ... თუ ხალხი არ გამოგვყვება, მაშინ სააკაშვილს გაჰყვება უფსკრულში”

“მე სააკაშვილის ხელისუფლებაში როცა ვიყავი, არ ვიცნობდი სააკაშვილს. თანამდებობაზე ზურაბ ჟვანიამ მომიყვანა და მერე გამაცნეს სააკაშვილი. ერთი-ორი შეხვედრა მქონდა სააკაშვილთან, მაგრამ პირადი ნაცნობობა არასოდეს მქონია. მე ვიცოდი, რომ სააკაშვილი ყოფილი მოქკავშირელი იყო და საერთოდაც არ მაინტერესებდა ის. შემდეგ, როცა ქვეყანაში ვითარება შეიცვალა, ჭაობში, რომელიც თავის დროზე შევარდნაძემ გააჩინა, ძალაუფლება პირდაპირ იქ ეგდო. ამ დროს ყველაზე სწრაფი და ავანტიურისტი სააკაშვილი აღმოჩნდა, რომელმაც ძალაუფლება ხელში აიტაცა, მერე კი გადააქცია იმად, რადაც გადააქცია”, - აცხადებს “დაიცავი საქართველოს” ერთ-ერთი წევრი გოგა ხაინდრავა გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ნოღაიდელი ვალდებული იყო, ზურაბ ჟვანიას მკვლელობა გამოეძიებინა” / გოგა ხაინდრავა: “სააკაშვილსა და მერაბიშვილს კომბლის გარდა ვერაფერი დაძრავს ადგილიდან”.

“დღეს პრეზიდენტი სააკაშვილი ლობირებს რუსულ-სომხურ ინტერესებს. განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ყოველგვარ კორექტულობას მოკლებული სომხეთის ხელისუფლების პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში. ჯავახეთის პრობლემა არის ჩვენი შიდა პრობლემა და როდესაც სომხეთის პრეზიდენტი თავს უფლებას გვაძლევს და გვითითებს, რომ სომხური ენა ჯავახეთში იყოს რეგიონალური, ეს მეტყველებს, რომ ის პატივს არ სცემს ამ ქვეყანას. დღეს საქართველოს არ ჰყავს ხელისუფლება და ქვეყანა არის დაშლილი, სააკაშვილი და მისი გუნდი ქვეყნის გადარჩენაზე კი არა, საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობს და სომხურ ინტერესებს ლობირებს ეთნიკური თუ პოლიტიკური თვალსაზრისით. გარდა ამისა, ქვეყნის პოლიტიკური ელიტა პირდაპირ დგას რუსეთის სამსახურში. არც სომხურ ენასა და არც ისტორიულ ძეგლებს არავითარი საშიშროება არ ემუქრება, რადგან ჯავახეთში 95% სომხურად ლაპარაკობს. არ შეიძლება ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობდეს ქვეყანაში და არ იცოდეს ქართული ენა. ჩემი აზრით, სომხებს პრეტენზიები სააკაშვილმა გაუჩინა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გოგა ხაინდარავა.

“ბევრი ფიქრობს, რომ ქუჩის აქციები წარუმატებელი იყო. მე ვფიქრობ, რომ ქართული ოპოზიციისთვის ეს წარმატებული იყო. უბრალოდ, მიზანს ჯერჯერობით ვერ მივაღწიეთ. ჯიქურ შევუტიეთ, მერე რა, რომ არ გამოვიდა. საჭიროა მომზადება. თუ ხალხი არ გამოგვყვება, მაშინ სააკაშვილს გაჰყვება უფსკრულში. ჯერ კიდევ გვაქვს შესაძლებლობა, რომ არ დაგვემხოს თავზე ის ნარჩენები, რომელიც დარჩენილია სააკაშვილის ხელისუფლების სახით. ოპოზიციამ ერთად უნდა მოახერხოს იმ ჭირისგან გათავისუფლება, რასაც სააკაშვილი ჰქვია. ოპოზიციური სპექტრი ერთმანეთს ხელს არ შეუშლის. დღეს ოპოზიციაში ორი მკვეთრად გამოხატული პოზიციაა. ალიანსი მიიჩნევს, რომ არჩევნებითა და ხელისუფლებასთან პაექრობით გაიმარჯვებს. მე კი მიმაჩნია, რომ საარჩევნო გარემო გაცილებით უფრო ბინძური იქნება, რომელიც სააკაშვილმა, მერაბიშვილმა, ბოკერიამ და რამიშვილმა, ასევე სხვა კრიმინალურმა დაჯგუფებებმა შექმნეს”, - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი.

“დარწმუნებული ვარ, სააკაშვილსა და მერაბიშვილს კომბლისა და პანღურის გარდა სხვა ვერაფერი დაძრავს ადგილიდან. ამიტომ მე ვთვლი, რომ ამ გზით შედეგის მიღწევა რთული იქნება, მაგრამ ირაკლი ალასანიას, სოზარ სუბარის, ზურა აბაშიძის გადაწყვეტილებებს პატივს ვცემ. პატივს არ ვცემ თუნდაც ნოღაიდელს. დავით ბერძენიშვილი ხშირად ამბობს, ნოღაიდელი ხელისუფლებაში კალოშებით მოვიდაო და ორ ბოთლ შამპანურში გაუცვალა დავით ბერძენიშვილმა ზურა ჟვანიას და ამის მერე მოქკავშირელი ნოღაიდელი მინისტრი გახდა, თანამდებობაზე ყოფნის დროს იშოვა ფული და დღეს ის ოფიციალური მილიონერია... ნოღაიდელი გახდა ზურაბ ჟვანიას სიკვდილის შემდეგ პრემიერი და მას რომ მოენდომებინა, ზურაბ ჟვანიას მკვლელობა გამოძიებული იქნებოდა”, - დასძენს გოგა ხაინდრავა.

“მე გადატრიალების და რევოლუციების მომხრე არ ვარ, ვიცი, რომ ამას უბედურებების მეტი არაფერი მოაქვს, მაგრამ ისიც ვიცი, რომ დღევანდელ პირობებში არჩევნებში მონაწილეობა სისულელეა. ჩვენი ვითხოვდით სააკაშვილის გადადგომას, მაგრამ ის არ გადადგა და არც გადადგება. ჩვენ აუცილებლად უნდა შევუქმნათ მას ისეთი პირობები, რომ გადადგეს. ეს შეუძლია ქართველ ხალხს და არა რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფს. მხოლოდ მასობრივი პროტესტით შევძლებთ ამას. თუ სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნა გვინდა, მაშინ გარედან, ქუჩიდან უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება. ქუჩა და კომბალი აიძულებს სააკაშვილს დათმობებზე წავიდეს”, - აცხადებს გოგა ხაინდარა და შეკითხვას - “კომბალი რა იარაღია?” - პასუხობს:

“კომბალი არის კომბალი, როგორც გინდათ, ისე გაიგეთ, კომბალს პანღური უნდა მივაყოლოთ...”

კახა კაციტაძე - “ჩარეცხვა” ამერიკულად ანუ სააკაშვილის “მისია” დასრულებულია

“სააკაშვილი წასვლას არ დააპირებს. მაგრამ მისი “მისია” დამთავრებულია. მოქმედებს სრულიად სხვა ფაქტორები, სხვა პროცესები. რომ იცოდნენ, რაში აქვთ თავი გაყოფილი, ისინი შიშით კიდევ უფრო მეტად უნდა იყნენ აკანკალებული. ამერიკაში მიმდინარეობს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები. ასეთი პროცესები აშშ-ში სულ მეოთხედ ხდება. ახლა აშშ-ში მიმდინარე პროცესს შეიძლება ვუწოდოთ ამერიკის პოლიტიკური ელიტის მთლიანი გამოცვლა, ანუ ბატონი სააკაშვილის ტერმინოლოგია რომ გამოვიყენოთ, ხდება “ჩარეცხვა” - ელიტის ერთი ნაწილი “რეცხავს” მეორე ნაწილს”, - აცხადებს ექსპერტი კახა კაციტაძე გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით სააკაშვილი რომ მიუშვა, მარსზეც ომს დაიწყებს / ხელისუფლება ექვს თვეში შეიცვლება.

“ერთხელ ასეთი “ჩარეცხვა” რუზველტმა განახორციელა. მეორედ ელიტის მთლიანი განახლება მოხდა კენედის დროს. უცნაურია, მაგრამ მან სამ წელიწადში მოახერხა ელიტის მთლიანად გამოცვლა. მესამედ ელიტის გამოცვლა რეიგანმა მოახდინა. დღეს კი ისინი, ვისაც ნეოკონებს უწოდებდნენ, რეიგანის დროს მოსული ელიტაა და ახალი ელიტა, რომლის ფალავანიც არის ობამა, ძველი ელიტის დაუნდობელ “ჩარეცხვას” ახდენს. აშშ-ის ძველი მედიის “ჩარეცხვაზე” ჩვენს მედიაში საერთოდ არ გაუმახვილებიათ ყურადღება. ყველამ იცის, რა ბრალდებებია დიკ ჩეინის მიმართ, რის გამოც სპეციალური პროკურორიც კი დაინიშნა. მაგრამ რამდენიმე დღეში ექსპრეზიდენტმა ბილ კლინტონმა თქვა, რომ ადგილი აქვს შეთქმულებას ობამას წინააღმდეგ. ამერიკაში როცა ასეთ ბრალდებას აყენებ, ეს ჩვენი “მუხროვანის” აჯანყება არ გეგონოთ. ძალიან სერიოზული ბრალდებაა. ისინი ჩეინის საქმეს ბოლომდე მიიყვანენ სწორედ იმიტომ, რომ “ჩარეცხონ” მისი ელიტა. ბუნებრივია, ეს ჩვენზეც აისახება. ჩვენ არ ვიცით, ომში ჩეინის როლი როგორი იყო”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა კაციტაძე.

“ფაქტია, რომ სააკაშვილს იმ ძალებთან უმჭიდროესი კავშირი ჰქონდა. ამერიკაში იმ ძალების წინააღმდეგ ხმაურიანი სკანდალები რაც იქნება, მით უფრო ჩეინის წინააღმდეგ, სააკაშვილსაც და ტალიავინის დასკვნასაც გამოიყენებენ. ეს, ბუნებრივია, ძალიან სერიოზულ შედეგებამდე მიგვიყვანს საქართველოში. საინტერესოა, რომ ბაიდენიც, მართალია დემოკრატია, ანუ ბუშის მოწინააღმდეგეების ბანაკშია პარტიულად, მაგრამ თაობის თვალსაზრისით, გენერაციულად და ჩამოყალიბების მხრივ იმ ელიტის წევრია. ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტად დანიშვნა თავისებური კომპრომისი იყო, რომელსაც უნდა უზრუნველეყო ერთი ელიტიდან მეორისთვის ძალაუფლების უმტკივნეულოდ გადაცემა... ასე რომ, ძალიან სერიოზულ პროცესში აქვს საქართველოს პრეზიდენტს თავი გაყოფილი, რაც შეიძლება ძალიან უსიამოვნოდ დამთავრდეს მოსთვისაც და ქვეყნისთვისაც. ამაში დიდი როლი შეიძლება ტალიავინის დასკვნამ ითამაშოს”, - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი.

“რაღაში აწყობთ რუსებს სააკაშვილი? საქართველოს ნატო-ში მინიმუმ ათი წელი არავინ მიიღებს. ტერიტორიული მთლიანობა მინიმუმ ათი წელი არ აღდგება, ევროკავშირში შესვლაზე უკვე ლაპარაკი სასაცილოა. რაც უნდოდა რუსეთს, ყველაფერი მიიღო. ამერიკამ ზეწოლა დაიწყოს სააკაშვილზე, უთხრას წადიო და რუსეთმა თავი გამოიდოს მის დასატოვებლად, არ მგონია. საქმე ისაა, რასაც ახლა გეუბნებით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ელემენტარულად უნდა გაითავისონ, სად აქვთ თავი გაყოფილი, რა თამაშებში ჩაეკვეხნენ. ალბათ, ამისთვის დაახლოებით ექვსი თვე ეყოფათ, რომ იფიქრონ ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებაზე, თორემ შემდეგ უკვე მშვიდობიანი გზა აღარ იქნება და მერე უკვე ძალიან სერიოზულად მოუწევთ საკუთარი ტყავის გადარჩენაზე ფიქრი. ახლა კიდევ შეუძლიათ სცადონ. ეს ეხებათ დაბალი რანგის ჩინოვნიკებს, შსს განყოფილების გამგეებს, მათ, ვინც ახლა გვისმენენ, რაიონების გამგებლებსა და ა.შ. ამაზე კარგად უნდა იფიქრონ, რადგან ქონება, რაც მოიპარეს, რაც დააგროვეს, პირადი და ოჯახის წევრების ხელშეუხებლობის გარანტიები ექნებათ, ალბათ, ექვსი თვის განმავლობაში. მერე აქ ისეთი პროცესები წავა, რომ ყველაზე ზომიერ ადამიანებსაც კი გაუჭირდებათ პროცესების გაჩერება”, - დასძენს კახა კაციტაძე.

“ამ ხელისუფლების მოქმედებით ყველაფერი რევოლუციისკენ მიდის. მე რევოლუციების წინააღმდეგი ვარ, მაგრამ რევოლუციები ხდება ადამიანების ნებისგან დამოუკიდებლად. მე და ბევრ ანალიტიკოსს მოგვდის ინფორმაცია, უმაღლეს პოლიტიკურ წრეებში რა განწყობებია, წყევლაა, კრულვაა. მათ შორის იმ დეპუტატებსა და ჩინოსნებშიც, რომლებიც პარლამენტის უმრავლესობას წარმოადგენენ. დააკვირდით, რა ნირწამხდარი არიან. ასეთ დროს ხდება ხოლმე, როცა ერთ ლიდერს აგდებენ და ხელისუფლებას მეორე ლიდერს გადასცემენ, უფრო ქარიზმატულს. მაგრამ ასეთი ლიდერი საქართველოს ხელისუფლებაში არ არის. წარმოგიდგენიათ, რომ გადადგეს სააკაშვილი და გადააბარონ ხელისუფლება დავით ბაქრაძეს? ასე რამეს სერიოზულად წარმოიდგენთ? თვითონ ხელისუფლებაში საზოგადოებისთვის ოდნავ მისაღები ერთი ლიდერიც კი აღარ დარჩა”, - აცხადებს კახა კაციტაძე და შეკითხვას - “ე.ი. კრიზისული ვითარება შეიქმნება ექვსი თვის შემდეგ?” - პასუხობს:

“დიახ. თუმცა ექვსი თვე პირობითი ვადაა. გაისად გაზაფხულ-ზაფხულში შეიქმნება კრიზისული ვითარება, ეს თუ პროცესები ინერტულად წავიდა, თორემ ჩვენი ხელისუფლება ისეთი ოსტატია, შეიძლება იმისთანა სიგიჟე გააკეთონ, ორ კვირაში შეიქმნას კრიზისული ვითარება”.

აგვისტოს ომზე ფილმის რეჟისორი რენი ჰერლიხი - “რაღაც მნიშვნელოვანს გავაკეთებ, რაღაც ისეთს, რითაც ვიამაყებ”

“ფინური წარმოშობის ჰოლივუდელი რეჟისორი რენი ჰარლინი უკვე ორი კვირაა საქართველოშია და ახალ ფილმს იღებს, რომელიც საქართველო-რუსეთის შარშანდელ ომზეა აგებული. ფილმი მოგვითხრობს ამერიკელ ჟურნალისტსა და ოპერატორზე, რომლებიც საომარი მოქმედებების ცენტრში აღმოჩნდებიან და იმისთვის იბრძვიან, რომ მიუკერძოებელი პოზიცია შეინარჩუნონ”, - წერს გაზეთი “კვირის რეზონანსი” სტატიაში სათაურით აგვისტოს ომზე ჰოლივუდური ფილმის გადაღება დაწყებულია.

“ჰერლინის ფილმებიდან ყველაზე ცნობილია “მთამსვლელი”, სადაც მთავარ როლს სილვესტრ სტალონე თამაშობს და “კერკეტი კაკალი 2” ბრიუს უილისის მონაწილეობით. რაც შეეხება იმას, შეასრულებს თუ არა ენდი გარსია ჰერლინის ახალ ფილმში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის როლს, ეს საკითხი ღიად რჩება. ფილმის ერთ-ერთ პროდიუსერ დავით იმედაშვილის თქმით, გარსია ნამდვილადაა ფილმში მიწვეული, თუმცა არ აკონკრეტებს, რა როლს ითამაშებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ფილმი ომის საწინააღმდეგო ძლიერი განცხადება იქნება. დიდი ხანია ველოდი რაღაც არსებითსა და რეალურს. როდესაც სცენარი მივიღე, ზუსტად ის აღმოჩნდა, რასაც ვეძებდი - დიდი ადამიანური ისტორია, ტრაგიკული, სერიოზული ქვეტექსტებით. მე მივხვდი, რომ ეს არის შესაძლებლობა ჩემი, როგორც მძაფრსიუჟეტიანი ფილმების რეჟისორის გამოცდილება, რთული კონფლიქტის შესახებ მოსათხრობად გამოვიყენო. ამბავი მიუკერძოებელია, მაგრამ ომის საწინააღმდეგო მტკიცე განცხადებაა. მინდა გავაკეთო ფილმი, რომელიც ადამიანურ მდგომარეობებზე მოგვითხრობს და ის რომ თუნდაც რამდენიმე ადამიანმა ნახოს და მხოლოდ მათ განიცადონ მისი ზეგავლენა, გაიგონ მისი პაციფისტური გზავნილი, მე მაინც რაღაც მნიშვნელოვანს გავაკეთებ, რაღაც ისეთს, რითაც ვიამაყებ”, - აცხადებს რენი ჰერლინი. ფილმის გადაღებები უკვე ორი კვირაა დაწყებულია. გადაღებები სავარაუდოდ ნოემბრის თვეში დასრულდება. მზად კი ფილმი მაისში იქნება”, - წერს სტატიის ავტორი.

“ფილმი თრილერია, ანუ “ექშენ” ფილმია. ისტორიად საქართველო-რუსეთის ომია აღებული. რეჟისორი არის ცნობილი ჰოლივუდელი რეჟისორი. გადაღებები წალკაში მიმდინარეობდა. ახლა არის გორში, იქნება ვარძიაში, მცხეთასა და თბილისშიც. რაც შეეხება მონაწილე მსახიობებს, ძირითადად უცხოელები არიან. მთავარ როლს რუპერტ ფრენდი ასრულებს. არის კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა მსახიობი, ასევე ჩვენთვის, ყველასთვის ცნობილი მსახიობებიც გვეყოლება - მაგალითად, საუბარია ენდი გარსიაზეც. ქართველი მსახიობები მეორეხარისხოვან როლებს ასრულებენ. რომ არ გამომრჩეს ვინმე, მირჩევნია არ დავასახელო. ფილმის გადაღებები დაახლოებით ნოემბერში დასრულდება და კინოეკრანზე მაისში გამოვა. ფილმის ქრონომეტრაჟი დაახლოებით საათი და 50 წუთია, იქნება ინგლისურ ენაზე - ჰოლივიდური ფილმია, უბრალოდ, საქართველოში ხდება მისი გადაღება და ესაა ისტორია რამდენიმე ამერიკელზე, რომლებიც ამ ომში მოხვდებიან”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით იმედაშვილი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნაციონალური როტაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში - გია ხუბუას - გიგი თევაზძე შეცვლის

2009 წლის 17 10, შაბათი - 16:21

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დიდი ცვლილებების მოლოდინშია, პოლიტიკურ კულუარებში უკვე დარწმუნებით საუბრობენ, რომ ამჟამინდელ რექტორს, გია ხუბუას თანამდებობიდან გაათვისუფლებენ და მის ადგილს “თავისუფლების ინსტიტუტის” სახე, გიგი თევზაძე დაიკავებს, ხუბუამ შანსი ვერ გამოიყენა და “ნაციონელაებს” თავისი ეფექტიანობა ვერ დაუმტკიცა, ოპოზიციის საპროტესტო აქციებზე, უნივერსიტეტის სტუდენტები სხვებზე მეტდ აქტიურობდნენ და ქუჩების გადაკვეტვა თუ მიტინგები, სტუდენტების ინიციატივით, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ ინტენსიურად ხდებოდა, გიგი თევზეაძე კი “სოროსულად” ნაწრთობი კადრია და სახელისუფლებო პიარს სერიიდან - “პირველად საქართველოს ისტორიაში” ინტენსიურად აუბავს მხარს – მიაჩნიათ საკადრო ცვლილების მომხრეებს. თუ როდის მოხდება სახელისუფლებო როტაცია, ამას ვერ აკონკრეტებენ, თუმცა მიახლოვებით ვადებს ასახელებენ – ნოემბერს აღარ გასცდებაო, ხელისუფლების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ისიც გვითხრა, რომ ხუბუას განთავისუფლება, ბევრად ადრე იგეგმებოდა, თუმცა შემოდგომისთვის, ოპოზიციის ახალი გამოსვლების მოლოდინი არსებობდა და გადაწყვიტეს მისი გაშვება ამ დროისთვის გადაედოთ, როგორც წესი, ნებისმიერი მოთხოვნის აქციებს, თან საზოგადოებრივი მაუწყებლისა და უნივერსიტეტის რექტორის გათავისუფლების მოთხოვნებიც სდევს და ეს კარტი, ყოველი შემთხვევისთვის ნაციონალურ რეზერვში გადაინახეს.

http://www.fact.ge/news.aspx?i=a99ecf54-d8...16-4706ccfcabfd

ამ ჭორს მეც მოვკარი ყური

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ირანმა დღეს მომხდარი ტერაქტის გამო პასუხისმგებლობა აშშ-ს დააკისრა

18 / 10, 2009 17:47

ირანმა დღეს მომხდარი ტერაქტის გამო, რომლის შედეგადაც ისლამური რევოლუციის დამცველთა კორპუსის მაღალჩინოსანი ოფიცრები დაიღუპნენ, პასუხისმგებლობა შეერთებულ შტატებს დააკისრა. ამის შესახებ “ფრანს პრესი” იუწყება.

შესაბამისი განცხადება ირანის პარლამენტის სპიკერმა ალი ლარიჯანიმ გააკეთა. მისი შეფასებით, დღევანდელი ტერაქტი აშშ-ის ქმედებების შედეგია. “ეს ჩვენი ქვეყნის მიმართ ამერიკის მტრობის გამოხატულებაა”, - განაცხადა ლარიჯანიმ.

ირანის სახელმწიფო ტელეკომპანიამ კი გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტერაქტის ორგანიზებაში უშუალოდ დიდი ბრიტანეთის მთავრობა მონაწილეობდა. თავად ისლამური რევოლუციის დამცველთა კორპუსის წარმომადგენლებმა კი ტერაქტის ორგანიზებაში აშშ-სთან დაკავშირებული “უცხოელი ელემენტები“ დაადანაშაულეს.

ქალაქ ზახედანის პროკურორმა კი განაცხადა, რომ ტერაქტზე პასუხისმგებლობა სუნიტურმა დაჯგუფება “ჯანდალლამ” აიღო.

ირანის სამხრეთში, ქალაქ პიშინიში დღეს მომხდარი ტერაქტის შედეგად, ბოლო ინფორმაციით, 31 ადამიანი დაიღუპა, 28 კი დაიჭრა. დაღუპულებს შორის არიან ისლამური რევოლუციის დამცველთა კორპუსის 6 ოფიცერი, მათ შორის კორპუსის სახმელეთო ჯარების სარდლის მოადგილე, გენერალი ნურ ალი შუშტარი.

კორპუსის ოფიცრები ქალაქ პიშინში შიიტური და სუნიტური სათვისტომოების ლიდერების შეხვედრის ორგანიზებისთვის ჩავიდნენ. ირანული საინფორმაციო საშუალებების მონაცემებით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა “შაჰიდის ქამრის” საშუალებით განახორციელა.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

მიზეზ-მიზეზ დოს მარილი აკლიაო-ასეა ირანელების საქმე

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველოს დღეს ალექსანდრ ვერშბოუ ეწვევა

19 / 10, 2009 10:07

აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუ საქართველოს დღეს საღამოს ეწვევა.

როგორც “ინტერპრესნიუსს” საქართველოში აშშ-ის საელჩოდან აცნობეს, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, 20 ოქტომბერს შედგება უსაფრთხოების საკითხებში სამუშაო ჯგუფების შეხვედრა, რომელიც საქართველოსა და აშშ-ს შორის გაფორმებული სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში შეიქმნა.

ალექსანდრ ვერშბოუს თბილისში დღეს, 19.00 საათის შემდეგ ელოდებიან.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აფხაზეთი წარმატებას მიაღწევს, როგორც თავისუფალი ქვეყანა და არა როგორც სხვა ქვეყნის მანდატს დაქვემდებარებული ტერიტორია

გთავაზობთ სერგეი ბაღაფშის წერილს, რომელიც "The Washington Times"-ში გამოქვეყნდა.

ჩემი ქვეყანა აღიარა რუსეთმა, ნიკარაგუამ და ვენესუელამ, ხოლო ევროკავშირის ანგარიშში, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა, ნათქვამი იყო რომ ნებისმიერი სახელმწიფო, რომელმაც ჩვენ გვაღიარა, კანონს არღვევს.

თქვენ შეიძლება მკითხოთ, რატომ ხდება ისე, რომ მე, ასეთი ოპტიმიზმით და დარწმუნებითაც კი ვსაუბრობ არა მხოლოდ იმაზე, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა გარანტირებულია, არამედ იმის თაობაზეც, რომ ჩვენ წარმატებას პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისითაც მივაღწევთ. მეტიც, მიმაჩნია, რომ ჩვენ მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა გვაღიარებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია.

ნება მომეცით აგიხსნათ, რატომ ვარ ასეთი დარწმუნებული ჩვენს მომავალში.

მთავარი, რატომაც მე ამაში ასეთი დარწმუნებული ვარ არის ის, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა აფხაზი ხალხის სამართლიანობისკენ, თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ მისწრაფებაზეა დაფუძნებული. მე მჯერა იმის, რაც მარტინ ლუთერ კინგმა თავის ცნობილ გამოსვლაში განაცხადა - ”ისტორიის თაღი გრძელია, მაგრამ ის სამართლიანობისკენ იხრება.”

ეწინააღმდეგებიან რა ჩვენს გულწრფელ მისწრაფებას თავისუფლებისკენ, საქართველოს ლიდერები ფორმალურად იურიდიული პრეტენზიით გამოდიან, როდესაც ”ტერიტორიული მთლიანობაზე” განცხადებას აკეთებენ. მათი მიდრეკილებები დიდწილად რადიკალურ ნაციონალიზმს და იძულებითი ქორწინების იდეას ეფუძნება, რაც 1931 წელს აფხაზებს თავს მოახვია სტალინმა.

მეორე, ომისა და ბლოკადის მიუხედავად, უკვე 16 წლის განმავლობაში ჩვენ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ვარსებობთ. ეს უდიდესი მიღწევაა, რასაც საქართველოს დასავლელი მეგობრები ჯიუტად არ იმჩნევენ.

მესამე, ჩვენ, როგორც ერს მნიშვნელოვანი პოტენციალი გვაქვს, გაგვაჩნია რა ძლიერი ეთნიკური თვითმყოფადობა და სოლიდური ეკონომიკური შესაძლებლობები. აფხაზეთის მსუბუქი კლიმატი და შავი ზღვის სანაპიროზე კარგი გეოგრაფიული მდებარეობა, მას ტურიზმისთვის მიმზიდველ ადგილად და ევროპასა და აზიას შორის სავაჭრო გზაჯვარედინად აქცევს. ჩვენ მოუთმენლად ველით იმ დროს, როდესაც ქალაქ სოჭში ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ათასობით სტუმრის მიღებას შევძლებთ, რომელიც ჩვენგან ჩრდილოეთით, 30 კილომეტრში მდებარეობს.

მეოთხე, ჩვენი ხალხი კვლავ იღიმება. ისინი სამხედრო ფორმებში აღარ დადიან და საკუთარ იარაღს რეგულარულად აღარ წმენდენ. მათ სამგლოვიარო ტანისამოსი აღარ აცვიათ, საკუთარი თავისა და საკუთარი ოჯახების მომავლის სჯერათ.

და ბოლოს, ჩვენ საკუთარი თავის რწმენა გაგვიჩნდა, რადგან უიმედობა დასრულდა. ჩვენ იმდენ ხანს მოვიცდით, რამდენიც საჭიროა, ვიდრე მსოფლიო გონს მოვა.

ისტორია გვასწავლის, რომ ისინი ვინც დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას ეწინააღმდეგებიან, მას კონონიერად არასდროს მიიჩნევენ. ეს სიმართლეა აშშ-ს დამოუკიდებლობისთვის ომთან დაკავშირებით და ეს სიმართლეა, დღევანდელ აფხაზეთთან დაკავშირებითაც. ვიდრე ჩვენ ჩვენს დემოკრატიას და ეკონომიკას ვქმნით, შეერთებული შტატები და ევროპა ჩვენთან დაკავშირებით საკუთარ პოლიტიკას მცდარ საფუძველზე აგებენ.

ახლახანს ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ასეთი დასკვნაა, რომ შარშანდელი ომი საქართველომ დაიწყო, ანადგურებდა რა განურჩევლად სამხრეთ-ოსეთის მშვიდობიან მოსახლეობას სასტიკი და მოულოდნელი თავდასხმის დროს, რაც საერთაშორისო ნორმებს ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ დასავლეთის ბევრ წარმომადეგენელს უფრო ჩვენი დამოუკიდებლობის კანონიერება აღელვებს, ვიდრე საქართველოს მუხანათური და უსარგებლო თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე.

შესაძლოა ამგვარი შეხედულებების არსებობა გასაკვირი არც არის. ”ცივი ომი”-ს ინტელექტუალებს, რომელთა იდეებიც ვაშინგტონსა და ბრიუსელში დომინირებს, აფხაზეთი და აფხაზები არ ანაღვლებთ. გულწრფელად რომ ვთქვათ, მათ არც ქართველები ანაღვლებთ. ეს ადამიანები ყურადღებას მხოლოდ იმის მიმართ ამჟღავნებენ, თუ რა არის კარგი ან ცუდი რუსეთისთვის, რომელსაც ისინი ვერ იტანენ.

როგორი პარადოქსულიც არ უნდა იყოს, სწორედ ეს ინტელექტუალები, ჟურნალისტები და ლიდერები, რომლებზეც ისინი გავლენას ახდენენ, მკაცრად გვაკრიტიკებენ ჩვენ იმ დახმარებისა და მხარდაჭერისთვის, რასაც ჩვენ რუსეთისგან ვიღებთ.

ერთმა ჩემმა მეგობარმა იმ რეპლიკის შესახებ მიამბო, რომელიც ცნობილ ამერიკულ ფილმში ”დიდ ძილ”-შია, როდესაც ჰემფრი ბოგარტი ამბობს - ”იცი ის რას მიზამს, როდესაც დაბრუნდება? კბილებს დამამტვრევს, შემდეგ კი ფეხებით შემდგება იმის გამო, რომ ვღმუივარ, რადგან გარკვევით ვეღარ ვლაპარაკობ.” აფხაზეთის დიპლომატიური და ეკონომიკური ბლოკადის ქართული პოლიტიკის მხარდაჭერით, შეერთებული შტატები და ევროპა, ფიგურალურად რომ ვთქვათ, ჩვენ იგივენაირად გვეპყრობა. ისინი ჩვენ არანაირ არჩევანს არ გვიტოვებენ, ხოლო შემდეგ იმისთვის გვაკრიტიკებენ რაც გავაკეთეთ, რათა უბრალოდ თავი გადაგვერჩინა.

როდესაც მსოფლიო თანამეგობრობა არ გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენთვის საბანკო კოდი გახდეს ხელმისაწვდომი, რუსეთი სიტუაციიდან გამოსავალს გვთავაზობს. როდესაც ჩვენ არა გვაქვს საშუალება სარკინიგზო გადაზიდვების საერთაშორისო წესები გამოვიყენოთ, რუსეთი ჩვენი სარკინიგზო გზების მართვაზე გვთანხმდება. როდესაც ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი მძიმედ დაავადებული მოქალაქეები ევროპულ კლინიკებში გავგზავნოთ, ჩვენ მათ მოსკოვში ვგზავნით. როდესაც საქართველო ჩვენ საზღვაო სავაჭრო ბლოკადას გვიწყობს, ჩვენთან პროდუქტი რუსეთის საავტომობილო და სარკინიგზო გზების საშუალებით აღწევს.

ევროპა და შეერთებული შტატები თავიანთ პოლიტიკაში იმ რეალობიდან რომ ამოდიოდნენ, რაც დღეს ჩვენს რეგიონში შეიქმნა და არა ილუზორული ფანტაზიებიდან, რომ ქართველები ოდესმე საკუთარ ”ტერიტორიულ მთლიანობას” აღადგენენ, ისინი აღიარებდნენ კომპორმისების და ჰუმანური ქმედებებისკენ მიმართული დიპლომატიური გზების არსებობას, რაც კავკასიის ყველა ხალხისთვის სასარგებლო იქნებოდა, მათი ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად.

პირველად მე პრეზიდენტის პოსტზე ოთხი წლის წინ ვიყარე კენჭი, გამოვდიოდი რა წინასაარჩევნო რბოლაში პრო-რუსული კანდიდატის წინააღმდეგ, მაგრამ მე წარმოუდგენლად მადლიერი ვარ რუსეთის ჩვენი მხარდაჭერისთვის ისტორიის ამ კრიტიკულ მომენტში, თუმცა სხვა აფხაზების მსგავსად, მე სიხარულით გამოვიყენებდი შესაძლებლობას ამეშენებინა ჩვენი ეკონომიკა სხვა სახელმწიფოების მხარდაჭერით. ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ და არა ვართ თანახმა ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს მანდატქვეშ მყოფი ტერიტორიის მომავალზე.

მე მოვუწოდებ შეერთებულ შტატებს და ევროპას შემოგვიერთდნენ წინსვლის მშვიდობიანი გზების ძიებაში. ქართველი ნაციონალისტების და დესპოტების ხელისუფლების ქვეშ დაბრუნებას ჩვენ ვერაფერი გვაიძულებს.

ჩვენ გვჯერა, რომ დროსთან ერთად სამართლიანობა ჩვენს მიმართ მოწყალე იქნება, მაგრამ ეს შესაძლოა გაცილებით სწრაფად მომხდარიყო ბრძნული საერთაშორისო ლიდერობის პირობებში.

სერგეი ბაღაფში - აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი. პრეზიდენტად არჩევამდე 2005 წელს ის ენერგეტიკულ კომპანიას ხელმძღვანელობდა. ბაღაფში მეორე საპრეზიდენტო ვადით იყრის კენჭს.

სერგეი ბაღაფში

ForeignPress

http://www.ambebi.ge/politika/11850-afkhaz...-teritoria.html

ალექსანდრ ვერშბოუს ვიზიტთან დაკავშირებით საგარეო უწყებაში კომენტარი გაკეთდა

საქართველოში აშშ-ს თავდაცვის მდივნის მოადგილის ალექსანდრ ვერშბოუს ვიზიტისას განხილული იქნება საკითხები, რომლებიც საქართველოსთვის განსაკუთრებით საჭირბოროტოა, - ამის თაობაზე დღეს განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ნალბანდოვმა გააკეთა.

მისივე თქმით, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება უსაფრთხოების საკითხებზე მუშა ჯგუფის შეხვედრა, რომელიც საქართველოსა და აშშ-ს შორის გაფორმებული სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში მოქმედებს.

ჯგუფის შეხვედრაზე განხილული იქნება საქართველოს თავდაცვის სისტემის მოდერნიზაცია, ქართველი სამხედროების ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობა, რეგიონში უსაფრთხოების პრობლემატიკა.

როგორც ნალბანდოვმა აღნიშნა, რეგიონში უსაფრთხოების საკითხების განხილვა საქართველოსთვის, როგორც არასდროს, დღეს საჭირბოროტო თემაა.

მინისტრის მოადგილის შეფასებით, ვერშბოუს ვიზიტის იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველოსთვის და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის თვალსაზრისით.

რაც შეეხება სარაკეტო სისტემების საქართველოში შესაძლო განთავსებას, ნალბანდოვის განცხადებით, ამის თაობაზე აშშ-ს საქართველოსთვის ჯერ არ მოუმართავს, ხოლო თუ ასეთი თხოვნა იქნება, საქართველო მზად არის, ეს საკითხი განიხილოს.

ალექსანდრე ვერშბოუს თბილისში დღეს საღამოს ელოდებიან.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ოფიციალური თბილისი კვლავინდებურად მზადაა, აშშ-ის ანტისარაკეტო სისტემების განთავსების საკითხი განიხილოს

13:19 - 19.10.2009

აშშ-ის მხრიდან ანტისარაკეტო სისტემების საქართველოში განთავსების შესახებ თხოვნის შემთხვევაში ოფიციალური თბილისი მზად არის, აღნიშნული საკითხი განიხილოს. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ნალბანდოვმა დღეს უწყებაში გამართულ ტრადიციულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ანტისარაკეტო სისტემების საქართველოში განთავსებასთან დაკავშირებით ამერიკულ მხარეს საქართველოსთვის ჯერ არ მოუმართავს, თუმცა ასეთი თხოვნის შემთხვევაში ქართული მხარე მზად არის, ეს საკითხი განიხილოს. ცნობისთვის, როგორც რამდენიმე დღის წინ მოსკოვში ვიზიტისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, ანტისარაკეტო სისტემის ელემენტების საქართველოში განთავსება არ იგეგმება.

http://pirweli.com.ge/index.php?option=com...07&Itemid=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://i005.radikal.ru/0910/a2/9397333b248d.jpg

ენდი გარსია მიხეილ სააკაშვილს შეხვდა

19.10.2009

ჰოლივუდის ვარსკვლავი ენდი გარსია საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. სააგენტო "აპსნი.ჯი"-ს ცნობით, სააკაშვილისა და მსახიობის საუბარი საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. როგორც ცნობილია, რენი ჰარლინის ფილმში, რომელიც რუსეთ-საქართველოს გასული წლის ომს ეხება, ენდი გარსია პრეზიდენტ სააკაშვილს განასახიერებს. გასული წლის აგვისტოს ომის შესახებ ფილმის გადაღებები დღეს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში სამი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ენდი გარსია საქართველოში კიდევ სამი დღე დარჩება.

http://pirweli.com.ge/index.php?option=com...54&Itemid=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სენაკის სარკინიგზო მაგისტრალის თეკლათის მონაკვეთზე აფეთქება მოხდა

21 / 10, 2009 10:28

აფეთქება მოხდა წუხელ სენაკის სარკინიგზო მაგისტრალის თეკლათის მონაკვეთზე.

აფეთქების ტალღა იმდენად ძლიერი იყო, რომ რელსებიდან გადავიდა სატვირთო მატარებელი, რომელსაც მაზუთი გადაჰქონდა. აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

აღნიშნულ ფაქტს უკვე მიეცა დივერსიის კვალიფიკაცია. წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა აღდგენითი სამუშაოები. მაგისტრალის აფეთქების გამო გადაკეტილი იყო, როგორც რკინიგზა, ისე - საავტომობილო გზაც.

შემთხვევის ადგილზე წუხელვე იმყოფებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთში პრეზიდენტის რწმუნებული ზაზა გოროზია და შპს “საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორი ირაკლი ეზუგბაია.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს რაჭაში ჩავიდა და რთველის დასრულებასთან დაკავშირებით ანგარიში ჩაიბარა.

პრეზიდენტი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და ინფორმაცია რთველის მიმდინარეობის, მოსავლის ოდენობის, ჩაბარებისა და ფასის შესახებ მათგან მოისმინა.

პრეზიდენტის განცხადებით, ხვანჭკარას, რომელიც რაჭაში მოდის, რეკლამა არ სჭირდება და იგი უკრაინაში, შუა აზიაში და სხვა ქვეყნებში ძალიან პოპულარულია.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა ძალიან კარგია, რომ წელს რთველი კარგად ჩატარდა, თუმცა, მომავალ წელს იგი უკეთესი უნდა იყოს.

სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში რთველის კარგად ჩატარება და ხარისხიანი ღვინის წარმოება უკვე ვისწავლეთ, მაგრამ ეხლა საჭიროა პროდუქციის გაყიდვის სწავლა.

რაჭიდან ვაშლის ნიმუშები აიღო კომპანია "ჰიპმა", რომელიც ბავშვთა კვების პროდუქციის მსხვილი მწარმოებელია და რომელმაც საქართველოში ქარხანა შეიძინა.

მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნული კომპანიის ხელმძღვანელთან შეხვედრაც გაიხსენა. როგორც მან აღნიშნა, იგი კომპანიის ხელმძღვანელს რამდენიმე თვის წინ ვახშამზე ესაუბრებოდა, როცა თავს რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები დაადგნენ და საპროტესტო აქცია გაუმართეს.

პრეზიდენტის განცხადებით, მომავალ წელს სოფლებს აგრონომი უნდა ჰყავდეს. რაიონულ ცენტრში ამბულატორიების მსგავსად გაიხსნება ცენტრი, სადაც აგრონომი გლეხებს ახალ ჯიშებთან, ტექნოლოგიებთან და სხვა საჭირო საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციას მიაწვდის და კონსულტაციებს გაუწევს.

მოსახლეობა პრეზიდენტს არსებული პრობლემების შესახებაც ესაუბრა და მას გზის, ტრაქტორებისა და გაზიფიცირების პრობლების მოგვარება სთხოვა.

პრეზიდენტი მათ დახმარებას დაჰპირდა და აღნიშნა, რომ მომავალ წელს ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყება, რომელზეც 6-7 ათასი ადამიანი დასაქმდება. ამდენად, ახალგაზრდებმა, რომელიც რაჭის სოფლებიდან ქალაქში წავიდნენ, უკან დაბრუნებაზე უნდა იფიქრონ. :D

პრეზიდენტის განცხადებით, იმისთვის, რომ პრობლემის მოსაგვარებლად მუშაობა მიზნობრივად დაიწყოს აუცილებელია ხალხთან რაც შეიძლება ხშირი შეხვედრები და საკითხების ადგილზე განხილვა.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დაიცავი საქართველო“ იშლება!

ავტორი ლიზა ბენდელიანი

მართალია, აღნიშნული მოძრაობის წევრები ამტკიცებდნენ, რომ „დაიცავი საქართველო“ პოლიტიკური ორგანიზაცია არ არისო, მაგრამ ლევან გაჩეჩილაძის მოძრაობის თავმჯდომარეობა ყველაფერს ნათელს ხდის.

უფროსი გრეჩიხა კატეგორიულად ამტკიცებდა სექტემბერში ყრილობა გვექნებაო, მაგრამ არც ყრილობა ჩატარებულა და მოძრაობის წევრებიც პანტა-პუნტით ტოვებენ გაჩეჩილაძეების დასაცავ ორგანიზაციას.

მოძრაობის გეგმებზე არც ორგანიზაციაში დარჩენილები საუბრობენ, ან მეორე ვერსიაა, ვერ საუბრობენ, რადგან დაგეგმილი არაფერია.

„დრონი.ჯი“ შეეცადა მოძრაობის ერთ-ერთი წევრისგან, ქეთი დოლიძესგან

გაერკვია, თუ რას აპირებენ.

„ჩატარდება პრესკონფერნცია და ნახავთ ყველაფერს“, - განგვიცხადა ცოტა ხნის წინ გაოპოზიციონერებულმა რეჟისორმა.

„დრონი.ჯი“: თუ იკრიბებოდით მოძრაობის წევრები დაფუძნების შემდეგ?

ქეთი დოლიძე: ხშირად არა, მაგრამ რა თქმა უნდა ვხვდებოდით ერთმანეთს, თუმცა, რაზე ვსაუბრობდით, ამას ვერ მოგახსენებთ“.

„დაიცავი საქართველო“ ხმაურით რამდენიმე საზოგადო მოღვაწემაც დატოვა. ჯანსუღ ჩარკვიანმა და დიმა ჯაიანმა ჩათვალეს, რომ მოძრაობაში ყოფნა, რომელიც მხოლოდ სახელია და მეტი არაფერი, მოსაწყენია.

საზოგადოებრივი მოძრაობის პასიურობით უკმაყოფილოა რეჟისორი რეზო ესაძეც: „დაფუძნების შემდეგ ერთხელ შევიკრიბეთ და ვთქვით, რომ შევიკრიბებოდით კვლვ და დავსახავდით ჩვენს გეგმებს. ვისაუბრებდით პრობლემების გადაჭრაზე, რომელიც ჩვენ შეგვიძლია და ჩვენ ხელთაა. თუმცა, ამის შემდეგ არ მომხდარა შეკრება“.

„დრონი.ჯი“: ბატონო რეზო, თქვენი აზრით, ეს საზოგადოებრივი მოძრაობა შეძლებს საზოგადოებრივი აზრის შექმნას?

რეზო ესაძე: დამანახეთ საქართველოში რაიმე ორგანიზაცია, ვინც საზოგადოებრივი აზრი შექმნა. არავინ არაფერს აკეთებს, ყველა ყველაფერს ანგრევს და ამაში ყველანი ვართ დამნაშავე.

არ მეგულება ადამიანი, რომ ეთქმოდეს ეს ჩემი ბრალი არააო. ბუნებრივია, არ ვგულისხმობ ჩვენს ხალხს, რომელიც მართლა არაფერ შუაშია და ყველაზე მეტად ამ ნგრევის დროს ის დაზარალდა“.

და კიდევ: მას შემდეგ, რაც ლევან გაჩეჩილაძის, დავით გამყრელიძისა და კახა თარგამაძის შეხვედრის კადრები ფართო აუდიტორიისათვის გახდა ცნობილი, საზოგადოების ნაწილმა ჩათვალა, რომ ლევან გაჩეჩილაძე სწორედ კახა თარგამაძის პოლიტიკური ინტერესების განხორციელებას ემსახურებოდა საქართველოში. სწორედ ამის შემდეგ მოხდა გაჩეჩილაძის მიერ აღნიშნული მოძრაობის დაფუძნებაც.

„დაიცავი საქართველოს“ წევრთა უმრავლესობას არანაირი საერთო კახა თარგამაძესთან არ აქვს, თუმცა სკეპტიციზმით თავად მოძრაობის წევრები უყურებენ „დაიცავი საქართველოს“.

მსახიობი ნანა შონია ამბობს, რომ თუნდაც ჭორის და ეჭვის დონეზე „დაიცავი საქართველოს“ გაიგივება კახა თარგამაძესთან და მის პოლიტიკურ ინტერესებთან, დამღლელია.

„ჩემთვის აქ რაღაცები მიუღებელია. მაგალითად, მე მაწუხებდა შეკითხვა თარგამაძისა და ლევანის შეხვედრასთან დაკავშირებით. ჭორი და ეჭვი დღესაც არსებობს. რომ დააჯერო საზოგადოება, კახა თარგამაძე და „დაიცავი საქართველო“, სხვადასხვა ცნებააო, ამას დრო და საქმით დამტკიცება სჭირდება“, - აცხადებს მსახიობი.

კიდევ ერთი პოლიტიკური ფიგურა ამ არაპოლიტიკურ მოძრაობაში - გოგა ხაინდრავა „დაიცავი საქართველოს“ ერთ-ერთი წევრია.

ხაინდრავას არ აქვს პასუხი კითხვაზე, თუ რატომ ტოვებენ ხელოვანები მოძრაობას, მაგრამ კონკრეტული ადამიანების წასვლას მაინც ამართლებს.

„არ იშლება „დაიცავი საქართველო“. ვინმეს ასე ღიად და ოფიციალურად განეცხადებინა მოძრაობის დატოვებაზე, მე არ გამიგია“.

„დრონი.ჯი“: თუნდაც კოკა გუნცაძეზე რას იტყვით? მან თქვენს მოძრაობას ალასანიასთან ალიანსი ამჯობინა!

გოგა ხაინდრავა: დიახ კოკა გუნცაძე წავიდა მოძრაობიდან, მაგრამ კოკა ჩვენი მეგობარია. ის უნდა წასულიყო კიდეც პოლიტიკაში. მისი ალასანიასთან წასვლა ჩვენი თხოვნაც კი იყო“ (თუმცა ხაინგრავას ეს განცხადება რას ნიშნავდა მან აღარ განგვიმარტა).

http://www.droni.ge/?article_id=112&lang=geo

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...