ლ ი ც ი Posted August 19, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 19, 2009 ქართული პრესის მიმოხილვა 19.08.2009 http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/107064.html ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 19, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 19, 2009 ეროვნულ პარტიათა ალიანსი საქართველოს ხელისუფლებას წინადადებით მიმართავს 19.08.2009 თბილისი.19.08.09."ჯი-ეიჩ-ენი". საქართველოს ეროვნულ პარტიათა ალიანსი წინადადებით მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, გამოიყენოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიაში გათვალისწინებული საქართველოს უფლებები, როგორც გაეროს წევრი სახელმწიფოსი, იმისთვის, რომ რუსეთს, როგორც საქართველოსთან კონფლიქტში მყოფ სახელმწიფოს, ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლება იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც საქართველოს ეხება. საქართველოს ეროვნულ პარტიათა ალიანსი მიიჩნევს, რომ საქართველომ, გაეროს ქარტიის წესდების თანახმად, უნდა აცნობოს გაეროს უშიშროების საბჭოს ან გენერალურ ასამბლეას საქართველოსა და რუსეთის, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე თავისი მოქალაქეების დაცვის საბაბით ომის მაწარმოებელი სახელმწიფოს, დავის ფაქტი. "ამით საქართველომ ოფიციალურად უნდა დააფიქსიროს გაეროსა და მისი წევრი სახელმწიფოების წინაშე ის ფაქტი, რომ რუსეთი არის საქართველოსთან დავის ერთი მხარე. საქართველომ გაეროს უშიშროების საბჭოს ასევე უნდა მოსთხოვოს, ხსენებული ფაქტის საფუძველზე და გაეროს ქარტიის 27-ე მუხლის მესამე პუნქტის საფუძველზე, რომელიც ადგენს, რომ გაეროს ქარტიის VI თავში შემავალ თემებზე გადაწყვეტილებების მიღებისას კონფლიქტის მხარემ უნდა თავი შეიკავოს ხმის მიცემისაგან, უნდა მოსთხოვოს გაეროს უშიშროების საბჭოს, რომ მანამდე, სანამ რუსეთსა და საქართველოს შორის არის დავა რუსეთს არ მიეცეს ხმის უფლება საქართველოსთან, მით უმეტეს - საქართველოში ხსენებული რუსულ-ქართული ომის მიმდინარეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთს არ მიეცეს ამ სახის გადაწყვეტილებებზე ვეტოს დადების უფლება", _ აცხადებენ ეროვნულ პარტიათა ალიანსის წარმომადგენლები. ეროვნულ პარტიათა ალიანსის განცხადებით, აღნიშნული იურიდიული პროცედურით საქართველო შეძლებს, არ დაუშვას გაეროს დამკვირვებლების და გაეროს მისიის მონაწილეობის აღკვეთა საქართველოში მიმდინარე კონფლიქტების მოგვარებაში. "არანაირი არც იურიდიული, არც პოლიტიკური შესაძლებლობა საქართველოს მხრიდან ამ ნაბიჯების გადადგმისთვის და წარმატების მიღწევისთვის ხელშეშლისა რუსეთს არ გააჩნია. მოვუწოდებთ საქართველოს დღეს მმართველი ხელისუფლების ყველა რგოლს, ვისაც ეს ეხება, ხსენებული ნაბიჯები გადადგას. მათი არ გადადგმა სახელმწიფოსა და ერის ღალატად მიიჩნევა", _ აცხადებენ ეროვნულ პარტიათა ალიანსის წარმომადგენლები. http://ghn.ge/index.php?m=2&newsid=12930 ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 20, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 20, 2009 ანგელა მერკელი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ქალია 20.08.2009 თბილისი.20.08.09."ჯი-ეიჩ-ენი". გერმანიის ფედერალურმა კანცლერი ანგელა მერკელი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ქალად დასახელდა. ჟურნალმა ფორბსმა თავისი არჩევანი მერკელის სასარგებლოდ მეოთხედ გააკეთა. გასულ წელს საკუთარი არჩევანის მიზეზად ჟურნალმა მერკელის მიერ გერმანიის ეკონომიკის აყვავებაში შეტანილი წვლილი და უმუშევრობის დონის შემცირება დაასახელა. მიმდინარე წელს ამ მაჩვენებლების გაუარესების მიუხედავად მერკელი კვლავ პირველი გახდა. წელს ჟურნალი მისი წარმატების არგუმენტად რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას, "ჩრდილოეთის ნაკადის" პროექტში შეტანილი წვლილს და კონცერნ ოპელის წილის შეძენაში რუსეთის მხარდაჭერას ასახელებს.რეიტინგში მეორე ადგილზე ანაბრების დაზღვევის აშშ-ს ფედერალური კორპორაციის (The Federal Deposit Insurance Corp., FDIC) თავმჯდომარე შეილა ბეირი, მესამე ადგილზე კი ამერიკული კომპანია PepsiCo-ს აღმასრულებელი დირექტორი ინდრა ნუი აღმოჩნდა.ტოპ ათეულში ასევე შევიდნენ: Anglo American-ის აღმასრულებელი დირექტორი სინტია ქეროლი; Kraft Foods-ს ხელმძღვანელი აირენ როზენფელდი; კორპორაცია Temasek Holdings-ს მმართველი ჰო ჩინგი (სინგაპური), DuPont -ის მმართველი ელენ კულმანი, WellPoint-ის გენდირექტორი ანჟელა ბრეილი, ფრანგული კომპანია Areva-ს შეფი ენ ლოვერჯენი, Sunoco-ს ხელმძღვანელი ლინ ილსინჰა. .ჰილარი კლინტონმა რეიტინგში მხოლოდ 56-ე ადგილი მოიპოვა, ხოლო მიშელ ობამამ მე-40. http://ghn.ge/index.php?m=2&newsid=12963 ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 20, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 20, 2009 ქობულეთში ეკა ბესელიას შვილი და ძმა დააკავეს შს სამინისტროს ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა რატი მილორავა, ვალერი კირვალიძე, სერგო ბესელია და როინ ცაგარელი დააკავეს. რატი მილორვა “მოძრაობა ერთიანი საქართველოს” ლიდერის, ეკე ბესელიას შვილია, სერგო ბესელია კი - მისი ძმა. შს სამინისტროს ინფორმაციით, დასახელებულმა პირებმა 2009 წლის 19 აგვისტოს ქობულეთში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს დავით ჯაფარიძეს. დაზარალებულის განმარტებით, კონფლიქტი დაიწყო კაფე “ბარ ელზაში”, ამ დროს მას და მის მეუღლეს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. ინციდენტი გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, რის შედეგადაც კაფის თანამშრომლებმა გამოძახეს პოლიცია. როგორც შს სამინისტროს ინფორმაციაში აღნიშნული, ეჭვმიტანილებმა დაკავებისას პოლიციის თანამშრომლებს გაუწიეს წინააღმდეგობა და მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით.http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
liliko Posted August 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 20, 2009 (edited) ......... Edited August 20, 2009 by liliko ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 20, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 20, 2009 მინდოდა ეს ინფორმაცია ქალი და პოლიტიკის თემაში დამედო.დაპოსტე მერე...liliko ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2009 http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/107129.html ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted August 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 20, 2009 20.08.2009 20:35 : Ребенок, который появился на свет в роддоме в Цхинвали, получил имя Геноцид Как рассказала мать мальчика, такое странное имя она выбрала, чтобы "никогда не забывать все пять геноцидов, которые пережил народ Южной Осетии от грузинских реваншистов". Подобный поступок женщины уже вызвал большое внимание со стороны официальных лиц, - сообщает сайт газеты под названием "Газета". В роддом уже приехали общественные деятели Южной Осетии, среди которых правозащитники, поэты, а также министры по особым делам республики Валерий Чочиев. После этого уже несколько матерей выразили желание назвать мальчиков именем "Геноцид", а одну девочку – "Геноцидой". http://www.echo.msk.ru/news/614123-echo.html : ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 21, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 21, 2009 გოგა ხაინდრავა ეკა ბესელიას შვილისა და ძმის დაპატიმრებას ტერორს უწოდებსhttp://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ეს უკვე პოლიტიუმორია ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 21, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 21, 2009 ქართული პრესის მიმოხილვა 21.08.2009http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/107215.html ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 21, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 21, 2009 დიმიტრი ორეშკინი - რუსეთს რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა არ ეღიარებინა, ამ რეგიონებში რუსული ჯარის საოკუპაციო სტატუსის აღიარება მოუწევდაhttp://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/107193.html ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted August 21, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 21, 2009 საქართველო რუსეთსა და ნატოს შორის სადავო საკითხად რჩება21.08.09 17:01საქართველო ნატოსა და რუსეთს შორის კვლავ სადავო საკითხად რჩება. განცხადება ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა ისლანდიაში ოფიციალური ვიზიტის დროს გააკეთა. `ვერ დავმალავთ, რომ ნატოს და რუსეთს შორის კვლავ რჩება საკამათო საკითხები. ეს განსაკუთრებით საქართველოს შეეხება. მიუხედავად ამისა, ჩვენ წინაშეა საერთო პრობლემები უსაფრთხოების სფეროში, რომელთა გადასაჭრელად ჩვენ აუცილებლად უნდა ვითანამშრომლოთ,`- განცხადა რასმუსენმა. მისი თქმით, ტერორიზმი, ბირთვული იარაღის გავრცელება, მეკობრეობა და ავღანეთში არსებული მდგომარეობა ის საკითხებია, სადაც რუსეთსა და ნატოს შორის თანამშრომლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 22, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 22, 2009 ქართული პრესის მიმოხილვა 22.08.2009http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/107319.html ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 22, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 22, 2009 “მდუმარე კანცლერი” ანუ გერმანია - რუსეთის ინტერესების ლოკომოტივი?! “რუსეთის პრეზიდენტის დიმიტირი მედვედევისა და გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის 14 აგვისტოს შეხვედრა სოჭში დასალვური მედიისა და პოლიტიკურ ექსპერტთა შეშფოთების მიზეზი გახდა. ერთობლივ პრესკონფერენციაზე მედვედევი პირდაპირ თავს დაესხა უკრაინას და განაცხადა, რომ იგი ვერ ხედავს უკრაინასთან ნორმალური ურთიერთობების აღდგენის პერსპექტივას ამ ხელისუფლების პირობებში, მაგრამ იმედი აქვს, რომ ამას ახალი ხელისუფლება შესანიშნავად გააკეთებს”. განსაკუთრებით დამაფიქრებელი ის იყო, რომ ამ სიტყვებზე ანგელა მერკელს არანაირი რეაგირება არ მოუხდენია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “თაიმსი” მერკელის დუმილმა შეაშფოთა.“მეტიც, ამავე პრესკონფერენციაზე გერმანიის კანცლერმა ცოტა მოგვიანებით განაცხადა, რომ ყველანაირად შეეწინააღმდეგება უკრაინაში ნაციზმის ჰეროიზაციის მცდელობებს. ბრიტანული “თაიმსის” აზრით, თავის დუმილით მერკელმა მიანიშნა მედვედევს, რომ იგი მხარს დაუჭერს რუსეთს, თუ მისი მხრიდან მიღებული იქნება გადაწყვეტილება გაწყვიტოს ურთიერთობა უკრაინასთან და მერკელის მდუმარე რეაქცია შეიძლება ისა იქნას აღქმული, რომ იგი ნებას აძლევს რუსეთს ჩაერიოს უკრაინის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში”, - წერს სტატიის ავტორი.“ის, რომ გერმანიაში არჩევნების წინა პერიოდში ჩავიდა მედვედევი, აშკარა მხარდაჭერა იყო მოქმედი კანცლერისა შემდეგ მერკელი ეწვია სოჭში მედვედევს და არც ერთი შეხვედრის შემდეგ მნიშვნელოვანი ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა. რუსმა, ევროპელმა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიმომხილველებმა ცალსახად შეაფასეს ეს ორი ვიზიტი - მოსკოვისა და ბერლინის უკვე პოლიტიკურ სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების და ურთიერთობის ლოიალობის საჯარო დემონსტრირებად. რაც შეეხება ნაციზმს, მერკელის მხრიდან ასეთი უტაქტო განცხადება, გარდა იმისა, რომ მთელი უკრაინელი ხალხის შეურცხყოფაა, ვერანაირად ვერ ჯდება დიპლომატიური ეთიკის და კორექტულობის ჩარჩოებში”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე.“მეორე მხრივ, ინტერესების პრევალირების გათვალისწინებით, არც ისაა გასაკვირი, რომ არჩევნებამდე რუსეთის ყურისთვის სასიამოვნოდ მოსასმენი უფრო მეტი განცხადებები გააკეთოს მერკელმა. გერმანიაში არჩევნები ზამთარშია. წარმოიდგინეთ რა პოლიტიკური შედეგი მოჰყვება იმ ფაქტს, თუ რუსეთი ერთი კვირით მაინც ხელოვნური მიზეზით შეუწყვეტს გაზს გერმანიას, რა შედეგი ექნება ამას მოქმედი კანცლერისთვის და მისი პარტიისთვის. ეს ხომ იქნება უძვირფასესი საჩუქარი სოციალ-დემოკრატებისთვის. ამიტომ, დღეს არჩევნების დამოკლეს მახვილის ქვეშ მოქცეული ქალბატონი მერკელი ყველაფერს გააუკეთებს, რათა შეინარჩუნოს რუსეთის კეთილგაწყობა”, - დასძენს სოსო ცინცაძე.“მერკელის პოზიცია ეს ცნობილი პროცესია, რომელიც ჯერ კიდევ მისმა წინამორბედმა დაიწყო. ენერგომატარებლებზე გზა ევროპისკენ რუსეთს სწორედ გერმანიამ გაუხნა. დღესაც ყველგან, სადაც შეიძლება, გერმანული პოლიტიკა ცდილობს არ გააღიზიანოს რუსეთი და პარტნიორული ურთიერთობა შეინარჩუნოს. ამიტომაც გასაკვირი არ არის გერმანიის რეაქცია უკრაინასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ნაციზმს, ეს თემა გერმანიისთვის მტკივნეულია, მაგრამ რატომ ვერ ხედავს ამ ელემენტებს რუსეთში, როცა ამაზე ღიად საუბრობენ სხვა ქვეყნების ანალიტიკოსები? როდესაც ფაშიზმზე საუბრობ, ძალიან უნდა მოინდომო, რომ არ დაინახო “დიდი რუსეთის” მესიანური იდეოლოგია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე.http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/107319.html ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 22, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 22, 2009 ფილიპინებში დაკავებული ქართველი მეზღვაურები საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ ფილიპინებში დაკავებული ქართველი მეზღვაურები საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” დაკავებული მეზღვაურების მეგობარმა, გოჩა დიასამიძემ ბათუმიდან აცნობა. დაკავებულები მასთან კონტაქტს სმს-ის საშუალებით ამყარებენ.გოჩა დიასამიძის ინფორმაციით, ბათუმელი ძმები თამაზ და ალბერტ მალაყვაძეები მასთან კავშირზე ბოლოს დღეს, 13.00 საათისთვის სმს-ით გამოვიდნენ. მათი მტკიცებით, ფილიპინებში დაკავებულია 13 ქართველი მეზღვაური, რომლებიც უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებიან. მათ არ მიეწოდებთ საკვები და წყალი. გოჩა დიასამიძის თქმით, ძმები მალაყვაძეები საკნებში მკაცრი ზედამხედველობის ქვეს იმყოფებიან და ტელეფონით საუბარს ვერ ახერხებენ. მისივე ინფორმაციით, დაკავებულ მეზღვაურებთან კავშირი ჯერ შესაძლებელია, მაგრამ გამორიცხული არ არის, დაკავებულებს მობილური გაეთიშოთ და მათთან კავშირი შეუძლებელი გახდეს. ასევე, ცნობილი გახდა, რომ ქართველი მეზღვაურები კომპანია “ლა-ლამპას” ჰყავდა დაქირავებული. ქართველი მეზღვაურების იმყოფებოდნენ პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემზე, რომელიც ფილიპინელმა სამხედროებმა დააკავეს. არსებული ინფორმაციით, გემს დიდი რაოდენობის ებრაული იარაღი გადაჰქონდა. გემზე ფილიპინელმა სამხედროებმა ებრაული ‘’გალილის’’ წარმოების შაშხანებით სავსე ყუთები აღმოაჩინეს.ამასთან, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფილიპინებზე დაკავებული გემის ეკიპაჟიდან შვიდი ქართველია. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა, გრიგოლ ვაშაძემ განმარტა, საქართველოს ფილიპინებზე საელჩო არ აქვს, ამიტომ უკვე მიიღო მითითება ვაშინგტონში საქართველოს საკონსულო განყოფილებამ, სასწრაფოდ დაუკავშირდეს ფილიპინებს, რათა დაკავებულები მაქსიმალურად სწრაფად გათავისუფლებული. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 22, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 22, 2009 თავდაცვის სამინისტრო საინფორმაციო სააგენტო "Associated Press"-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განმარტებას ითხოვს 22.08.2009 თბილისი.22.08.09."ჯი-ეიჩ-ენი". საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საინფორმაციო სააგენტო "Associated Press"-ის მიერ 2009 წლის 21 აგვისტოს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განმარტებას ითხოვს. თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ საინფორმაციო სააგენტო "Associated Press"--ის რეპორტიორის, ლარა ჯეიკსის 2009 წლის 21 აგვისტოს გამოქვენყებულ სტატიაში - "ამერიკელების წვრთნა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული", ავღანეთში გასაგზავნ საქართველოს სამხედრო კონტინგენტის აშშ-ის მხარის მიერ გაწვრთნასთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ვასილ სიხარულიძის მიცემული კომენტარი არასწორად იქნა გადმოცემული. "ვასილ სიხარულიძემ ინტერვიუში ზოგადად აღნიშნა, რომ ნებისმიერი სახის მომზადება საქართველოს შეიარაღებული ძალების პროფესიული მომზადების დონის ზრდას უწყობს ხელს, _ აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში. სამინისტროს განცხადებით, ლარა ჯეიკსის მიერ მოწოდებული ჩანაწერების შესაბამისად, თავდაცვის მინისტრმა განაცხადა: "ჩვენ სერიოზულ გამოცდილებას ვიღებთ მრავალეროვნული ძალების შემადგენლობაში მონაწილეობით, რაც ძალზედ სასარგებლოა ქართველი სამხედროებისათვის, მათი შემდგომი მომზადებისათვის". მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ "ეს გამოცდილება მნიშვნელოვანია საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის". მოგვიანებით გაკეთებულ განცხადებაში კი ვასილ სიხარულიძემ აღნიშნა: "ამერიკული მხარის მიერ ავღანეთში გასაგზავნი ქართული ბატალიონის მომზადება მიზნად ისახავს ქართველი სამხედროებისთვის იმ საჭირო უნარჩვევებისა და გამოცდილების შეძენას, რომელიც მათ ნატო-ს ISAF-ის ოპერაციაში მისიის ეფექტურად და დანაკარგების მინიმალური რისკით შესრულებაში დაეხმარება. ამავე დროს, ქვეყნის დასაცავად აუცილებელი სამხედრო უნარ-ჩვევების განვითარება საქართველოს შეიარაღებული ძალების უმთავრეს პრიორიტეტად რჩება. ქვეყნის უმნიშვნელოვანესი თავდაცვითი შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად, საქართველოს შეიარაღებული ძალები ქართული მხარის მიერ მიმდინარე წლისთვის შემუშავებულ მოსამზადებელ პროგრამებს უკვე გადიან.აქვე ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ საქართველოს მთავრობა რუსი აგრესორებისაგან ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაციის მხოლოდ მშვიდობიან პოლიტიკას ატარებს, რაც აქტიურ საერთაშორისო ჩართულობას ითვალისწინებს". საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ უკვე მიმართა თხოვნით "Associated Press"-ს გამოაქვეყნოს შესაბამისი განმარტებები. http://ghn.ge/index.php?m=2&newsid=13163 ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts