ლ ი ც ი Posted August 16, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 16, 2009 სოხუმის რეჟიმმა უკრაინის სამი მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა სოხუმის რეჟიმმა დღეს დილით დაბა განთიადთან უკრაინის სამი მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აფხაზეთის მედია-ცენტრიდან აცნობეს. უკრაინელების დაკავება ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის ოთარ ხეციას ბრძანებით მოხდა. მათ ჯაშუშობის მიზნით ფოტო და აუდიომასალის მოპოვება ედებათ. უკრაინის მოქალაქეებს სოხუმი რეჟიმი ასევე ანტირუსულ პროპაგანდაში ადანაშაულებს. დაკავებულების დაკითხვა ამჟამად სოხუმის უშიშროების იზოლატორში მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ისინი ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ აფხაზეთში სამოგზაუროდ ჩავიდნენ.http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 17, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 17, 2009 ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2009http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/106879.html ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 17, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 17, 2009 (edited) 17-08-2009 ახალი საფრთხეები საქართველოს საზღვრებზე - დასუსტებულ რუსეთს მადა უძლიერდება "მზიანი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ის არის, რომ რუსეთისნაირი მტაცებელი სახელმწიფო ჰყავს მეზობლად", - შექმნილი მდგომარეობა ამგვარად არაერთხელ შეუფასებიათ როგორც დასავლელ და ქართველ, ასევე რუს ექსპერტებსაც და ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში ყოველდღიურად ვრწმუნდებით. პოლიტიკური ექსპერტი არჩილ გეგეშიძე საქართველოს საზღვრებთან არსებულ პრობლემებზე გვესაუბრება. - ბატონო არჩილ, რა მდგომარეობაა ამჟამად მამისონის უღელტეხილზე?- იგივე ვითარება რჩება, რაც ადრე იყო. როგორც ცნობილია, ქართველმა მესაზღვრეებმა 40-50 კვადრატული კილომეტრით უკან დაიხიეს, რუსი მესაზღვრეები ჩვენკენ არ გადმოწეულან, მაგრამ მამისონის უღელტეხილზე დგანან და აღნიშნული ტერიტორია თითქმის ნეიტრალურ ზონად მიიჩნევა... საბჭოთა რუკის მიხედვით, ეს ტერიტორია ე.წ. სამხრეთ ოსეთის შემადგენლობაში შედიოდა, როგორც სხვა დანარჩენი. ეს პრობლემაც წინასწარ იყო გათვლილი. ახლა ოსებს ამ ტერიტორიაზე აქვთ პრეტენზია. - და არა მარტო, როგორც ცნობილია, მათი პრეტენზია იქ არ მთავრდება?- დიახ, რაჭის შემდეგ ყაზბეგის რაიონსაც გადახედეს. შევარდნაძის ხელისუფლების "დამსახურებით", ორი კილომეტრი მაშინ მიითვისეს. ამჟამად საზღვარზე სიმშვიდეა, მაგრამ თვითონ რაიონს უმიზნებენ, კოკოითს თრუსოს ხეობა და ყაზბეგის რაიონიც უნდა. - რაც შეეხება აფხაზეთს, აფხაზებსა და რუსებს საქართველოს ადმინისტრაციული საზღვრის დაცვასთან დაკავშირებით უთანხმოება მოუვიდათ...- დიახ, ეს უთანხმოება, პირველ რიგში, რუსების მხრიდან ერთგვარი წესრიგის აღდგენას უკავშირდება, ანუ მათ იციან, რომ ენგურის საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრებ ქართველებსა და აფხაზ მესაზღვრეებს შორის წლების განმავლობაში სხვადასხვა სახის ბიზნესგარიგებები იყო და ხშირად ეს გარიგება სისხლიანი გარჩევების მიზეზი ხდებოდა. ამიტომაც, აფხაზეთის ხელისუფლება აიძულეს, მათივე მოთხოვნით, იქ რუსი მესაზღვრეები დამდგარიყვნენ. ამით აფხაზებს დამატებითი შემოსავალი მოუსპეს. - ამით ე.წ. აფხაზეთის საზღვრის გამაგრება უნდათ, თუ ქართველებსა და აფხაზებს შორის ურთიერთობის საბოლოოდ გაწყვეტა?- ქართველებსა და აფხაზებს შორის ურთიერთობის გაწყვეტა და რაც მთავარია, საზღვრის კონტროლი, თუმცა აფხაზები ამაზე ბოლომდე მაინც ვერ დაითანხმეს და ახლა ენგურის საზღვრისპირა პერიმეტრს ორივე მხარე ერთად აკონტროლებს. ამას არ თმობენ აფხაზები და ამიტომაც მათ შორის დაუსრულებელი დაპირისპირებაა. - ბატონო არჩილ, რა მექანიზმი დარჩა საქართველოს ხელისუფლებას საზღვრების გასაკონტროლებლად?- ძნელია რუსეთისნაირ სახელმწიფოსთან მხოლოდ საქართველოს ხელისუფლება რამეს გახდეს, თუმცა საერთაშორისო საზოგადოებას უკვე ამოუვიდა ყელში რუსეთის ამბიციები. მას სერიოზული პრობლემები აქვს დანარჩენ მსოფლიოსთან და გარდა ამისა, თვითონ რუსეთშიც მთელი რიგი რყევებია მოსალოდნელი. ამიტომაც, ეკონომიკურად და მორალურად დასუსტებულ რუსეთს სხვის ქვეყნებზე უჭირავს თვალი. მან ასეთ პოლიტიკას მიმართა - "ბეი ჩუჟიხ, შტობი სვოი ბოიალის". ამის მიუხედავად, რუსეთის ნგრევა გარდაუვალია. ამას რუსი ექსპერტებიც შიშობენ და ვარაუდობენ და არცთუ უსაფუძვლოდ. ჟურნალი "რეიტინგი" Edited August 17, 2009 by licemer ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 17, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 17, 2009 საქართველოს საგარეო უწყება მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, უცხო ქვეყნის საზღვრების არალეგალურად არ გადაკვეთონ 17.08.2009 თბილისი.17.08.09."ჯი-ეიჩ-ენი". საქართველოს საგარეო უწყებამ საქართველოს იმ მოქალაქეთა საყურადღებოდ, რომელნიც არალეგალურად იმყოფებიან ან არალეგალური მეთოდებით ცდილობენ გადალახონ უცხო ქვეყნის საზღვრები განცხადება გაავრცელა. საგარეო უწყება მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს იმ მოქალაქეებს, რომელთაც სურთ უცხო ქვეყანაში არალეგალურად შესვლა ან ცხოვრება, თავი შეიკავონ ამგვარი გადაწყვეტილების მიღებისაგან და ნუ ენდობიან ისეთ შეთავაზებებს, რომლებიც მოიცავს დაპირებებს საზღვრის გადაკვეთის, სამუშაოს დაწყების, დევნილის სტატუსის მოპოვებისა და სხვა პრივილეგიებით სარგებლობის საშუალებებს. "ხშირ შემთხვევაში ასეთი შემოთავაზებების მიღება მთავრდება მოქალაქეთა ტრეფიკინგის მსხვერპლად გადაქცევით, მათი ჯანმრთელობის უკიდურესი გაუარესებითა და სიცოცხლის ხელყოფითაც კი", _ ნათქვამია განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ საზღვარგარეთის ქვეყნებში აკრედიტებული საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები არ იშურებენ ძალისხმევას, ზემოაღნიშნული კატეგორიის მოქალაქეთა უფლებებისა და ინტერესების დასაცავად, კონკრეტული ფაქტების ანალიზის შედეგად დასტურდება, რომ საქართველოს მოქალაქეთა მხრიდან ადგილსამყოფელი ქვეყნის საემიგრაციო კანონმდებლობის უხეში დარღვევების შემთხვევაში, მოქალაქეთა უმრავლესობა ხვდება უცხოელთა სადეპორტაციო განყოფილებებში ან, უარეს შემთხვევაში, სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში. http://ghn.ge/index.php?m=2&newsid=12759 ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 17, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 17, 2009 შალვა რამიშვილი ციხიდან აგვისტოს ბოლოს გამოვა 17.08.2009 ტელეკომპანია 202-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ჟურნალისტი შალვა რამიშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებას 26 აგვისტოს დატოვებს. ამის შესახებ პირველს მსჯავრდებულის ადვოკატმა გოჩა სვანიძემ განუცხადა.პირველი დაკავებულის მეუღლეს თეა აბაშმაძესაც ესაუბრა, რომელიც რამიშვილის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ჯერჯერობით, ინფორმირებული არაა. -შალვა სასჯელაღსრულების დაწესებულებას 26 აგვისტოს, დღის პირველ ნახევარში დატოვებს. ჯერჯერობით მხოლოდ ამის თქმა შემიძლია, მისი სამომავლო გეგმების შესახებ კი მეც არაფერი ვიცი, - განაცხადა აბაშმაძემ. როგორც ცნობილია, შალვა რამიშვილი და დავით კოხრეიძე 2005 წლის აგვისტოში დააპატიმრეს. მათ დეპუტატ კობა ბექაურისგან 100 000 აშშ დოლარის გამოძალვაში დასდეს ბრალი. რამიშვილის და კოხრეიძის დაკავება იმ ვიდეო-მასალის საფუძველზე განხორციელდა, რომელიც სამართალდამცავ ორგანოებს თავად ბექაურმა გადასცა, რომელიც მან ფარული ვიდეოკამერით გადაიღო. აღსანიშნავია, რომ შალვა რამიშვილს არაერთხელ შესთავაზეს ვადაზე ადრე გათავისუფლება და მას ამისათვის პრეზიდენტის სახელზე შეწყალების დაწერა მოსთხოვეს, თუმცა რამიშვილმა შეწყალებაზე კატეგორიული უარი განაცხადა. შალვა რამიშვილი ცნობილი მულტსერიალის დარდუბალა ავტორი და სცენარისტი იყო. რამიშვილი თავის დროზე მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული პირი იყო და ვარდების რევოლუციაში საკმაოდ დიდი წვლილიც შეიტანა. http://presa.ge/index.php?text=news&i=9236 ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 18, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 18, 2009 06:30 18/08/2009 САЯНО-ШУШЕНСКАЯ ГЭС, 18 авг - РИА Новости. По последним данным, 12 человек погибли при аварии на Саяно-Шушенской ГЭС, которая произошла в понедельник утром, без вести пропавшими числятся 64 человека, сообщил журналистам во вторник глава МЧС РФ Сергей Шойгу. Ранее сообщалось об 11 погибших. Еще 15 человек, по данным Сибирского регионального центра МЧС РФ, пострадали при аварии. "По-прежнему неизвестна судьба 64 человек. В настоящее время создана большая группа из сотрудников Главного управления МВД РФ по Хакасии, которые занимаются этим вопросом. Поступило 62 заявления от родственников о том, что их родные ушли на работу и не вернулись", - сказал Шойгу. Разрушение второго гидроагрегата Саяно-Шушенской ГЭС и частичное разрушение здания машинного зала в результате сильнейшего толчка (предположительно, гидроудара), причина которого выясняется, произошло в 04.15 мск понедельника. Сильные повреждения получили седьмой и девятый гидроагрегаты. Станция была остановлена. В настоящее время разрушение в стене ликвидировано, затопление остановлено. По словам министра, численность группировки МЧС, "РусГидро", Минэнерго за минувшие сутки увеличена примерно в десять раз, ожидается прибытие на ГЭС еще около тысячи человек. Шойгу отметил, что в настоящее время в районе ГЭС работают три труппы водолазов, которые обследуют реку Абакан на наличие погибших людей, ожидается прибытие роботов для ведения поисковых работ под водой, а также специальной лаборатории по исследованию пострадавших конструкций ГЭС. В настоящее время специалисты МЧС проводят работы по сбору масляных пятен с реки Абакан, для их обработки к ГЭС доставлен груз сорбентов. Глава МЧС еще раз подчеркнул, что основной причиной аварии стал гидроудар, причину которого, в свою очередь, предстоит выяснить. Министр также призвал местных жителей не паниковать, поскольку угрозы разрушения плотины и подтопления близлежащих территорий нет, перебоев в подаче электроэнергии также не предвидится. По информации Шойгу, многие жители соседних районов накануне в массовом порядке скупали топливо на АЗС. "Этого не надо делать, причин для беспокойства нет", - заявил министр. Он также отметил, что авария не привела к сбою в работе заводов, находящихся в соседних с ГЭС районах, за счет того, что там установлено самое современное оборудование. Глава МЧС лично контролирует ход работ по ликвидации последствий аварии на Саяно-Шушенской ГЭС. Здесь же работает большая группа специалистов Минэнерго во главе с министром Сергеем Шматко.http://rian.ru/incidents/20090818/181351032.html ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 18, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 18, 2009 სოხუმი საქართველო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე "ბერლინის კედლის" მშენებლობას უარყოფს 18.08.2009 თბილისი.18.08.09."ჯი-ეიჩ-ენი". აფხაზი სეპარატისტები საქართველო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე "ბერლინის კედლის" მშენებლობის ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ.აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო რაზმის უფროსის ზურაბ მარღანიას განაცხადებით, ქართული მხარის, განცხადება საზღვარზე რაიმე სახის მშენებლობის შესახებ არ შეესაბამება სინამდვილეს."ამგვარი რამ არ ხდება. არავინ არავითარ "ბერლინის კედელს" არ აშენებს", - აცხადებს ზურაბ მარღანია.მისი თქმით, საზღვრის მთელ პერიმეტრზე მოწყობილია ერთობლივი აფხაზურ-რუსული სასაზღვრო საგუშაგოები. "რაც შეეხება საზღვრის გადაკვეთას ის შესაძლებელია ენგურის მთავარი ხიდით, საზღვრის გადამკვეთი პირის მიერ შესაბამისი დოკუმენტაციის ქონის პირობებში", - აცხადებს ზურაბ მარღანია.მისივე განმარტებით, რუსეთსა და აფხაზეთს შორის 30 აპრილს ხელმოწერილი დოკუმენტი გულისხმობს საზღვრის დაცვის არა მხოლოდ ერთობლივ სამსახურს, არამედ დახმარებასაც თანამედროვე საინჟინრო ტექნიკური ნაგებობების მოსაწყობად.მარღანიამ ასევე კატეგორიულად უარყო გავრცელებული ინფორმაცია რუს და აფხაზ მესაზღვრეებს შორის არსებული დაპირისპირების შესახებ. http://ghn.ge/index.php?m=2&newsid=12786 ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 18, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 18, 2009 გიორგი ბარამია ქართველ და აფხაზ ხალხებს შორის ნდობის აღდგენის აუცილებლობაზე სოხუმის რეჟიმის მიდგომას მიესალმება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია ქართველ და აფხაზ ხალხებს შორის ნდობის აღდგენის აუცილებლობაზე სოხუმის რეჟიმის საგარეო საქმეთა უწყების მიდგომას მიესალმება. ამის შესახებ ბარამაიმ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სერგეი შამბას განცხადების კომენტირებისას განაცხადა. შამბამ „ინტერპრესნიუსთან“ გუშინდელ საუბარში ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღდგენას აუცილებელი და ყველა საღად მოაზროვნე ადამიანისთვის სასურველი უწოდა.„სასურველია, შამბა უფრო კონსტრუქციული იყოს, როცა ერთიანობაზე საუბრობს. ხოლო როცა საუბარია მაესამე ძალის, ანუ რუსეთის როლზე, როგორც ისტორიკოსს, კარგად უნდა ახსოვდეს რუსეთის სცეპსამსახურების მონაწილეობა 1990-იან წლებში აფხაზეთში სეპარატისტული პოლიტიკური პარტიების ჩამოყალიბების პროცესში, რომელთა მიზანი ქართველებსა და აფხაზებს შორის ეთნიკური შუღლის გაღვივება იყო“, - აღნიშნა გიორგი ბარამიამ. მისივე თქმით, აფხაზეთში 1992 წელს ქართული საჯარისო ნაწილების შესვლა უმეღლესი საბჭოს მაშინდელ თავმჯდომარე ვლადისლავ არძინბასთან იყო შეთანხმებული და პირველი შეიარაღუბული დაპირისპირება ოჩამჩირესთან აფხაზური მხარის პროვოცირებული იყო. ბარამიამ, ასევე, იმედი განმოთქვა, რომ სერგეი შამბა სწორად შეაფასებს აფხაზეთში შექმნილ ვითარებას და საფრთხეს, რომელიც აფხაზ ხალხი რუსული მხრიდან ემუქრება. „აფხაზი ხალხი უკვე დაუპირისპირდა რუს ოკუპანტებს. გახშირდა ადამიანის უფლებების დარღვევები. ხალხმა უკვე დაინახა, რომ რუსეთისგან არა ხსნას, არამედ განადგურებას უნდა ელოდეს“, - განაცხადა ბარამიამ და დასძინა, რომ ძალაში რჩება პირდაპირი დიალოგის შესახებ შეთავაზება.“ამ შეთავაზებაზე აფხაზური მხარის რეაქციას გალის შეხვედრაზე გავიგებთ. თუმცა, ვიდრე მოლაპარაკების მაგიდასთან რუსული მხარე იქნება, არანაირი პირდაპირი დიალოგი არ გამოვა”, - განაცხადა ბარამიამ. 14 აგვისტოს გიორგი ბარამიამ აფხაზ ხალხს ენგურის ხიდიდან მიმართა და შერიგებისა და გაერთიანებისკენ მოუწოდა.http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 18, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 18, 2009 ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2009 http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/106972.html ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 18, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 18, 2009 თბილისის საქალაქო სასამართლომ ნინო ბურჯანაძეს 1 251 487,6 ლარის გადახდა დააკისრა თბილისის საქალაქო სასამართლომ „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის სარჩელი არ დააკმაყოფილა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა მოსარჩელე ნინო ბურჯანაძის სასარჩელო განცხადება, მოპასუხე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრისა და სხვათა მიმართ ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის თაობაზე, რის საფუძველზეც მოსარჩელეს დაეკისრა 1 251 487,6 ლარის გადახდა.როგორც საქალაქო სასამართლოში აცხადებენ, საქმის სასამართლო განხილვისას დადგინდა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 8 მაისის განკარგულებით, ნინო ბურჯანაძეს სიმბოლურ ფასად (1 ლარად) მიეყიდა დაბა წყნეთში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 12 109 997 ლარის ღირებულების სააგარაკე სახლი, მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთით. „ნინო ბურჯანაძემ, შეისყიდა რა, უძრავი ქონება სიმბოლურ ფასად და მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის თანახმად, წარმოეშვა ვალდებულება, საგადასახადო ორგანოებში წარედგინა წლიური დეკლარაცია; 2009 წლის 1 აპრილამდე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ საშემოსავლო და სხვა გადასახადებში გადაეხადა შესაბამისი თანხა, რაც არ შეასრულა. იმის გათვალისწინებით, რომ ნინო ბურჯანაძემ სრულად და დროულად არ შეასრულა კანონისმიერი ვალდებულებები 2009 წლის 21 აპრილის და 2009 წლის 11 მაისის საგადასახადო მოთხოვნებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონული ცენტრის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 1 251 487,6 ლარის გადახდა“, - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.აქვე აღნიშნულია, რომ სასამართლოს მიერ საქმის გარემოებების არსებითად გამოკვლევისა და წარდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად, კანონიერად იქნა ცნობილი ნინო ბურჯანაძისთვის თანხის დაკისრების შესახებ მიღებული სადაო აქტები და მოსარჩელეს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.სასამართლო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით მოტივირებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დhttp://www.interpressnews.ge/ge/index.php/permalink/106990.html&hd_line=1ღის ვადაში. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 18, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 18, 2009 (edited) ნესტან კირთაძე: აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საერთაშორისო მასშტაბით აღიარება იგეგმება 18.08.2009 თბილისი.18.08.09."ჯი-ეიჩ-ენი". „ლეიბორისტული პარტიის" საერთაშორისო მდივანი, ნესტან კირთაძე აცხადებს, რომ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საერთაშორისო მასშტაბით აღიარება იგეგმება. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ნესტან კირთაძემ განაცხადა, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ლობირება საერთაშორისო მასშტაბით განხორციელდება ამერიკული პიარსააგენტო „შაყლორ ჩომპანყ"-ის მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობს გაზეთ „ლოს ანჟელეს თაიმსის" ყოფილი უფროსი რედაქტორი მარკ სეილორი. კირთაძის განცხადებით, მიმდინარე წლის ივლისში აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა რეგისტრაციაში გაატარა აღნიშნული ამერიკული კომპანიის კონტრაქტები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მთავრობასთან. მიმდინარე წლის ივლისში აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა რეგისტრაციაში გაატარა აღნიშნული ამერიკული კომპანიის კონტრაქტები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მთავრობასთან. „ლეიბორისტული პარტია" მოუწოდებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, განახორციელოს სანქციები აღნიშნული კომპანიის მიმართ, რომლის საქმიანობაც აკანონებს სეპარატიზმს საერთაშორისო ურთიერთობებში და ეწინააღმდეგება თვით აშშ-ის პოლიტიკას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", _ აცხადებს ნესტან კირთაძე. http://ghn.ge/index.php?m=2&newsid=12816 როგორც წესი, ლეიბორისტული პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის სათაური არ შეესაბამება მოწოდებულ ინფორმაციას Edited August 18, 2009 by licemer ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted August 18, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 18, 2009 18.08.2009 17:30 : На авиасалоне в Жуковском заключена крупнейшая за последние десятилетия сделка по закупке боевых самолетов На авиасалоне в Жуковском заключена крупнейшая за последние десятилетия сделка по закупке боевых самолетов. Министерство обороны купит 64 истребителя "Сухой". Сообщается также, что "Внешэкономбанк" выделит 3,5 миллиарда рублей на серийное производство истребителя Су-35. http://www.echo.msk.ru/news/613536-echo.html აკი ფული უთავდებათო? ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 18, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 18, 2009 თბილისის მერობის სასურველ კანდიდატად გამოკითხელთა უმრავლესობა ლევან გაჩეჩილაძეს ასახელებს გაზეთ “კვირის პალიტრის” 10 –13 აგვისტოს გამოკითხვის თემას - “დაასახელეთ თქვენთვის სასურველი კანდიდატურა თბილისის მერის პოსტზე” – 391 მკითხველი გამოეხმაურა. შედეგები ასე გამოიყურება. 1. ლევან გაჩეჩილაძე 18.8%2. გიგი უგულავა 17.6%3-4 შალვა ნათელაშვილი 6.6%3-4 ირაკლი ალასანია 6.6%5. სოზარ სუბარი 5.5% სხვა 42.6%მიჭირს პასუხის გაცემა 2.3% ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted August 18, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 18, 2009 Новости Секретарь Совбеза Абхазии ушел в отставку 18.08.2009 18:04 Секретарь Совета безопасности Абхазии Станислав Лакоба объявил о своей отставке. Соответствующее заявление направлено президенту республики Сергею Багапшу. Среди причин ухода с должности Лакоба назвал принятие поправок к закону о гражданстве Абхазии. Их одобрил 31 июля парламент республики. Согласно документу, все жители Гальского района - в основном, этнические грузины - признаются гражданами Абхазии. Против этого выступила оппозиция, которая заявила, что местные жители отказываться от грузинского гражданства не намерены. http://www.svobodanews.ru/archive/ru_news_...html?id=1802445 ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 18, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 18, 2009 kisa სტანისლავ ლაკობა თანამდებობიდან გადადგომის მიზეზებს ქართული პრესის გარდა აფხაზურ პრესასაც არ უმხელს აფხაზეთის დე-ფაქტო უშიშროების საბჭოს ექს-თავმჯდომარე სტანისლავ ლაკობა თანამდებობიდან გადადგომის მიზეზებს ქართული პრესის გარდა, აფხაზურ პრესასაც არ უმხელს. `შექმნილ ვითარებაში მთავრობაში ჩემს მუშაობას ზედმეტად მივიჩნევ“, _ განუცხადა `ინტერპრესნიუსს~ სტანისლავ ლაკობამ. მისივე თქმით, გადადგომის მიზეზებზე მას არა თუ ქართულ, აფხაზურ პრესასთანაც არ უსაუბრია და ამ თემებზე მან პრესას, შესაძლოა, მას შემდეგ მისცეს განმარტებები, როცა მის გადადგომასთან დაკავშირებით საზოგადოებაში ვნებათაღელვა ჩაცხრება.ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი სტანისლავ ლაკობა აფხაზეთის დე-ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივნად აფხაზეთში 2004 წელს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მუშაობდა. 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში იგი პრეზიდენტობის კანდიდატ სერგეი ბაღაფშთან ერთად იყრიდა კენჭს, ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე. მანამდე იგი აფხაზ ვეტერან-მეომართა ორგანიზაცია `ამცახარას~ ერთ-ერთი ლიდერი იყო და არჩევნებში ბაღაფშის გამარჯვებაში ლომის წილი სწორედ მას ეკუთვნის. 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ბაღაფშსა და ხაჯინბას შორის უმწვავესი დაპირისპირების გამო, მხარეთა შესარიგებლად სწორედ ლაკობამ გადადგა პირველი ნაბიჯი და ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ხაჯინბას დაუთმო. სტანისლავ ლაკობა ერთ-ერთი იმ მოღვაწეთაგანია, რომელიც გასული საუკუნის 90-იან წლებში სათავეში ედგა აფხაზურ სეპარატისტულ მოძრაობას და ანტიქართულ პოლიტიკურ ორგანიოზაცია `აიდგილარას~. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts