ლ ი ც ი Posted August 1, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 1, 2009 ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ცეცხლის გახსნის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია არ ადასტურებს ინფორმაციას ცხინვალისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის მიმართულებით ცეცხლის გახსნის შესახებ. როგორც მისიის განცხადებაშია აღნიშნული, მისიის პატრულებმა დაათვალიერეს საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორია და ვერ ნახეს რაიმე მტკიცებულება, რომელიც ცეცხლის გახსნის ფაქტს დაადასტურებდა.ამასთან, მისიაში აცხადებენ, რომ სრული შეფასებისთვის საჭიროა შესვლა დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. ევროკავშირის მისია გამოთქვამს შეშფოთებას ბოლო პერიოდში გამოთქმული ბრალდებების გამო და მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს.დღეს ოსურმა და რუსულმა მხარებმა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს სოფელ დიციდან სოფელ ერედვის მიმართულებით ცეცხლი გაიხსნა.სოფელი დიცი გორის რაიონის ტერიტორიაზე მდებარეობს და პატარა ლიახვის ხეობას ესაზღვრება. სოფელ ერედვს კი, აგვისტოს ომის შემდეგ ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი აკონტროლებს.http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 :maladec: ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 2, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 2, 2009 08:47 02.08.09 - ”ახლები” ოპოზიციური ერთობის წინააღმდეგ გამოდიან ალიანსი საქართველოსთვის წარმომადგენლები, დიდ ოპოზიციურ გაერთიანებას, ”ქართული პოლიტიკის სიმახინჯედ” აღიქვამენ; საზოგადოების იმ ნაწილს კი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ოპოზიციამ უკან დაიხია, მოუწოდებენ მომავალი ბრძოლისუნარიანობისთვის მოთმინება მოიკრიბონ და საკუთარი მკვეთრი არჩევანი გააკეთონ. პრესა.გე ალიანსი საქართველოსთვის წარმომადგენელს, ”ახლების” ერთ-ერთ ლიდერს მამუკა კაციტაძეს შეხვდა და ესაუბრა, როგორც სამომავლო გეგმებზე, ისე აწმყოზე და სამთვიანი აქციების დადებით და უარყოფით მხარეებზე. როდის გაიმართება ოპოზიციის მორიგი, დიდი აქცია?მამუკა კაციტაძე: ოპოზიციაში არანაირი საუბარი, მით უმეტეს მზაობა, რაიმე ხასიათის მორიგ დიდ აქციაზე არ ყოფილა და არ არის. აქცია და მანიფესტაცია, ბრძოლის ერთადერთი და არც პრიორიტეტული იარაღი არ გახლავთ. აქციამდე და მანიფესტაციამდე ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი. ვითარების მომწიფებამდე, პროცესები ყოველგვარი აქციის გარეშე უნდა მიმდინარეობდეს. აქცია ბოლო ფაზა უნდა იყოს. საქმის გადაწყვეტის დაწყება მიტინგითა და აქციით, არასწორად მიმაჩნია და მიმაჩნდა. - ”როდის უნდა იყოს დიდი აქცია” - საკითხის ამ ფორმით დაყენებამ, საზოგადოებაში გამოიწვია იმ ცრუ მოლოდინების შექმნა და პოლიტიკურ პროცესებში ფუჭი გასროლების გაკეთება, რამაც ეს პროცესი, გარკვეულწილად ასეთ მინავლებულ და ნიჰილიზმით მოცულ განწყობამდე მიიყვანა. ბრძოლა გრძელდება საკითხების მოსამწიფებლად, უფრო სხვა მიმართულებებით: მაგიდაზე, დარბაზში, შეხვედრებზე, უცხოელებთან ურთიერთობებში და ა.შ. თუ ეს საკითხები რაღაც ფაზაში წინააღმდეგობას შეეჩეხება, მის გადასალახად, საკითხის წინ წამოსაწევად და ერთგვარი ძალის სადემონსტრაციოდ, ესა თუ ის აქცია შეიძლება დაიგეგმოს. ჯერ საკითხთა ნუსხა და პრიორიტეტები არ განგვისაზღვრია და როგორ შეიძლება აქცია პრიორიტეტი იყოს?! თქვენ ხომ თანამშრომლობდით ”ეროვნულ ფორუმთან”, რომელიც 7 აგვისტოს ქუჩაში მილიონი ადამიანის გამოყვანას გეგმავს?!- ქართულ ოპოზიციურ სპექტრში, როგორც ხელისუფლებაში, ისე ოპოზიციაში, უპასუხიმსგებლობამ დაისადგურდა. ადამიანი რაღაც იდეას ისვრის, შემდეგ თვითონ ქრება და მის ნასროლთან დაკავშირებით ყველას ეკითხებიან, რა აზრის ხართო. თანამშრომლობა ერთარსებობას და ყველაფერზე პასუხისმგებლობის გაზიარებას არ ნიშნავს. ჩვენ ერთი პარტიის და მით უმეტეს ერთი ბლოკის წევრები არ ვართ. ინიციატორს ჰკითხეთ რამ უკარნახა მილიონ ადამიანთან დაკავშირებული ინიციატივის გახმოვანება, რის საფუძველზე აკეთებდა ამ განცხადებას, რას ელოდება ამ აქციის მოწყობით და ა.შ. თუ ლაპარაკია ხელისუფლების 1 წლის წინანდელ ნამოქმედარზე, ამ თემასთან დაკავშირებით ამა თუ იმ პოზიციის გამოხატვა 7 აგვისტოს გარეშეც შეიძლება. ალიანსი არ თვლის საჭიროდ არანაირი ღონისძიების, მით უმეტეს, ფართომასშტაბიანი, ქუჩის ტიპის აქციის გამართვას, 7 აგვისტოსთან დაკავშირებით. როდესაც პირველი კითხვა დამისვით, ფართომასშტაბიან აქციაზე, მე ეს ყველაფერი 7 აგვისტოსთვის არ დამიკავშირებია, რადგან ვერც კი წარმოვიდგენ, რომ 7 აგვისტოს იყოს უპრიანი და მიზანშეწონილი ამ ტიპის აქციების გამართვა და თუ ვინმეს 7 აგვისტო სხვა ფორმით აქვს დანახული, სიამოვნებით მოვისმენდი როგორ აქვს დანახული, რატომ აქვს ასე დანახული და რაც ყველაზე მთავარია - რას ელოდებიან ამ ტიპის ღონისძიებებისგან. რა ტიპის საქმიანობითაა დაკავებული თქვენი ალიანსი, ამჟამად?- ახალი მემარჯვენეები რეგიონებში ვართ გასული, ჩვენს პარტაქტივებს ვხვდებით. ესაა ერთგვარი შიდა პარტიული დათვალიერება. ვიცი რომ ჩვენი პარტნიორები ანალოგიურ საქმიანობაში არიან ჩართულები, თუ არ ჩავთვლით იმ უცებ მოძალებულ სასამართლო პროცესებს, რაც ბუნებრივია, ჩვენს ყურადღებას ითხოვს. ჩვენი პარტნიორი ”თავისუფალი დემოკრატები” რეგიონებში რაიონული სტრუქტურების შექმნის მიზნით, საინიციატივო ჯგუფებს აყალიბებენ. ამგვარი საქმიანობა პარტიის მშენებლობას ემსახურება. პოლიტიკა პარტიის გარეშე არ არსებობს და პარტია სტრუქტურის გარეშე. ამიტომ, თუ ჩვენ გვინდა პოლიტიკაში რაიმე რეზულტატი გვქონდეს და პარტია სტრუქტურირებული იყოს, ამისთვის რეგიონებში გასვლა აუცილებელია. ალიანსი 23 თებერვალს დაფუძნდა. ხელისუფლებას 5 მარტამდე ვადა მივეცით, რომ რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები დაენიშნა და 5 მარტს გამოვედით ინიციატივით, რომ რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით პლებისციტს დავიწყებდით და ხელმოწერებს შევაგროვებდით. ესაა ხალხის ხმის გაგონების კონკრეტული ფორმა (რაც საერთაშორისო საზოგადოებასაც უნდა გავაგონოთ), ყოველგვარი მიტინგისა და მანიფესტაციის გარეშე. ეს პროცესი არ დაგვისრულებია. ჩვენ ახლა სასამართლოს წინ ვდგავართ, სადაც ადამიანის უფლებების დარღვევის მოწმე ერთად გავხდით (საქალაქო სასამართლოში რესპუბლიკელ მიხეილ გაბუნიას საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. პრესა.გე). ხელისუფლება უნდა ვაიძულოთ: დაიცვას ადამიანის უფლებები, მოხსნას პოლიციური წნეხი, გაათავისუფლოს მასმედია და. ა.შ. ამ გეგმიდან სააკაშვილის გადადგომა ამოვარდა?- არც ერთ შემთხვევაში არ ამოვარდნილა. სააკაშვილის გადადგომა ბოლო წერტილია, რომელსაც ძალიან ბევრი ქვესაკითხი აქვს, კომპონენტებით. ანუ, ქვესაკითხებით დაიწყებთ?- კი არ დავიწყებთ, ამას პარალელურ რეჟიმში ვაკეთებთ. ერთის მხრივ სააკაშვილი უნდა გადადგეს; მეორეს მხრივ, პროცესს მერაბიშვილი უნდა მოშორდეს, სასამართლო უნდა გათავისუფლდეს. რა შემთხვევაში გამოხვალთ ქუჩაში?- თუ კონკრეტული საკითხის მომწიფების დროს, ამა თუ იმ ფორმით, ძალის დემონსტრირება საჭირო იქნება, რა თქმა უნდა, ეს გაკეთდება, მაგრამ ერთჯერადი ღონისძიება იქნება და არა დაუსრულებელი და ხშირ სიტუაციაში უპასუხისმგებლობითა და მოუმზადებლობიდან გამომდინარე, ერთგვარ მარაზმში გადაზრდილი, რასაც სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში შევეჩეხეთ. რას თვლით მიღწევად, ქუჩაში სამთვიანი დგომიდან?- ამ სამთვიანმა პროცესმა დაგვანახა, რომ საქართველოში შეუქცევადი პროცესია დაწყებული და რომ სააკაშვილის გადარჩენა გამორიცხულია. ეს უკვე იმდენად დიდი შედეგია, ახლა სააკაშვილმა, რაც არ უნდა აკეთოს, ამ განწყობას ვეღარავინ მოატრიალებს. იმის თქმა, რომ ეს პერიოდი უშედეგო იყო, უბრალოდ, სიბეცეა. თუმცა, არც იმის ართქმა არ შეიძლება, რომ ამ პროცესში სერიოზული შედომები იყო დაშვებული, რომელთა გამორიცხვის შემთხვევაშიც, შედეგი უფრო ნოყიერი და ეფექტური იქნებოდა. მაგალითად, რა შეცდომებს გულისხმობთ?- მოქმედება თავისა და გეგმის გარეშე, საფუძველშივე სერიოზული ნაკლოვანების მატარებელია. ამ პროცესს არ ჰყავდა ერთი თავი, ერთი ლიდერი (რასაც ჩვენ ვითხოვდით), პროცესი დაუგეგმავად მიდიოდა - დღეიდან ხვალემდე, ხვალიდან ზეგამდე. რას ეტყვით საზოგადოების იმ ნაწილს, ვინც მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ უკან დაიხია?- მე მათ ვეტყვი, რომ პოლიტიკა გაცილებით უფრო რთული საქმეა, ვიდრე თქვენ გგონიათ. პოლიტიკის თარიღებით, მიტინგებითა და მანიფესტაციებით მართვა არ შეიძლება. პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი გაცილებით უფრო დიდწილად არის სერიოზული სეგმენტები, რომელი მიმართულებითაც ჩვენ უნდა ვიმუშაოთ. პოლიტიკა არის პროცესი და ეს არ ხდება ერთ და ორ დღეში. ე.წ. ვარდების რევოლუციის პრეცენდენტს ქართულ რეალობაში ნუ დავნერგავთ, რადგან ერთ და ორ დღეში გადაწყვეტილი და დამთავრებული საკითხები, როგორც წესი, პოლიტიკაში ფეხს ვერ იკიდებს. თუ გაქვთ სურვილი გახდეთ ხელისუფლების შეცვლის, ოპოზიციური მოძრაობის განვითარების და შედეგის მიღწევის თანამონაწილე, პროცესს გაცილებით უფრო სიღრმისეულად უნდა შეხედოთ, მოთმინება და გამძლეობა მოიკრიბოთ, მომავალი ბრძოლისუნარიანობისთვის და რაც ყველაზე მთავარია, უნდა გააკეთოთ საკუთარი მკვეთრი არჩევანი - რომელი, რა ტიპის მოძრაობისთვის, რა ტიპის პროცესებისკენ ხართ მიდრეკილი, რას უჭერთ მხარს. შესაბამისად, აქედან პარტიული არჩევანიც უნდა გაკეთდეს, რადგან საზოგადოება ელექტორალურად უნდა ჩამოყალიბდეს. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ერთი მთლიანი რაღაც პოლიტიკური კონგლომერატი, ნორმალურ შედეგს ვერასდროს დადებს. კონკურენციის პირობებში, არჩევანი უნდა იყოს მკაფიო და მკვეთრი. ეს არჩევანი თვალწინ დევს. ის რაღაც განუყოფელი ოპოზიციური ერთობა, ქართული პოლიტიკის სიმახინჯეა, რომელიც ვფიქრობ, აღარ განმეორდება. ყოველ შემთხვევაში, ალიანსი ამ ტიპის გაურკვეველი ერთობის ჩამოყალიბებას მხარს არ დაუჭერს. სხვა საკითხია თანამშრომლობა, შეხვედრა, დალაპარაკება, მაგრამ მთელი ოპოზიციური სპექტრის ერთ მთლიან ვერტიკალში მოქცევის იმედი ნურავის ექნება. აქედან გამომდინარე, საზოგადოება პოლიტიკური არჩევანისთვის თანდათანობით უნდა მოემზადოს, თუ უნდა თანამონაწილე გახდეს იმ პოლიტიკური პროცესისა, რასაც ოპოზიციური მოძრაობა და ხელისუფლების შეცვლის პროცესი ჰქვია.http://internet.ge/v2/index.php?action=new...&news=52605 მდააას! ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 2, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 2, 2009 ინგუშეთში საგანგებო სიტუაციების სამსახურის სამი თანამშრომელი მოკლეს ინგუშეთში დღეს დილით საგანგებო სიტუაციების სამსახურის ავტომობილს ცეცხლის გაუხსნეს. "ინტერფაქსის" ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად საგანგებო სიტუაციების სამსახურის სამი თანამშრომელი დაიღუპა. ორი მათგანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მესამე - საავადმყოფოში მიყვანამდე. მსუბუქ ავტომობილს, რომელშიც საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები იმყოფებოდნენ, ცეცხლი ავტომატური იარაღიდან დაახლოებით 09:16 საათზე გაუხსნეს. თავდამსხმელებმა მიმალვა მოახერხეს. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო სამუშაოები ტარდება. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 იმპერიები ნამცხვარითაა და როგორც წესი კუთხეებიდან (სკრაევ) იწყებენ დაშლას ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 2, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 2, 2009 (edited) პირველი არხის გენდირექტორის პოსტის დაკავების მსურველთა განაცხადების წარდგენის ვადა ხვალ იწურება “საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორის თანამდებობის დაკავების მსურველთა განაცხადების წარდგენის ვადა ხვალ, 18:00 საათზე იწურება. მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე განაცხადი ამ დროისთვის წარდგენილი აქვთ ლალი მოროშკინას, ბაჩუკი ბახტაძეს და მარინა სალუქვაძეს. კონკურსი ორ ეტაპად გაიმართება. პირველ ეტაპზე განიხილება ყველა კანდიდატის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია და ფარული კენჭისყრით მე-2 ტურში გასულ კანდიდატთა ვინაობა გამოვლინდება. პირველი ტურის შედეგები 6 აგვისტოს გამოცხადდება, მე-2 ტურში გასულ კანდიდატებთან გასაუბრება კი 7 და 8 აგვისტოს გაიმართება. “საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორობის კანდიდატი ასევე ფარული კენჭისყრით 10 აგვისტოს გამოვლინდება, თანამდებობაზე კი არა უგვიანეს 20 აგვისტოს დაინიშნება. ხვალვე გაიმართება “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს სხდომა, რომელზეც მაუწყებლის გენერალური დირექტორის კანდიდატის გამოვლენასთან დაკავშირებით კენჭისყრის ჩატარების წესის შესახებ ინსტრუქციას დაამტკიცებენ.http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 Edited August 2, 2009 by licemer ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 2, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 2, 2009 (edited) "ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრების დევანა ისევ გრძელდება"2009 წლის 02 08, კვირა პარტია ,,დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს” მდივანი რომან კუსიანი რამდენიმე თანაპარტიელის გატაცებაზე საუბრობს. მისი თქმით, გუშინ ხილიანის დასახლებაში მათი პარტიის წევრი არჩილ რეხვიაშვილი საკუთარი მანქანით სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა ოთხმა პირმა გაიტაცა. მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოსვეს, საიდანაც იგი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. გამტაცებლელთა ვინაობა დაუდგენელია. კუსიანის განცხადებით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრს იტაცებენ და მასზე ფიზიკურ ძალადობას ანხორციელებენ.http://fact.ge/news.aspx Edited August 2, 2009 by licemer ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 2, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 2, 2009 “ლუსტრაციის შესახებ” კანონპროექტის პრეზენტაცია მომავალ კვირას მოეწყობაhttp://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 2, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 2, 2009 (edited) ახალგაზრდული მოძრაობის ~შემოგვიერთდით~ სამი წევრი პატიმრობიდან გაათავისუფლეს ახალგაზრდული მოძრაობის ~შემოგვიერთდით~ სამი წევრი გიორგი ბერულავა, ედუარდ ხუხუნაიშვილი და თენგიზ დობორჯგინიძე დღეს პატიმრობიდან გაათავისუფლეს. როგორც ~ინტერპრესნიუსს~ ~კონსერვატორების~ პრესსამსახურის წარმომადგენელმა სოფო კუჭავამ განუცხადა, ახალგაზრდებს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა დღეს ამოეწურათ. მისივე ცნობით, ხვალ პატიმრობის 13-დღიანი ვადა კიდევ ერთ დაკავებულს ანრი ბიბილეიშვილს ეწურება. ზეგ კი, დავით კოჩიევი და ბადრი გოგია გათავისუფლდებიან, რომლებსაც 14-დღიანი პატიმრობა ჰქონდათ შეფარდებული. ყველა დაკავებული, გარდა მელორ ვაჩნაძისა, 4 აგვისტოს დროებითი მოთავსების იზოლატორს დატოვებს. მელორ ვაჩნაძეს, რომელიც მოძრაობის სხვა წევრებთან ერთად ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს და 14- დღიანი პატიმრობა შეუფარდეს, ბრალი სისხლის სამართლის მუხლითაც წაუყენეს. მის წინააღმდეგ იჩივლა დაზარალებულმა, რომელმაც ვაჩნაძე ფულის გამოძალვაში დაადანაშაულა. ვაჩნაძეს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა და სასჯელაღსრულების გლდანის მერვე საპყრობილეშია გადაყვანილი. მოძრაობის ~შემოგვიერთდით~ 8 წევრი გიორგი დევნოზაშვილი, მელორ ვაჩნაძე, დავით კოჩიევი, ბადრი გოგია, ანრი ბიბინეიშვილი, გიორგი ბერულავა, ედუარდ ხუხუნაიშვილი და თენგიზ დობორჯგინიძე 20 ივლისს, პარლამენტის შესასვლელის პიკეტირების დროს, პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. გიორგი დევნოზაშვილს 400-ლარიანი ჯარიმა, დანარჩენებს კი ადმინისტრაციული პატიმრობა, 12, 13 და 14 დღით შეეფარდათ.http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 Edited August 2, 2009 by licemer ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 2, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 2, 2009 "სამხრეთ ოსეთი" რუსეთს შეუერთდება?2009 წლის 02 08, კვირა - 16:57 სამხრეთ ოსეთის მარიონეტული მთავრობის დე-ფაქტო ხელმძღვანელმა, ედუარდ კოკოითმა ,ყველა ქვეყანას მოსთხოვა პატივი სცეს იმ ფაქტს, რომ მისი ქვეყნის თითქმის ყველა მოქალაქე რუსეთის პასპორტებით სარგებლობს. დე-ფაქტო პრეზიდენტის თქმით, "სამხრეთ ოსეთი" არის დამოუკიდებელი ქვეყანა, რომელიც რუსეთთან თანამშრომლობს. მარიონეტი კოკოითი "სამხრეთ ოსეთის" რუსეთთან შეერთებას არ გამორიცხავს. http://fact.ge/news.aspx ან კოკოითია მაგარი აჭრილი ან fact.ge. მაგარი აბრაკადაბრა ინფორმაციაა ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 2, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 2, 2009 (edited) სოფელ ქვეშში არსებულ ვითარებაზე საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებსსაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები დღეს, გორის რაიონის (შიდა ქართლი) სოფელ ქვეშში ჩავიდნენ და ე.წ. „საზღვრის" გადმოწევის მიზნით ქართული სოფლის ტერიტორია ბოძებით მონიშნეს, რაც რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში შეღწევის მცდელობას წარმოადგენს. საქართველოს საგარეო უწყების განცხადებით კი, საგულისხმოა, რომ ოკუპანტთა ამ ქმედებას 2 დღით ადრე წინ უძღოდა ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის განცხადებები იმის თაობაზე, რომ ცხინვალი აპირებს მოითხოვოს „სამხრეთ ოსეთისთვის" ყაზბეგის რაიონის (მცხეთა მთიანეთის რეგიონი) თრუსოს ხეობის „დაბრუნება". “როგორც ჩანს, მარიონეტული რეჟიმი ცხინვალში ახმოვანებს იმ გეგმებს, რომელთა უშუალო განხორციელებასაც რუსი ოკუპანტები ისახავენ მიზნად. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ამ ქმედებას და ხაზს უსვამს, რომ სრული პასუხისმგებლობა მორიგი პროვოკაციისათვის რუსეთს ეკისრება. უკიდურესად შემაშფოთებელია ის გარემოებაც, რომ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის განხორციელების წლისთავის მოახლოებასთან ერთად რუსული მხარე და მისი მარიონეტული რეჟიმები მიზანმიმართულად ძაბავენ მდგომარეობას და აშკარად გამომწვევად იქცევიან”,-აღნიშნულია საგარეო უწყების საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. საქართველო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, ყურადღებით დააკვირდეს მიმდინარე მოვლენებს და სათანადო შეფასება მისცეს ოკუპანტების მოქმედებებსა და რიტორიკას.http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ნელა-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, მცოცავი ანექსიის პრინციპით გვაწერავენ ტერიტორიებს და კაციშვილი არ არის ამათი გამჩერებელი Edited August 2, 2009 by licemer ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 3, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 3, 2009 Пятеро милиционеров погибли при обстреле в Чечне08:08 03/08/2009 МОСКВА, 3 авг - РИА Новости. Неизвестные обстреляли в воскресенье в Чечне колонну милицейских автомобилей, погибли пятеро оперуполномоченных, еще шестеро получили ранения, сообщил в понедельник по телефону РИА Новости источник в правоохранительных органах республики. По его словам, обстрел произошел около 17.00 мск на автодороге в ущелье в 21-м километре от населенного пункта Итум-Кале.http://rian.ru/incidents/20090803/179538204.html ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 3, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 3, 2009 (edited) მიხეილ სააკაშვილი - ჩვენს გეგმებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ძალისმიერი გზით აღდგენა არ შედის საქართველოს გეგმებში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ძალისმიერი გზით აღდგენა არ შედის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხელ სააკაშვილმა სააგენტო „როიტერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.“კითხვაზე, სურს თუ არა დღეს ვინმეს ევროპაში რუსეთის მონაწილეობით ახალი ომის დაწყება, პასუხი, რა თქმა უნდა, ცალსახაა - ეს არავის სურს”, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.თუმცა, მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ დღეს მსოფლიოში სუვერენული ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაცია, ძალადობა და ეთნიკური წმენდა გრძელდება, რაც გასული აგვოსტოს მოვლენებმა დაადასტურა.“მიუხედავად ამისა, ჩვენს გეგმებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ძალისმიერი გზით აღდგენა არ შედის და ამ პოზიციას ჩვენი პარტნიორი ქვეყანა შეერთებული შტატებიც იზიარებს”, - განაცხადა სააკაშვილმა.პრეზიდენტის განცადებით, სამწუხაროდ, რუსეთი კვლავ განაგძრობს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და მის მიზანს კვლავ საქართველოს ხელისუფლების შეცვლა წარმოადგენს.“ის ფაქტი, რომ რუსეთის პირველი პირების მუქარის მიხედავად, სხეულის გარკვეული ნაწილებით დავეკიდე, დღეს მე კვლავ პრეზიდენტის პოსტზე ვრჩები, მხოლოდ საოცრებათა სფეროს შეიძლება მივაკუთვნოთ”, - განუცხადა მიხეილ სააკაშვილმა “როიტერს~.http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 Edited August 3, 2009 by licemer ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 3, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 3, 2009 სოფელ ქვეშში ე.წ. საზღვრის გადმოწევის მცდელობასთან დაკავშირებით საგარეო უწყებაში კიდევ ერთი კომენტარი გაკეთდა გორის რაიონის სოფელ ქვეშში რუსი ოკუპანტების მიერ ე.წ. საზღვრის გადმოწევის მცდელობასთან დაკავშირებით დღეს კომენტარი გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ნალბანდოვმა. მისი თქმით, რუსი ოკუპანტებისა და მარიონეტული რეჟიმის მხრიდან არის მცდელობა, ე.წ. საზღვარი საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში გადმოწიონ.მინისიტრის მოადგილემ პარალელი გაავლო ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ლიდერის, ედუარდ კოკოითის განცხადებასთან ტერიტორიული პრეტენზიების შესახებ.როგორც ნალბანდოვმა აღნიშნა, ქართულ მხარეს მიაჩნია, რომ რიტორიკასთან ერთად ადგილი აქვს პრაქტიკულ ნაბიჯსაც, რასაც შეუძლია, უფრო მეტად დაძაბოს ვითარება.“ქართული მხარე იყენებს დიპლომატიური არხებით ყველა საშუალებას. მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა, რათა მსგავსი ქმედებები თავიდან იყოს აცილებული”,-აღნიშნა ნალბანდოვმა.მინისტრის მოადგიელ შეეხო, აგრეთვე, თრუსოს ხეობასთან დაკავშირებით სეპარატისტული მხარის მიერ გაკეთებულ განცხადებას, თითქოს ეს არის ჭეშმარიტად ოსური ტერიტორია.ალექსანდრე ნალბანდოვით შეფასებით, მოცემულ მომენტში ეს არის თეორიული მსჯელობა, რომლითაც ქართულ მხარეზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება.ამასთან, არსებული ინფორმაციით, სოფელ ქვეშში ე.წ. საზღვრის გადმოწევის პროცესი რუსმა ოკუპანტებმა შეაჩერეს.http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 3, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 3, 2009 ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2009 http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/105643.html ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 3, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 3, 2009 14:10 03.08.09 - რუსმა ოკუპანტებმა შიდა ქართლის რეგიონში საზღვრის ნახევარი კილომეტრით გადმოწევა გადაიფიქრეს რუსმა ოკუპანტებმა შიდა ქართლის რეგიონში საზღვრის ნახევარი კილომეტრით გადმოწევა გადაიფიქრეს. რუსმა ოკუპანტებმა გორის რაიონის სოფელ ქვეშიდან საზღვრის გადმოსაწევად გამზადებული ბოძები გაიტანეს და ნახევარი კილომეტრით უკან დაიხიეს. შეგახსენებთ, რომ რუსი ძალოვანები გორის რაიონის სოფელ ქვეშში შესვლას გეგმავდნენ და სოფელ არცევთან, ადმინისტრაციურ საზღვართან ახლოს სტაციონალური საგუშაგო გახსნეს. ადგილორივი მოსახლობის განცხადებით, მოძრავი საგუშაგოს მოსაწყობად ოკუპანტებს სოფელში პირველადი სამუშაოები უკვე დაწყებული ჰქონდათ და იმ ადგილზე, სადაც მის განთავსებას აპირებდნენ, რკინის სამი ბოძი დაამონტაჟეს. აგრესორების მცდელობის სისრულეში მოყვანის შემთხვევაში ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდებოდა. ამასთან, ე.წ. სამხრეთ ოსეთში დისლოცირებული რუსი მესაზღვრეები გორის რაიონის სოფელ ქვეშში სასაზღვრო პოსტის განთავსებას კატეგორიულად უარყოფენ. ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს ინფორმაციით, „რუსულ მხარეს სოფელ ქვეშში არანაირი ქმედებები არ განუხორციელებია და არავითარი საგუშაგო არ დაუდგამს". შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გორის რაიონის სოფელ ქვეშში რუსმა მესაზღვრეებმა საგუშაგო განათავსეს.http://internet.ge/v2/index.php?action=new...&news=52656 ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 3, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 3, 2009 15:06 03.08.09 - ნატოს ახალი გენ.მდივანი რუსეთს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისკენ მოუწოდებს ნატოს ახალი გენერალური მდივანი რუსეთს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისკენ მოუწოდებს. ნატო-რუსეთისა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე ანდრეს ფოგ რასმუსენმა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენმდივნის რანგში გამართულ პირველ პრესკონფერენციაზევე ისაუბრა. „რუსეთთან ურთიერთობა ნატოს პრიორიტეტია. იმედია, ჩვენ ერთად განვახორციელებთ ავღანეთში სამშვიდობო ოპერაციებს. ასევე უნდა ვითანამშრომლოთ კონტრტერორისტული კამპანიის ფარგლებში. თუმცა, ამავდროულად, ჩვენ შორის აზრთა სხვადასხვაობაცაა და ეს საქართველოს საკითხს შეეხება. რუსეთი ვალდებულია პატივი სცეს მეზობელი ქვეყნების დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და მათ დემოკრატიულ მისწრაფებებს", - განაცხადა რასმუსენმა. „ჯი-ეიჩ-ენი"http://internet.ge/v2/index.php?action=new...&news=52667 ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts