ლ ი ც ი Posted July 29, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 29, 2009 ქართველმა სამართალდამცავებმა ოსი მილიციელი დააკავესhttp://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted July 29, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 29, 2009 ქართული პრესის მიმოხილვა 29.07.2009 • რა უჯდება საქართველოს მთავრობას სასამართლო დავა “იმედისთვის”• ბაიდენის მიერ თბილისის ღია მხარდაჭერამ აფხაზეთის მთავრობა ძალიან შეაშფოთა• რა უჯდება საქართველოს მთავრობას სასამართლო დავა “იმედისთვის” “ტელეიმედის” ირგვლივ სკანდალი ახალ ფაზაში შედის. “ვერსიამ” მოიპოვა საქართველოს მთავრობის 2009 წლის 8 ივლისით დათარიღებული #484 განკარგულება, რომელსაც, რა თქმა უნდა, ხელს აწერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და რომელსაც ჰქვია - “ინა გუდავაძის მიერ საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ UNCITRAL-ის წესების თანახმად ჩამოყალიბებულ საარბიტრაჟო სასამართლოში მიმდინარე დავის ფინანსური უზრუნველყოფის შესახებ”. ამ განკარგულების თანახმად, საქართველოს მთავრობის საბიუჯეტო ფონდიდან უნდა გამოიყოს 1.200.000 დოლარი (შესაბამისი კურსით ლარში), რომელიც ხელისუფლებას ბადრი პატარკაციშვილის ქვრივს სასამართლოში დაამარცხებინებს!” - წერს გაზეთი “ვერსია” სტატიაში სათაურით რა უჯდება საქართველოს მთავრობას პატარკაციშვილის ქონების “გაპრავება”?“განკარგულება საქართველოს პარლამენტში წარდგენილი “საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების თაობაზე” საქართველოს კანონის გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს 1.200.000 დამატებითი თანხაა. საკითხავია, დავის პროცესში, 8 ივლისამდე რა რაოდენობის ფული დახარჯა საქართველოს მთავრობამ და საიდან მოიძებნა რესურსი? რა ვალდებულია საქართველოს მოსახლეობა, საკუთარი ჯიბიდან იხადოს გარდაცვლილი ბიზნესმენის ოჯახისთვის წართმეული ქონების “დასაკანონებლად” საჭირო ფული, მით უმეტეს, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან?” - ასეთი შეკითხვას სვამს გამოცემა. ბაიდენის მიერ თბილისის ღია მხარდაჭერამ აფხაზეთის მთავრობა ძალიან შეაშფოთა “გალის რაიონში ვითარება კვლავ მძიმე რჩება. გადაკეტილია ზუგდიდის რაიონთან დამაკავშირებელი ყველა გადასასვლელი, გარდა ენგურის ცენტრალური ხიდისა. გუშინვე სოფელ ფახულანში მომხდარი აფეთქების შედეგად გადაიკეტა ის ერთადერთი გზაც, რომელიც წალენჯიხის რაიონს გალის სოფლებთან აკავშირებდა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით აფხაზეთის დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი გზების აფეთქება დაიწყო?“ერთი ვერსიით, ეს მიზანმიმართულად მოხდა და ამაში რუსი ოკუპანტების ხელი ურევია - მათ დაგეგმილი აქვთ აფხაზეთის დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი ყველა გზის აფეთქება, გარდა იმ ხიდისა, რომელიც ენგურის ცენტრალურ ხიდზე გადის. ამ ინფორმაციას შსს-სა და აფხაზეთის ლეგიტიმურ მთავრობაში არც უარყოფენ და არც ადასტურებენ... დღეს ენგურის ცენტრალური ხიდის გავლით “საზღვრის” უპრობლემო გადაკვეთა მხოლოდ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილებს შეუძლიათ. როგორც გალის რაიონის ერთ-ერთი სოფლის ექიმი აცხადებს, ოკუპანტები მათ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ატარებენ... ენგურზე ოკუპანტები ე.წ. საბაჟო-გამშვები პუნქტის გახსნისთვის ემზადებიან. ამასთან დაკავშირებით “საზღვარზე” მოსამზადებელი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს”, - აღნიშნავს სტატიის ავტორი.“გუშინვე გალში კონფლიქტის ზონაში მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებასთან დაკავშირებით ხუთმხრივ შეხვედრაზე იმსჯელეს, როგორც შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა განაცხადა, ქართულმა მხარემ საკმაოდ მკაცრად დასვა საკითხი, რომ გალის რაიონიდან ზუგდიდიში გადასვლას რუსი მესაზღვრეების ნებართვა არ უნდა სჭირდებოდეს. შემდეგი შეხვედრა ორი კვირის შემდეგ გაიმართება”, - განაგრძობს ავტორი.“გზების გადაკეტვა ძირითადად რუსებისა და აფხაზების ინტერესებში შედის, რათა გაამკაცრონ სიტუაცია ადგილზე და აკონტროლონ ვითარება, რომ არ შემოუშვან ქართველები და არ დაფიქსირდეს კრიმინალური ფაქტები. რუსებმა თქვეს, რომ გალს აფხაზები ვერ აკონტროლებენ და მოდით, ვითარებას აქ ჩვენ მოვაწესრიგებთო და მოწესრიგებაც გზების გადაკეტვით დაიწყეს. აფხაზეთში არის კამათი, რომ ერთი კი არა, რამდენიმე გადასასვლელი უნდა იყოს, მაგალითად 3-4, მაგრამ რუსები ჯერჯერობით მხოლოდ ერთ გადასასვლელზე არიან თანახმა. რუსებს სურთ ფსოუზე საზღვრის გახსნა და ამიტომ ცდილობენ, რომ აქეთა მხრიდან ყველა გზა ჩაკეტოს, გარდა ენგურის ცენტრალური ხიდისა. ეს ქმედებაც სწორედ ამას უკავშირდება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი.“ჟენევის ფორმატიდან გამომდინარე, იყო თხოვნა, რომ გალის ტერიტორიაზე გამართულიყო მონიტორინგი დანაშაულების პრევენციისთვის. ერთმანეთს ხვდებიან ძალოვნები. ეს ძალიან კარგია, რადგან იქ მოსახლეობა დაუცველია, ირღვევა ადამიანის უფლებები. იქმნება მექანიზმი, რათა კრიმინალური ვითარება დარეგულირდეს. ამ ფორმატის შეხვედრების გამართვა ქართული დელეგაციის მოთხოვნაც იყო. ამ ტერიტორიაზე რაღაც კონტროლი ხომ უნდა იყოს”, - აცხადებს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით გია გვაზავა: “მე და შამბა ვამბობდით, რომ აფხაზეთი ერთად უნდა ავაშენოთ” / “ბაიდენის მიერ თბილისის ღია მხარდაჭერამ აფხაზეთის მთავრობა ძალიან შეაშფოთა”.გამოცემის კორესპონდენტის შენიშნვას - “ბაიდენი და ამერიკა არ მოეწონა თქვენს ძველ მეგობარ შამბას... მან განაცხადა, ბაიდენმა ან ისტორია არ იცის, ან შეგნებულად იგნორირებას ახდენსო. ტერიტორიული მთლიანობის რღვევის საფრთხე საქართველოს კი არა, საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას აქვსო... თქვენ ფიქრობთ, შამბა თავისი შეშფოთების გამო ამბობს ამას?” - გია გვაზავა პასუხობს:“რა თქმა უნდა. ისინი არ მოელოდნენ ასეთი ღია მხარდაჭერას. ამიტომ არის შეშფოთებული, თორემ ვინ დარჩა სოციალიზმში და ვინ - კომუნიზმში, ისედაც ნათელია. გადახედოს, ვისთან მეგობრობს და მარტივად გაიგებს. 12 დეკემბერს არჩევნები აქვთ. პირადად სერგოსგან რამდენიმე განცხადება გავრცელდა. თავისი ჭკუით, მსოფლიოს ეშმაკურად მიმართავს, არ დაგვტოვოთ რუსეთთან მარტო, თქვენც გვცანითო. მაგრამ პირველი ნაწილი ამ გზავნილისა ძალიან შემაშფოთებელია, რადგან მცირე ეთნოსების გაქრობა კარგს არაფერს უქადის დედამიწას, კაცობრიობას... არ არის გამორიცხული, რომ ე.წ. აბაზური ენაც (მე მას აფხაზურს ვერ ვუწოდებ) ძალიან მარტივად დაიკარგოს”.http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/105183.html ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted July 29, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 29, 2009 09:00 / 29-07-2009"რუსული სპეცსამსახურების თვალსაწიერში ამჯერად ისევ პანკისი მოექცა" ახლახან კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილი დაგვიკავშირდა და იმ მოსალოდნელ პროვოკაციასა და საშიშროებაზე გვესაუბრა, რომლის მოწყობასაც რუსეთი პანკისის ხეობაში ცდილობს. "რუსულ პრესაში უკვე გამოჩნდა განცხადებები, თითქოს ყაზბეგი მათი საკუთრებაა" - ერთი თვეა, რაც პანკისის ხეობაში ბოევიკები გამოჩნდნენ. მათი რიცხვი დაახლოებით 40 კაცამდეა. მე ვეყრდნობი კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის შიდაუსაფრთხოების სამსახურის მონაცემებს, ევროპისა და აზიის ქვეყნებიდან, ასევე, ჩრდილო კავკასიიდან ჩვენი მხარდამჭერების მიერ მოწოდებულ ინფორმაციებს. ყველა, ვინც მიკავშირდება, მეკითხება, რა ხდება თქვენთან, საქართველოშიო...- არცთუ დიდი ხნის წინ ლავროვმა გააკეთა განცხადება პანკისში ჩეჩენი ბოევიკების შემოსვლასთან დაკავშირებით და ამაში საქართველოს ხელისუფლება დაადანაშაულა.- სწორედ მაშინ, როცა ლავროვმა საქართველოს ხელისუფლებისკენ ხელი გამოიშვირა, არაერთგზის მომიხდა ქართული მხარის დაცვა. მაგრამ, ახლა თვითონაც მოსალოდნელი საშიშროება მალაპარაკებს და თანაც ამ საკითხზე ევროპის შეშფოთება გავიზიარე. როგორც ჩანს, რუსული სპეცსამსახურების თვალსაწიერში ამჯერად ისევ პანკისი მოექცა. სააკაშვილის გარემოცვაში კი მისი პროდასავლური კურსის მიუხედავად, პრორუსული კურსის მხარდამჭერებიც მრავლად არიან. ჩანს, მათი ხელშეწყობითა და რუსული სპეცსამსახურების ძალისხმევით, პანკისში რამდენიმე ბოევიკი მართლაც შემოვიდა. ესენი არ არიან ცნობილი და ავტორიტეტული მებრძოლები. იმედი მაქვს, ხეობას მალე დატოვებენ. ისედაც არაერთი ინფორმაცია ვრცელდება იმასთან დაკავშირებით, რომ ერთ დროს სხვადასხვა მიმართულებით გაფანტული ბოევიკები აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ინგუშეთსა და ჩეჩნეთში გადავლენო... სამწუხაროდ, პანკისის ხეობა ბოევიკების თავშეყრის პოტენციურ საფრთხეს ისევ წარმოადგენს. იმ შემთხვევაშიც კი, როცა ლაპარაკია ბოევიკების აზერბაიჯანიდან ჩეჩნეთისა და ინგუშეთის ტერიტორიაზე გადასვლაზე, იგულისხმება, რომ ისინი საქართველოს ტერიტორიიდან გადავლენ. აზერბაიჯანს პირდაპირი საზღვარი ჩეჩნეთთან და ინგუშეთთან არა აქვს.გარდა ამისა, მუსირებს აზრი, რომ ბოევიკებს გადაწყვეტილი აქვთ კადიროვის ლიკვიდაცია და ეს შემოდგომამდე იგეგმება. ხომ წარმოგიდგენიათ, ეს მართლაც ასე რომ მოხდეს, ამას რა მოჰყვება. რუსეთი პანკისის ხეობისკენ გამოიშვერს ხელს და იტყვის, კადიროვი იქ მყოფმა ბოევიკებმა გაანადგურესო და დაიწყებს ჩეჩენ მებრძოლთა დევნას, რომლებიც საქართველოს საზღვრებს მოაწყდებიან, რუსები კი მათ შემოჰყვებიან. ვსარგებლობ შემთხვევით და თქვენი გაზეთის მეშვეობით მივმართავ მიხეილ სააკაშვილს, - კარგად დააკვირდეს თავის გარემოცვაში იმ ხალხს, ვინც კავკასიური საკითხების თემით მიჰკედლებია საქართველოს პრეზიდენტს... კარგად დააკვირდეს, რა ინტერესები ამოძრავებს მათ, მოიკითხოს მათი წარსული და ძალიან დიდი სიფრთხილე გამოიჩინოს მათთან ურთიერთობაში. - დააზუსტეთ, ვის გულისხმობთ?- გამგები გაიგებს, ამიტომ გვარებისა და სახელების დაზუსტებას ამჯერად არ ვაპირებ. 2013 წლამდე რუსეთი იმუშავებს პანკისის და ყაზბეგის რაიონის მიმართულებით. მან ნებისმიერი მიზეზი და საბაბი შეიძლება გამოიყენოს იმისთვის, რომ პრევენციული დარტყმები განახორციელოს ამ ტერიტორიებზე ან პირდაპირ, ჯარით შემოვიდეს. კარგად თუ გადავხედავთ და გავაანალიზებთ შექმნილ ვითარებას, მივხვდებით, რომ რუსეთი აფხაზეთით აკონტროლებს ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიას, ცხინვალით - კავკასიონის ცენტრალურ ქედს, პანკისის ხეობით - ჩრდილო-აღმოსავლეთს გააკონტროლებს, ყაზბეგის მიმართ სამხედრო აგრესიას კი გამოვრიცხავ. იქ უფრო საინფორმაციო და ეკონომიკურ ომს აქვს ადგილი. რუსულ პრესაში უკვე გამოჩნდა განცხადებები, თითქოს ყაზბეგი მათი საკუთრებაა(!). - კადიროვი პუტინის დანიშნულია იყო, მისი მკვლელობა რუსეთის ჩარევის გარეშე ადვილია?- საქმეც ის არის, რომ რუსეთის ხელის გამორიცხვა ამ პროვოკაციაში არ შეიძლება. მედვედევისა და პუტინის დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია ახალი არ არის. მედვედევს კადიროვი გულზე არ ეხატება. მან ჩააბარა კადიროვს ინგუშეთი, რაც ამ უკანასკნელს სულაც არ უნდოდა. ინგუშეთში კადიროვი ძალიან დაუცველია, ის მხოლოდ გროზნოშია ყველაზე უკეთ დაცული. - ახლახან ქართველ ჟურნალისტებს ჟირინოვსკიმ განუცხადა, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად გამოსავალი კავკასიელ ხალხთა კონფედერაცია იქნებაო. ეს რას ნიშნავს?- დიახ, ეს განცხადება დოღის საყურებლად მისულმა ჟირინოვსკიმ გააკეთა, სადაც რუსეთის პრეზიდენტიც იმყოფებოდა. როგორც ჩანს, რუსებს დაგეგმილი აქვთ კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის შექმნა სამთავრობო დონეზე. ეს ძალზე დაგვიანებულია. რუსები ღიად ამბობენ, ეს იქნება დამოუკიდებელი კავკასიური რესპუბლიკების ნებაყოფლობითი გაერთიანება, ოღონდ რეგიონში უსაფრთხოებას, მშვიდობას და სტაბილურობას რუსეთის პოლიციური ძალები და სამხედრო პოლიცია გააკონტროლებსო. მოკლედ, რუსეთს კავკასიაში მინი-საბჭოთა კავშირის აღდგენა უნდა და ვერ ხვდება, რომ ეს დრო დიდი ხანია წავიდა... ”კვირის პალიტრა” ნდაას! ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted July 29, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 29, 2009 საპარლამენტო უმრავლესობა სოფლის მეურნეობის სამინისტროს კახეთში გადატანის წინააღმდეგი არ არის2009 წლის 29 07, ოთხშაბათი - 12:42 საპარლამენტო უმრავლესობა სოფლის მეურნეობის სამინისტროს კახეთში გადატანის წინააღმდეგი არ არის. როგორც პარლამენტის წევრმა პალიკო კუბლაშვილმა განაცხადა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს კახეთში გადატანა ლოგიკურია. "ეს საკითხი ჯერ-ჯერობით განხილვის პროცესში არ არის, თუმცა სამინისტროს კახეთის რეგიონის ერთ-ერთ რაიონში გადატანა სავსებით ლოგიკურია", - აღნიშნა კუბლაშვილმა. შეგახსენებთ, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს გურჯაანში გადატანის შესახებ ინფორმაცია გასულ კვირას კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა. გავრცელებული ინფორმაციით, ამ მოთხოვნით საქართველოს პრეზიდენტს გლეხებმა მიმართეს.http://fact.ge/news.aspx მაგარი იდიოტობაა, ჩერესჩურ მაგარი . ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted July 29, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 29, 2009 (edited) მოსკოვი ბელორუსის რეკომენდაციებს არაკორექტულს უწოდებს მოსკოვი ბელორუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწოდებას, ბელორუსიის მოქალაქეებმა აფხაზეთსა და სამხეთ ოსეთში ქართული კანონები დაიცვან, არაკორექტულს უწოდებს. “რია ნოვოსტის” ინფორმაციით, ამის შესახებ ჟურნალისტებს კრემლის წყარომ განუცხადა. “ეს რეკომენდაცია არაკორექტულია”, - აღნიშნავს წყარო, რომლის ვინაობაც არ სახელდება. მისივე თქმით, ბელორუსს, დასაველთის რიგი ქვეყნებისგან განსხვავებით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების მიმართ ცალსახა პოზიცია არ ქონდა. ბელორუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გასულ კვირას საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდა, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში გამგზავრების შემთხვევაში საქართველოს კანონები დაიცვან. შესაბამისი განცხადება საგარეო უწყების საკონსულო განყოფილების უფროსის მოადგილემ, ალექსანდრ ლუკაშევიჩმა გააკეთა.http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 Edited July 29, 2009 by licemer ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted July 29, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 29, 2009 შოთა მალაშხია რუსეთის მხრიდან მორიგი აგრესიის მცდელობაზე საუბრობსhttp://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted July 29, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 29, 2009 "დაიცავი საქართველოს" საინიციატივო ჯგუფმა საზოგადოებას სამოქმედო გეგმა წარუდგინა http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted July 29, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 29, 2009 19:08 29.07.09 - აფხაზეთსა და ცხინვალში რუსეთის ავიაციის გამოყენება საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევად შეფასდება რუსეთის საჰარეო სადესანტო ძალების სარდლის ვლადიმერ შამანოვის განცხადებას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სანიტარული და საფოსტო დავალებების შესასრულებლად მცირე ავიაციის შესაძლო გამოყენების თაობაზე ოფიციალურ თბილისში გამოხმაურება უკვე მოჰყვა. საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის პაატა დავითაიას განცხადებით, ავიაციის გამოყენება საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევად იქნება შეფასებული. „შამანოვისგან ასეთი განცხადება არ მიკვირს. რუსეთი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ პროვოკაციები მოახდინოს. კონფლიქტურ ზონებში მცირე ავიაციის გამოყენება სრული აბსურდია. ამით ისინი საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევას მოახდენენ", - აცხადებს დავითაია. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის შოთა მალაშხიას განმარტებით კი, ნებისმიერი საფრენი აპარატების გამოყენება შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციასთან უნდა იყოს შეთანხმებული. „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ყველა სახელმწიფოს მიერაა აღიარებული. აქედან გამომდინარე, ამდაგვარი ფრენები ვერ განხორციელდება და ის სტრუქტურა, რომელიც ამას განახორციელებს, საერთაშორისო სასამართლოების მეშვეობით დასჯილი იქნება", - ამბობს დეპუტატი და აქვე აცხადებს, რომ თუ კონფლიქტურ ზონებში რუსული მხარის მიერ მცირე ავიაციის გამოყენება მოხდა, ეს ააგრესიის მორიგ მცდელობად შეფასდება, რომელზეც ქართულ მხარეს ადექვატური პასუხი ექნება. ვლადიმერ შამინოვის დღევანდელ განცხადებას საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლების გარდა მკაცრად გმობს და აკრიტიკეკებს ქვეყნის მთავარი დიპლომატიური უწყების - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძეც. „ეს არის მცდელობა იმის დემონსტრირებისა, რომ მოსკოვმა საქართველოს ტერიტოროების ნაწილის აღიარება ლეგიტიმურად მოახდინა. შესაბამისად, ისინი მათი გადმოსახედით სამართლებრივი ქმედების განხორციელებას ცდილობენ, რისი უფლებაც, ჰგონიათ, რომ აქვთ. ეს უფლება, რა თქმა უნდა, მათ არავითარ შემთხვევაში არ აქვთ - მოსკოვს საქართველოს გარეშე კონფლიქტურ რეგიონებზე რაიმე სახის კონტროლის დაწესების, ეს იქნება სახმელეთო თუ საზღვაო, არანაირი მექანიზმი არ გააჩნია", - აცხადებს კალანდაძე. აღსანიშნავია, რომ უკანონო საფრენ აპარატებზე რეაგირების უფლება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსაც აქვს. შეგახსენებთ, რომ რუსეთის საჰარეო სადესანტო ძალების სარდლის ვლადიმერ შამანოვის განცხადებით, მოსკოვმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სანიტარული და საფოსტო დავალებების შესასრულებლად შესაძლოა მცირე ავიაცია გამოიყენოს. „ჯი-ეიჩ-ენი"http://internet.ge/v2/index.php?action=new...&news=52402 ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted July 30, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 30, 2009 რუსმა ბიზნესმენი ალექსანდრე ებრალიძემ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა სთხოვაhttp://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 თბილისი და ცხინვალი ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted July 30, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 30, 2009 ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2009 “ოპოზიციის დამარცხების ანატომია” “ოპოზიციის დამარცხების ანატომია” “მიუხედავად დიდი კამათისა, წააგო თუ არა ოპოზიციამ ხელისუფლებასთან ბრძოლის მორიგი რაუნდი, შედეგებს თუ ავიღებთ საზომად, უდავოდ წააგო. ხელისუფლებამ ოპოზიციის შემოტევას გაუძლო და მუშაობას აგრძელებს. ოპოზიციის არც ის ვარაუდი გამართლდა ბოლომდე, რომ სააკაშვილი სრულ საერთაშორისო იზოლაციაშია. თუ ისევ კონკრეტულ ფაქტებსა და შედეგებს დავეყრდნობით, დასავლეთიდან მიღებულმა სოლიდურმა დახმარებამ და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის ვიზიტმა ნაწილობრივ მაინც დაადასტურა, რომ აშშ და ევროპა ჯერჯერობით ისევ “შეჩვეულ ჭირთან” აპირებენ ურთიერთობების გაგრძელებას. საპროტესტო აქციებიდან 4 თვის თავზე ოპოზიციამ მხილიდო იმას მიაღწია, რომ დააჩქარა ხელისუფლების მხრიდან რეფორმების გატარების ტემპი”, - წერს გაზეთი “ყველა სიახლე” სტატიაში სათაურით აგვისტო-სექტემბრის თეზისები ოპოზიციისათვის.“უნდა ვაღიაროთ - რომ არა საპროტესტო აქციები, ხელისუფლება არც კი ფიქრობდა კონსტიტუციისა და საარჩევნო კოდექსის გადასინჯვას, არც თბილისის მერის პირდაპირ არჩევნებზე იყო თანახმა. ტელევიზიების, განსაკუთრებით საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელისუფლებო კონტროლიდან გათავისუფლებაზე ხომ საერთოდ ლაპარაკიც არ იყო. თუმცა, არასაპრალმენტო ოპოზიცია ჯერჯერობით არც ერთ ზემოჩამოთვლილი პროცესში არ მონაწილეობს. თუ არასაპრალმენტო ოპოზიცია ამ მხრივ მიდგომები არ შეცვალა, შესაძლოა ეს მწირი მონაგარიც ხელში შემოადნეს, ვინაიდან ხელისუფლება რეფორმებს ისე განახორციელებს, როგორც თავად სურს და შემდეგ, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა, საზოგადოებას რეფორმების სუროგატს შესთავაზებს. შეიძლება ვინმეს გადაჭარბებულად მოეჩვენოს, მაგრამ საპრტესტო აქციებმა თავად ოპოზიცია აზარალა, ვინაიდან “9 აპრილის საორგანიზაციო შტაბში” შემავალმა ოპოზიციურმა ლიდერებმა მნიშვნელოვნად დაკარგეს ნდობაც და ელექტორატიც. დიახ, ოპოზიცია დამარცხდა და მისი ცალკეული ლიდერები ამას უკვე აღიარებენ პრესაშიც და პირად საუბრებშიც. ოპოზიციის დამარცხების ანატომია გაცილებით რთული თემაა, ამიტომ ზოგიერთ საკვანძო მომენტზე შევჩერდებით.”, - წერს სტატიის ავტორი.“იმის გამო, რომ ოპოზიცია მოკლებული იყო ქვეყნის მასშტაბით მაუწყებელ პოპულარულ ტელევიზიას, ხელისუფლებას არ გასჭირვებია მისი საინფორმაციო მარწუხებში მოქცევა, რამათ თავისი როლი შეასრულა ოპოზიციის მარცხში. “ვარდების რევოლუციამდე” მიხეილ სააკაშვილზე მომუშავე მედიასა და არასამთავრობო სექტორს მეთოდურად შემოჰყავდათ საზოგადოების ცნობიერებაში სააკაშვილი, როგორც მომავალი და ყველაზე პერსპექტიული ლიდერი. შემდგომში კი მას და “ნაციონალურ მოძრაობას” ხელოვნურად უქმნიდნენ შევარდნაძესთან და მის რეჟიმთან ყველაზე თანმიმდევრულ და შეუპოვარ მებრძოლთა იმიჯს. 2003 წლის 23 ნოემბრისთვის კი ეს საზოგადოება უკვე “მომწიფდა”, რომ სააკაშვილი ლიდერად ეღიარებინა და გაჰყოლოდა. ამ კუთხით ტელეკომპანია “იმედი”, მაშინაც კი, როდესაც ბადრი პატარკაციშვილის მფლობელობაში იყო, აშკარად ჩამოუვარდებოდა 2002-2003 წლექის “რუსთავი 2”-ს”, - მიიჩნევს სტატიის ავტორი.“ხელისუფლება ხშირად “იჭერდა” ოპოზიციას შეცდომებზე და ამას შემდეგ საზოგადოებაზე ზემოქმედებისთვის იყენებდა. მაგალითად, ოპოზიციის ლიდერების განცხადებებს, რომ მათ ჰქონდათ პროდასავლური საგარეო პოლიტიკა, მაგრამ აპირებდნენ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებასაც, ხელისუფლება პასუხობდა კითხვით “რის ხარჯზე?”, რაზედაც ოპოზიციას პასუხი არ ჰქონდა. საპროტესტო აქციების განმავლობაში საზოგადოებამ იგრძნო ლიდერთა ემოცია და ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი, მაგრამ ვერ დაინახა, რომ ოპოზიცია პასუხისმგებლობას იღებს ქვეყნისა და ხალხის წინაშე უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. ოპოზიციის ლიდერებმა ვერა და ვერ მოახერხეს შიდა განხეთქილებისა და ურთიერთანტიპათიის დაძლევა. ყოველივე ეს ძალიან მალე გამოვიდა სააშკარაოზე და ბუნებრივიაბ მხარდამჭერებზე დადებითად ვერ იმოქმედებდა. ოპოზიციის ცალკეული ლიდერების შეხვედრებმა სააკაშვილთან, თავდაპირველი ხისტი პოზიციებიდან უკანდახევამ და დიალოგისთვის მზადყოფნამ ამ ხელისუფლებასთან, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ ოპოზიცია გადაგდებას უპირებდა, მოიტანა ის, რაც ყველაზე მეტად სურდა ხელისუფლებას და რისიც ეშინოდა ოპოზიციას - მიტინგებზე ხალხის რაოდენობის კატასტროფული სისწრაფით კლება”, - განაგრძობს სტატიის ავტორი.“რუსთაველიდან საკნების აღებამ, თანაც ბაიდენის ვიზიტიდან მეორე დღესვე, გაამყარა მარცხის განცდა, ხოლო საზოგადოების ნაწილში დამკვიდრდა აზრი, რომ ოპოზიცია აერიკელების “დაკრულზე ცეკვევს”. ოპოზიციის ამჟამინდელი ლიდერებით აზოგადოების უკმაყოფილება შეიძლება გახდეს არენაზე ახალი ლიდერების გამოჩენის სტიმული. პირველი მერცხალი რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენი ალექსანდრე ებრალიძე აღმოჩნდა, რომელმაც ამ კვირას ოფიციალურად მოითხოვა სააკაშვილისშან საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად ჩაბმის მიზნივთ. არ არის გამორიცხული, რომ მას სხვებმაც მიბაძონ, რაც ქართულ პოლიტიკაში ახალი სისხლის მოდენას და “დაგროვილი ნაგვის” გატანას შეუწყობს ხელს. ოპოზიციის ლიდერები იხტიბარს არ იტეხენ და ამბობენ, რომ სექტემბრისთვის აქციების ახალი ტალღისთვის ემზადებიან. ის ოპოზიციური პარტიები, რომელთან ბაიდენთან მიპატიჟების პატივი წილად არ ხვდათ, ერთიანი ბლოკის შექმნაზე ფიქრობენ”, - დასძენს სტატიის ავტორი.“სექტემბრამდე არც ისე ბევრი დროა დარჩენილი, ზაფხული პოლიტიკური აქტივობისთვის არცთუ მოსახერხებელი დროა, თუმცა მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება შეიძლება და არასაპარლამენტო ოპოზიციას, რომელიც ხელისუფლებასთან დიალოგს არ აპირებს, თუ სურს, რომ ანგარიშგასაწევ ძალად მიიჩნიონ, სწორედ ამის გაკეთება მოუწევს. პირველ რიგში, ოპოზიციამ ხალხისადმი მიმართვა უნდა მოამზადოს და მისი მომზადება იმ ადამიანებს მიანდოს, ვისაც შესაბამისი ინტელექტი და გამოცდილება აქვს. მიმართვაში ოპოზიციამ გარკვევით უნდა დაანახოს საზოგადოებას რა საფრთხეების წინაშე დგას თითოეული ოჯახის მომავალი და როგორ შეძლებს ოპოზიცია ამ საფრხეების დაძლევას”, - დაასკვნის სტატიის ავტორი.“ბოლოს ყველაფერი სატელევიზიო-თეატრალურ სანახაობად აქციეს. გაჩნდა სიმბოლური საკნები, სადაც ასევე სიმბოლური გმირები მოთავსდნენ და სიმბოლური პატიმრობის სპექტაკლი გაითამაშეს. ამ თამაშ-თამაშში მტკივნეულმა პრობლემებმა სამწვავე დაკარგა და ბოლოს იმის მოწმენიც აღმოვჩნდით, თუ როგორ წუწუნებდა გუშინდელი გმირი თავისი პარტიისთვის დაფინანსების შეჩერების გამო”, - აცხადებს თემურ ქორიძე გაზეთ “ჯორჯიან თაიმსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით თემურ ქორიძე: ლოზუნგი - “გადადგეს სააკაშვილი!” - თანდათან შეიცვალა ახალი, უფრო მიწიერი მოწოდებით - “მოგვეცით ფული!” / თუ ოპოზიციური სპექტრი არ გათავისუფლდა შოუს ელემენტისგან, სიმბოლური საკნებისგან და სიმბოლური გმირებისგან, არაფერი გამოვა”.“მაინც უნდა გაგრძელდეს პროტესტი საზოგადოებაში, მაგრამ ვფიქრობ, რომ ოპოზიციური პარტიების სახე უკვე გამოჩნდა. ოპოზიციას შეეძლო, საჯარო სტრიპტიზი არ მოეწყო მთელი სამი თვის განმავლობაში. იაფფასიან პოპულარობას დახარბებული ჩვენი პოლიტიკოსები ერთმანეთს ცვლიდნენ ტელე-ეთერებში. ვერ გრძნოდნენ, რომ ეს იყო მიდრეკილება ნარცისიზმისკენ. საბოლოოდ კი იქამდე მივიდნენ, რომ თურმე მთიან ღორჯომში მცხოვრები მოხუცი ხოჯების იმედად ანდა ვიყოთ და მათ ბრძულ შეგონებებს ვუსმინოთ. ჩვენ ჯერჯერობით ვერ დავინახეთ ბრძოლის კონკრეტული შედეგი. ძალიან ცუდისკენ მიექანება ქართული პოლიტიკური აზროვნება. თუ არ მოხერხდება ჩამოყალიბება პოზიტიური იდეალებისა, თუ არ დაიდო იდეალის ხორცშესხმის კონკრეტული პროექტები, ჩვენ მივიღებთ ე.წ. მხოლოდ ცნობად სახეებს, რომლებიც ყოვედღიურად დაამშვენებენ ჟურნალ-გაზეთების გარე ყდებს. თუ ოპოზიციური სპექტრი არ გათავისუფლდა შოუს ელემენტისგან, სიმბოლური საკნებისგან და სიმბოლური გმირებისგან, არაფერი გამოვა. მაჰათმა განდი ხშირად იმეორებდა: “სანამ ინდოეთში იქნება ერთი მშიერი მაინც, არავის აქვს უფლება მაძღარი იყოსო”. ასუ უნდა იფიქრონ ჩვენმა პოლიტიკოსებმაც”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენთან საუბრისას თემურ ქორიძე.http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/105297.html ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Democrat Posted July 30, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 30, 2009 (edited) ოპოზიცია 9 აპრილის შემდეგ პოლიტიკური ნიშნით რეპრესირებულ ადამიანთა სიას აქვეყნებს1732.jpg 2009 წლის აპრილის საპროტესტო აქციების პერიოდში დაკავებული პირები 1. ავალიანი ზურაბი -- „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსათვის“ აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი. 23.03.09 სსკ-ს 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა). 2. გოგრაჭაძე დავითი -- „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსათვის“ წევრი. 23.03.09 სსკ-ს 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა). 3. თენგიზ თოდრია 9 აპრილის აქციი აქტიური მონაწილე 25.06.09 (ბრალდება – ხულიგნობა, სასჯელი 30 დღე ადმინისტრაციული პატიმრობა 4. შენგელია მამუკა -- სამხედრო პირი 23.03.09 (იარაღის შეძენა –შენახვა, სახელმწიფოებრივი გადატრიალების შეთქმულების მომზადება,) 5. აბულაძე გიორგი, პ/მ ,,ეროვნული ფორუმის” წევრი. 20.05.09 სსკ-ს 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, პირადი და ბინის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა საბრძოლო შეიარაღება დატექნიკა. 6. კამკამიძე ტარიელი -- ვეტერანთა კავშირის წევრი, 9 აპრილის აქციების აქტიური წევრი 23.05.09 სსკ-ს 236-მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ანასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა). 7. ლოლიაშვილი ლევანი -- 9 აპრილის საპროტესტო აქციების მონაწილე. 29.05.09 სსკ-ს 353-ე მუხლის მე-2 ნაწილი (წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ); 8. კაპანაძე დავითი, აპრილის საპროტესტო აქციების მონაწილე. 29.05.09 სსკ-ს 353-ე მუხლის მე-2 ნაწილი 9. წიკლაური გოჩა --,,დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი ბ საქართველოს~ წევრი. 06.06.09 სსკ-ს 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადინი ვთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა). 10. შალიკიანი ზურაბი -- ცნობილი ბიზნესმენის, ბონდო შალიკიანის შვილი. 16.06.09 სსკ-ს 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა,შენახვა) 11. ობოლაძე ბესიკი 12. ნარსია ვახტანგი 13. ოვაშვილი დავითი 14. შუბითიძე დავითი 15. წერეთელი მამუკა 16. ტაბატაძე კახა 17. ქედელიძე ნოდარი 18. მალიძე ნიკოლოზი -- აპრილის საპროტესტო აქციების მონაწილე, 31.05.09 სსკ-ს 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა) 19. ცინცაძე მამუკა, რესპუბლიკური პარტიის ჩოხატაურის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე. 10.06.09 სსკ-ს 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა). 20. ჩხაიძე დავითი, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე. 10.06.09 სსკ-ს 260-ე მუხლი 21. მიქელაძე დაზმირი 11.06.09 22. გრძელიშვილი ვაკო -- აპრილის საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე. 15.06.09 სსკ-ს 187 მუხლი (ნივთის დაზიანება ან განადგურება) 23. გაბუნია მიხეილი -- რესპუბლიკური პარტიის წევრი. 16.06.09 სსკ-ს 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმ დეგო შეძენა, შენახვა). 24. ქებურია იოსები -- კონსერვატიული პარტიის ხობის რაიონული ორგანიზაციის წევრი. 17.06.09 სსკ-ს 260-ემუხლის 1-ლი ნაწილია (ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა, შენახვა) 25. ცომაია მერაბი -- პ/მ ,,თავისუფლების წევრი. 18.06.09 სსკ-ს 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმ 26. ტლაშაძე თამაზი -- რესპუბლიკური პარტია 19.06.09 სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილია (ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა, შენახვა) 27. გუდაძე ზაალი -- რესპუბლიკური პარტია 19.06.09 სსკ-ს 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმ დეგო შეძენა, შენახვა). 28. ჯობავა ედიშერი 19.06.09 ,,ალიანსი საქართველოსათვის” ხობის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი. 29 კვეზერელი ნიკა (კონსერვატიული პარტიიდან). 16.04.09 სსკ-ს 239–ე მუხლის მე–3 ნაწილი (ხულიგნობა); გირაო 5000 ლარი 30. ონიანი გიორგი, -- ,,9 აპრილის საორგანიზაციო შტაბის” წევრი. 06.05.09 სსკ-ს 239-ე მუხლის 1- ლი და მე-2 ნაწილები (ხულიგნობა) გირაო 2000 ლარის ოდენობით. 31 რევაზ რევაზიშვილი ( 15 წლის) პ/გ ,,მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” ახ. მოძრაობის მხარდამჭერი 06.05.09 სსკ-ს 239-ე მუხლის 1- ლი და მე-2 ნაწილები (ხულიგნობა) გირაო 2000 ლარის 32. ვაჩნაძე მელორი -- ,,9 აპრილის საორგანიზაციო შტაბის~ წევრი. 06.05.09 სსკ-ს 239-ე მუხლის 1- ლი და მე-2 ნაწილები (ხულიგნობა) გირაო 2000 ლარის ოდენობით. 33. სვანიძე პაპუნა -- საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე. 12.06.09 სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილი (ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა, შენახვა) გირაო 20 000 ლარის 34. დაჩი ცაგურია - მოძრაობა ,,9 აპრილი’’ 15.06.09 ადმინისტრაციული პატიმრობა 30 დღე 35. მიხეილ მესხი - მოძრაობა ,,9 აპრილი’’ 15.06.09 ადმინისტრაციული პატიმრობა 30 დღე 36. მერაბ ჭიქაშვილი - ,,ახალი მემარჯვენეები” 15.06.09 ადმინისტრაციული პატიმრობა 30 დღე 37. გიორგი საბანაძე - ,,ახალი მემარჯვენეები” 15.06.09 ადმინისტრაციული პატიმრობა 30 დღე 38. დავით ფაცაცია - ,,ახალი მემარჯვენეები” 15.06.09 ადმინისტრაციული პატიმრობა 30 დღე 39. გიორგი ჩითარიშვილი - 9 აპრილის აქტიური მონაწილე 15.06.09 ადმინისტრაციული პატიმრობა 30 დღე 40. ლევან ტერაშვილი - ,,მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” 07.06.09 (პოლიციის დაუმორჩილებლობა,) ადმინიტრაციული სასჯელი 14 დღით პატიმრობა 41. კახა (სევერიან) ქარელი - გორის საკრებულოს ფრაქცია მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” წევრი 15.03.09 (პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა) ადმინისტრაციული სასჯელი 28 დღით პატიმრობა. 42. დავით ფაცაცია - ,,ახალი მემარჯვენეები” 12.06.09 (მიესაჯა ადმინისტრაციული სასჯელი 25 დღე პატიმრობა) 43. კახა გიორგანაშვილი - ,,კონსერვატიული პარტია” 12.06.09 (მიესაჯა ადმინისტრაციული სასჯელი 25 დღე პატიმრობა) 44. კახა ბეიტრიშვილი - ,,კონსერვატიული პარტია” 12.06.09 (მიესაჯა ადმინისტრაციული სასჯელი 30 დღე პატიმრობა) 45. მამუკა ქაშიაშვილი - რესპუბლიკური პარტიის წევრი 17.06.09 ბრალდება ნარკოტიკული ნივთიერების შენახვა ( წინასწარი 2 თვიანი პატიმრობა) ვაზნების შეძენა-შენახვა-ტარება (6 თვიანი პატიმრობა) 46. მამუკა ბალიაშვილი - ,,საქართველოს გზა” 12.06.09 (მიესაჯა ადმინისტრაციული სასჯელი 25 დღე პატიმრობა) 47. ავთო შარაშენიძე - რესპუბლიკური პარტიის ჩოხატაურის ორგანიზაციის წევრი ვაზნების შეძენა-შენახვა-ტარება (6 თვიანი პატიმრობა) 48. თორნიკე ჩხარტიშვილი - ,,დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო” 12.06.09 49. კახა ტერაშვილი - პ/გ ,,მოძრაობა ერთიანი საქაღთველოსთვის” 12.06.09 (მიესაჯა ადმინისტრაციული სასჯელი 15 დღე პატიმრობა 50. ჯამბულ ქაჯაია - პ/გ ,,მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” 18.06.09 ადმინისტრაციული სასჯელი 30 დღე პატიმრობა 51. კონსტანტინე კოკოზაშვილი -პ/გ ,,მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის 18.06.09 ადმინისტრაციული სასჯელი 30 დღე პატიმრობა 52. კვარაცხელია იურა - (დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო) 18.06.09 იხდის 30 დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას 53. გაბიანი ზაზა - (დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო) 18.06.09 იხდის 30 დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას 54. ზურაბიანი ჯამლეტი - (დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო) 18.06.09 იხდის 30 დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას 55. გოქაძე კახა - (დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო) 18.06.09 იხდის 30 დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას 56. გიორგი თევდორაშვილი - ,,მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” 23.06.09 (ხვლიგნიბა) ადმინისტრაციული სასჯელი 30 დღე პატიმრობა 57. შუქრი ბენიძე - ,,მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” 23.06.09 (ხულიგნიბა) ადმინისტრაციული სასჯელი 30 დღე პატიმრობა 58. ბესიკ ლაცაბიძე - ,,მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” 23.06.09 (ხულიგნიბა) ადმინისტრაციული სასჯელი 30 დღე პატიმრობა 59. ილია ლაცაბიძე - ,,მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” 23.06.09 (ხულიგნიბა) ადმინისტრაციული სასჯელი 30 დღე პატიმრობა 62. დათო კენჭაძე 29.05.09 ფურცელაძის ქუჩის ინციდენტში მონაწილე 63. ლევან ლოლუაშვილი 29.05.09 ფურცელაძის ქუჩის ინციდენტში მონაწილე 67. გოგიჩაიშვილი ლევან - „9 აპრილის ახალგაზრდული შტაბის“ ერთ-ერთი ლიდერი. 16.06.09 სსკ-ს 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,გ~ ქვეპუნქტი ნ(ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება); 68. ჩხვიმიანი ,,კონსერვატიული” პარტიის დმანისის რაიონული ორგანოზაციის ხელმძღვანელი 26.06.09 69. დიანოზ ჭყოიძე - 9 აპრილის აქციების მონაწილე 26.06.09 70. ცოტნე ჩიხლაძე - 9 აპრილის აქციების მონაწილე 26.06.09 71. ირაკლი ჯამბურია - პარტია ,,თავისუფლების” მარტვილის რაიონული ორგ. თავმჯდომარე ( პოლიციის დაუმორჩილებლობა, ადმინისტრაციული პატიმრობა 30 დღე) 72. ზურაბ ზაზაშვილი - პარტია ,,თავისუფლება” ( პოლიციის დაუმორჩილებლობა, ადმინისტრაციული პატიმრობა 30 დღე) 73. აკაკი კოტრიკაძე - პარტია ,,თავისუფლების” ჩოხატაურის რაიონული ორგ. თავმჯდომარე ( პოლიციის დაუმორჩილებლობა, ადმინისტრაციული პატიმრობა 30 დღე 74. ზურაბ თოდრია - პარტია ,,თავისუფლება” ზუგდიდი, სოფელი ,,ცაისი” ( პოლიციის დაუმორჩილებლობა, ადმინისტრაციული პატიმრობა 30 დღე 75. რომან კაკაშვილი - პარტია ,,თავისუფლების” ქარელის რაიონული ორგ. თავმჯდომარე ( წინასწარი 2 თვიანი პატიმრობა იარაღის უკანონო შეძენა) 76. მამუკა ქაშიაშვილი - რესპუბლიკური პარტიის წევრი ადმინისტრაციული პატიმრები, რომლებიც გათავისუფლდნენ ან პატიმრობა შეეცვალათ ჯარიმით:2009 წლის15 ივნისის დაკავებულები 1. შოთა სხილაძე პ/გ ,,მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” 2. რევაზ რევაზიშვილი პ/გ ,,მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” 3. ნუკრი ნოდია ,,საქართველოს გზა” 4. ლევან გაბელია ,,საქართველოს გზა” 5. ტრისტან სულაბერიძე ,,საქართველოს გზა” 6. ლევან თეგიაშვილი ,,კონსერვატიული პარტია” 7. ნიკოლოზ ჯორბენაძე ,,კონსერვატიული პარტია” 8. გელა გაჩეჩილაძე 9. სანდრო მახარაძე ,,ახალი მემარჯვენეები” 10. ლევან კორინთელი ,,კონსერვატიული პარტია’’ 11. გეგა ნადაშვილი 12. ივანე თამაზიშვილი 13. ირაკლი ჯოხანაშვილი რესპუბლიკური პარტია 14. დავით კვირკვიტაძე მოძრაობა ,,9 აპრილი” 15. გიორგი შონია ,,ახალი მემარჯვენეები” 16. თემურ კავლელაშვილი 17. ფარნავაზ თეთრაშვილი 18. გიორგი ხუჯაძე ,,დემოკრატიული მოძრაობა- ერთიანი საქართველო” 19. იოსებ ჯღამაშვილი 20. ნიკა ბექაური ,,ახალი მემარჯვენეები” 21. ვაკო გრძელიშვილი მოძრაობა ,,9 აპრილი” 22. გიორგი ონიანი 23. ირაკლი ბერაია 24. გიორგი სიხარულიძე მოძრაობა ,,რატომ” 25. გიორგი მაისურაძე მოძრაობა ,,რატომ” 26. შალვა ესაძე მოძრაობა ,,რატომ” 27. ზურაბ მაჭარაშვილი 28. თემურ ქანდაშვილი 29. გიორგი ჩითარიშვილი 30. ტატო გურგენიძე ,,რესპუბლიკური პარტია” 31. გიორგი მეგრელიძე ,,რესპუბლიკური პარტია” 32. ირაკლი ხუჯაძე ,,დემოკრატიული მოძრაობა- ერთიანი საქართველო” 33. თამაზ როსებაშვილი ,,დემოკრატიული მოძრაობა- ერთიანი საქართველო” 34. ბიძინა მამალაძე ,,დემოკრატიული მოძრაობა- ერთიანი საქართველო” 35. რეზო კორინთელი ,,ახალი მემარჯვენეები” 36. გიორგი სიხარულიძე ,,ახალი მემარჯვენეები” 37. გიორგი ნებიერიძე ,,ახალი მემარჯვენეები” 38. ბენო გეგეჭკორი ,,ახალი მემარჯვენეები” 39. დათო გაჩეჩილაძე ,,კონსერვატიული პარტია” 2009 წლის 24 ივნისს დაკავებულები და დაჯარიმებულები 1. ბესო ბესელია, პ/გ ,,მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის”24.06.09 (პოლიციის კანონიერი მოთხოვნისათვის დაუმორჩილებლობა) დაჯარიმდა 400 ლარით 2. ალექსანდრე ჭკუასელი პ/გ ,,მოძრაობა ერთიანი საქართველოთვის”24.06.09 (პოლიციის კანონიერი მოთხოვნისათვის დაუმორჩილებლობა) დაჯარიმდა 400 ლარით 3. ილია ჭკუასელი პ/გ ,,მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის”24.06.09 პოლიციის კანონიერი მოთხოვნისათვის დაუმორჩილებლობა) დაჯარიმდა 400 ლარით II. 2009 წლის 5 მაისის ე.წ. „მუხროვანის საქმე“: აქციების მიმდინარეობის პარალელურად ხელისუფლებამ ე.წ. „ამბოხების“ ბრალდებით სამხედრო პირების დაკავება დაიწყო. სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ რეპრესიების რეალური მიზეზი მათ მიერ საპროტესტო აქციების დარბევაში მონაწილეობაზე უარი გახდა: 1. მაისაია ვახტანგი 05.05.09 სსკ-ს 314-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ჯაშუშობა); წინასწარი პატიმრობა. მის მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა უცხო ქვეყნის სპეც.სამსახურების თანამშრომლებთან 2. ბიბილეიშვილი ნიკოლოზი 05.05.09 სსკ-ს 24-316 მუხლი (სამხედრო ხელმძღვანელობის უკანონოდ ხელში ჩაგდება ან კანონიერი ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობა) 3. მიქაძე ზურაბი 05.05.09 სსკ-ს 24-316 მუხლი (სამხედრო ხელმძღვანელობის უკანონოდ ხელში ჩაგდება ან კანონიერი ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობა) 4. მურჯიკნელი ზაზა 05.05.09 სსკ-ს 24-316 მუხლი (სამხედრო ხელმძღვანელობის უკანონოდ ხელში ჩაგდება ან კანონიერი ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობა) 5. ხუცურაული ვაჟა 05.05.09 სსკ-ს 24-316 მუხლი (სამხედრო ხელმძღვანელობის უკანონოდ ხელში ჩაგდება ან კანონიერი ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობა) 6. თოფურიძე ირაკლი 05.05.09 სსკ-ს 24-316 მუხლი (სამხედრო ხელმძღვანელობის უკანონოდ ხელში ჩაგდება ან კანონიერი ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობა) 7. ოთანაძე კობა 20.05.09 სსკ-ს 18-315 მუხლის მე-2 ნაწილი (შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესავლელად). 8. ამირიძე ლევანი 20.05.09 სსკ-ს 18-315 მუხლის მე-2 ნაწილი (შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესავლელად). 9. მელიქიძე თეიმურაზი 05.05.09 სსკ-ს 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა); 10. ბატკუაშვილი ირაკლი 06.05.09 სსკ-ს 320-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურება). 11. კობაიძე კახა 11.05.09 სსკ-ს 376-ე მუხლი (დანაშაულის შეუტყობინებლობა). 12. სულხანიშვილი დავითი 11.05.09 სსკ-ს 376-ე მუხლი (დანაშაულის შეუტყობინებლობა). 13. ოთანაძე ნუგზარ 12.05.09 სსკ-ს 353-ე მუხლი (წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ) 14. ოთანაძე ჯიმშერი 20.05.09 თვითმხილველთა განცხადებით ოთანაძე და მისი ოჯახის წევრები სპეც. რაზმის ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა დააკავეს. 15. ოთანაძე გიორგი 20.05.09 ----- ------ ----- ----- 16. დარიძე გულიკო 20.05.09 ---- ----- ---- ---- 17. .კობალაძე კობა სამხედრო პირი 05.05.09 სსკ-ს 315 მუხლის მე-2 ნაწილი (შეთქმულება ანამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესავლელად). 18. გია ღვალაძე, სამხედრო პირი 05.05.09 სსკ-ს 315 მუხლის მე-2 ნაწილი (შეთქმულება ანამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესავლელად). Edited July 30, 2009 by Democrat ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted July 30, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 30, 2009 16:19 30.07.09 - „ჰუმან რაით ვოთჩი“ ლავროვს სიცრუეში ადანაშაულებს საერთაშორისო ორგანიზაცია „ჰუმან რაით ვოთჩი“ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, თურმე, „ჰუმან რაით ვოთჩმა“ საქართველოში დემოკრატიის შესახებ ანგარიში მოამზადა, მაგრამ არ გამოაქვეყნა და ფარულად გადასცა საქართველოს ხელისუფლებას. ლავროვმა 24 ივლისს რუსულ მედიას ისიც განუცხადა, საქართველოში „დემოკრატიასთან, ადამიანის უფლებების დაცვასთან და იმასთან, რასაც ცივილიზებული ქცევა ეწოდება, უზარმაზარი პრობლემები არსებობს“. „ჰუმან რაით ვოთჩის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ლავროვის განცხადება “არაზუსტია”, რადგან ეს ორგანიზაცია ანგარიშებს დემოკრატიებზე კი არა, ადამიანის უფლებების დაცვაზე ამზადებს.„საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული აქტუალური ანალიტიკა და დოკუმენტაცია ქვეყნდება ჩვენს საიტზე. „ჰუმან რაით ვოთჩის“ მსოფლიო პრაქტიკა, მათ შორის რუსეთთან და საქართველოსთან მიმართებაში, იცნობს მთავრობებთან ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლას, მაგრამ ეს ინფორმაცია ქვეყნდება“, - აღნიშნულია „ჰუმან რაით ვოთჩის“ განცხადებაში. „მედიანიუსი“http://internet.ge/v2/index.php?action=new...&news=52464 ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted July 30, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 30, 2009 (edited) В Грузии начались самые крупные за год учения армии На военном полигоне Орфоло начались самые крупномасштабные за последний год учения вооруженных сил Грузии "Щит-2009". Об этом, как сообщает "Интерфакс", заявили 30 июля в военном ведомстве этой страны. За ними наблюдают президент страны Михаил Саакашвили(ბრონე ჟილეტში და კასკაში იქნება მიშა? ), а также военные атташе дипломатических миссий. По словам собеседника агентства, в маневрах принимают участие 1100 военнослужащих, танки Т-72, артиллерийские установки и авиация. Согласно их сценарию, в Грузию вторгается вражеская армия по двум направлениям. Военные должны остановить вторжение и контратаковать противника, восстановив линию обороны. При этом грузинские войска должны "уничтожить" 80 процентов армии агрессора. Напомним, что в мае 2009 года в Грузии также прошли военные учения Cooperative Longbow 09/Cooperative Lancer 09 под эгидой НАТО. Ряд государств, приглашенных к участи в них, отказались прислать в Грузию своих представителей. Россия также негативно расценила проведение учений Североатлантического альянса на территории государства, годом ранее развязавшего вооруженную агрессию против Южной Осетии. http://www.lenta.ru/news/2009/07/30/manoeuvres/ ლიც,ქართულ პრესაში არის ამის შესახებ რამე? Edited July 30, 2009 by lasha1997 ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted July 30, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 30, 2009 ზუგდიდში ასაფეთქებელი ნივთიერება აღმოაჩინეს ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში, პოლიციის განყოფილებასთან ასაფეთქებელი ნივთიერება აღმოაჩინეს.სამართალდამცავებს ტერიტორია დაახლოებით ორი საათის განმავლობაში გადაკეტილი ჰქონდათ, ახლომდებარე სახლებიდან კი მოსახლეობა ევაკუირებული იყო.გამნაღმველებმა ორსაათიანი მუშაობის შემდეგ ასაფეთქებელი მოწყობილობის გაუვნებელყოფა შეძლეს.http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted July 30, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 30, 2009 19:39 30.07.09 - ”საქართველოს მხარდაჭერა არასწორია” [ედუარდ კოკოითი, The Washington Post, თარგმანი: foreignpress.ge]25 ივლისს გამოქვეყნებული სარედაქციო სტატია “ბაიდენის დიპლომატია”, რომელიც აშშ-ს მოუწოდებს შეუერთდეს საქართველოს საზღვრებთან მოქმედ ევროკავშრის სადამკვირვებლო მისიას, არასწორ ცნობებს ეფუძნება და ასახავს საქართველოს ხანგრძლივ ძალისხმევას როგორმე გადაწეროს შარშანდელი ომის ისტორია. შარშან აგვისტოში, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და აშშ-ს გაწრთვნილი არმია სასტიკად დაესხა თავს სამხრეთ ოსეთის შეუიარაღებელ მშვიდობიან მოსახლეობას. ამ თავდასხმის დროს ჩვენ უამრავი ადამიანი დაგვეღუპა და დაგვენგრა ჩვენი ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი, მათ შორის სკოლები, საავადმყოფოები, ელექტროგაყვანილობისა და წყლის სისტემები, ათასობით საცხოვრებელი სახლი. ეს დამოუკიდებელმა დამკვირვებლებმა, წამყვანმა მედია გამოძიებებმა და ადამიანის უფლებათა დამცველმა ჯგუფებმაც დაადასტურეს. საქართველო და Washington Post-ს კი ჯერ კიდევ ყველაფრის სხვაგვარად წარმოდგენა სურთ. გასათვალისწინებელია, რომ ამერიკელი სამხედრო მრჩევლები შარშანდელი აგვისტოს ომის დროს საქართველოში იმყოფებოდნენ და არაფერი გაუკეთებიათ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქართველების ბოროტმოქმედებათა შესაჩერებლად. რეგიონში ევროპის უსაფრთხოების მონიტორებიც იმყოფებოდნენ და მათაც ვერაფერს მიაღწიეს. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ხელახლა აიარაღებს. რატომ უნდა ჰქონდეს ვინმეს იმის მოლოდინი, რომ ამერიკელი დამკვირვებლები საქართველოს აგრესიას მომავალში წინ აღუდგებიან? საქართველოსადმი დასავლეთის ბრმა მხარდაჭერის შედეგია ის, რომ მას დღემდე არ სურს გაიგოს, რომ ჩვენს რეგიონში სიტუაცია ფუნდამენტურად შეიცვალა. სამხრეთ ოსეთი თავისუფალი და დამოუკიდებელი რესპუბლიკაა და საქართველოს კონტროლს არასდროს დაბრუნდება. ჩვენ ისეთ სახელმწიფოს ვაშენებთ, სადაც არ არსებობს რეპრესიები, რომელიც ღიაა ეკონომიკური განვითარებისთვის და შემწყნარებლური პოზიცია აქვს ყველას მიმართ, ვისაც ჩვენდამი მშვიდობიანად არის განწყობილი. რუსეთის არმია კი იმის გარანტიაა, რომ ჩვენ ჩვენს ამოცანებს მუდმივი შიშის გარეშე განვახორციელებთ და გვეცოდინება, რომ აშშ-ს მხარდაჭერილი საქართველოს არმია ისევ და ისევ არ მოკლავს ჩვენს მოქალაქეებს. წერილის ავტორი სამხრეთ ოსეთის მთავრობის ხელმძრვანელია. ამ რეგიონს შეერთებული შტატები საქართველოს პროვინციად მიიჩნევს.http://internet.ge/v2/index.php?action=new...&news=52495 ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts