newstudio Posted October 7, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 7, 2009 "ეროვნული ფორუმის" ლიდერი გუბაზ სანიკიძე ოპოზიციის შეცდომებზე საუბრობს. ~მიხეილ სააკაშვილი დღეს ხელისუფლებაში ოპოზიციის უპრინციპობის, გაუთლელი და არაორგანიზებული ნაბიჯების გამოა~, - განაცხადა სანიკიძემ რადიო ~პალიტრის~ პირდაპირ ეთერში. მისი შეფასებით, 9 აპრილის აქციების დროს მთავარი პრობლემა იყო ის, რომ ფორუმის ტაქტიკური გეგმა არ იქნა გაზიარებული, რაც ქვეყნის მასშტაბით ეროვნული დაუმორჩილებლობის გამოცხადებას გულისხმობდა. ~ჩვენ ვთავაზობდით ოპოზიციას, რომ ეროვნული დამოუკიდებლობა გამოგვეცხადებინა ჯერ თბილისის მასშტაბით. მეორე ეტაპი იყო ქვეყნის შემოსასვლელების გადაკეტვა და პრობლემების შექმნა საერთოდ მთელ კავკასიაში. ეს აუცილებლად შედეგიანი იქნებოდა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ოპოზიციამ მაშინ რამდენიმე შეცდომა დაუშვა. პირველი შეცდომა იყო არაორგანიზებულობა, მეორე - ჩვენ არ ვიყავით შედეგზე შეთანხმებულნი. ამასთან, 9 აპრილის კომიტეტში იყო 10 სუბიექტი. მიმაჩნია, რომ გადაწყვეტილება უნდა მიეღო მხოლოდ ოთხ სუბიექტს, წამყვან პოლიტიკურ ძალებს. სამწუხაროდ, პოლიტიკაში წვრილფეხა პარტიები საკმაოდ დიდ პრობლემებს ქმნიან~, - ამბობს გუბაზ სანიკიძე და წვრილფეხაში გულისხმობს ისეთ პარტიებს, "რომელთა წევრები ერთ მანქანაში ეტევიან". მისი თქმით, 26 მაისს ფორუმმა ოპოზიციას შესთავაზა გამოეცხადებინა საზოგადოებრივი დარბაზი, სადაც უნად შესულიყვნენ საზოგადოების წარმომადგენლები, უნდა შექმნილიყო ერთიანი სამოქმედო შტაბი, ერთი ხაზინით, ერთი აღმასრულებელი სტრუქტურით, რომელიც ორგანიზებას გაუკეთებდა ყველა აქციას. გარდა ამისა, ეროვნულ სტადიონზევე უნდა გამოცხადებულიყო სახალხო პატრულის შექმნა. ~უნდა გამოგვეცხადებინა, რომ თბილისში ოპოზიციამ მიაღწია წარმატებას. ოპოზიციას ჰქონდა დიდი ადამიანური რესურსი, უნდა შექმნილიყო შერეული კომიტეტები და ამ ადამიანებს უნდა გაენაწილებინათ მთელი საქართველო, უნდა ჩასულიყვნენ სოფლებში დევიზით - ~სააკაშვილს წავართვით თბილისი, ახლა უნდა წავართვათ მთელი საქართველო~. ამას ხელისუფლება ვერ გაუძლებდა, მაგრამ ყველა ამ გეგმის წინააღმდეგ წავიდა~, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 მე მგონი ძალიან სწორი შეფასებაა არა?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted October 7, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 7, 2009 მე მგონი ძალიან სწორი შეფასებაა არა?! რავი აბა დეპრეს? გადაკეტვებით ქვეყანა შეიძლება აირიოს და სხვანაირათაც რომ არ გამოდის არაფერი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted October 7, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 7, 2009 lasha1997 რავი აბა დეპრეს? გადაკეტვებით ქვეყანა შეიძლება აირიოს და სხვანაირათაც რომ არ გამოდის არაფერი?მარტო გადაკეტვები დაინახე? მანდ აქცენტი რეგიონებში გასვლაზეა უფრო...და ეს გადაკეტვებიც დიდიხანი აღარ იქნებოდა! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
შხარა Posted October 7, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 7, 2009 შეფასებას ვეთანხმები იმ გაგებით, რომ სააკაშვილის ხელისუფლების არა მარტო სათავეში ყოფნა არამედ პარპაში ოპოზიციის დამსახურებაა. რაც შეეხება გეგმას (ეროვნული დამოუკიდებლობა, შტაბი, ხაზინა და ა.შ .) თეორიულად არ არის ეს გამორიცხული, მაგრამ პრაქტიკულად ეს შეუძლებელია. პირველ რიგში ამ ყველაფრის ორგანიზების და მართვადი ფორმის მიცემის პოტენციალის მქონე ინდივიდუალური პოლიტ რესურსების არ არსებობის მიზეზით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted October 7, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 7, 2009 მარტო გადაკეტვები დაინახე? მანდ აქცენტი რეგიონებში გასვლაზეა უფრო...და ეს გადაკეტვებიც დიდიხანი აღარ იქნებოდა! არ დამინახია მხოლოდ,მაგრამ ყველაზე მეტად მომხვდა თვალში. ეხლა ვინ უშლით რომ არ გადიან,თუ აუცილებელი იყო „თბილსი წავართვით და საქართველოსაც წავართმევთ“ ლოზუნგი ეყვირათ? კარგი რა დეპრეს,საპნის ბუშტები არიან.მარტო ლაყბობა შეუძლიათ და ისაც სისულელეების. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted October 7, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 7, 2009 newstudio უნდა გამოგვეცხადებინა, რომ თბილისში ოპოზიციამ მიაღწია წარმატებასახლა გამოაცხადონ, ვინ უშლის Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted October 7, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 7, 2009 ნეტა როგორ იპოვეს გუბაზა??? მაგას, გრეჩიხას და შარტავას ტელეპონები გადაგდებული ჰქონდათ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted October 7, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 7, 2009 9 აპრილის აქციების დროს მთავარი პრობლემა იყო ის, რომ ფორუმის ტაქტიკური გეგმა არ იქნა გაზიარებული, რაც ქვეყნის მასშტაბით ეროვნული დაუმორჩილებლობის გამოცხადებას გულისხმობდა.გასაგებია, ფორუმის ჭკოით უნდა ევლო ქვეყანას. :papa: მეორე ეტაპი იყო ქვეყნის შემოსასვლელების გადაკეტვა და პრობლემების შექმნა საერთოდ მთელ კავკასიაში.ზვიადი არა გვყავს, მაგრამ მისი სული უკვდავია. სამწუხაროდ, პოლიტიკაში წვრილფეხა პარტიები საკმაოდ დიდ პრობლემებს ქმნიან~,გუბაზის ფეხების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, გადაწყვეტილება მხოლოდ ფორუმს უნდა მიეღო. :vini: ნეტა როგორ იპოვეს გუბაზა??? მაგას, გრეჩიხას და შარტავას ტელეპონები გადაგდებული ჰქონდათmachkatela, მაგი სპუტნიკებიდანაც კარგად ჩანს. :blink3: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Goddess Posted October 8, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 8, 2009 გუბაზს ვეთანხმები იმ სტრატეგიაში, რომელსაც მისი პატრია გაყვა და სამწუხაროა, რომ სხვებმა ვერ გაიზიარეს. ეს არის რეგიონებში გასვლა და იმის გახსენება, რომ სწორედაც რომ რეგიონებიდან იწყება ყველაფერი, თორემ თბილისში, ასე თუ ისე, მეტ ინფორმაციაზე მიგვიწვდება ხელი და ისედაც ყველამ ყველაფერი ვიცით. ასევე ვეთანხმები წვრილფეხა პოლიტიკური პარტიების შემთხვევაშიც Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted October 8, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 8, 2009 (edited) შეფასებით, 9 აპრილის აქციების დროს მთავარი პრობლემა იყო ის, რომ ფორუმის ტაქტიკური გეგმა არ იქნა გაზიარებული, რაც ქვეყნის მასშტაბით ეროვნული დაუმორჩილებლობის გამოცხადებას გულისხმობდა.ზღაპარ იყო ზღაპარ იყო, ჭალას ჩიტი მომკვდარიყო, მაღლა შევდე - გამხმარიყო Edited October 8, 2009 by ლ ი ც ი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted October 8, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 8, 2009 ყველა პარტიას თავისი გზა მიაჩნია სწორად, ხშირ შემთხვევაში ერთადერთად.არ გამოვა არასოდეს საქართველოში ეროვნული დაუმორჩილებლობა. ამას მობილიზებული ერი სჭირდება. ქვეყნის შემოსასვლელების ჩაკეტვა კი ჩემი აზრით მარაზმია. ჯერერთი რომ ვერ შესძლებ და მეორეც თუ შესძელი ლეგიტიმურ უფლებას აძლევ ხელისუფლებას ძალის გამოყენებისა, რომელსაც ქვეყნის შიგნით უმრავლესობა გაამართლებს, ქვეყნის გარეთ კი ყველა.ჩვენ (ალიანს) გვქონდა საკუთარი გეგმა, მაგრამ ყველა დანარჩენებმა კატეგორიულად არ მიიღეს და გაკეთდა და რითაც დამთავრადა ყველამ კარგად დავინახეთ.წვრილ წვრილ პარტიების შეფასებაში კი სწორია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted October 8, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 8, 2009 ძუკუ კარგით რა... ამოვიდა ყელში ეს "ლეგიტიმურ უფლებას აძლევთ ძალის გამოყენების" და " სახელმწიფოებრივად აზროვნებები" და ა.შ.როცა არ აძლევდნენ იმიტომ არ ###### ხალხს @@@ის ###კი რა... და რაღაც არ მახსოვს ვინმე გამოსულიყო ამ "სახელმწიფოებრივად და ლეგიტიმურად" მოაზროვნეებიდან მათ დასაცავად ვინც არალეგიტიმურად და არასახელმწიფოებრივად უდანაშაულოდ დაიჭირეს და ცემეს. ამდენ სახელმწიფოებრივ და ლეგიტიმურ კრუსუნს გადაყვა ქვეყანა. ტერიტორიები დაკარგული, ჯარს თავზე დაახიეს თავმოყვარეობა ჯერ რუსებმა და მერე კიდევ ახალაია აგრძელებს, შიგნით სტაგნაცია და ტყუილების კორიანტელი, გარეთ ტალიავინი და რუსების წინ წინ მიმავალი მატარებელი აღიარებებთან მიმართებაში... სწორია !!!! სანამ ამათ წიხლით არ გააგდებ ესენი არ წავლენ ისე, რომ თავისი გოშია არ დატოვონ აქ ისევ. უბედურება ისაა რომ არც ესენი (ფორუმი) ჩანან ამის გამკეთებლები... მერამდენედ ვისმენ რამოდენიმე დღეში იქნება გეგმა... რამდენი თვე უნდა გავიდეს რომ ეს რამოდენიმე დღე დადგეს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted October 8, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 8, 2009 dire სანამ ამათ წიხლით არ გააგდებ ესენი არ წავლენწიხლებით დაპირისპირება ოპოზიციისთვის უიმედოა. კანონის სრული დაცვით გადაუვლიან. მერე კიდევ ახალაია აგრძელებსხო რას შვება აბა გეცოდინება შენ და ნუ დაგვიმალავ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted October 8, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 8, 2009 Saturn "წიხლებით დაპირისპირება ოპოზიციისთვის უიმედოა. კანონის სრული დაცვით გადაუვლიან."ვინ ვის გადაუვლის ჯერ საკითხავია... რამდენს დაიჭერთ? 100 კაცს? 1000? 10000? დანარჩენები სრულიად სამართლიანად ჩაგწიხლავენ... ასე რომ... თქვენივე ბრალია. სხვა მეთოდი არ დატოვეთ ომის გარდა. ხოდა მიიღებთ ომს. ვისი აჯობებს მერე ვნახოთ. "ხო რას შვება აბა გეცოდინება შენ და ნუ დაგვიმალავ"კი ვიცი. ჯარის ხელმძღვანელი არის სადისტი. სხვათა შორის სადისტი ძმის სადისტი ძმა... შესაბამისად მაგ ჯარისადმი ნდობა და პატივისცემა ( სიყვარულზე ხომ საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი ) არის ნული. და ეგ რომელიმე ჯარისკაცს უხარია? დარწმუნებული ვარ რომ არა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted October 8, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 8, 2009 dire ამოვიდა ყელში ეს "ლეგიტიმურ უფლებას აძლევთ ძალის გამოყენების" და " სახელმწიფოებრივად აზროვნებები" და ა.შ.როცა არ აძლევდნენ იმიტომ არ ###### ხალხს @@@ის ###კი რა... და რაღაც არ მახსოვს ვინმე გამოსულიყო ამ "სახელმწიფოებრივად და ლეგიტიმურად" მოაზროვნეებიდან მათ დასაცავად ვინც არალეგიტიმურად და არასახელმწიფოებრივად უდანაშაულოდ დაიჭირეს და ცემეს.ყველაფერი შედეგზე უნდა იყოს გათვლილი და მე აქედან გამოვდივარ, როცა გზების გადაკეტვაზე ვსაუბრობ. იმიტომ კი არ მინდა რომ მიუღებელია, არამედ იმიტომ რომ კონტპროდუქტულია.რაც შეეხება ლეგიტიმურად მოაზროვნებს, სწორედ ყველაზე მეტი რესპუბლიკელები დაიჭირეს სწორედ-11 ადამიანი.მათ და არა მარტო მათ ნამდვილად ვიცავდით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.