Jump to content
Planeta.Ge

"ფორბსის" რეიტინგში მეოთხე ვართ


Recommended Posts

სიმცირით მსოფლოში მეოთხე ადგილზეა. საქართველოზე წინ არიან ყატარი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები და ჰონგკონგი. პირველად ეს ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში გამოსვლისას გააჟღერა, სადაც ეკონომიკური თავისუფლების აქტი წარადგინა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მხოლოდ სამ ქვეყანაშია უფრო დაბალი საგადასახადო ტვირთი. “ამას მე არ ვამბობ და ეს არ არის პიარი. ამას ამბობს ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური ჟურნალი “ფორბსი”, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

 

საინვესტიციო კომპანია „ლოიალ ისთეითის“ აღმასრულებელი დირექტორი მინდია გადაევი აცხადებს, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოში საგადასახადო ტვირთი ბიზნესს ნაკლებად აწევს. მისი თქმით, სხვა ქვეყნებში საშემოსავლო გადასახადი 40 პროცენტს აღწევს მაშინ, როდესაც საქართველოში ეს მაჩვენებელი 15%–ია. „ლოიალ ისთეითში“ აცხადებენ, რომ საქართველოს გეო-პოლიტიკური მდგომარეობიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე რეიტინგში საუკეთესო პოზიცია უჭირავს.

 

http://www.commersant.ge/index.php?pg=nt&a...11936&ct=18

 

პ.ს. არ არის ეს ცუდი ამბავი...კარგი იქნებოდა სხვა რაღაცეებიც რომ აყოლოდა ამ რეფორმას....

 

მაშინ არ ვიქნებოდით 89 ადგილას ცხოვრების დონის მიხედვით, არამედ გაცილებით მაღლა, სომხეტი რო გაგისწრებს სირცხვილი არაა?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"ფორბსის" რეიტინგში მეოთხე ვართ, გადასახადების სიდიდით

 

 

კარგია და ეს ოფიციალურ გადასახადზე არის ლაპარაკი,მაგრამ გაწეწვა მაგაში არ შედის ალბათ. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გაწეწვა მაგაში არ შედის ალბათ.

რა თქმა უნდა არ შედის, არადა ზუსტად მანდ და მაგიტომ გვენძვრის

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

პ.ს. არ არის ეს ცუდი ამბავი...კარგი იქნებოდა სხვა რაღაცეებიც რომ აყოლოდა ამ რეფორმას....

საქმე გადასახადების სიდიდეში კი არ არის, არამედ მის ადმინისტრირებაში, რომელიც ჩვენთან საშინელია. მოვა საგადასახადო ან ფინასური, დაგიხურავს საწარმოს, გაგაკოტრებს და მერე სადაც გინდა იქ იჩივლე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქმე გადასახადების სიდიდეში კი არ არის, არამედ მის ადმინისტრირებაში, რომელიც ჩვენთან საშინელია. მოვა საგადასახადო ან ფინასური, დაგიხურავს საწარმოს, გაგაკოტრებს და მერე სადაც გინდა იქ იჩივლე.

ძუკუ, მაგას ბესპრედელი ქვია, რაც იმას ნიშნავს რომ არანაირი მნიშვნელობა არა აქვს როგორია კანონი, რომელსაც სახელმწიფო არ იცავს, მნიშვნელობა აქვს როგორ მოგექცევა საგადასახადო უწყება. ეს კი დამოკიდებულია გადამხდელის ჭკოით ყოფნაზე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგას ბესპრედელი ქვია, რაც იმას ნიშნავს რომ არანაირი მნიშვნელობა არა აქვს როგორია კანონი, რომელსაც სახელმწიფო არ იცავს, მნიშვნელობა აქვს როგორ მოგექცევა საგადასახადო უწყება. ეს კი დამოკიდებულია გადამხდელის ჭკოით ყოფნაზე.

 

 

აგაშენა ღმერთმა და ჩემი სიგნაჩურით მაგას ვაბობ მხოლოდ. :D

 

 

მწვანე ბარათზე თუ რამე შეკითხვა გაგიჩნდა,მკითხე.ამ ორ კვირაში დაგიდებთ რა როგორ უნდა შეავსოთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კაია რო დაბალი გადასახადებია

 

ცუდია რო საგადასახადო უკანონოდ იქცევა

 

ცუდია რო ბიზნესს არეკეტირებენ

 

ან სულაც ქონებას ართმევენ...

 

მარა ფორბსის ეს გამოკვლელვა ამ საკითხებს არ ეხებოდა, მხოლოდ ფორმალურ გადასახადებს!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კარგი საკანონმდებლო ბაზა მისასალმებელია, მაგრამ რამდენად აისახება ეს რეალურ ეკონომიკურ აქტივობაზე, ზოგად ცხოვრების დონეზე და იწვევს თუ არა პროცესების პოზიტიური მიმართულებით სტიმულირებას სხვა საკითხია.

 

მაგალითად ამ რეიტინგში http://www.heritage.org/Index/Ranking.aspx რომელიც ეკონომიკური აქტივობისთვის დამაკმაყოფილებელ კრიტერიუმების არსებობას აფასებს 32-ე ადგილზე ვართ.

ანუ თეორიული წინაპირობები ბიზნეს/ეკონომიკური საქმიანობისთვის არსებობს კანონმდებლობაში, მაგრამ ნიშნავს ეს რომ სომხეთი, რომელიც 31-ე ადგილზეა ჩვენზე კარგ მდგმარეობაშია ეკონომიკურად, ხოლო ჩეხეთე 37-ე ისრაელი 42-ე საფრანგეთი 64-ე თურქეთი 75-ე იტალია 76-ე....... ჩვენზე უარეს მდგომარეობაში არიან?

 

ეს რეიტინგები არის მხოლოდ ერთი ნაწილი სრულის სურათისა, მაგრამ ზოგს ისე უვარდება თავში პრეზიდენტის ჩათვლით რომ სხავ ქვეყნებს თავაზობს დახმარებას, როდესაც საქართველოს GDP-ზრდა -156ე ადგილზეა, GDP მოსახლეზე -145ე და უმუშევრობა -145ე (13.60).

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

 

მინიმუმ 10 ქართველი ბიზნესმენი ვიცი რომელსაც აიძUლებენ რომ წილები გადაუფორმოს ნაცებს...

 

გარდა ამისა დაბალი გადასახადები სულაც არ ნიშნავს კარგ ქვეყანას...

 

იგივე ყატარში მოსახლეობის 15 პროცენტი ცხოვრობს კარგად დანარჩენი მონურ მდგომარეობაშI არიან,...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

nikusha_marx

მინიმუმ 10 ქართველი ბიზნესმენი ვიცი რომელსაც აიძUლებენ რომ წილები გადაუფორმოს ნაცებს...

მე არ ვიცი ბიზნესმენი...(სახაჭაპურეებს არ ვგულისხმობ) ვინც არ აძლევს წილებს

 

და კიდევ...ისევ და ისევ ვირტუალური საქართველო!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...