Jump to content
Planeta.Ge

ამ იდიოტობას ცალკე თემა სჭირდება.


Recommended Posts

მიხეილ სააკაშვილი გადასახადების გაზრდის ან ახალი გადასახადების მხოლოდ რეფერენდუმის გზით დაწესების მომხრეა

 

 

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გადასახადების გაზრდის ან ახალი გადასახადების დაწესების გადაწყვეტილების მხოლოდ რეფერენდუმის გზით მიღების მომხრეა.

ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელზეც ეკონომიკური ინიციატივები ‘’ეკონომიკური თავისუფლების აქტი’’ წარადგინა.

მისივე თქმით, საქართველოს არსებულმა ხელისუფლებამ შეამცირა საგადასახადო განაკვეთები და ამით გაზარდა შემოსავლები, რაც სამუშაო ადგილებს და ინვესტიციებს აჩენს, ბიზნესს ფულს უტოვებს.

‘’ამიტომ, ჩვენი ვალდებულებაა, ვუზრუნველყოთ ამ პოლიტიკის უცვლელობა. ნებისმიერ მთავრობას აქვს ცდუნება ახალი რეგულირებების შემოღებისა, ეს კი ჩვენ უნდა გამოვრიცხოთ. ღრმად მწამს, რომ გადასახადის გაზრდის ან ახლის დაწესების უფლება არ უნდა იყოს გამოყენებული ხალხის თანხმობის გარეშე’’, - განაცხადა პრეზიდენტმა და გამოვიდა ინიციატივით, რომ ნებისიმერი გადასახადის შემოღება ან საგადასახადო განაკვეთის გაზრდა მხოლოდ რეფერენდუმის ჩატარების მეშვეობით იყოს შესაძლებელი.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

 

ყვარყვარეს მართლა დებილები ვგონივართ ამისთანა სისულელეებს რომ ბაზრობს.ამიხსენით რა სამუშაო ადგილები შეიქმნა საქართველოში და რომელი ხელისუფლება ატარებს რეფერენდუმს გადასახადების გაზრდაზე,ან რომელი იდიოტი ბიზნესმენი,ან ჩვეულებრივი მომსახურე იტყვის იმას,რომ გადასახადები მომიმატეთო? :)

 

 

არა და დადებით შედეგს გამოიტანენ მართლა თუ ჩაატარეს ამ სირობაზე რეფერენდუმი. :D:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გადასახადების გაზრდის ან ახალი გადასახადების დაწესების გადაწყვეტილების მხოლოდ რეფერენდუმის გზით მიღების მომხრეა.

ეუფ, საით გარეკა ჯიგარმა. პოპულისტია თან უგზოუკვლო.

lasha1997, წარმოგიდგენია ეს ჩეფჩიკას რომ ეთქვა რა სინქრონული გნიასი იქნებოდა ატეხილი ერთ ადგილას? :crazy:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Lo Janko

წარმოგიდგენია ეს ჩეფჩიკას რომ ეთქვა რა სინქრონული გნიასი იქნებოდა ატეხილი ერთ ადგილას?

გადასახადების რეფერენდუმზე გატანა არგატანაზე არაა საქმე

 

უბრალოდ არჩევნებისთვის ემზადება და მართლაც უგზო უკვლოდ პოპულისტობს რა!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეუფ, საით გარეკა ჯიგარმა. პოპულისტია თან უგზოუკვლო.

ოღონდ ეს პოპულიზმი რეგვენიზმის ელემენტითაა შეზავებულ-შეკაზმული ...Lo Janko

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იდიოტებათ კი არ გვთვლის

 

აჭრილია და უკიდურეს პოპულიზმს აწვება, და რაც ყველაფერი ზღვარგადასული, ესეც უკვე პირუკუ მუშაობს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ “ეკონომიკური თავისუფლების აქტზე” “ინტერპრესნიუსი” ექსპერტს ეკონომიკურ საკითხებში ლადო პაპავას ესაუბრა.

 

_ ბატონო ლადო, როგორ შეაფასებდით პრეზიდენტ სააკაშვილის “ეკონომიკური თავისუფლების აქტს”, რომლის ინიციატივითაც იგი პარლამენტის წინაშე წარსდგა?

– ინიციატივა თავისუფალ აქტთან დაკავშირებით ორ ნაწილად უნდა გაიყოს. ერთი ნაწილი უნდა შეფასდეს, როგორც ღია კარის მტვრევა, ხოლო მეორე ნაწილი - როგორც კლასიკური შეცდომები.

ღია კარის მტვრევაა ჩვენი ეროვნული ვალუტის თავისუფალი კონვერტაცია. 1995 წლიდან, რაც ლარი შემოვიღეთ, ლარი თავისუფალ კონვერტაციაშია. კონვერტაციიათვის მას არანაირი დამატებითი აქტი არ სჭირდება, ეს არის სწორედ ღია კარის მტვრევა. ასევე, ღია კარის მტვრევაა უცხოელი პარტნიორების მიერ მიღებული მოგების რეპატრიაციაზე საუბარი, ვინაიდან ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე უცხოელების მიერ მიღებული მოგების რეპატრიაცია 1996 წელს არის მიღებული. ასეთი ინიციატივების კონსტიტუციის რანგში აყვანა უბრალოდ არაფრისმთქმელია, რადგანაც ეს ისედაც ასეა და არაფერს არ იძლევა.

რაც შეეხება შეცდომებს, რომლებიც აშკარა და გამოკვეთილია. ჯერ ერთი, არ შეიძლება, კონსტიტუციის დონეზე იყოს აყვანილი ის, რაც უნდა იყოს ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის განმსაზღვრელი. ეკონომიკური პოლიტიკა ცვალებადია და დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ვითარებაშია ქვეყანა, როგორია გლობალური ეკონომიკური ტენდენციები, არის თუ არა მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისი და ასე შემდეგ.

_ რას ნიშნავს კონსტიტუციაში საბიუჯეტო ხარჯების მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდების 30%-ით განსაზღვრა? ან ის, რომ სახელმწიფო ვალის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან 60%-ი უნდა იყოს?

_ თავისთავად ის, რომ საბიუჯეტო ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 30%-ს არ უნდა აღემატებოდეს, კარგია. როგორც ეკონომისტი, ამას მივესალმები, მაგრამ არ არის გამორიცხული, რაღაც ეტაპზე მთავრობა იძულებული გაახდეს, რომ საბიუჯეტო ხარჯები მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 30 კი არა, 31% იყოს. იმის გამო, რომ კონსტიტუციურად შეზღუდვა დაწესდება, შესაბამისი საბიუჯეტო პარამეტრების შემუშავება და მიღება ვერ მოხერხდება. პრეზიდენტის ინიციატივა, კონსტიტუციურად განისაზღვროს, რომ საბიუჯეტო დეფიციტი შიდა პროდუქტთან მიმართებაში 3%-ზე მეტი არ უნდა იყოს, ძალიან კარგია, მაგრამ დღევანდელი ვითარება ასეთია _ დღეს საქართველოში შიდა პროდუქტთან მიმართებაში ბიუჯეტის დეფიციტი 9,4% შედგენს. დეფიციტი ასეთი მაღალია იმიტომ, რომ კრიზისის პირობებში საგადასახადო შემოსავლები შემცირდა და ქვეყანა იღებს უცხოურ დახმარებას. თუ კონსტიტუციაში შევიტანთ ცვლილებას, რომ დეფიციტი 3%-ზე მეტი არ უნდა იყოს, მაშინ რა გამოდის, უცხოურ დახმარებაზე უარი უნდა ვთქვათ და არ უნდა მივიღოთ? ამ შეზღუდვის კონსტიტუციაში ჩაწერა დაუშვებელია. ეკონომიკაში ვითარება ცვალებადია, ამიტომ ამის გაკეთება არ შეიძლება. იდეალურ მდგომარეობაში დეფიციტი 3%-ზე მეტი არ უნდა იყოს, მაგრამ დღეს ხომ 9%-ზე მეტი გვაქვს.

რაც შეეხება საგარეო ვალს. ინიციატივა, რომ საგარეო ვალი არ უნდა იყოს მთლიანი შიდა პროდუქტის 60%-ზე მეტი, აბსოლუტურად სწორი მიდგომა და საერთაშორისო სტანდარტია, მაგრამ ამის კონსტიტუციაში ჩაწერა როგორ შეიძლება? ეკონომიკაში ყოველთვის ცვალებადი სიტუაციაა. სახელმწიფომ შეიძლება, ვალი აიღოს, შეიძლება - არა, მაგრამ როცა კონსტიტუციაში გაჩნდება ამგვარი ჩანაწერი, ნიშნავს, რომ ხელისუფლება საგარეო ვალის 60%-მდე აღებას აკანონებს. თუ დღეს საგარეო ვალი 25%-ზე მეტი არ არის, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ თავიდანვე დიდი “ლუფტი” აიღო საგარეო ვალების ასაღებად. ასე რომ, ამ ინიციატივის კონსტიტუციაში ჩაწერა ნამდვილად არ შეიძლება.

– რაც შეეხება მაკონტროლებლების შემცირებას, არ მიგაჩნიათ, რომ მაკონტროლებლების შემცირება ხელს შეუწყობს ეკონომიკის ლიბერალიზაციას და ეკონომიკის განვითარებას?

– ამის კონსტიტუციაში ჩაწერაც გაუგებარია. დღეს ჩვენ ევროკავშირი მასთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმზე გადასასვლის ერთ-ერთ მოთხოვნად გვიყენებს ანტიმონოპოლიური სამსახურის აღდგენას და, შესაბამისად, ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის მიღებას. თუ კონსტიტუციაში ჩავწერთ, რომ ასეთი მარეგულირებელი სამსახურები აღარ უნდა შეიქმნას, გამოდის, რომ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმზე ვერასდროს ვერ გადავალთ. უნდა ვიცოდეთ, რომ სინგაპურისადმი ტრფიალი არ გამოგვადგება. სინგაპურში კი არის ეკონომიკური თავისუფლება, მაგრამ სინგაპურს ავტორიტარული რეჟიმი მართავს. სინგაპურული მოდელი ქვეყნის მოწყობის ევროპული მოდელი სულაც არ არის. ასე რომ, კითხვა საით მიგვყავს ქვეყანა? აბსოლუტურად ლოგიკური და კანონზომიერი იქნებოდა. ქვეყნის სინგაპურიზაცია ევროპული განვითარების გზა არ არის. როგორც ვთქვი, პრეზიდენტის ინიციატივის ნაწილი ღია კარის მტვრევა, ნაწილი კლასიკური შეცდომები და პიარის კეთების სურვილია.

თქვენამდე, არა ერთმა ჟურნალისტმა დამირეკა, ახლა დაიწყება ამ ინიციატივის საჯაროდ განხილვა, ტელევიზიები ამ თემაზე ბევრს იხმაურებენ და მოხდება ერთი თემის მეორე თემით გადაფარვა.

ინიციატივის კიდევ ერთი შეცდომა გამომრჩა და უნდა ითქვას. ეს არის გადასახადების განაკვეთის ზრდა და ახალი გადასახადების შემოღება რეფერენდუმის გზით. როგორც ეკონომისტი, მომხრე ვარ დაბალი საგადასახადო ტვირთის, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ეკონომიკა ცოცხალი და ცვალებადი ორგანიზმია და რაღაც ეტაპზე შესაძლოა, აუცილებელიც იყოს გადასახადების განაკვეთის გაზრდა. ჩვენ თუ ამას რეფერენდუმზე გავიტანთ, წარმოგიდგენიათ, რომ რეფერენდუმზე ამას ვინმე დათანხმდეს? ანუ რას ვაკეთებთ? ჩვენ თვითონ ძირს ვუთხრით ქართულ სახელმწიფოს? თუ მომავალში ქვეყანაში პრობლემები შეექმნა, მას არ უნდა შეეძლოს პრობლემების გადაწყვეტა? ინიციატივის ეს მხარეც აბსოლუტურად გაუგებარია.

– ბატონო ლადო, თქვენ ისეთი სურათი დახატეთ, რომ მართლაც გაუგებარია, როგორ შეუწყობს ხელს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი “ეკონომიკური თავისუფლების აქტი” ეკონომიკის ლიბერალიზაციას და ეკონომიკის განვითარებას?

_ ამაზე, გარკვეულწილად, უკვე გიპასუხეთ. ჩემი აზრით, ეს ემსახურება რაღაცის, შესაძლოა, ტალიავინის მისიის დასკვნის გადაფარვას. დღეს ყველაზე აქტუალური თემა ტალიავინის მისიის დასკვნაა. პრეზიდენტის ამ ინიციატივის შემდეგ ყველაზე აქტუალური თემა ის იქნება, რაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ. ქართული ეკონომიკისთვის ამ ინიციატივაში რამე რეალურად ღირებულს ვერ ვხედავ, დანარჩენი მოგახსენეთ, როგორც მესმის _ პრეზიდენტის “ეკონომიკური თავისუფლების აქტი” ღია კარის მტვრევა, კლასიკური შეცდომები და მხოლოდ პიარზე გათვლილი ინიციატივაა.

 

“ინტერპრესნიუსი”

კობა ბენდელიანი

 

===================

 

მგონი აქაა ამის ადგილი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამ იდიოტობას ცალკე თემა სჭირდება.

ეს იდიოტობა არის განკუთვნილი იმისთვის, რომ გადაფაროს ტალიავინის დასკვნა!

გადაიტანოს ყურადღება სხვა თემაზე და თან "ხუთოსანმა ბიჭმა შეარულოს დავალება" - აი ეგაა სულ!

ეკონომიკურ საკითხებზე რომელიმე ქვეყანაში ტარდება რეფერენდუმები??

რაღაც არ გამიგია ესეთი არაფერი!

ჯერ ის კითხოს მოსახლეობას მიშამ - საერთოდ გვინდა ამგის "როჟის" დანახვა?

უF! გავბრაზდი! :padlec:

Edited by kisa
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩვენ თუ ამას რეფერენდუმზე გავიტანთ, წარმოგიდგენიათ, რომ რეფერენდუმზე ამას ვინმე დათანხმდეს? ანუ რას ვაკეთებთ? ჩვენ თვითონ ძირს ვუთხრით ქართულ სახელმწიფოს? თუ მომავალში ქვეყანაში პრობლემები შეექმნა, მას არ უნდა შეეძლოს პრობლემების გადაწყვეტა? ინიციატივის ეს მხარეც აბსოლუტურად გაუგებარია

 

 

ხომ გეუბნებოდით იდიოტობა არის მეთქი? :): ის დანარჩენები ვერ გავიგე გუშინ(აზრზე არა ვარ ეკონომიკის :) ) და ისაც იდიოტობა ყოფილა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაო და... ამითო, გაიზრდებაო საზოგადოების ჩართულობაო გადაწყვეტილებების მიღებაშიო..

 

თანო, ნებისმიერ ქვეყანაშიო. ინვესტორი რთულად შედის, რომ არ იცის დღეს ეს ხელისუფლებაა და ხვალ რა იქნებაო...

 

ამ გადაწყვეტილებითო, ინვესტორს ეცოდინება, რომ გადასახადებს ''ნაურაზე' ვერ გაუზრდიან და საქართველო მიმზიდველი გახდებაო მათთვისო...

 

რა ვიცი აბა, ასე ამბობენ და

:) :ravic: :ravic: :ravic: :ravic: :ravic: :ravic: :ravic:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

რომელი ხელისუფლება ატარებს რეფერენდუმს გადასახადების გაზრდაზე,ან რომელი იდიოტი ბიზნესმენი,ან ჩვეულებრივი მომსახურე იტყვის იმას,რომ გადასახადები მომიმატეთო?

 

რა თქმა უნდა ასეა. მე მგონი ამას მართლაც ბავშვიც კი გაიგებს.ვერ ვხვდები ვისზეა გათვლილი, იდიოტებზე?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

რა თქმა უნდა ასეა. მე მგონი ამას მართლაც ბავშვიც კი გაიგებს.ვერ ვხვდები ვისზეა გათვლილი, იდიოტებზე?

 

მომიტევეთ, მაგრამ, საქართველო იდიოტების ნაკლებობას არ უჩივის,....

 

ხოდა, მაგასაც დაუჭერენ მხარს... მაზოხისტების ქვეყანა ხო ვართ და

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა თქმა უნდა ასეა. მე მგონი ამას მართლაც ბავშვიც კი გაიგებს.ვერ ვხვდები ვისზეა გათვლილი, იდიოტებზე?

 

კი და დადებით შედეგებსაც დადებენ დამატებით. :crazy:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...