Jump to content
Planeta.Ge

რა არის საჭირო რო ქვეყანას დავემსგავსოთ?!


Recommended Posts

ამ ტემაში ჩამოვწეროთ ის საკIთხები რაც აუცილებლადაა გასაკეთებელი, ქვეყანა ქვეყანას რომ დაესმგავსოს

 

სასურველია ისიც დავამატოთ, რატომ უნდა გაკეთდეს და როგორ?

 

ჩემი აზრით პირველ რიგში მთელი რესურსები სასამართლოს დამოუიკიდებლობის მისაღწევად უნდა მიემართოს...

ყველა დღევვანდელი მოსამართლე სახლშია გასაშვები... შეიძLება მოსამართლეები არჩევითი იყოს და იმუნიტეტით..რო არაფრის ეშინოდეთ...დაფინანსებაც მთავრობისგან დამოუკიდებელი უნდა ქონდეთ

 

რას იტყვით?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა არის საჭირო რო ქვეყანას დავემსგავსოთ?!

 

 

კანონის, კანონობა.მეტი არაფერი. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვადამდელი საპარლამენტო / საპრეზიდენტო არჩევნები..

 

ხალხის როლის გაზრდა სახელმწიფოს მართვაში..

 

 

და უმთავრესი დამოუკიდებელი სასამართლო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვადამდელი საპარლამენტო / საპრეზიდენტო არჩევნები..

 

ხალხის როლის გაზრდა სახელმწიფოს მართვაში..

და უმთავრესი დამოუკიდებელი სასამართლო

 

ზრდიან ბატონო ხალხის როლს... იმდენი მოითხოვეთ, რომ აგერ გდასახადების გაზრდაც რეფერენდუმმა უნდა გადაწყვიტოსო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეხ, მერამდენედ უნდა დავწერო ერთიდაიგივე.

 

1. ხელისუფლების დაბალანსება:

ა. საპრეზიდენტო უფლებების მინიმუმ განახევრება;

ბ. პარლამენტის უფლებების გაზრდა

გ. მთავრობის უფლელების გაზრდა.

 

2. სასამართლო სისტემის ხელისუფლებიდან გამიჯნვა:

ა. მოსამართლის არჩევა;

ბ. საკონსტიტუციო სასამართლოს არჩევა.

 

ეს ორი ფაქტორი დასაწყისში სავსებით საკამრისია იმისათვის, რომ ნორმალურ ქვეყანას დავემსგავსოთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სანამ ესენი აზიან აქაურობას თავზე და ტვინებს და სულებს ურეცხავენ ნაგუბარი წყლით ხალს, არაფერი გამოვა.

 

არის ორი გზა:

 

I.ამათი მოშორება.

II.ამათი ჩამოშორება

 

პირველი ითვალისწინებს სერიოზულ დაპირისპირებას რაც დაკავშირებულია დიდ ხარჯებთან, დანაკარგებთან და არ არის სასურველი.

 

მეორე ითვალისწინებს დეცენტრალიზებული რეგიონალიზმის მოდელს ეფექტური ადგილობრივი თვითმმართველობით, რომელიც აგებული იქნება ჯანსაღი კონკურენციისა და კოლეგიალური თანამშრომლობის პრინციპებზე.

 

არ არის აუცილებელი იყოს 15 და 20 ასეთი რეგიონი.. 2-3ც საკმარისია.

რეგიონებში იმოქმედებს საქართველოს კანონმდებლობა, ორგანული კანონი და კონსტიტუცია თუმცა, ადგილობრივ კანონმდებლობაში ძირითად კანონმდებლობასთან კოორდინირებული ვარიაციებიც იქნება.

 

დაიწყონ ფუნქციონირება ამ რეგიონებმა და სადაც კანონი იკანონებს, ადამიანის, მოქალაქის უფლებებს ფასი ექნება, ეკონომიკური შესაძლებლობები აღმოცენდება და ღირსება თავმოყვარეობა არ დაითრგუნება, ის რეგიონი მოიპოვებს საზოგადოების სიმპათიას და გახდება მაგალითი დანარჩენებისთვის.

 

ეს არის მოტივაციის და ურთიერთ ბალანსის კარგი მოდელი.

 

ახლა არ არის არც მოტივაცია და არც ბალანსი, იმიტომ რომ ძალასთან რომელსაც უზურპირებული ჰყავს საქართველო, ისევ როგორც ძალასთან რომელიც უზურპატორების ჩანაცვლებას ცდილობს, საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს ასოცირებაც კი აღარ უნდა.

 

სამარცხვინოები ხართ!!!

 

ესენი არიან გამყიდველები რადგან ჰგონიათ, რომ ყველაფერი იყიდება და თან რაზე?! დაგებულ გზებზე, შადრევნებზე და მსგავს კოსმეტიკაზე.

 

ესენი კლავენ პოტენციალს ამ ხალხში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სკოლაში უნდა ასწავლონ ბავშვებს: რომ გაიზრდებით, ისწავლით, დაეუფლებით ამა თუ იმ პროფესიას კარგად და მერე დაიწყებთ მუშაობას, თქვენი წლიური შემოსავლიდან სახელმწიფოსაც უნდა გადაუხადოთ "საგადასახადო". ქრთამი არ აიღოთ. ფული არ გაათეთროთ. გიყვარდეთ თქვენი საქმე. ეს სიტყვები ყველა პატარას ბაღიდან უნდა ესმოდეს და ტვინში ქონდეს ჩაბეჭდილი. Edited by Helena222
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...