Jump to content
Planeta.Ge

6 ოქტომბერს 6 საათზე ჩვენ ფორუმზე!ონლაინ კონფერენცია ბექა მინდიაშვილთან


Recommended Posts

სუბართან დაიწყო და ეხლაც იქ მუშაობს

 

 

კარგი მაშინ და ესეთი რამ მაინტერესებს.

 

ერთი ორი სიტყვით დაახასიათ სუბარის პიროვნება, თუ თქვენი სურვილიც იქნება.ანუ მაინტერესებს როგორი ურთიერთობა ჰქონდა თავის ქვეშემდომებთან? :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 99
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

არიქა მოვიდნენ ხალხნო !

 

beka_mindiashvili

 

გამარჯობათ ბატონო ბექა !

მოხარული ვარ, რომ ესტუმრეთ ჩვენს ფორუმს !

 

მეც აქვე შემთხვევით ვისარგებლებ და კითხვას დაგისვამთ :

 

გვეშველება ოდესმე ? :)

 

წინასწარ გმადლობთ პასუხისთვის !

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გამარჯობათ>>>

 

როგორც ამბობდნენ, სუბარის პარლამენტისთვის წარდგენილ ანგარიშებში კონკორდატთან დაკავშირებით ჩანაწერები თქვენი ინიციატივები იყო... მართლა ასეა თუ არა...

 

და იზიარებთ თუ არა სუბარის ძველ ანგარიშებში არსებულ პოზიციებს, რომ საქართველოში რელიგიური და ეთნიკური უმცირესობები, იჩაგრებიან!!!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მინდა ვკითხო -რომელიმე რელიგიური მიდინარეობის უფლებები იზღუდება? რაღაც ვერ ვატყობ და იქნებ უფრო ზუსტად გვითხრას თავის დდროზე რატომ ხელმძღვანელობდა საპატრიარქოს წინააღმდეგ სტუდენტთა გამოსვლას? დღეს ამას გამართებულად თვლის?

მოგესალმებით! მადლობა შეკითხვებისთვის. საქართველოში ამ ეტაპზე რამდენიმე მიმართულებით ილახება რელიგიური გაერთიანებების უფლებები. სომხური სამოციქულო და კათოლიკე ეკლესიები, ასევ მუსლიმთ თემი ვერ ახერხებენ საკუთარი ისტორიული ქონების დაბრუნებას, მაშინ როცა კონსტიტუციური შეთანხმების მიხედვით საპატრიარქოს დაუბრუნეს და ახლაც უბრუნდება გასაბჭოების შემდეგ წართმეული ქონება, ანუ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს უთანასწორო მოპყრობასთან სახელმწიფოს მხრიდან, რასაც დისკრიმინაცია ეწოდება. სახელმწიფომ ანალოგიური პრინციპით უნდა იხელმძღვანელოს სხვა რელიგიურ გაერთიანებებთან მოპრობისას. რელიგიური გაერთიანებები ასევე ვერ ახერხებენ ახალი რელიგიური ნაგებობების მშენებლობის უფლების მოპოვებას (ხშირ შემთხვევაში), განსხვავებული მრწამსის ადამიანები ხდებიან თავდასხმის მსხვრპლნი, რასაც სამართალდამცველების მხრიდან არ მოყვება ადეკვატური რეაგირება, დისკრიმინაციული კლიმატია საჯარო სკოლებშიც და სხ. უფრო დეტალურად შეგიძლიათ გაეცნოთ ამ პრობლემებს სახ. დამცველის საპარლამენტო ანგარიშებში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

beka_mindiashvili

რელიგიური გაერთიანებები ასევე ვერ ახერხებენ ახალი რელიგიური ნაგებობების მშენებლობის უფლების მოპოვებას (ხშირ შემთხვევაში),

უარის თქმის მოტივი რა არის?!

 

დისკრიმინაციული კლიმატია საჯარო სკოლებშიც და სხ.

რას გულისხმობთ?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თავის დდროზე რატომ ხელმძღვანელობდა საპატრიარქოს წინააღმდეგ სტუდენტთა გამოსვლას? დღეს ამას გამართებულად თვლის?

 

სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში სწავლის დროს უამრავ პრობლემას წავაწყდით, მაგალითად წლების განმავლობაში ფაქტობრივად არ ისწავლებოდა ახალი აღთქმა, ეს იგივეა, რომ სამედიცინოზე არ ისწავლებოდეს ანატომია, გვაღელვებდა ასევე თავად ეკლესიაში არსებული პრობლემები, მაგალითად სასულიერო პირების განათლების უკიდურესად დაბალი დონე, პრობლემური ისიც იყო, რომ იმ დროს როცა ქვეყანა უკიდურეს სიღატაკესა და კორუფციაში იყო ჩაფლული წმინდა სინოდი სერიოზულად მსჯელობდა მოუნათლავად გარდაცვლილი ბავშვების საიქიო ხვედრზე და ა.შ. მიმაჩნია რომ დღეს საპატრიარქოსა და სასულიერო სასწავლებლებში კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაა და შესაბამისად ახლაც ანალოგიურად მოვიქცეოდი. თუმცა ამ მოკლე პასუხებში ზედმეტად რთულია მთელი იმ დრამატიზმის წარმოჩენა, რაც ჩვენს მოძრაობასა და, საპირისპიროდ, საპატრიარქოსა და მთელი პოლიტიკური სპექტრის ამ პროტესტზე რეაქციას ახლდა თან. რომ აღარ გავმეორდე: თავისუფლების ინსტიტუტიდან რა თქმა უნდა არ ვიმართებოდით, თუმცა ვხვდები რომ ამაში ვინმეს გადარწმუნება გამიჭირდება. თავად თავისუფლების ინსტიტუტის იმ დროინდელ საქმიანობას ერთმნიშვნელოვნად დადებითად ვაფასებ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიგაჩნია თუ არა, რომ კონკორდატი ყველა რელიგიასთან უნდა იყოს გაფორმებული და ეს კონსტიტუციურად უნდა იყოს გამართლებული, როგორც ეს მართლმადიდებლობის შემთხვევაშია და როგორც ამას სოზარ სუბარი ითხოვდა რამდენიმე წლის წინ საპარლამენტო ანგარიშში
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე მინდა გამოვთქვა ჩემი აზრი სკოლებში სამლოცველოების შესახებ.მაგალითისათვის მოვიYვან თბილისის N36 სკოლას,სადაც არის სამლოცველო ოთახი და ურჩ პატარა ბავშვებს აშინებენ ღმერთით...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბატონ ბექას ინტერნეტი ნელა უმუშავებს და ამიტომ აგვიანებს პასუხები ხოლმე
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

1. როგორ ფიქრობთ საპატრიარქოსთან გაფორმებული კონკორდატი ხომ არ არღვევს სხვა რელიგიების წარმომადგენელების უფლებებს??? ეგებ სხვა კონფესიებთან ანალოგიური ხომ არ გაფორმდეს ან გაუქმდეს???

2. პირადად მე ძალიან მაღელვებს ეს პრობლემა, პრობლემა შემდეგნაირია რატო ღებულობს ჩვენი ეკლესია ფულს ქურდებიდან და რატომ აკურთხებს ხოლმე მათი "სისხლიანი გზით" მოპოვებულ ეკლესიებს???

3. ახლახანს ატეხილ სკანდალზე ანუ ჰომოსექსუალისტებზე ეკლესიებში რას ფიქრობთ????

თავად კონკორდატი შეუძლებელია ლახავდეს ვინმეს უფლებას, ვინაიდან ის ორ სუბიექტს შორის გაფორმებული ხელშეკრულებაა, თუმცა ის ორივილეგიები რომლებიც ამ შეთახმებით საპატრიარქოსთვის არის გარანტირებული ქმნის დისკრიმინაციულ გარემოს, რაკი ანალოგიური შერავათებით სხვა რელიგიური გაერთიანებები არ სარგებლობენ, მაგალითად საპატრიარქო თავისუფალია გადასახადებისგან, სხვა დენომინაციები კი, არა.

საპატრიარქოს წარმომადგენლები, გასულ წლებში, მართლაც აქტიურად ,,მეგობრობდნენ,, კანონიერ ქურდებთან და კორუმპირებულ ჩინოვნიკებთან. არაერთი ეკლესია აშენებულა მათი უკანონოდ მოპოვებული თანხებით, რაც ეკლესიისა და სახარებისეული პრინციპების საპწინააღმდეგო ქმედებად შეიძლება შეფასდეს. შეუძლებელია მოპარული თანხებით ტაძრების მშენებლობის გამართლება, თუმცა ამ ფულით მატრო ტაძები არ შენდებოდა, არაერთი სასულიერო პირისთვის ეს მეგობრობა პირადი კეთილდღეობის უზრუნველყოფასთან იყო დაკავშირებული. ახლა ეს ტრადიცია ნაწილობრივ შეიცვალა და სასულიერო პირების ,,მეგობრები~ ძირითადად ბიზნესმენები გახდნენ.

ბოლო ბერიოდში ასეთი სკანდალის შესახებ არაფერი მსმენია, თუმცა 80–იან წლებში რამდენიმე ეპისკოპოსი და მღვდელი ამის გამო განიკვეთნენ და სსრკ–ს კანონების მიხედვით გასამართლდნენ კიდეც.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ციტატა(beka_mindiashvili @ 8th October 2009 - 06:24 PM)

რელიგიური გაერთიანებები ასევე ვერ ახერხებენ ახალი რელიგიური ნაგებობების მშენებლობის უფლების მოპოვებას (ხშირ შემთხვევაში),

 

უარის თქმის მოტივი რა არის?!

 

ციტატა(beka_mindiashvili @ 8th October 2009 - 06:24 PM)

დისკრიმინაციული კლიმატია საჯარო სკოლებშიც და სხ.

 

რას გულისხმობთ?!

გავმეორდები :rolleyes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მარტივად რომ ვთქვათ არაფერს არ აკეთებს რა

ცოტა კორექტულად...dire

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძალიან საინტერესოა თქვენისთანა ჭკვიანი ადამიანის მოწვევა აღნიშნულ თემაზე სასაუბროდ

1. შეიძლება ითქვას, რომ დღეს, საქართველოში რელიგიური ფუნდამენტალიზმი და ფანატიზმია გამეფებული?

2. რამ მიგვიყვანა ამ მდგომარეობამდე, სასულიერო პირების განათლების დონემ, თუ ,,მრევლის" შემგუებლურმა და მომთმენმა პოზიციამ?

3. სამწუხაროდ სემინარიაში მომხდარი ამბები კარგად ვერ გავიგე ტელევიზიით, როგორც ვიცი პროტესტში მონაწილე სტუდენტებს ეკლესიის მტრები უწოდეს, თუ შეიძლება მოკლედ: როგორ დაიწყო ეს ყველაფერი და დღეს ეს ადამიანები ისევ ეკლესიის წევრები არიან?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემი კითხვა -განიცდის ტუ არა საქარველო ეგრეთწოდებულ ირანიზაციას და არის თუ არა ბერკეტები( საგანმანატლებლო, პოლიტიკური) ამის წინააღმდეგ-ტუ ყველა კვაყოფილები არიან ამ პროცესით?

 

თეოკრატიის ელემენტები მართლაც შეინიშნება, საპატრიარქო ცდილობს ჩაებას პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ, საგანმანათლებლო, საერთაშორისო და მედია პროცესებში, იგი ასევე დიდ გავლენას ახდენს საზოგადოების განწყობებზე. მაგალითად ერთი წლის წინ პარლამენტის ვიცესპიკერმა განაცხადა რომ ჩვენ (აქ მთელ პოლიტიკურ სპექტრს გულისხმობდა) ყველანი პატრიარქის კურთხევას უნდა დავემორჩილოთო, ეს კლასიკურად ,,თეოკრატიული~ პოზიციაა, ასევე გადაცემა დიდ ათეულთან დაკავშირებით წამოწყებული დისკუსიისას საზ. მაუწყებლის ბორდის რამდენიმე წევრმა აღიარა რომ პატრიარქის ნება კანონზე წინ იდგა მათთვის, შემიძლია კიდევ მრავალი მაგალითი მოვიყვანო. ბერკეტებთან დაკავშირებით ჯერჯერობით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ სამოქალაქო სექტორის პროტესტმა ბოლო პერიოდში ,,გაამართლა~ მაგალითად შეჩერდა ბაგრატის აღდგენა და ასევე ,,დიდი ატეულიც განახლდა, თუმცა კომპრომისული ვარიანტით. მთლიანობაში შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ამ კუთხით საქართველოს ირანამდე ნაკლები მანძილი აშორებს, ვიდრე ევროპამდე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

beka_mindiashvili

გამარჯობათ ბატონო ბექა.. გავიმეორებ ჩემს შეკითხვებს..

1) საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია დღესდღეობით წარმოადგენს თუ არა ანტილიბერალურ, ანტიდასავლურ ორგანიზაციას?

2) რა ბადებს აგრესიას რელიგიურ უმცირესობების წარმომადგენლებზე? ეს ზიზღი იდეოლოგიისა და პროპაგანდის შედეგი ხომ არ არის რომელსაც უშვალოდ სასულიერო პირები აწარმოებენ?

3) ეთნონაციონალიზმი, ანუ ქართველობისა და მართლმადიდებლობის გაიგივების იდეოლოგია უკვე ისე არის გამჯდარი ბევრ ქართველში, რომ ამას ღიადაც აცხადებენ, რით შეიძლება დავუპირისპირდეთ მსგავს წარმოდგენებს?

4) თქვენი აზრით შეიძლება უახლოეს მომავალში, საპატრიარქო იქცეს რეალურ პოლიტიკურ ძალად, რომელიც ხელში ჩაიგდებს მთელ რიგ ძალაუფლების ბერკეტებს?

5) სეკულარიზმის მდგომარეობაე რას იტყვით, რამდენად ძლიერია დღეს საქართველოი სეკულარიზმი, იმ დროს როცა საპატრიარქოს დღითი-დღე უფრო და უფრო ძლიერდება, ფინანსურად, პოლიტიკურად თუ სხვა მხრივ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.

×
×
  • შექმენი...