Jump to content
Planeta.Ge

6 ოქტომბერს 6 საათზე ჩვენ ფორუმზე!ონლაინ კონფერენცია ბექა მინდიაშვილთან


Recommended Posts

მე მინდა გამოვთქვა ჩემი აზრი სკოლებში სამლოცველოების შესახებ.მაგალითისათვის მოვიYვან თბილისის N36 სკოლას,სადაც არის სამლოცველო ოთახი და ურჩ პატარა ბავშვებს აშინებენ ღმერთით...

 

იქნებ უფრო კონკრეტულად გეთქვათ..

როგორ თუ აშინებენ და რა მეთოდებით აშინებენ " ურჩ ბავშვებს " ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 99
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

სკოლებში უნდა იყოს თუ არა სამლოცველოები,სამარხო მენიუ და მუსიკის გაკვეთილზე ბავშვები გალობის დროს იჩოქებდნენ მუხლებზე და მუდმივად ენთოს სანთლები,მასწავლებლის მოთხოვნით.მე სკოლა ვიცი N36 სადაც ჩემი მეგობრის 15 წლის გოგონა დადის და ბავშვი აღშფოთებულია. Edited by agnus dei
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

agnus dei

სკოლებში უნდა იყოს ტუ არა სამლოცველოები,სამარხო მენიუ და მუსიკის გაკვეტლზე ბავშვები გალობის დროს იჩოკებდნენ მუხლებზე და მუდმივად ენთოს სანთლები,მასწავლებლის მოტხოვნით.მე ეს ერტი სკოლა ვიცი N36 სადაც ცჰემი მეგობრის 15 წლის გოგონა დადის და ბავშვი აღშფოტებულია.

მდაას, ეს თუ სიმართლეა და....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

agnus dei

 

ეგ სკოლა ოქროს უბანში არის ხომ ? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე როგორც ვიცი არსებობს კანონიც იძულებით არ შეიძლება თავს მოახვიონ სკოლაში ბავშვს მამაოზმი(ეს ჩემი ტერმინია).სკოლის გარეთ ვის სადაც უნდა იქ ილოცოს

 

მე ვაპირებ ვიზიტს N36 სკოლაში

 

კი ოქროს უბანშიაო ვკიტხე ჩემს მეგობარს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველოში რელიგიური შემწყნარებლობის პრობლემა არ არის . საქართველოში არის ცივილური შეუწყნარებლობის პრობლემა, რაც ყველაფერთან ერთად რელიგიაზეც აისახება და რაც გამოწვეული კანონის არაეფექტურობის და დაბალი თვითშეგნების მიზეზით.

 

შემწყნარებლობის განმარტება ეკლესია და კანონიდან, კარგად ასახავს ზემოთ აღნიშნულს.:

 

"ეს ცნება არ არის ერთგვაროვანი. შეუძლებელია, ერთი რწმენის მიმდევარი იწყნარებდეს სხვა სარწმუნოების არსს, დოგმატებს. შინაგანი არსობრივი შემწყნარებლობა წაშლიდა ზღვარს კონფესიათა შორის. არ შეიძლება ქრისტიანი იწყნარებდეს ისლამს, მუსლიმი - ქრისტიანს, იუდეველი - მუსლიმს და ა.შ. მაგრამ ადამიანი, რა რწმენის მიმდევარიც არ უნდა იყოს იგი, უნდა იწყნარებდეს სხვა ადამიანს მისი კონფესიითურთ, რომელსაც შეიძლება არ იზიარებდეს, უპირისპირდებოდეს, მეტიც, ძირშივე უარყოფდეს. თუ სხვა რწმენის შეუწყნარებლობა ადამიანის პირადი საქმეა, სხვა რწმენის ადამიანის შეწყნარება საზოგადოებრივი საქმეა. ამას მხარს უჭერს ქვეყნის კონსტიტუცია. თუ ადამიანს არ სურს გაიგოს ელემენტარული რამ - ანუ შეიწყნაროს (მოითმინოს) განსხვავებული რწმენის ადამიანი მისი რწმენის შეუწყნარებლად (ანუ არ აურიოს ერთმანეთში ეს ორი მომენტი), იგი დაარღვევს კონსტიტუციასაც და კანონსაც, რომელიც გამოქვეყნების დღიდანვე ფარატინა ქაღალდად გადაიქცევა."

 

რაც შეეხება ამა თუ იმ კონფესიაზე შეტევას, ასეთი აგრესიის მსხვერპლი ყველაზე გამოკვეთილად მართლმადიდებელი მრევლია. ამასთანავე, საყურადღებოა ფაქტი, რომ შეტევა ხორციელდება ეკლესიის შიგნიდან ისევე როგორც გარედან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია დღესდღეობით წარმოადგენს თუ არა ანტილიბერალურ, ანტიდასავლურ ორგანიზაციას?

2) რა ბადებს აგრესიას რელიგიურ უმცირესობების წარმომადგენლებზე? ეს ზიზღი იდეოლოგიისა და პროპაგანდის შედეგი ხომ არ არის რომელსაც უშვალოდ სასულიერო პირები აწარმოებენ?

3) ეთნონაციონალიზმი, ანუ ქართველობისა და მართლმადიდებლობის გაიგივების იდეოლოგია უკვე ისე არის გამჯდარი ბევრ ქართველში, რომ ამას ღიადაც აცხადებენ, რით შეიძლება დავუპირისპირდეთ მსგავს წარმოდგენებს?

4) თქვენი აზრით შეიძლება უახლოეს მომავალში, საპატრიარქო იქცეს რეალურ პოლიტიკურ ძალად, რომელიც ხელში ჩაიგდებს მთელ რიგ ძალაუფლების ბერკეტებს?

5) სეკულარიზმის მდგომარეობაე რას იტყვით, რამდენად ძლიერია დღეს საქართველოი სეკულარიზმი, იმ დროს როცა საპატრიარქოს დღითი-დღე უფრო და უფრო ძლიერდება, ფინანსურად, პოლიტიკურად თუ სხვა მხრივ?

1) რელიგიის თავისუფლების ლიბერალური პრინციპი დასავლური ცივილიზაციის ფუნდამენტია, საპატრიარქოს ეს პრინციპი მიუღებელია. ეს საკითხის უტრირებაა, მაგრამ ამაზე მოკლედ ვერ გიპასუხებთ. წარმოადგენს.

2) დიდწილად ეკლესიის შეუწყნარებელი პოზიციაა განმსაზღვრელი. ამასთანავე ამ პოზიციისადმი პოლიტიკური სპექტრისა და მედიის სერვილისტური მიმართება.

3) ქრისტეს მოძრვრება.

4) 26 მაისის შემდეგ ნაკლებად.

5) დამოუკიდებელ საქართველოში სეკულარიზაციის პროცესი არ დაწყებულა. პრეზიდენტმა ნატოს დელეგაცია თუ გახსოვთ სამების ტაძარში მიიღო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რელიგია გასაგებია.ბექა მაინტერესებს შენი ხედვა ქვეყნის პოლიტიკაზე.თუ არ დაგვიმალავ შენ შენ აზრს კარგია.

 

დემოკრატიის თვალსაზრისით, რუმითეთს ჩამოვრჩებით, აზერბაიჯანს ვუსწრებთ. პოლიტიკური პლურალიზმის გაძლერებისა და ინსტიტუციონალიზაციის მომხრე ვარ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

beka_mindiashvili

რელიგიის თავისუფლების ლიბერალური პრინციპი დასავლური ცივილიზაციის ფუნდამენტია, საპატრიარქოს ეს პრინციპი მიუღებელია.

საიდან ეგეთი დასკვნა?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რატომ მიგაჩნიათ რომ ეკლესია აუცილებლად თუ განთავისუფლდება რუსული გავლებიდან ავტომატურად ულტრალიტებარლების გავლენის ქვეშ უნდა მოექცეს???

 

ვფიქრობ, რომ ქრისტეს გავლენის ქვეშ უნდა მოექცეს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მგონი მალე მართლმადიდებელ მრევლის რეფერენდუმი გადაწყვეტს თუ როგორ ვიცხოვროთ,როდის რა ვქნათ......

 

ცოტა ხანში იქნება დეგრადირებული თაობა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

1.

დღეს რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, მისცემდით თუ არა სააკაშვილს ხმას.

2.

რას ფიქრობთ ტალიავინის დასკვნაზე?

 

მეტი არ მაინტერესებს არაფერი და რავიცი...

1. დღეს საპრეზიდენტო არჩევნები არ არის. დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალ არჩევნებში მიხეილ სააკაშვილი მონაწილეობას არ მიიღებს.

2. ტალიავინის დასკვნაზე საპასუხოდ კომპეტენტური არ ვარ.

 

ერთი ორი სიტყვით დაახასიათ სუბარის პიროვნება, თუ თქვენი სურვილიც იქნება.ანუ მაინტერესებს როგორი ურთიერთობა ჰქონდა თავის ქვეშემდომებთან?

სოზარი საუკეთესო პიროვნებაა. წარმატებულ პოლიტიკურ კარიერას ვუსურვებ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

beka_mindiashvili

 

მაინტერესებს რა რეალური ნაბიჯები იდგმევა სეკულარიზაციის მშენებლობისთვის საქართველოში და თქვენ და თქვენი ორგანიზაცია, რა აკეთებთ ამისთვის? თქვენს რომელიმე ქმედებას თუ მოყოლია რეალური შედეგი?

 

რამდენად შეიძლება ბრძოლის მეშვეობით უკან დაახევინო ამ სისტემას?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

beka_mindiashvili

სომხური სამოციქულო და კათოლიკე ეკლესიები, ასევე მუსლიმთ თემი ვერ ახერხებენ საკუთარი ისტორიული ქონების დაბრუნებას

რომელ ქონებაზე საუბრობთ, დაგვიკონკრეტეთ, თუ არ შეწუხდებით ბატონო ბექა,

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.

×
×
  • შექმენი...