Jump to content
Planeta.Ge

7 აგვისტოს 58-ე არმიას არ გადმოუკვეთია


Recommended Posts

09 აგვისტო 2008 / 17:26

 

საქართველოს პრეზიდენტის 9 აგვისტოს ბრძანებულება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობისა და სრული მობილიზაციის გამოცხადების შესახებ

 

 

ბოლო დღეების განმავლობაში ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე არსებული ვითარება უაღრესად გამწვავდა. ადგილი აქვს სეპარატისტების მხრიდან ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების მასობრივ დარღვევას, მშვიდობიან მოსახლეობაზე შეიარაღებული თავდასხმისა და ძალადობის ფაქტებს. ამ ქმედებების შედეგად არის მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში და მშვიდობისმყოფელებში. ათეულობით ადამიანი დაჭრილია. განადგურებულია მშვიდობიანი მოსახლეობის საკუთრება.

 

მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა _ ცალმხრივად შეეწყვიტა ცეცხლი და შეთავაზებული წინადადებისა _ გამართულიყო სამშვიდობო მოლაპარაკებები, სეპარატისტების მიერ 7-8 აგვისტოს განხორციელდა მასირებული შეტევა მშვიდობიანი მოსახლეობის მისამართით. საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოყენებულ იქნა აუცილებელი და ადეკვატური ზომები შეიარაღებული თავდასხმის აღსაკვეთად.

 

სეპარატისტების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ქმედებები აქტიურად იქნა მხარდაჭერილი რუსეთის ფედერაციის მიერ. კერძოდ, 8 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის მხრიდან როკის გვირაბის გავლით საქართველოში შემოვიდა ასეულობით სამხედრო პირი და სამხედრო ტექნიკა.

 

8 აგვისტოს, დღის განმავლობაში, რუსეთის ფედერაციის სამხედრო საფრენმა აპარატებმა არაერთგზის დაარღვიეს საქართელოს საჰაერო სივრცე და განახორციელეს ქარელის, გორის და მათი მიმდებარე სოფლების, ასევე ცხინვალის რეგიონის სოფლების, ვაზიანის სამხედრო ბაზისა და მარნეულის სამხედრო აეროდრომის დაბომბვა, რასაც მოჰყვა მსხვერპლი მშვიდობიანი მოსახლეობაში და დაზიანდა შენობა-ნაგებობები. მოგვიანებით ასევე დაიბომბა სენაკის აეროპორტი, სამხედრო ბაზა და რკინიგზის სადგური, ასევე ფოთის პორტი, გემსაშენი ქარხანა და სარკინიგზო კვანძი. 9 აგვისტოს დაიბომბა კოპიტნარის აეროპორტი, ქ. გორის რკინიგზის სადგური და საცხოვრებელი სახლები, რასაც მოყვა მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. უკანასკნელ საათებში რუსეთმა აგრესიული ქმედებების განხორციელება დაიწყო აფხაზეთის მიმართულებითაც. აღნიშნული ტერიტორიების უმრავლესობა განლაგებულია ცხინვალის რეგიონიდან 200-300 კილომეტრის დაშორებით. შესაბამისად რუსეთის მხრიდან განხორციელებული აგრესიული ქმედებები მნიშვნელოვნად გასცდა კონფლიქტის ტერიტორიას და მოიცვა პრაქტიკულად მთელი საქართველო.

 

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, სახეზეა რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის ფაქტი, რომელიც ატარებს როგორც ირიბ, ასევე პირდაპირ ხასიათს.

 

ირიბი თავდასხმა გამოიხატა სეპარატისტული ძალების სრულ მხარდაჭერაში, მათი სამხედრო აღჭურვილობითა და ტყვია-წამლით მომარაგებაში, რუსეთის ფედერაციის ოფიციალური პირების მიერ თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მაღალი თანამდებობების დაკავებაში (თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, უშიშროების საბჭოს მდივანი, პრემიერ-მინისტრი). პირდაპირი სამხედრო თავდასხმა რუსეთის ფედერაციის მხრიდან გამოიხატა აქტიური, ინტენსიური და განგრძობადი საბრძოლო მოქმედებების წარმოებით, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიის საჰაერო სივრცის არაერთგზის დარღვევით და მასირებული დაბომბვით. ასევე გამოყენებულ იქნა შავი ზღვის საზღვაო სამხედრო ძალები და სამხედრო სახმელეთო შენაერთები. ეს ქმედებები, თავისი ხასიათითა და მასშტაბით, სრულად შეესაბამება საერთაშორისო სამართლით აღიარებული ”შეიარაღებული თავდასხმის” დეფინიციას და სწორედ ამგვარად უნდა იქნეს კვალიფიცირებული.

 

აღნიშნულ ვითარებაში, არსებული საფრთხის საპასუხოდ, ერთადერთ ადეკვატურ და, შესაბამისად, აუცილებელ ზომას წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 98-ე მუხლით, გაეროს წესდების 51-ე მუხლით და საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლით განმტკიცებული თავდაცვის უფლების გამოყენება.

 

ამდენად, არსებობს ძალის გამოყენების აუცილებლობა, რომელიც იქნება საქართველოს მიმართ განხორციელებული თავდასხმის პროპორციული და მიმართული იქნება შეიარაღებული თავდასხმის შეჩერებისაკენ და სიტუაციის ესკალაციის თავიდან აცილებისაკენ.

 

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რეგიონში დესტაბილიზაციის, მშვიდობიან მოსახლეობაზე შეიარაღებული თავდასხმისა და ძალადობის ფაქტების აღკვეთის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტის, 98-ე მუხლის და მე-100 მუხლის პირველი პუნქტის, ”საომარი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონისა და ”მობილიზაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის ”ა” ქვეპუნქტის შესაბამისად:

 

1. გამოცხადდეს საომარი მდგომარეობა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

 

2. საომარი მდგომარეობის მოქმედების ვადა განისაზღვროს 15 დღით.

 

3. საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებით გამოცხადდეს სრული მობილიზაცია და შეიარაღებული თავდასხმის აღსაკვეთად გამოყენებულ იქნეს საქართველოს სამხედრო ძალები.

 

4. ბრძანებულება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, ხოლო შემდგომ (ერთი დღის განმავლობაში) ყოველ 2 საათში ერთხელ გადაიცეს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეშვეობით.

 

5. ბრძანებულება 48 საათში წარედგინოს საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად.

 

6. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ეკა ტყეშელაშვილი) საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, სხვა შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს.

 

7. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე და დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში.

 

მიხეილ სააკაშვილი

 

საქართველოს პრეზიდენტის

ადმინისტრაციის პრესსამსახური

http://www.president.gov.ge/?l=G&m=0&a...220&id=2697

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 48
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

lasalexx

 

 

თუ ეს ბრძანება სიმართლეა,იდიოტები არიან. :)

 

 

ლინკი ეხლა დავინახე და ვაი ჩვენს პატრონს?

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

დაგაბრალეს უკვე ერის მოღალატეობა თუ ჯერ არა?!

დავით ბაქრაძემ მოაწერა ხელი ამ ბრძანებულების დამტკიცებას. ამიტომ ჯერ ეგ დასაჯონ მოღალატეობისთვის, და მერე მე :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasalexx

დავით ბაქრაძემ მოაწერა ხელი ამ ბრძანებულების დამტკიცებას. ამიტომ ჯერ ეგ დასაჯონ მოღალატეობისთვის, და მერე მე

და მერე ტალიავინის დასკვნისა უკვირთ...

 

პ.ს. ისე შეტევა ჩვენ რომ დავიწყეთ მე მგონი ყველამ იცის არა?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

დაიცათ, და ეს ხომ წაიკიტხეს ტელევიზიით - არ გახსოვთ?

კი მაგრამ მაშინ რუსების 7-ში შემოსვლის თემა არ იყო აქტუალური და ამიტომ არ მიუქცევია არავის ამისთვის ყურადღება.

 

დაჟე ერთ ერთ ფორუმზე 8 აგვისტოს თემები ვიპოვე, აი BBC რომ გადმოსცემდა რუსული ტანკების შემოსვლას როკის გვირაბით პირდაპირ ეთერში, ფორუმელი პატრიოტები ამტკიცებდნენ, რომ ეს ძველი კადრებია, და ვინც მათი ნამდვილობა დაიჯერა, პროვოკატორობისთვის და პანიკის გავრცელებისთვის ბანი დაადეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

როგორ ვიცით "იმაზე" ბრიტვის გამოსმა.

თან ქვეშიდან. :)

 

დაჟე ერთ ერთ ფორუმზე 8 აგვისტოს თემები ვიპოვე, აი BBC რომ გადმოსცემდა რუსული ტანკების შემოსვლას როკის გვირაბით პირდაპირ ეთერში, ფორუმელი პატრიოტები ამტკიცებდნენ, რომ ეს ძველი კადრებია, და ვინც მათი ნამდვილობა დაიჯერა, პროვოკატორობისთვის და პანიკის გავრცელებისთვის ბანი დაადეს.

lasalexx, ალბათ არ ეჯერებოდათ რომ რუსები შემოვიდოდნენ არა?

მახსოვს ყველას სრუტუნას გენიალური გათვლა და ჩაწყობილი კარტი ეგონა.

 

დარწმუნებული ვარ, ახლაც, რომ უთხრა რუსები 8 აგვისტოს შემოვიდნენო, პროვოკატორობისთვის და მოღალატეობისათვის მაინც ბანს დაგადებენ და იმის მტკიცებას დაგიწყებენ, არა 4-ში დაიწყეს შემოსვლაო.

Edited by Lo Janko
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasalexx

ანუ ამ ბრძანებულებით რა გამოდის?!

 

რა იცვლება? მთლად კარგად ვერ ჩავწვდი....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

რა იცვლება? მთლად კარგად ვერ ჩავწვდი....

რა და პუტინი გამოდის კაი კაცი და მიშა ცუდი :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

რა და პუტინი გამოდის კაი კაცი და მიშა ცუდი

ეგ არის ხოლმე მთავარი შეცდომა ჩემი აზრით...

 

პუტინი რა ნაგავიცაა კი ვიცით, მარა ეს მიშას კაი ან ცუდ კაცობას რამენაირად ამტკიცებს?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

ანუ ამ ბრძანებულებით რა გამოდის?!

 

რა იცვლება? მთლად კარგად ვერ ჩავწვდი....

მოკლედ 7-ში თუ არ გადმოუკვეთიათ რუსეთ-საქართველოს საზღვარი, მაშინ რატომ წამოიწყო სააკაშვილმა 7 აგვისტოს ოპერაცია?

 

თუ გადმოსულები იყვნენ, რატომ დაუმალა ეს პარლამენტს, და მათი შემოსვლის თარიღად რატომ დაასახელა 8 აგვისტო?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამ მიშამ რომ მსოფლიო შეაწუხა ჩემი დემოკრატიას ებრძვისო რუსეთი გასცეს ეხლა პასუხი.

ამ კაცს ოდნავ ნამუსი რომ ჰქონდეს ეხლა გადადგებოდა, რაც საქართველოს საგარეო პოლიტიკას ოდნავ მაინც გამოასწორებდა.

ეხლა ზის ამ ტრაწიანი ბავშვივით ჩაჯმულში და იკრიჭება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა და პუტინი გამოდის კაი კაცი და მიშა ცუდი

პუტინის დედაც და ზეიდან მიშას კიდო. რუსეთი გამოდის თემის ავტორის აზრით მართალი და საქართველო მტყუანი და ეს დიდად გასახარი ამბავი ყოფილა

 

სულ ქინძზე მკიდია ვინ როდის და სად გადმოლახა საზღვარი, ჩემთვის ნათელია, რომ რუსმა ღორებმა დაიწყეს ომი და ბასტა!

თავად ქალბატონმა ტალიავინიმ, გაზეთ “ნიუ იორკ ტაიმსში” დასკვნის პრეზენტაციის დროს, სიტყვასიტყვით ბრძანა, რომ დიდი ქვეყნის მიერ პატარის დაშინება, მუქარა და ძალის გამოყენება, რასაც 2008 წლის ომში ჰქონდა ადგილი, სამხედრო დანაშაულია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...