lilianna Posted April 25, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted April 25, 2008 როგორც ალბათ ბევრმა თქვენგანმა უკვე იცის სხვადასხვა სიუჟეტებიდან, 2008 წლის იანვრიდან ეს სოფელი როგორც იქნა დაუკავშირდა ქალაქს, ერთადერთი საშუალებით, სატელიტური ინტერნეტით (მგონი ასე ქვია). სამწუხაროდ, აქამდე ვერცერთმა მობილურმა კომპანიამ ვერ უზრუნველყო რამდენიმე ანძის დადგმა პირიქითა ხევსურეთში, რომ 7 თვით მოწყვეტილი ამ ულამაზეს მხარეს კავშირის რაიმე საშუალება მაინც ჰქონდეს დანარჩენ სამყაროსთან. ამ მხარის ტურისტულ პერსპექტივას კი ეს უკომუნიკაციობა როგორ უწყობს ხელს, თავისთავად ცხადია. ამჟამად, სამწუხაროდ, ის 3 თვიანი დაფინანსებაც იწურება, რისი წყალობითაც შატილი ინტერნეტსამყაროს ერთადერთი კომპიუტერით დააკავშირეს. ეს არცთუ ისე იაფი სერვისია, 155 ევრო თვეში, რაც, რასაკვირველია შატილელთა ჯიბეს აღემატება. ამიტომ, ამჟამად, ამ სამადლო პროექტის ორგნიზატორები ისევ სპონსორის ძიებაში არიან. ეს უბრალოდ ერთი კომპიუტერის ინტერნეტში ჩართვა არ არის. ეს საქართველოს ულამაზესი მხარის - პირიქითა ხევსურეთის შენარჩუნების და განვითარებისკენ გადადგმული ერთერთი პირველი ნაბიჯია და და ამ საქმეში ნებისმიერი კომპანიის წვლილი ბევრად მეტი იქნება ისტორიაში, ვიდრე გადახდილი 155 ევრო!!! იმედი გვაქვს დახმარებას გადაწყვეტთ, საბანკო ანგარიშებს აქვე მივაწერ: საბანკო კოდი (მფო) – 220101850 მიმღების დასახელება – "ფხოვი" (ფშავ-ხევსურეთის აღორძინების საქველმოქმედო ფონდი) ანგარიშსწორების ანგარიში – 70836080100003 / GEL პ.ს. მოდერატორს ვთხოვ შესაბამის ადგილას გადაიტანოს თემა, თუკი რაიმე არასწორად გავაკეთე. გმადლობთ ყურადღებისათვის დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ფონდის დირექტორს 899 914655 პაატა ვარდანაშვილი ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts