newstudio Posted October 2, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 2, 2009 რუსეთს საერთაშორისო კომისიის დასკვნა არ მოსწონს01.10.09 17:12 მოსკოვი ტალიავინის კომისიის დასკვნის გარკვეული პუნქტებით უკმაყოფილოა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიცილურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დოკუმენტში ორაზროვანი შეფასებებია გაკეთებული. ამის მაგალითად უწყებას მოხსენების ის მონაკვეთი მოჰყავს, სადაც რუსეთის მიერ გამოყენებულ არაპროპორციულ ძალაზეა საუბარი. სამინისტროს მიერ მომზადებულ შეფასებაში საერთოდ არ არის ნახსენები ის ფაქტი, რომ ევროკავშირის კომისიამ რუსეთი ამ ომისთვის მზადებასა და საქართველოს პროვოცირებაში დაადანაშაულა და მოხსენების ძირითად დასკვნად იმ ფაქტს ასახელებს, რომ პირველი გასროლა კომისიამ საქართველოს მხრიდან დააფიქსირა. პარალელურად, სამინისტრომ ევროკავშირი სეპარატისტული რეგიონების აღიარებასთან დაკავშირებით პოლიტიზებულ მიდგომაში დაადანაშაულა. რაც მოვლენების ობიექტურ შეფასებაზე ნეგატიურ გვალენას ახდენს, - აღნიშნულია განცხადებაში. http://rustavi2.com/news/news_textg.php?id...p;ct=0&wth= ეხლა შეადარეთ ამას: Пресс-секретарь президента России Наталья Тимакова поприветствовала доклад комиссии ЕС о войне в Южной Осетии и, в частности, содержащийся в нем вывод о том, что войну начала Грузия, сообщает агентство РИА Новости. Тимакова, впрочем, заметила, что Дмитрий Медведев пока с 900-страничным докладом не ознакомился и дальнейшие комментарии будут даны позднее. О том, что авторы доклада возлагают вину за начало войны на Грузию, ранее, 30 сентября, заявил представитель России в ЕС Владимир Чижов. Глава делегации России в ПАСЕ Константин Косачев со своей стороны подчеркнул, что в документе "впервые исчерпывающим образом была установлена первопричина конфликта". Действия Грузии, по словам Косачева, авторы доклада оценили как действия "агрессора", а действия России - как "абсолютно легитимные". http://lenta.ru/news/2009/09/30/greet/ პ.ს. ასეთ ტყუილებს მოკლე ფეხები რომ აქვს და კონტრპროდუქტიული რომაა, არ იციან იქ ზევით?! კაი პიარშიკი არ სჭირდებათ ნეტავ?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted October 2, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 2, 2009 მერწუმნე რომ საქ. მოსახლეობის დიდ უმრავლესობას სჯერა ეს ყველაფერი ასე რომ, მე პირადად მიშას პიარშჩიკებს ვერაფერს დავუწუნებ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted October 2, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 2, 2009 Siknadmo მერწუმნე რომ საქ. მოსახლეობის დიდ უმრავლესობას სჯერა ეს ყველაფერიგაფიცებვ სად ცხოვრობ?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted October 2, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 2, 2009 Siknadmo გაფიცებვ სად ცხოვრობ?!თბილისში ვცხოვრობ, ტალიავინის დასკვნასთან დაკავშირებით ერორის მიერ მიწოდებული ინფორმაცია მოსახლეობის დიდ ნაწილს სჯერა,რეაქცია ასეთია, რუსეთის დედაც, პირველ რიგში და მერე, აბა რა ექნა მიშას Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted October 2, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 2, 2009 Siknadmo რეაქცია ასეთია, რუსეთის დედაც, პირველ რიგშიგაგიტყდა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted October 2, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 2, 2009 Siknadmo რუსეთის დედაც, პირველ რიგშიეგ ცხადია და მერე, აბა რა ექნა მიშასმდაას...იმენა ცოტა ხალხს არ ვიცნობ მერწმუნე..და ამ დასკვნის შემდეგ ეგ არ გამიგია.... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted October 2, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 2, 2009 აბა რა ექნა მიშას რა რა და აი ეს არსადა არ გამიგია... ) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
maliari Posted October 2, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 2, 2009 მერწუმნე რომ საქ. მოსახლეობის დიდ უმრავლესობას სჯერა ეს ყველაფერიკი როგორც შარშან ჩატარებულმა გამოკიტხვამ აჩვენა 70% დარწმუნებული იყო რომ ომი მოვიგეთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted October 2, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 2, 2009 maliari კი როგორც შარშან ჩატარებულმა გამოკიტხვამ აჩვენა 70% დარწმუნებული იყო რომ ომი მოვიგეთასე მგონია რო ან მე არ ვცხოვრობ საქართველოშI, ან თქვენ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DATA TUTASXIA Posted October 2, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 2, 2009 Saturn "როგორ უნდა მოიქცე, როდესაც შენი მოკავშირე აგრესორია?" - ამ სათაურით აქვეყნებს ამერიკელი ანალიტიკოსი დაგ ბენდოუ სტატიას "CATO Institut~-ის ვებგვერდზე.ბენდოუს აზრით, მას შემდეგ, რაც გასული წლის რუსულ-ქართულ ომზე ევროკავშირის დასკვნა გამოქვეყნდა, სწორედ ეს კითხვა უნდა დაუსვას საკუთარ თავს ვაშინგტონმა.~ევროკავშირმა დაადასტურა, რაც დამოუკიდებელი ექსპერტებისთვის დიდი ხანია, აშკარა იყო: კონფლქიტი ამერიკის მოკავშირემ, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო. ეს ნიშნავს, რომ სააკაშვილის მხარდაჭერით, ბუშის ადმინისტრაცია აგრესორს უჭერდა მხარს~, - წერს ბენდოუ სტატიაში, რომლის ქართულ ვერსიასაც პორტალი ~ფორინპრესი~ აქვეყნებს.ავტორის აზრით, რუსეთიც კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა - მოსკოვმა სააკაშვილის უპასუხისმგებლო აგრესიულობა თავის სასარგებლოდ გამოიყენა და დესტრუქციულად იძია შური, მაგრამ მთავარ საკითხში ევროკავშირმა თბილისი დაადანაშაულა.~შესაძლოა, საქართველოს მთავრობისადმი ვაშინგტონის მხარდაჭერამ წააქეზა სააკაშვილი და სამხრეთ ოსეთის ძალით დამორჩილება ამიტომაც სცადა. სხვას რომ თავი დავანებოთ, ალბათ უფრო დიდ რისკზე წახვალ, თუ გჯერა, რომ ზურგს აშშ გიმაგრებს. თუ მიხეილ სააკაშვილმა მოსკოვის წინააღმდეგ აშშ-ს სამხედრო მხარდაჭერის მოლოდინით ომის დაწყება მაშინ მოინდომა, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო ნატო-ს წევრი, წარმოიდგინეთ, რას უზამდა თავის ქვეყანას, ნატო-ში რომ მიეღოთ~, - ნათქვმია სტატიაში. აქვე დაგ ბენდოუ აღნიშნავს, რომ მსოფლიო ცივ ომს გადაურჩა ისე, რომ მთავარ ბირთვულ ქვეყნებს შორის კონფლქტი არ მომხდარა.~ავტორიტარი ნაციონალის მიერ დაწყებული ომის გამო და ამერიკის ინტერესების საპირისპიროდ ბირთვულ კონფრონტაციაში შესვლა ზღვარს გადასული იქნებოდა. საქართველო იმის ილუსტრაციას წარმოადგენს, თუ როგორ შეიძლება იქცეს გაუფრთხილებლად შერჩეული მოკავშირე და იოლად დარიგებული უსაფრთხოების გარანტიები დაუცველობის რეცეპტად და პოტენციურ კატასტროფად. ამერიკელებს ქართველი ხალხის თანაგრძნობა მართებთ, ხალხის, რომელსაც ცუდად ემსახურება თავისივე მთავრობა და სასტიკად ეპყრობა რუსეთიც. მაგრამ, თბილისის გამო ომის რისკზე წასვლას არავითარი აზრი არა აქვს. ნატო-ს გაფართოების ნაცვლად ვაშინგტონმა უნდა დაიწყოს პროცესი, რომელიც ევროპის უსაფრთხოებას ევროპასვე გადასცემს~, - წერს დაგ ბენდოუ. ევროპაში და ამერიკაში დაახლოებით ასე გაიგეს ტალიავინის კომისიის დასკვნა. საქართველოს ხელისუფლებაში კი პირიქით. რატომ? ის კი არადა მიშამ განაცხადა ეს დასკვნა ქართული დიპლომატიის გამარჯვებააო. ვის დავუჯეროთ ბატონო სატურნ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DATA TUTASXIA Posted October 2, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 2, 2009 image ჰაიდი ტალიავინის მისიის დაკვნას დღეს ფრანგული გაზეთები ეხმაურებიან.~რუსულ-ქართული კონფლიქტის დაწყებაში დადანაშაულებული საქართველო~ - ამ სათაურით აქვეყნებს წერილს გავლენიანი ფრანგული გამოცემა “Le Figaro”.სტატიაში, რომლის ქართულ ვერსიასაც პორტალი ~ფორინპრესი~ აქვეყნებს, ნათვქამია, რომ საგამოძიებო კომისისამ 7-8 აგვისტოს ოსეთში კონფლიქტის გაჩაღების მომენტში რეგიონში რუსეთის შეიარაღებული ძალების შეჭრის დამადასტურებელი ფაქტები ვერ მოიძია. “კომისიის აზრით, იმ ღამით ცხინვალის მიმართულებით მძიმე საარტილერიო ცეცხლის გახსნით, ომი საქართველომ დაიწყო, - გადაჭრით აცხადებს შვეიცარელი დიპლომატი ჰეიდი ტალიავინი. “ამ მოხსენებაში ერთ ისეთ ადგილსაც ვერ იპოვით სადაც წერია, რომ ომი საქართველო დაიწყო”, საქართველოს რეინტეგრაციის მინისტრის თემურ იაკობაშვილის პირით, თბილისი ბრალდებას უარყოფს~, - ნათქვამია წერილში. აქვე აღნიშნულია, რომ დასკვნა პასუხისმგებლობისგან არც მოსკოვს ათავისუფლებს.~მიუხედავად ამისა, მოხსენება თბილისისთვის უფრო მძიმეა, ვიდრე მოსკოვისთვის, რადგან გასული წლის განმავლობაში საქართველო თავს რუსეთის მსხვერპლად წარმოადგენდა. ფაქტის ამგვარი კონსტატაცია ქვეყნის შიგნით მიხეილ სააკაშვილის პოზიციას შეასუსტებს, რადგან მას იქ ისედაც ედავებიან და გაართულებს მოსკოვს და თბილისს შორის ჟენევაში მიმდინარე ისედაც რთულ მოლაპარაკებებს~, - წერს ~Le Figaro~.მეორე ფრანგული გაზეთის “Liberation”-ს სტატიაში კი ნათქვამია, რომ ომის გაჩაღებაში რუსეთისთვის მისი წილი პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, მოხსენება ცხადყოფს, რომ სამხრეთ ოსეთზე შეტევის ინიციატორი საქართველო იყო.~პასუხისმგებლობის თანაბრად განაწილების მიუხედავად, მოხსენება მიხეილ სააკაშვილს უფრო ამხელს, ვიდრე ვლადიმერ პუტინს. “ეს ყველაფერი სააკაშვილმა დაიწყო, რადგან ამერიკელების დახმარების იმედი ჰქონდა, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ასეთია ამ ამბის ისტორია”, განაცხადა ოთხშაბათს, ბრიუსელში მოხსენების კომენტირებისას ჟურნალისტებთან, ევროპის საქმეთა საფრანგეთის სახელმწიფო მდივანმა, პიერ ლელუშმა~, - ნათქვამია სტატიაში. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted October 2, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 2, 2009 DATA TUTASXIA ევროპაში და ამერიკაში დაახლოებით ასე გაიგეს ტალიავინის კომისიის დასკვნამასე გაიგო დაგ ბენდოუმ. როცა ეს ჟივილ-ხივილი ჩაწყნარდება, მერე გამოჩნდება ვინ როგორ გაიგო იმის მიხედვით თუ როგორი იქნება აშშ-ს და ევროპის ქვეყნების პოლიტიკა საქართველოს მიმართ. ეს ნიშნავს, რომ სააკაშვილის მხარდაჭერით, ბუშის ადმინისტრაცია აგრესორს უჭერდა მხარსიდო აქ აგრესიის განმარტება. რადგან მაინც გაუგებარი რჩება ზოგი იუზერისათვის, დავაკოპირებ:1974 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის მიღებული რეზოლუციის მიხედვით აგრესიად ჩაითვლება სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების გამოყენება სხვა სახელმწიფოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული ხელშეუხებლობის, ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, ან გაეროს წესდებით დაუშვებელი სხვა რაიმე სახით. აგრესიულ აქტად ითვლება: 1. ერთი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების შეჭრა ან თავდასხმა სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე; ნებისმიერი სამხედრო ოპერაცია, თუნდაც დროებითი, რომელიც ასეთი თავდასხმის შედეგია; სხვა სახელმწიფოს ტერიტორიის ან მისი ნაწილის ანექსია ძალის გამოყენებით 2. ერთი სახელმწიფოს მიერ სხვა სახელმწიფოს ტერიტორიის დაბომბვა ან ამ მიზნით იარაღის გამოყენება 3. ერთი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების მიერ სხვა სახელმწიფოს ნავსადგურების ან ნაპირების ბლოკადა 4. ერთი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების თავდასხმა სხვა სახელმწიფოს სახმელეთო, საზღვაო ან საჰაერო ძალებზე 5. ერთი სახელმწიფოს მიერ ან მისი სახელით სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეიარაღებული ბანდების, ჯგუფების, რეგულარული ან დაქირავებული ძალების შეგზავნა, რასაც იმდენად სერიოზული სახე აქვს, რომ ისინი აგრესიის სხვა სახეობად შეიძლება ჩაითვალოს არცერთი პუნქტი, რომელიც აღწერილია ამ დოკუმენტში არ მიესადაგება საქართველოს ქმედებას და ყველა ქმედება, ნებისმიერი ამ 5 პუნქტიდან განახორციელა რუსეთმა. ასე რომ რუსეთის მიერ აგრესიის განხორციელების ფაქტი დღეს არანაირ ეჭვს არ იწვევს. ჟურნალისტური ტვინნაჟური შეიძლება კარგი რამეა გულის მოსაოხებლად, მაგრამ რეალ პოლიტიკისაგან ხშირად ძალიან შორს დგას. მიშამ განაცხადა ეს დასკვნა ქართული დიპლომატიის გამარჯვებააოარ მომისმენია. თუ თქვა, ცდება ჩემი აზრით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted October 2, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 2, 2009 ამ დასკვნას სერიოზული შესწავლა ჭირდება. არაა იქ ყველაფერი ცალსახა.სამწუხაროდ ჩემი ინგლისური მანდამაინც ვერ ქაჩავს, მაგრამ რაღაც დასკვნები გამოვიტანე. 1.ჩვენ გვადანაშაულებენ იმაში რომ გამოვიყენეთ ძალა რომელიც დაიწყო ცხინვალისთვის ცეცხლის დაშენით და ეს იყო საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევა.პუნქტი #20.ამავე დროს უარყოფილია ქართული მხარის მტკიცება რომ იყო რუსული ჯარის შემოტევა მანამდე და არაა დადასტურებული მათი ფართომასშტაბიანი ყოფნა რეგიონში.2.რუსეთის ქმედება ორ ნაწილადაა გაყოფილი: მათი პირველადი ქმედება თვითონ რეგიონის შიგნით და მეორე უკვე რეგიონის გარეთ. პირველი რაღაც შენიშვნებით ლეგალურად არის მიჩნეული, ხოლო მეორე კი საერთაშორისო სამართლის დარღვევად.3.უარყოფილია რუსების მტკიცება ოსების გენოციდზე.4. რუსეთი დადანაშაულებული თანაპასუხისმგებლობაში ყელა იმ დანაშაულში რაც მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ მოხდა ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ პრინციპში როგორც რუსული ისე ქართული ოფიციალური მხარის და აგრეთვე მასმედიის მიერ გაკეთებული განცხადებები მხოლოდ პროპაგანდაა და მიმართულია საკუთარი მოსახლეობის გასაბითურებლად. მე ამ ფორუმზე მრავალჯერ დავწერე, რომ მოსალოდნელ დასკვნაში ბევრი მოხვდება რუსეთს და ჩვენც სერიოზულად შემოგვილაწუნებენ. ესეც მოხდა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
maliari Posted October 2, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 2, 2009 newstudio ასე მგონია რო ან მე არ ვცხოვრობ საქართველოშI, ან თქვენმე კი არ ვამბობ ომი მოვიგეტთო ( ჩემი კვლევებში მონაწილე უფროსი მეგობრისგან ვიცი-გაოგნებული მოვიდა)-არამედ იმას ვუსვავ ხაზს თუ რა ძლიერი შიდა მოხმარების პროპაგანდისტული მანქანა მუშაობს , ვუდუს სტილში ზომპირების სტადიაზეა გასული უკვე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted October 2, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 2, 2009 (edited) newstudio მე კი არ ვამბობ ომი მოვიგეტთო ( ჩემი კვლევებში მონაწილე უფროსი მეგობრისგან ვიცი-გაოგნებული მოვიდა)-არამედ იმას ვუსვავ ხაზს თუ რა ძლიერი შიდა მოხმარების პროპაგანდისტული მანქანა მუშაობს , ვუდუს სტილში ზომპირების სტადიაზეა გასული უკვეუკაცრავად პირდაპირობისთვის და მძღნ. მხოლოდ მძღ.. მოყვარული თუ შეჭამს,საბერძნეთიდან ერთი ნაცნობი ჩამომივიდა და დაიწყო მიშმაკაკობა : ვეუბნები, ცოტათი, მერე ჩავიქნიე ხელი და ხო მეთქი ხო : მთხოვა, ამიხსენი რა ხდება თქო, შევეცადე და რომ დაიწყო ბაზარი თAვი ფორუმ ჯვის მიშმაკაკეთში მეგონა :ravic:: ეხლა რაშია საქმე, მაგარი ბანძი როჟაა, მართლა, რა ვუყო, აზრზე შენით მოხვალ მეთქი და ვერ მოვა, ვერასდროს,ჰქონდა სხვა ინფორმაციების მიღების შესაძლებლობა მაგრამ კურიერს იყო მიწეპებული, რატომ? იმიტომ რომ მძ... მძ...ს იზიდავს :ravic: შესაბამისად კურიერი საქ. ნაყოფიერად იმუშავებს, ისე კი, როგორც მე ვიცი, რუსთავი 2 ის თანამშრომლებს რაცხა პრობლემები ჰქონიათ ხელფასთანდა ვუთანაგრძნობ :ravic::+ კიდევ ერთხელ გამოიყენებ ისეთ ტერმინოლოგიას როგორიცაა ფორუმ ჯვი ან მსგავსს და მიიღებ გაფრთხილებას... ოღონდ არა სიტყვიერს ! Edited October 2, 2009 by J&B Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.