Jump to content
Planeta.Ge

ეს განცხადებები მხოლოდ შინაური მოხმარებისთვის არის.


Recommended Posts

ანუ საკუთარი ხალხის დასაბოლებლად. :D

 

მაგალითად ეს.

 

 

ტალიავინის მისიის დასკვნაზე საქართველოს საგარეო უწყებამ ოფიციალური შეფასება გამოაქვეყნა

 

დამოუკიდებელი საერთშორისო მისიის ანგარიშში მოყვანილი თითქმის ყველა ფაქტი მოვლენათა განვითარების ქართულ ვერსიას ადასტურებს. ამის შესახებ საუბარია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს ოფიციალურ ვებ-ვერდზე დადებულ შეფასებაში, რომელშიც ამ მოხსენებასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების რეაქციაა ასახული.

„კომისია ადასტურებს, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოში შეჭრას ადგილი ჰქონდა საქართველოს მიერ საომარი მოქმედებების დაწყებამდე. ის ასევე ადასტურებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მშვიდობიან მოქალაქეებსა და სამშვიდობო ძალების წარმომადგენლებზე თავდასხმა ხორციელდებოდა 7 აგვისტომდე. ამასთან, კომისია ადასტურებს, რომ რუსეთის მხარდაჭერით მოსარგებლე ძალებმა განახორციელეს ქართველთა ეთნიკური წმენდა“, - ნათქვამია სამინისტროს შეფასებაში.

ქართული მხარე მიიჩნევს, რომ კომისიის მიერ დაფიქსირებულ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტს წარმოადგეს ის, რომ „აგვისტოს დასაწყისშივე ადგილი ჰქონდა მოხალისეთა და დაქირავებულთა გადმოდინებას რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან სამხრეთ ოსეთისკენ როკის გვირაბისა და კავკასიის ქედის გავლით“.

საქართველოს მთავრობა სინანულს გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ თუმცა კომისიამ დაადგინა რუსეთის ჯარების უკანონო ყოფნა საქართველოში, ის ამ ყოფნას შეჭრას არ უწოდებს.

„ანგარიშში გაბათილებულია ის მიზეზები, რომლებითაც რუსეთი ხსნის საქართველოზე თავდასხმას. კერძოდ, რუსეთი აცხადებდა, რომ სამხრეთ ოსეთში მოკლული იყო 2000-ზე მეტი ადამიანი და რომ მისი თავდასხმა მიზნად ისახავდა გენოციდის შეჩერებას - მაგრამ ეს იყო მხოლოდ საბაბი მათი ქმედებისთვის. ანგარიში ადასტურებს, რომ რუსეთის ამგვარი განცხადებები მტკნარი სიცრუეა.

კომისიამ ვერ შეძლო ვერც რუსეთის მიერ მოყვანილი კიდევ ერთი საბაბის დადასტურება, თითქოს მის მშვიდობისმყოფელებს თავს დაესხნენ. სინამდვილეში, ადგილი ჰქონდა სრულიად საპირისპირო ფაქტს: 7 აგვისტოს დილით თავს დაესხნენ და ამოხოცეს ქართველი მშვიდობისმყოფელები. თავდასხმა დაიწყო საომარ მოქმედებებში რუსი მშვიდობისმყოფელების ჩაბმამდე.

ასევე უარყოფილია რუსეთის კონცეფცია საზღვარგარეთ თავისი მოქალაქეების დაცვის შესახებ - ომის დასაწყებად რუსეთის მიერ ამ კონფლიქტის კონტექსტში მოყვანილი კიდევ ერთი საბაბი. ანგარიში ყურადღებას ამახვილებს სამხრეთ ოსეთში რუსეთის მიერ წარმოებულ პასპორტიზაციის პოლიტიკაზე და მკაფიოდ აცხადებს, რომ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას რუსული პასპორტები ურიგდებოდა საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევით. აქედან გამომდინარე, რუსეთის ფედერაციამ ხელოვნურად შექმნა დასაცავი მოქალაქეები“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, ანგარიში დეტალურად ასახავს თავდასხმამდე რამდენიმე თვის განმავლობაში რუსეთის მიერ წარმოებულ გაძლიერებულ მილიტარიზაციას და მოყვანილია მთელი რიგი პოლიტიკური, ეკონომიკური, იურიდიული და სხვა სახის პროვოკაციების მაგალითები.

სამინისტროს მოჰყავს ციტატა ანგარიშიდან: "საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მასიური მინიჭება და საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის სეპარატისტულ რეგონებში, საქართველოს ხელისუფლების თანხმობის გარეშე პასპორტების მასიურად წარმოება წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტის ღია გამოწვევას და ჩარევას საქართველოს შიდა საქმეებში".

ამასთანავე, საგარეო პოლიტიკური უწყება საუბრობს ანგარიშის იმ ნაწილზეც, რაშიც კომისიას ქართული მხარე არ ეთანხმება. კერძოდ, მთავრობა არ ეთანხმება კომისიას, რომ საქართველომ გამოიყენა არასაჭირო და არაპროპორციული ძალა საქართველოს მოქლაქეთა დაცვის მიზნით იმ ფონზე, როდესაც კომისია მკაფიოდ აფიქსირებს უკანონო თავდასხმის ფაქტს ამ მოქალაქეთა წინააღმდეგ.

„ვერც ერთი დემოკრატიული ხელისუფლება ვერ შენარჩუნდება, თუ მის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის ძალების შემოჭრის შემთხვევაში ის ვერ შეძლებს თავის მოქალაქეთა დაცვას. საქართველო მოქმედებდა, როგორც მოიქცეოდა ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფო - ეს არის ფაქტი, რომელსაც ვერც ერთი საღი დამკვირვებელი ვერ უარყოფდა“, - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში აღიარებს სამხედრო მილიტარიზაციასა და მარიონეტული რეჟიმებისთვის გაწეულ დახმარებას, იგი არ ასახავს რუსი სამშვიდობოების მიერ ჩადენილ უხეშ დარღვევებს, კერძოდ, ისინი პირდაპირ კოორდინაციას უწევდნენ მარიონეტულ არარეგულარულ ჯარებს 7 აგვისტომდე, საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ქართულ სოფლებზე თავდასხმების კოორდინაციის ჩათვლით.

აფხაზეთის და საქართველოს დანარჩენი ტერიტორიის ოკუპაციასთან დაკავშირებით, ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთმა საბაბის შექმნაზეც კი არ შეიწუხა თავი და, ამდენად, პირდაპირ და უხეშად დაარღვია საერთაშორისო სამართალი.

სამინისტროს შეფასებით, საბოლოო ჯამში, ანგარიში ადასტურებს, რომ რუსეთმა ჩაიდინა აგრესიის აქტი სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ და ამით უხეშად დაარღვია საერთაშორისო სამართალი, მათ შორის გაეროს წესდება, ჰელსინკის დასკვნითი აქტი, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები, ასევე თავისივე კონსტიტუცია და სისხლის სამართლის კოდექსი.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

 

ყველა განცხადება რაც საქართველოს მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა გააკეთეს,არის შიდა მომსახურებისთვის და თქვენს დაბოლებას ემსახურება.ვინ ბოლდება და ვინ არა,ეგ უკვე სხვა საკითხია,მაგრამ უმეტესობა „ჭამს“ ამას. :)

 

 

ბედნიერი ერი განაგრძობს უზრუნველ ცხოვრებას.მიშა მაგარია. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ესაც.

 

სააკაშვილი - ტალიავინის მისიის დასკვნა საკმარისი საფუძველია, რომ რუსეთმა საერთშორისო სასამართლოს წინაშე პასუხი აგოს

 

 

ტალიავინის საგამოძიებო მისიის დასკვნა საკმარისი საფუძველია იმისთვის, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ჩადენილი დანაშაულისთვის საერთშორისო სასამართლოს წინაშე პასუხი აგოს.

ამის შესახებ დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კომისიის დასკვნის მნიშვნელობის შეფასებისას განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, პირველად საერთაშორისო ავტორიტეტულმა კომისიამ თქვა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოსა და „დიდი რვიანის“ წევრმა სახელმწიფომ სამხედრო დანაშაული და ეთნიკური წმენდა ჩაიდინა.

მისივე თქმით, რუსეთის განცხადებები, რასაც საქართველოსთან ომის დაწყების გასამართლებლად იყენებდა, ბლეფი აღმოჩნდა, კერძოდ, არ არსებობს ქართული მხრიდან რუს სამშვიდობოებზე თავდასხმის არც ერთი ფაქტი, რეგიონში იმყოფებოდნენ არა რუსეთის, არამედ საქართველოს მოქალაქეები და ადგილი არ ჰქონია ოსი ეროვნების ადამიანების გენოციდს.

როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, რუსეთს ამ მისიის დიდი იმედი ჰქონდა.

„დიდი ილუზია არ მქონდა, რადგან ევროპას რუსეთი სჭირდება, მაგრამ ევროპელები სიმართლეზე თვალს ვერ დახუჭავენ“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს ჰყავს დიდი და თავზეხელაღებული მტერი, მაგრამ ძალიან კარგი მეგობრებიც და მათი დახმარებით საქართველოს სიმართლის დამტკიცება შეუძლია.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

 

ვინ უნდა გაასამართლოს,პან გიმონმა? :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგრამ უმეტესობა „ჭამს“ ამას

lasha1997, თან ს მალინოვიმ ვარენიემ.

და აქით გაგძუყნავენ თუ ხელი შეუშალე :crazy:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Lo Janko

 

 

აი შეხედე რა და ვინ უნდა გაასამართლოს პუტინი მედვედევთან ერთად? :crazy:

 

 

Саакашвили предупредил Путина и Медведева об уголовной ответственности

 

http://www.lenta.ru/news/2009/10/01/epicwin/

 

 

ზატო,მიშა მაგარია. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Lo Janko

 

 

ვტოვებ ჩემს სამუშაო ადგილს(უსაქმურობის დედა ვატირე.არაფერი არ გამიკეთებია დღეს :D: ) და მივდივარ სახლში.ერთ ბოთლასაც წავიყოლებ გზად. :):

 

 

http://img9.imageshack.us/img9/6715/dsc00019xg.jpg

 

 

არ მოიწყინოთ.

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მეტი დარდი არ მოგცა რა

 

თბილისი არ დაბოლედება

 

არც ბათუმი და ფოთი

 

ნუ ვიღაც გლეხი თუ დაბოლდა მაგის პრობლემაა

 

ასე რო მიშა

 

ფინიტა ლა კომედია!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნუ ვიღაც გლეხი თუ დაბოლდა მაგის პრობლემაა

 

 

და თბილისში ვინ ცხოვრობს შენი აზრით? საკუთარ თავზე არ მიიღო თუ ძმა ხარ და არ მაგინო. :D:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

და თბილისში ვინ ცხოვრობს შენი აზრით? საკუთარ თავზე არ მიიღო თუ ძმა ხარ და არ მაგინო.

თბილისში მეტი ინფორმაციული თავისუფლებაა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

მერე რა რო?

მერე ის რო ერთ დაძახილზე 100 000 კაცი იკრიბებია

 

ხალხს ნუ დააბრალებ ჟოპოების გამყიდველობას

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მერე ის რო ერთ დაძახილზე 100 000 კაცი იკრიბებია

 

 

კარგი და იკრიბებიან ვთქვათ,მაგრამ რატომ იკრიბებიან ის რომ არ იციან. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაც შეეხება ტალიავინის დასკვნას და პრეზიდენტის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებებს, ალასანიამ აღნიშნა, რომ ეს დასკვნა უმძიმეს შეფასებას აძლევს მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას.

„სწორედ ამიტომ, ჩვენ ვთვლით, რომ აუცილებელია მშვიდობიანი გზით დაიწყოს ხელისუფლების შეცვლის პროცესი“, - აღნიშნა ალასანიამ.

 

დღეს განაცხადა ალასანიამ....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

არ მოიწყინოთ.

 

 

ვააა შენც " Acer -" ი გააქვს!!!?? :hello:

 

 

ისე მართალია "Donkin Donuts"-ის პონჩიკები მაგრად ასუქებსო? :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...