Jump to content
Planeta.Ge

ანალიზი, პოლიტიკური მეცნიერება ,საგარეო პოლიტიკა


Recommended Posts

:kiss:

ცოტა სადაოა , მაგრამ აბა დავფიქრდეთ -

არიან ავტორები, რომელთაც ანალიტიკის უნარი არ აკლიათ. მათ თემებს ხშირად ესაჭიროება აკადემიური მსჯელობა და თავისუფალი მარტივი პოსტებისგან დაცულობა. ასევე არსებობს პოლიტიკური მეცნიერება ,რომელსაც ყურადღება ესაჭიროება . ხომ არ შეგვექმნა ასეთი განყოფილება(სახელი მოვიფიქროთ) ,სადაც იქნება ამ ტიპის მსჯელობა. მკვეთრად შეიზღუდება პოსტინგი მარტივი დასკვნებით და ბანალური ფრაზებით . გასაგებია არ იქნება ანშლაგი, მაგრამ ვიმუშაოთ,რომ მუდმივად იყოს დისპუტი.

პს ავტორს თუ ესურვება და კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს საჭიროების შემთხვევაში ცენტრალურ პოლიტიკის განყოფილებაში , იქაც შეეძლება თავისი მოსაზრებების დადება,ხოლო მკითხველს ეცოდინება , თუ სურს გაეცნოს მსჯელობას სად ნახოს უფრო კომპაქტური სახით.

 

 

რას იტყვით?

ეს მხოლოდ იმჰოა :D

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მსგავსი იდეა მე წამოვაყენე ფორუმ.გე -ზე რამდენიმე წლის წინ, მაგრამ აქ ცოტა იუზერია ჯერ. ადრეა მასეთი განყოფილების შექმნა.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მსგავსი იდეა მე წამოვაყენე ფორუმ.გე -ზე რამდენიმე წლის წინ, მაგრამ აქ ცოტა იუზერია ჯერ. ადრეა მასეთი განყოფილების შექმნა.

კი სარისკოა. მე უფრო მგონია ერთგვარი კატალოგი იყოს. ეხლა პირობითად ნიკუშამ იწვალა დაწერა საინტერესო წერილი და 5 საათში აქაც კი ჩაიძირება.იქ იქნება და თუ ვინმეს მოუნდება აკადემიურად შეეკამათება. რავიცი აპა. :fish:

თან შეიძლება მასალების გაზიარება .....

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

არიან ავტორები, რომელთაც ანალიტიკის უნარი არ აკლიათ

 

 

ვიზე ბაზრობ და როდის ჩამოდიხარ? ვერა ხედავ ფორუმს ენძრევა და შენ კიდევ ანალიტიოსებიო.:)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვიზე ბაზრობ და როდის ჩამოდიხარ? ვერა ხედავ ფორუმს ენძრევა და შენ კიდევ ანალიტიოსებიო.

რა ჭირს ? აქ ვარ. მალე ფორუმი სხვაგან გადავა :) და ბევრი ნეგატივი ღარ იქნება.ნიკუშაზე , ჩოხაზე და ა.შ .......

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

ამიხსენი თუ შეიძლებოდეს,ვინ ანალიტიკოსებზე ამბობ? თუ ჟოაზე იფიქრე(მეტს არ ვიცნობ)რაც იწინასწარმეტველა ყველაფერი გამაზა (შეურაცხყოფათ არ მიიღოს და მეჟდუ სროკ აზრის გაგება ყველას არ შეუძლია. :) )და გადახედე ჩემს პოსტებს და 90% დაჯენილი მაქვს რაც დღეს ხდება.პროსტა „პროსტინა“ პოსტების გამოფენა მეზერება.მითუმეტეს,რომ უმეტესობა არ კითხულობს ეგეთ პოსტებს.დაჟე მოდერების მომავალ საქციელში არ შევმცდარვარ. :D:

 

 

იმიტომ არ ვევასები იქით ფორუმზე სიმართლეს რომ ვბაზრობ. :)

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ცოტა სადაოა , მაგრამ აბა დავფიქრდეთ -

ცოტა კი არა, არამედ მაგარი სადაოა :)

 

არ იმუშავებს, ჩემო ლაშა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

რას იტყვით?

 

არავითარი ადრე. ზუსტად რომ დროა.

 

სერიოზული მსჯელობა მომენატრა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯონ მაკინდერმა შემოიღო „მსოფლიო კუნძულის “- (World Island), კონცეფცია, რომლებშიც შედიოდნენ გაერთიანებული კონტინენტები, ევროპა, აზია და აფრიკა და ასევე მათ ირგვლივ მყოფი ოკეანეები, რომლებშიც იმყოფებოდა სატელიტები: იაპონია, დიდი ბრიტანეთი, ჩრდილო და სამხრეთ ამერიკა და ავსტრალია. მაკინდერის მეორე ცნება იყო „ჰართლენდი“ (heartland) რომელიც წარმოადგენდა „მსოფლიო კუნძულის“ ცენტრს. „ჰართლენდს“ გარშემორტყმულია ორი ზონით: შიდა, კონტინენტალურ ზონით, რომელიც მოიცავს ევროპას, ხმელთაშუაზღვის აუზს, ახლო აღმოსავლეთს, ინდოეთს და ჩინეთს. ასევე მეორე ზონას, რომლშიც შედის, ზემოთ მოხსენიებული კუნძულები: დიდი ბრიტანეთი, ჩრდილო და სამხრეთ ამერიკა, ავსტრალია და იაპონია.

ყველა დიდი ექსპანსიური ცივილიზაცია, მაკინდერის მიხედვით, აღმოცენდებოდნენ „ჰართლანდის“ ზონაში, სადაც ყველაზე კარგი გეოგრაფიული მდგომარეობაა, რომ ჩამოყალიბდეს დიდი ცივილიზაციები.: ახლო აღმოსავლეთში, ევროპაში, ჩინეთში და ინდოეთში. მაკინდერმა გააკეთა დასკვნა: როცა „ჰართლანდში“ ჩამოყალიბებული სახელმწიფო იმორჩილებს ოკეანეს სანაპიროებს და გარე ზონას (სატელიტ კუნძულებს), მას აქვს შანსი აკონტროლოს მთელი მსოფლიო. მისი აზრით პირველი მსოფლიო ომი გეოპოლიტიკური ფაქტორებით იყო გამოწვეული. 1919 წელს გამოცემულ წიგნში „დემოკრატიული იდეა და რეალობა“ მაკინდერმა ჩამოაყალიბა კონცეფცია : „ვინც მართავს აღმოსავლეთ ევროპას, ის მართავს „ჰართლანდს“ ვინც მართავს „ჰართლანდს“ მართავს „მსოფლიო კუნძულს“. ვინც მართავს „მსოფლიო კუნძულს“ ის მართავს მსოფლიოს“.

მაკინდერის თეორიამ დიდი გავლენა მოიპოვა, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ პერიოდის საერთაშორისო პოლიტიკაში. მშვიდობის გარანტი უნდა ყოფილიყო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ემანსიპაცია, რის შედეგადაც გერმანიას და რუსეთს შორის არსებულ სივრცეზე უნდა შექმნილიყო დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფოები, რომლებიც ითამაშებდნენ ბუფერის როლს გერმანიასა და რუსეთს შორის. ამ ქვეყნების დამოუკიდებლობის გარანტი უნდა გამხდარიყო დასავლეთ ევროპის ქვეყნები. ამის შედეგად უამრავი ახალი სახელმწიფო ჩამოყალიბდა ბალტიის, ადრიატიკისა და შავი ზღვებს შორის. როგორც შემდგომ აღნიშნავს სეშეკ მოლჩუსკი თავის ნაშრომში „გეოპოლიტიკა - ძალა დროსა და სივრცეში“ (1999 წელს), მაკინდერის თეორიამ საფუძველი დაუდო ნატოს შექმნას და ასევე ბრეჟნევის დოქტრინას (ინდოეთის ოკეანისკენ გაჭრა).

მაკინდერის მოსაზრებით „ჰართლენდი“ მოიცავდა რუსეთი იმპერიის მნიშნელოვან ტერიტორიას და მას ესაზღვრებოდა მთელი რიგი საზღვაო სახელმწიფოები. იმის გამო, რომ „ჰართლენდში“ იყო მდიდარი ბუნებრივი რესურსებით, მასზე კონტროლის დამყარებას ენიჭებოდა დიდი მნიშვნელობა. ზღვისპირა სახელმწფიოების ამოცანა უნდა ყოფილიყო, შეექმნათ რკალი „ჰართლენდზე“ აღმოცენებულ იმპერიისთვის (რუსეთისთვის) რათა ის ვერ გასულიყო ზღვაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის მოსფლიოზე ბატონობას მოიპოვებდა. მაკინდერს მიაჩნდა, რომ ფლოტის მნიშვნელობა, ნელ-ნელა კლებულობდა, ამის საპირისპიროდ იზრდებოდა რკინიგზის მნიშვნელობა, რომლის საშვალებითაც კონტინეტური სახელმწიფოებს უპირატესობას მოიპოვებდნენ, საზღვაო სახელმწიფოებზე. ამიტომ ბრიტანეთისთვის აუცილებელი იყო, რაც შეიძლება მეტი კონტინენტური ქვეყანა გაეხადა თავის მოკავშირედ.

მოგვიანებით 1919 წელს მან გადახედა „ჰართლენდის“ როლს და განაცხადა, რომ სწორედაც აღმოსავლეთ ევროპის გამო დაიწყებოდა საზღვაო სახელმწიფოესა და კონტინენტურ სახელმწიფოებს შორის ან დიდი კონფლიქტი (რაც გამართლდა, პოლონეთის გამო დაიწყო მეორე მსოფლიო ომი) ან დიდი თანამშრომლობა.

1943 წელს დაწერილ წიგნში „სამყაროს სიმრგვალე და მშვიდობის მოპოვება“ მაკინდერი აღნიშნავდა, რომ საბჭოთა კავშირმა მოიპოვა „ჰართლენდზე“ ისევე როგორც ციმბირზე სრული კონტროლი, მას შეეძლო ამით გაეკონტროლა საზღვაო სახელმწიფოებზი. ეს რომ არ მომხდარიყო აუცილებელი იყო მისი აზრით, შექმნილიყო ჩრდილო ატლანტიკური სივრცე (მოიაზრებდა ჩრდილო ამერიკასა და დასავლეთ ევროპას). სწორედ ჩრდილო ატლანტიკური სივრცის და „ჰართლენდის“ სახელმწიფოს შორის მშვიდობიანი ურთიერთობება, უნდა გამხარიყო მსოფლიოში სტაბილურობის საფუძველი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

ჰარტლანდი

გადამწყვეტი ბრძოლა

ნაწილი II

(ნაწილი I - ………..)

ეს ჭეშმარიტება არაა,

ეს მისი ერთ–ერთი ძირითადი ვერსიაა

 

დროისა და მოთმინების უქონლობის შემთხვევაში

სჯობს საერთოდ ნუ დაიწყებთ კითხვას

 

შესავალი

წინამდებარე თემის გახსნა ერთმა მიზეზმა გადამაწყვეტინა, ამ ფორუმზე იუზერთა ნაწილი რატომღაც საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ცალკე აღებული, სხვა მოვლენებისა თუ მიზეზებისაგან დამოუკიდებლად განიხლილავს, არ აქვთ სრული ინფორმაცია ამ კონფლიქტის რეალური საფუძვლის შესახებ და ხშირად იქამდეც კი მიდის დავა – ომი მიშამ დაიწყო თუ პუტინმა. ჩაიკითხეთ ეს პოსტი ბოლომდე და ეცადეთ უფრო მასშტაბურად შეხედოთ კონკრეტულ მოვლენას.

გეოპოლიტიკა

იმისათვის, რომ წინამდებარე თემის გაგება გაგიიოლოთ გთავაზობთ გეოპოლიტიკის, როგორც ტერმინის განმარტებას:

გეოპოლიტიკა – თანამედროვეობაში ამ ტერმინს სამი განმარტება გააჩნია :

ა) რეაქციული პოლიტიკური დოქტრინა, რომელიც არახელსაყრელი გეოგრაფიული პირობების გაუმჯობესების მიზნით ამართლებს და ასაბუტებს ექსპანსიურ პოლიტიკას და ტერიტორიების დაპყრობას, ამ გზით ე.წ. „სასიცოცხლო სივრცის“ შექმნის აუცილებლობას;

ბ) მოძღვრება, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობებსა და სახელმწიფოტა საგარეო პოლიტიკურ ქცევას საფუძვლად უდებს გეოგრაფიულ მახასიათებლებს;

გ) სახელმწიფოთა კონკრეტული საგარეო პოლიტიკური ქმედებანი თავიანთი როლისა და გავლენის გაძლიერებისათვის სხვადასხვა გეოგრაფიულ რეგიონში.

 

ჰარტლანდის თეორია

ჰარტლანდი – ეს გახლავთ გეოპოლიტიკური თეორია , რომელიც მე 19–ე და მე 20 –ე საუკუნეების მიჯნაზე, ინგლისელი გეოგრაფის ჰ.მაკინდერის მიერ შეიქმნა, ამ თეორიამ ძირეულად შეცვალა მანამდე არსებული მოსაზრებები მსოფლიოზე ბატონობის შესახებ, თუ მანამდე ამ მიზნის მისაღწევ მთავარ საშუალებად ზღვაზე ბატონობა მიიჩნეოდა, მე 19–ე საუკუნიდან მსოფლიო ბატონობისათვის „საყრდენი წერტილი“ – იგივე ჰარტლენდი (ინგ.Heartland) ხდება ცენტრალური აზია, სივრცე გადაჭიმული მდ. ვოლგიდან ციმბირამდე, არქტიკიდან ჰიმალაიმდე (ანუ ყოფილი საბჭოთა კავშირის მიერ კონტროლირებული თითქმის მთლიანი სივრცე). მაკინდერის თეორიის მიხედვით, ის სახელმწიფო, რომელიც გააკონტროლებს ჰარტლანდს, იქნება კიდეც მსოფლიო ჰეგემონი. ჰარტლანდის თეორია იმთავითვე რომ სერიოზული განხილვის საგანი და ანგარიშგასაწევი იყო, ისიც ადასტურებს, რომ I მსოფლიო ომის შემდგომ, ვერსალის კონფერენციაზე (1919წ.) იზრუნეს გერმანიასა და რუსეთს შორის ბუფერული სახელმწიფოების შექმნაზე , რათა არ მომხდარიყო ამ ორი იმპერიის დაახლოება და მათ მიერ ჰარტლანდის ერთობლივი კონტროლი .

მაკინდერის თეორიის მიხედვით „მსოფლიო კუნძული“ (დედამიწის ყველაზე დასახლებული, რესურსებისა და შესაძლებლობების მხრივ ყველაზე მდიდარი რეგიონი) შედგებოდა ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ევროპის, აზიისა და აფრიკის კონტინენტებისაგან, სწორედ ამ კუნძულის გულია ჰარტლანდი რომელზე ბატონობისთვისაც აუცილებელია აღმოსავლეთ ევროპაზე კონტროლი და არა მარტო:

„ვინც მართავს აღმოსავლეთ ევროპას, ის აკონტროლებს ჰარტლანდს“

„ვინს აკონტროლებს ჰარტლანდს, ის ბატონობს მსოფლიო კუნძულს“

და ბოლოს:

„ვინც ბატონობს მსოფლიო კუნძულზე, ეს ბატონობს მსოფლიოზე“

 

ჰარტლანდი XX საუკუნეში

პირველი და მეორე მსოფლიო ომები, ცივი ომი სხვა არაფერი იყო თუ არა ბრძოლა ჰარტლანდისათვის, 1917 წელს მეფის რუსეთში მომხდარმა რევოლუციამ ძირეულად შეცვალა ძალთა ბალანსი, ინდუსტრიალიზაციამ და კომუნიკაციების სწრაფი ტემპით განვითარებამ რუსეთს საშუალება მისცა საბჭოთა კავშირად გარდაქმნილიყო და ჰარტლანდის გულის კონტროლიდან გამომდინარე მსოფლიოზე ბატონობის პრეტენზია გამოეთქვა, საბედნიეროდ თუ საუბედუროდ მხოლოდ საბჭოთა კავშირს არ ჰქონდა მსგავსი პრეტენზია და რესურსები მის განსახორციელებლად, იგი ამ დაპირისპირებაში მესამე რაიხის პირისპირ აღმოჩნდა. დასავლეთისათვის არ არსებობდა იმაზე საშინელი კოშმარი, ვიდრე გერმანიისა და საბჭოთა კავშირის შეთანხმება აღმოსავლეთ ევროპის გაყოფაზე, ამ გზით ისინი ფაქტიურად თანხმდებოდნენ ერთობლივ კონტროლზე, გავლენის სფეროების დაყოფაზე და მსოფლიო ბატონობაზე, მაგრამ ეს შეთანხმება ხანგრძლივი არ აღმოჩნდა.

მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებამ საბჭოთა კავშირის ამბიციები და გავლენა აღმოსავლეთ ევროპაზე განუზომლად გაზარდა, აუცილებელი გახდა მისი იზოლაცია და ამ გზით ნეიტრალიზაცია, საჭიროებამ მიწოდება განაპირობა და ჰარტლანდის თეორიას გაგრძელებაც მოეძებნა – არსებული სინამდვილიდან გამომდინარე ჰარტლანდის გაკონტროლების პერსპექტივა არარეალური ჩანდა, საჭირო იყო მისი ნეიტრალიზაცია და ამის ერთადერთ საშუალებად განხილული იქნა ჰარტლანდის გარშემო არსებული რკალის (ევროპა, ახლო აღმოსავლეთი, სამხრეთი და სამხრეთ–აღმოსავლეთი აზია) – ანუ რიმლანდის კონტროლი და დასავლეთის მიერ და ამ გზით საბჭოთა ექსპანსიის შეჩერება. ეს ყველაფერი მხოლოდ თეორია არ იყო! ჰარტლანდის ნეიტრალიზაციას ემსახურებოდა სწორედ ცივი ომი, რაც საბოლოოდ საბჭოთა კავშირის დაშლით დამთავრდა, ამასთანავე დამთავრდა ჰარტლანდისათვის ბრძოლის მნიშვნელოვანი ეტაპიც – აღმოსავლეთ ევროპა საბოლოოდ ჩამოსცილდა რუსულ ორბიტას, მას საიმედო იზოლატორის როლი დაეკისრა დასავლეთსა და რუსეთს შორის, სწორედ ამან განაპირობა ამ ქვეყნების სწრაფი ინტეგრაცია დასავლურ სტრუქტურებსა და უპირველეს ყოვლისა ნატოში, თუ გავიხსენებთ იმავე ვერსალის 1919 წლის ხელშეკრულებას, ეს სახელმწიფოები სწორედ ამ მიზნით შეიქმნა თავის დროზე, ამ აზრს ისიც განამტკიცებს, რომ აშშ–მ თავისი ანტისარაკეტო სისტემები სწორედ ჩეხეთსა და პოლონეთში განათავსა, ნატო კი წარმატებით უზრუნველყოფს ბალტიისპირეთის საჰაერო სივრცის კონტროლს.

ჰარტლანდ–რიმლანდის თეორია იყო და არის მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ა.შ.შ–ს საგარეო პოლიტიკის კონცეპტუალური ბაზა, ამ პოლიტიკის განხორციელების იარაღად კი მსოფლიოს ეტაპობრივად მოევლინენ ნატოს, სენტო და სეატოს სამხედრო პოლიტიკური ბლოკები.

ბერლინი – კორეა – ახლო აღმოსავლეთი – ვიეტნამი – ავღანეთი უახლოეს წარსულში დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის რიმლანდისათვის დაპირისპირების გამოხატულებაა; ეს დაპირისპირება გრძელდება დღესაც და პოლიგონი ამჯერად კავკასიაა!

 

რატომ კავკასია?!

რუკაზე ორი წუთით დახედვაც კი საკმარისია იმისათვის, რომ ამ კითხვას პასუხი გასცე. ეს პატარა რეგიონი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დამაკავშირებელი ერთადერთი მეტ–ნაკლებად საიმედო სარკმელია რადგან:

ა) გამორიცხულია რუსეთმა თავის ტერიტორიაზე დასავლეთის მიმართულებით „არა თავისი“ მარშუტი (იქნება ეს მილსადენი თუ სხვა ტიპის კომუნიკაცია) გაატაროს;

ბ) თურქეთი – ამ სახელმწიფოს სამხრეთიდან აშკარად ანტიდასავლური სირია ესაზღვრება, სამხრეთ აღმოსავლეთიდან კი ერაყი და ირანი, ირანზე ყველას კარგად მოგეხსენებათ, რაც შეეხება ერაყს, მისი ჩრდილოეთი ნაწილი თურქებით დასახლებულ რეგიონებს მოიცავს და იქ რაიმე მარშრუტზე ლაპარაკიც კი ამ ეტაპზე გამორიცხულია. ესეც რომ არ იყოს, ერაყის რესურსების ტრანსპორტირება დასავლეთს ზღვითაც თავისუფლად შეუძლია და ამ შემთხვევაში „ველოსიპედის გამოგონება“ საჭირო აღარაა

გ) სომხეთი – ამ ქვეყანაში რუსული ბაზების არსებობის პირობებში რაიმე მარშრუტზე საუბარი არარეალურია.

გ) აზერბაიჯანი – ერთადერთი „ნეიტრალური“ სახელმწიფო, რომელსაც ხელი მიუწვდება კასპიის ზღვაზე და მოკავშირე საქართველოს დახმარებით აქვს რეალური გასასვლელი შავ ზღვაზე.

მივიღეთ ე.წ. კავკასიური საყრდენი, რომელიც აზერბაიჯანი–საქართველოს სახით საკმაოდ ხელსაყრელ დერეფანს ჰქმნის დასავლეთისათვის ასე საჭირო რესურსების ტრანსპორტირებისათვის, მაგრამ არ უნდა გვქონდეს იმის ილუზია რომ მხოლოდ რესურსებისათვის ხდება ამხელა დაპირისპირება, სასწორზე დასავლეთის უსაფრთხოების გარანტიებიც დევს და ეს არანაკლებ მნიშვნელოვანია, ამ უსაფრთხოების სისტემაში კი საქართველოს, თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, იმთავითვე უდიდესი როლი ეკისრებოდა (გაიხსენეთ ისტორია – ყველა მეტ–ნაკლებად ძლიერი იმპერია ცდილობდა საქართველო თავისი გავლენის ქვეშ მოექცია, ეს არ ხდებოდა არც ბუნებრივი რესურსების ან მატერიალური დოვლათის ხელში ჩასაგდებად, იმპერიებს ერთიც და მეორეც თავზე საყრელი ჰქონდათ, ყველა ამ აგრესიის მიზეზი კავკასიური კარიბჭე იყო, კარიბჭე აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის)

 

ბრძოლა რესურსებისათვის

 

მიმდინარე ეტაპზე რუსული პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი კასპიის ზღვის აუზის მდიდარ რესურსებზე მონოპოლიის მოპოვებაა, ამ მიზნის მიღწევის ყველაზე ეფექტური საშუალება კი რესურსების ტრანსპორტირების გზების ხელში ჩაგდებაა, რადგან თავისთავად რესურსების ფლობა, თუ მისი რეალიზაციის გზებსაც არ აკონტროლებ არაფერს ნიშნავს. დღეისათვის კასპიის რესურსების დასავლეთისაკენ ტრანსპორტირების (რუსეთის გვერდის ავლით) ერთადერთი გზა აზერბაიჯანი – საქართველოს მარშრუტია და ამ ეტაპზე მას ალტერნატივა არ აქვს. რუსეთმა უკვე კარგად დაანახა მთელ სამყაროს, რომ მის ტერიტორიაზე გამავალი მარშრუტები მხოლოდ რუსეთის ინტერესებს შეიძლება ემსახურებოდეს და ისინი მაშინ გამოდიან მწყობრიდან, როცა ეს რუსეთს სჭირდება ვინმეს შანტაჟისათვის. ზემოთ ვახსენე, რომ აზერბაიჯანი–საქართველოს მარშრუტს ალტერნატივა არ აქვს ამ ეტაპზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ალტერნატივა არც მომავალში იარსებებს, იმავე რუკაზე დახედვითაც კი მაშინვე თვალში მოგხვდებათ აზერბაიჯანი–სომხეთი–თურქეთის მარშრუტის პერსპექტივა და თუ ეს პერსპექტივა ამ ეტაპზე არარეალურია, დარწმუნებული ვარ, დასავლეთი უახლოეს მომავალში ყველაფერს გააკეთებს, რათა მან რეალური კონტურები შეიძინოს, ამაზე ადრეც ვწერდი და კიდევ გავიმეორებ, თურქეთისა და სომხეთს შორის ყინულის ლღობის დაწყება ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ა.შ.შ–დან ყარაბაღის კონფლიკტის მოგვარებისათვის მზადყოფნის გახმაურება, სხვა არაფერია თუ არა ამ მოსაზრების დადასტურება. უახლოეს მომავალში, ჩემი აზრით, აქტიურად დაიწყება ბრძოლა სომხეთის ნეიტრალიზაციისათვის – ანუ ამ ქვეყნიდან რუსული ბაზების გასაყვანად და ყარაბაღის კონფლიქტის მოსაგვარებლად (ან დიდი ხნით დასაკონსერვებლად).

 

ცივი (?!) ომი II

 

მე ვეცადე მოკლედ წარმომედგინა ის გეოპოლიტიკური „სცენა“, რომელზეც მოვლენები ვითარდება, ვიღაცისათვის შეიძლება ჰარტლანდი მხოლოდ მითია, მაგრამ მოვლენების განვითარება ასეთი დასკვნის გაკეთების საშუალებას მე პირადად არ მაძლევს. საქართველოში განვითარებული მოვლენები ამ დიდი გეოპოლიტიკური „დრამის“ მორიგი „მოქმედებაა“ და მხოლოდ აგვისტოს მოვლენების ანალიზით ჭეშმარიტებამდე ვერ მივალთ. ის რაც დღეს აღმოსავლეთ ევროპაში და კავკასიაში ხდება უფრო მეტად გადამწყვეტი შეტაკების შთაბეჭდილებას სტოვებს ჩემში, რაც არ უნდა ამტკიცონ სარკოზიმ და მერკელმა, გნებავთ რაისმა, რომ ცივი ომი არავის უნდა და მას არავინ დაუშვებს – ფაქტი სახეზეა, ომი უკვე დაწყებულია და ისღა დაგვრჩენია იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ომი „ცხელ“ კონდიციამდე არ მივა.

პ.ს. ეს ყველაფერი მაქსიმალურად მოკლე ფორმატშია წარმოდგენილი, ბევრ საკითხს და დეტალს თემაში საერთოდ არ შევხებივარ და ასე ვთქვათ – ღიად, განსჯისათვის დავტოვე, ბევრსაც განხილვის პროცესში დავაზუსტებ.

 

 

:)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

choxa

მე ჩემი სამაგისტრო წელს გეოპოლიტიკაზე დავიცავი და ვცდილობ ჩემი ცოდნა (მცირე მარა უფრო მეტი ვიდრე იმ ადამიანების ვისაც არ აუღია ხელში გეოპოლიტიკური თეორიები)

გავაცნო ხალხს. ჩემ სამაგისტროში სწორედ იმას ვწერ რომ მთელი ეს პროცესები რაც საქართველოში 90-იან წლებიდან დღემდე ხდება გეოპოლიტიკის ნაწილია..

 

 

მომავალში მოხდა „ჰართლენდის“ როლის რევიზია. ეს გააკეთა, ამერიკელმა გეოპოლიტიკოსმა ნიქსონ ჯონ სპაიკმენმა. მან გადაჭარბებულად მიიჩნია, მაკინდერის თეორია „ჰართლენდის“ შესახებ. მას არ მიაჩნდა მართებულად ის დებულება, რომ „ჰართლენდზე“ კონტოლი ნიშნავს მსოფლიოს კონტროლს. მან შემოიღო „რიმლენდის“ ცნება, რომელიც მოიცავდა „ჰართლენდის“ დასავლეთ, სამხრეთ და აღმოსავლეთ ტერიტორიებს. მისი აზრით სწორედ „რიმლენდის“ ტერიტორიაზე უნდა განევრცო, აშშ-ს თავისი გავლენა და შეეზღუდა „ჰართლენდის“ სახელმწიფო ანუ საბჭოთა კავშირი.

სპაიკმენის თეორიამ ამერიკელ პოლიტიკოსებზე „ცივი ომის“ პერიოდში დიდი გავლენა იქონია. სწორედ მისი თეორიის შესაბამისად ამერიკამ შექმნა უამრავი სამხედრო ბლოკი, როგორებიცაა ნატო, სენტო, სეატო. რომელებიც იყვნენ „ჰართლენდის“ ირგვლივ მობილიზებულნი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

სწორედაც, ჰარტლანდ–რიმლანდის თეორიებზეა ჩემს პოსტში მსჯელობა, თუმცა მე პოლიტოლოგი ნამდვილად არ ვარ.

 

მე ჩემი სამაგისტრო წელს გეოპოლიტიკაზე დავიცავი და ვცდილობ ჩემი ცოდნა (მცირე მარა უფრო მეტი ვიდრე იმ ადამიანების ვისაც არ აუღია ხელში გეოპოლიტიკური თეორიები)

გავაცნო ხალხს.

გპირდებით დიდი ინტერესით გავეცნობი თქვენ აქაურ სტატიებს :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კაკ კუკ განყოფილებაზე რას ფიქრობთ ?

licemer

ვეღარ დაგვიკეტია რა :)

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • შექმენი...