DATA TUTASXIA Posted September 28, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 28, 2009 http://www.civil.ge/geo/article.php?id=16847 სააკაშვილი საარჩევნო კამპანიის დროს დევნილების დაბრუნებაზე აკეთებს აქცენტს სივილ ჯორჯია, თბილისი / 1 დეკ.'07 / 18:55 5 იანვარს წყდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და შემდგომი ეკონომიკური წინსვლის ბედი, განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ვარკეთილის მოსახლეობასთან შეხვედრაზე. 1 დეკემბერს საღამოს სააკაშვილი მის საარჩევნო კამპანიაში მონაწილე ქართველი მომღერლების კონცერტზე მივიდა. სააკაშვილი მაშინ გამოჩნდა სცენაზე, როდესაც მერაბ სეფაშვილი მღეროდა: ”ჩემი გმირი გიწოდე, ხელი გამოგიწოდე, გაიმარჯვებ იცოდე, ჩემო ვაჟკაცო”. სააკაშვილის გამოსვლა სრულად პირდაპირ ეთერში მხოლოდ ტელეკომპანია ”მზემ” უჩვენა, ხოლო მისი ნაწილი ტელეკომპანიებმა ”რუსთავი 2”-მა და ”საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ”გადასცეს. ”5 იანვარს [არჩევნებზე] ყველაფერი ჩაივლის კარგად და ჩვენ მივიღებთ ყველანი ბილეთს თბილისი-სოხუმის მატარებელზე,”- განუცხადა სააკაშვილმა კონცერზე შეკრებილ ადამიანებს, ”მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს ხალხი [დევნილები] დავაბრუნოთ სახლებში, საქართველო გავაერთიანოთ”. გზავნილი დევნილთა აფხაზეთში დაბრუნების შესახებ სააკაშვილის საარჩევნო კამპანიის ქვაკუთხედი გახდა. 28 ნოემბერს დევნილებთან შეხვედრაზე სააკაშვილმა განაცხადა: ” უახლოეს მომავალში, მე ვგულისხმობ უახლოეს თვეებს, მე არ ვამბობ უახლოეს წლებს, ჩვენ, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, შევქმნით პირობებს თქვენი ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნებისთვის აფხაზეთში”. 1 დეკემბერს ვარკეთილში კონცერტის დამსწრეებთან შეხვედრაზე სააკაშვილმა განაცხადა, რომ ბოლო დღეებში გავრცელდა ხმები, რომ ის საზოგადოებრივ მხარდაჭერას კარგავს: ”თქვენ გგონიათ, რომ არ აგვირჩევენ და არა გვაქვს მხარდაჭერა? აი შეხედეთ ამ ხალხს, ამ ათასობით ადამიანს, რომელიც აქ არის შეკრებილი - აი ეს არის ქართველი ხალხი, აი ეს არის ჩვენი ხმა და ჩვენ ხმას ჩვენ ვერავინ ვერ წაგვართმევს”. იმავე დღეს დილით სააკაშვილი წალენჯიხას სტუმრობდა, სადაც ასევე ისაუბრა დევნილთა დაბრუნებაზე. სააკაშვილმა თავის ემოციურ გამოსვლაში კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ შექმნის ყველა პირობას, რათა ”ყველა დევნილი სულ მალე დაბრუნეს ჩვენს აფხაზეთში”. სააკაშვილის განცხადებით ეს მოხდება იმ შემთხვევაში, ”თუ ჩვენ 5 იანვარს მივიღებთ ახალ მანდატს, თუ ჩვენ ვიაქტიურებთ, თუ ჩვენ არ დავუშვებთ პროვოკაციებს, თუ ჩვენ არ დავუშვებთ არეულობას და საქართველოს დამხობის მცდელობას”. იგი ასევე დაპირდა მოსახლეობას, რომ მინიმალური პენსია საქართველოში 100 აშშ დოლარის ექვივალენტი გახდება. ”ჩვენ გავაკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ სტაბილურობის პირობებში მინიმალური პენსია საქართველოში იყოს 100 ამერიკული დოლარი და მე, როგორც აქამდე შევასრულე ყველა დაპირება, აქედანაც შევასრულებ ყველა დაპირებას,”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 1 დეკემბერს წალენჯიხაში ამომრჩევლებთან შეხვედრისას. სააკაშვილი ასევე დაპირდა, რომ სახელმწიფო გადაიხდის ხელმოკლე წარჩინებულ სტუდენტების ბინის ქირას და მომავალ წელს 1 000 სტუდენტის სწავლას დააფინანსებს საზღვარგარეთ. ამავე თემაზე ტელეკომპანიებმა სააკაშვილის პირველი სარეკლამო რგოლი გაუშვესარჩევნებზე შთამბეჭდავი გამარჯვება გვჭირდება – სააკაშვილიოპოზიცია სააკაშვილს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაში ადანაშაულებსმიხეილ სააკაშვილი ოფიციალურ პირებს დავალებებს აძლევს http://www.civil.ge/geo/article.php?id=16864 ”სამხრეთ ოსეთი სულ ცოტა თვეების საკითხია” - სააკაშვილი სივილ ჯორჯია, თბილისი / 4 დეკ.'07 / 15:00 პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარება სულ ცოტა თვეების საკითხია. ”ცხინვალის რეჟიმი არის მოყანყალებული, როგორც ამოსაღები კბილი და მე დარწმუნებული ვარ, რომ 5 იანვრის [საპრეზიდენტო] არჩევნების კარგად ჩატარების შემთხვევაში, ეს არის მართლა კვირების ან თვეების საკითხი. ამაში აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული. ამაზე ზუსტი ინფორმაცია მაქვს,” - განაცხადა მან 4 დეკემბერს. სააკაშვილმა ეს განცხადება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე გააკეთა. იმავდროულად, სტუდენტების მეორე ჯგუფმა უნივერსიტეტის წინ საპროტესტო აქცია გამართა. მათი განცხადებით, შეხვედრის ორგანიზატორებმა მხოლოდ სასურველი სტუდებტები შეარჩიეს და სხვებს საშუალება არ მისცეს სააკაშვილთან შეხვედრას დასწრებოდნენ. პრეზიდენტობის კანდიტატმა ასევე განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში ბოლო თვეების მანძილზე სიმშვიდეა და სროლებიც არ ისმის, რადგანაც საქართველო გაძლიერდა და ”ყოველ გაფაჩუნებაზე ათ იმდენ პასუხს იღებდა პროვოკაციის მომწყობი”. ”ამრიგად, საუბარია მართლა ძალიან მოკლე პერიოდზე,” - განაცხადა სააკაშვილმა, ”რუსებსაც წამოცდათ რამდენჯერმე, რომ სამხრეთ ოსეთი მათ არ აინტერესებს. ეს მათ წამოცდათ”. 28 ნოემბერს დევნილებთან შეხვედრაზე სააკაშვილმა განაცხადა: ” უახლოეს მომავალში, მე ვგულისხმობ უახლოეს თვეებს, მე არ ვამბობ უახლოეს წლებს, ჩვენ, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, შევქმნით პირობებს თქვენი ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნებისთვის აფხაზეთში”. ამავე თემაზე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted September 28, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 28, 2009 მიშა შეგე.................................................... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DATA TUTASXIA Posted September 28, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 28, 2009 ”ამრიგად, საუბარია მართლა ძალიან მოკლე პერიოდზე,” - განაცხადა სააკაშვილმა, ”რუსებსაც წამოცდათ რამდენჯერმე, რომ სამხრეთ ოსეთი მათ არ აინტერესებს. ეს მათ წამოცდათ”.ცხინვალის რეჟიმი არის მოყანყალებული, როგორც ამოსაღები კბილი და მე დარწმუნებული ვარ, რომ 5 იანვრის [საპრეზიდენტო] არჩევნების კარგად ჩატარების შემთხვევაში, ეს არის მართლა კვირების ან თვეების საკითხი. ამაში აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული. ამაზე ზუსტი ინფორმაცია მაქვს,” - განაცხადა მან 4 დეკემბერს. ფაქტიურად აღიარა ყველაფერი და ტალიავინის დასკვნას რატომ ელოდებით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted September 28, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 28, 2009 (edited) მიშას დაპირებები ისე რა საინტერესოა, იმ ტრიბუნას და მაკრატელს რა უყო? ხო კიდევ დროშებს.: Edited September 28, 2009 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted September 28, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 28, 2009 DATA TUTASXIA ”ამრიგად, საუბარია მართლა ძალიან მოკლე პერიოდზე,” - განაცხადა სააკაშვილმა, ”რუსებსაც წამოცდათ რამდენჯერმე, რომ სამხრეთ ოსეთი მათ არ აინტერესებს. ეს მათ წამოცდათ”.ცხინვალის რეჟიმი არის მოყანყალებული, როგორც ამოსაღები კბილი და მე დარწმუნებული ვარ, რომ 5 იანვრის [საპრეზიდენტო] არჩევნების კარგად ჩატარების შემთხვევაში, ეს არის მართლა კვირების ან თვეების საკითხი. ამაში აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული. ამაზე ზუსტი ინფორმაცია მაქვს,” - განაცხადა მან 4 დეკემბერს. პირველი ფრაზა ადსტურებს ჩემს ვარაუდებს, რომ მიშა მაგრა წამოიკიდეს რუსებმა, დააჯერეს რა რომ ცხინვალში ჩვენს მიერ განხორციელებულ სამხედრო ოპერაციაზე მათ რეაგირება არ ექნებოდათ და გაკიცხვით შემოიფარგლებოდნენ. მეორე კი იმას რომ ამისთვის დიდი ხანია ემზადებოდნენ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted September 28, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 28, 2009 ძუკუ პირველი ფრაზა ადსტურებს ჩემს ვარაუდებს, რომ მიშა მაგრა წამოიკიდეს რუსებმა, დააჯერეს რა რომ ცხინვალში ჩვენს მიერ განხორციელებულ სამხედრო ოპერაციაზე მათ რეაგირება არ ექნებოდათ და გაკიცხვით შემოიფარგლებოდნენ. მართალი ხარ და ამას დიდი ხანია ვამბობ.ომის წინ თუ გახსოვს რუსეთის კომენტარი კოკოითზე? „აღარ გვემორჩილებაო“. მიშას ხელისუფლებაში ძალიან ბევრი რუსეთის აგენტია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted September 28, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 28, 2009 lasha1997 მართალი ხარ და ამას დიდი ხანია ვამბობ.ომის წინ თუ გახსოვს რუსეთის კომენტარი კოკოითზე? „აღარ გვემორჩილებაო“. კულახმეტოვი ამბობდა ამას. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DATA TUTASXIA Posted September 29, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 29, 2009 ძუკუ პირველი ფრაზა ადსტურებს ჩემს ვარაუდებს, რომ მიშა მაგრა წამოიკიდეს რუსებმა, დააჯერეს რა რომ ცხინვალში ჩვენს მიერ განხორციელებულ სამხედრო ოპერაციაზე მათ რეაგირება არ ექნებოდათ და გაკიცხვით შემოიფარგლებოდნენ. მეორე კი იმას რომ ამისთვის დიდი ხანია ემზადებოდნენ. რუსეთის აგენტები ხართ თქვენ ბიძია. როგორ ბედავთ და მიშას როგორ აბრალებთ ასეთ რამეს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted September 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 29, 2009 მიშას იმაში კი არ ვდებ ბრალს, რომ ცხინვალის დაბრუნება დააპირა, არამედ ასე უნიჭოდ რომ მოიქცა... ეს ნახეთ: Группа грузинских военнослужащих, которые обвиняются в причастности к мятежу на военной базе Мухровани в мае 2009 года, заключила процессуальную сделку с прокуратурой. Об этом сообщает Civil Georgia. На сделку, которая предусматривает признание вины и сотрудничество со следствием, пошли 13 человек, включая бывшего командующего отряда спецназа Гию Гваладзе (всего по этому делу в качестве обвиняемых проходят несколько десятков человек). Напомним, что версия следствия о мятеже в Мухровани в значительной степени базировалась на заявлениях Гии Гваладзе, обнародованных грузинским МВД 5 мая (в тот день, когда попытка бунта была подавлена). На записи, сделанной скрытой камерой, он подробно рассказывал о планах мятежников, называл их фамилии, а также упоминал о связи организаторов бунта с Россией. На суде Гваладзе, как отмечает издание, стал основным свидетелем прокуратуры против одного из главных обвиняемых, бывшего командующего национальной гвардией Кобы Кобаладзе. Адвокат Гваладзе, Майя Джулагидзе сообщила, что ее подзащитный, как ожидается, получит два года тюрьмы (ранее ему были предъявлены обвинения по статье, которая предусматривает наказание в виде лишения свободы сроком до 15 лет). Чем обернется процессуальная сделка для остальных 12 фигурантов дела, не уточняется. Дело тех, кто согласился сотрудничать с прокуратурой, выделено в отдельное производство. http://lenta.ru/news/2009/09/29/deal/ პ.ს. გატეხეს სამხედროები როგორც ჩანს((((.... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.