Jump to content
Planeta.Ge

ღია წერილი გიას შალვასგან


Recommended Posts

გაქცევა საკუთარი თავისგან... შეუძლებელია

ავტორი - Gevision.Tv

TUESDAY, 22 SEPTEMBER 2009 11:24

 

ახლა, როცა მალე კომფორტულ სტუდიაში შევალ და ძვირად ღირებულ შოუს წავიყვან - ხშირად ვუფიქრდები ერთ რამეს: ხომ არ ვღალატობ თაგვის ცურცლით სავსე 105-ის სტუდიაში ჩამჯდარ იმ ხულიგან შალვა რამიშვილს, რომელიც 10 წლის წინ თავის პანკი მეგობრებთან ერთად ასე აშფოთებდა თბილისს. ცხადია, რომ ფედერალური არხის ეთერი, კარგი ვიზუალი და ეფექტური მენეჯმენტი ერთი-ორად გაზრდის ჩემი მომავალი ტელენაკეთობების რეიტინგს. მაგრამ უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია ხომ არ მომიწევს შემოქმედების გაუპატიურება,

ხომ არ დამღრღნის კომფორმიზმის ჭია და ხო მარ დავემსგავსები მაგალითად გია ჭანტურიას. Gგია ძალზედ ნიჭიერი კაცია. ამასთან მისი შესაძლებლობები არ ამოიწურება მხოლოდ პაროდირების უნარით. ამას მასზე ბოროტი და დაბოღმილი ადამიანები ამბობენ. რა თქმა უნდა ჭანტურია შესაძლებლობები ძალზედ დიდია. მაგალითად ყველამ უნდა იცოდეს, რომ გია მხატვარ ვიკა წიკლაურთან ერთად “დარდუბალას” ავტორი და შემოაქმედებითი მოტორი გახლდათ. ძალზედ ხშირად ჭანტურიას ბრწყინვალე იდეას გამოვუყვანივართ სასცენარო ჩიხიდან. მის სასახელოდ ისიც უნდა ითქვას, რომ ერთ დროს გია ქართული სამამულო მულტიპლიკაციის ახალი ერის სტარტზე იმყოფებოდა და პირველი ჩაეშვა მარათონში ანიმაციური 3 განზომილებიანი ნოვაციების ზეობისა. ამასთან ამ კაცმა კარგად იცის ხალხის გაჭირვებაც და სნობიც არაა, რადგან ახალგაზრდობაში მიწისქვეშა გადასავლელებში მოხეტიალე მუსიკოსებთან ერთად (აწ წარმატებულ ზუმბა და მისთ) უმღეროდა მოსახლეობას ორ გროშად. იმ ხანად მე ერთ რამეში ვიყავი დარწმუნებული: ყველგან, სადაც არ უნდა ყოფილიყო გია, ზვიად გამსახურდიას მომხრეებთან ერთად მთავრობის სახლის ბუნკერში, მიწისქვეშა გადასასვლელში ქუჩის მუსიკოსების გარემოცვაში, მოხეტიალე ძმაკაცებთან ერთად აჭარის პლაჟზე უკაპიკოდ წასული - იგი იყო თავისუფალი სულის მატარებელი სუბიექტი და კლასიკური ლუზერ-ნონკომფორმისტი.

დროება შეიცვალა და ახლა გია I არხის უფროსია. გაექცევა თუ არა ის ძველ ჭანტურიას?! იმ ჭანტურიას, რომელიც 2001 წლის 9/11-ის ტრაგედიისას ბენ ლადენის მომხრეებს გულშემატკივრობდა (დარწმუნებული ვარ ამას რაღაც ახირებით აკეთებდა), რომელმაც დარდუბალას სტუდია დატოვა იმ მიზეზით, რომ სააკაშვილთან ძმაკაცობაში დამდო ბრალი. ნეტავ შეინარჩუნებს ის ბრემენელი მუსიკოსების სულისკვეთებას?! არ ვიცი.. არ ვიცი.. მანამდე კი მსურს მეგობრულად ვთხოვო მას. ნუ ეცდება საკუთარ თავს უღალატოს. რა თქმა უნდა იგივე რამ საკუთარ თავსაც მინდა რომ ვუსურვო. ასევე მსურს, რომ გიამ თავისი გამოცდილებაც გამანდოს მე ხომ მაინტერესებს თუ როგორ ახერხებს დიდ კაბინეტში დისლოცირებული გიაბოსი მეამბოხე სულის კვეთების შენარჩუნებას. მსგავსი გამოცდილება ძალზედ მჭირდება ახლა. იმედია ჭანტურია დახმარების ხელს გამომიწვდის და მეგობრულ რჩევებს დამიმეილებს.

დასასრულ მინდა ყველას შევახსენო ის, თუ როგორები ვიყავით ჩვენ 105-ელები ადრე. მოუსმინეთ ამ სიმღერას, რომლის ავტორიც გია ჭანტურიაას. მოდით ყველამ გავიხსენოთ ის კეთილი დრო როცა გიას ხშირად ფენოვანი ხაჭაპურის ფული არ ჰქონდა და უნივერსიტეტის ბაღში მდელოზე გაუთენებია. ნახეთ სამაგიეროდ რა სულისკვეთება ჩანს მის ნახელავში, როგორ მღერის ის I არხზე. დატკბით ისიამოვნეთ და გაიხარეთ.

 

 

თქვენი შალვა რამიშვილი

 

 

 

 

 

მოუსმინეთ სიმღერას http://www.gevision.tv/ ”ღია წერილი გიას შალვასგან”

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უკაცრავად ბატონო iraklion, ეს წერილი დავდე მეზობელ თემაში რადგან იქ წამოჭრილ კითხვებს ეხმაურება.

კოპირაიტი დაცულია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...