Jump to content
Planeta.Ge

ინგა გრიგოლია პირველი არხიდან წავიდა, გაუმარჯოს კახა ბენდუქიძეს!

Recommended Posts

http://s61.radikal.ru/i174/0909/ac/0250c75e5121.jpg

ინგა გრიგოლია პირველი არხიდან წავიდა, გაუმარჯოს კახა ბენდუქიძეს!

მაშინ, როდესაც ინგა გრიგოლიას ჭანტურია უპრობლემოდ შეელია, კულუარებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პირველ არხზე გადაცემა "ღამის საუბრებს" მხატვარ გია ბუღაძესთან ერთად გაუძღვება ეკონომიკური განვითარების კიდევ ერთი ყოფილი მინისტრი კახა ბენდუქიძე(?!)

მოსაზრება, რომ საქართველო პარადოქსების ქვეყანაა, ბოლო ხანს კიდევ უფრო განმტკიცდა. ეს განსაკუთრებით კარგად ქართული ელექტრონული მედიის მაგალითიდან ჩანს. მედიის თავისუფლების ხარისხი ჩვენნაირი პოლიტიკური თუ სამოქალაქო განვითარების ქვეყანაში, როგორც წესი, მუდმივად კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, მაგრამ ის, რაც დღეს ჩვენს სატელევიზიო არხებზე ხდება, კითხვის ნიშნებს კი არ აჩენს, არამედ პირდაპირ წარმოაჩენს, რამხელა გავლენა აქვს ხელისუფლებას ე.წ. ნაციონალურ სატელევიზიო არხებზე.

ის, რომ "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ხელისუფლებაში მოსულ ადამიანებს თავისუფალი სატელევიზიო ეთერი დიდად აღარ ეხატებოდათ გულზე, ერთი მარტივი მიზეზითაც შეიძლება ავხსნათ: ამ ხალხს ძალაუფლების ხელში ჩაგდებაში ძალიან დაეხმარა მედია, კონკრეტულად, ტელეკომპანია "რუსთავი 2", რომელიც რევოლუციის შემდეგ გამარჯვებული ხალხის ტელევიზიად კი გამოაცხადეს, მაგრამ "ნაციონალებს" ძალა და ენერგია არ დაუკლიათ თუნდაც ამ ტელევიზიაზე გავლენის მოსაპოვებლად. ამის დასტურია ისიც, რომ სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში რამდენჯერმე შეიცვალა არხის მფლობელი, ხოლო ჟურნალისტთა უმეტესობამ ტელევიზია დატოვა. ამის პარალელურად სხვადასხვა არხზე ხმაურიანად იხურებოდა პოლიტიკური ტოქ-შოუები და თვით სატელევიზიო არხებიც. ამ ყველაფრის კულმინაცია თითქოს 2007 წლის 7 ნოემბერს ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრა და იქ განვითარებული მოვლენები უნდა ყოფილიყო, თითქოს ამის შემდეგ საზოგადოებრივ პროტესტს უნდა ეიძულებინა ხელისუფლება, ელექტრონულ მედიაზე თავისი კონტროლი შეესუსტებინა, მაგრამ დღეს საპირისპიროს ვხედავთ. "იმედსა" და პირველ არხზე განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ ხელისუფლება არათუ ირიბად, არამედ ამ არხების პირდაპირ მმართველად იქცა. მედიაჰოლდინგ "იმედის" გენერალურ დირექტორად გიორგი არველაძის დანიშვნამ აჩვენა, რომ ვითომ დამოუკიდებელი ტელეკომპანიის მენეჯმენტი ლამის სახელისუფლებო მართვის ვერტიკალში მოექცა. გიორგი არველაძე აცხადებს, - სად მე და სად პოლიტიკა, "იმედში" მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ დამნიშნეს, რომ კარგი მედიამენეჯერი ვარო, მაგრამ ამაზეა ნათქვამი: "ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო..." ასეთი "ბოლო" კი, შორს რომ არ წავიდეთ, მარტო მისი პოლიტიკური მრწამსი და ამა თუ იმ ღონისძიებაზე სამთავრობო ლოჟაში ყოფნაცაა... ვფიქრობთ, არავის სჭირდება გიორგი არველაძის დანარჩენი პოლიტიკური მიღწევებისა და რევოლუციამდე თუ მის შემდეგ მისი წარმატებული "ნაციონალური" კარიერის შესახებ ინფორმაციის შეხსენება... არველაძის ტელეკომპანიაში მისვლის შემდეგ "იმედიდან" არაერთი თანამშრომელი გაუშვეს. კულუარებში იმასაც ამბობენ, არველაძეს დაუქადნია, ტელევიზიაში არავის გავაჩერებ, ვინც პატარკაციშვილის დროს მუშაობდაო, მეტიც, თურმე მენეჯერი არველაძე არხზე გასართობი გადაცემების მომზადებას აპირებს, მაგრამ თუ პრეზიდენტის გამოსვლები და რეგიონული ვოიაჟები ასეთი ინტენსივობით აჩვენეს პირდაპირ ეთერში, ვეჭვობთ, უკეთესი გასართობი გადაცემებისა თუ სერიალების მომზადება შეძლონ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ არველაძე "იმედისთვის" სახელის გადარქმევასაც აპირებს. სავარაუდოდ, შეიცვლება ტელეკომპანიის ლოგოც, რაც საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, საკითხავია, ვინ გადაიხდის ამ თანხას?! არანაკლებ ტრაგიკომიკური სიტუაციაა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზეც, რომლის გენერალურ დირექტორთან, გია ჭანტურიასთან მისი არჩევა-დანიშვნის დღიდან ამაოდ ვცდილობთ ინტერვიუს ჩაწერას... როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, მირანდა ბაქრაძემ ამჯერად გვითხრა, ახალი სატელევიზიო სეზონი არხზე 31 ოქტომბერს დაიწყება, გენდირექტორს კი უთქვამს, მანამდე სათქმელი არაფერი მაქვს და ამიტომ ინტერვიუს მიცემის აზრს ვერ ვხედავო. ჭანტურიას სათქმელი რომ არაფერი აქვს, არ გვიკვირს, მაგრამ ჩვენ გვაქვს მასთან არაერთი კითხვა, მაგალითად, რატომ გაუუქმა ტელეკომპანიამ ხელშეკრულება საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ ჟურნალისტს, ინგა გრიგოლიას და დახურა მისი გადაცემა "პოლიტიკური კვირა", ან რატომ გახდა არხისთვის ამჯერად მეტად პრიორიტეტული შიდასატელევიზიო პროდუქტი, როდესაც ყუბანეიშვილის გენერალური დირექტორობის დროს (შეგახსენებთ, მაშინ ჭანტურია დირექტორის პირველი მოადგილე იყო), გამოაცხადეს, რომ პირველი არხი სწორებას ტელევიზიის გარეთ, კერძო სტუდიებში მომზადებული გადაცემების შესყიდვაზე აკეთებდა?! პარადოქსების ქვეყანა გვაქვს-მეთქი, ვთქვი. ამ თვალსაზრისით საინტერესოა ერთი ფაქტიც, მაშინ, როდესაც ინგა გრიგოლიას ჭანტურია უპრობლემოდ შეელია, კულუარებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პირველ არხზე გადაცემა "ღამის საუბრებს" მხატვარ გია ბუღაძესთან ერთად გაუძღვება ეკონომიკური განვითარების კიდევ ერთი ყოფილი მინისტრი კახა ბენდუქიძე(?!), რომელიც საქართველოში, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ურეიტინგო სახელმწიფო მოხელე იყო. ამ ინფორმაციას ჯერჯერობით არავინ ადასტურებს, როგორც პირველი არხის ერთ-ერთმა თანამშრომელმა გვითხრა, ასეთი იდეა არსებობს, თუმც საბოლოოდ არაფერია გადაწყვეტილიო. საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესსამსახურში კი ოფიციალურად გვითხრეს, ამ საკითხზე დაზუსტებულ პასუხს ორ კვირაში გეტყვითო. გვახსოვს, ინგა გრიგოლიას გადაცემაში კახა ბენდუქიძის სტუმრობა დიდი არეულობით დასრულდა. მაშინ ბენდუქიძემ გრიგოლიას უთხრა, აზრზე არა ვარ, რატომ მიიჩნევი საქართველოში ყველაზე კარგ ჟურნალისტადო. სავარაუდოდ, ბენდუქიძე ახლა გვიჩვენებს ჟურნალისტიკის კლასს! ისე, ამ ეკონომიკური განვითარების ყოფილ მინისტრებს რაღაც საეჭვოდ მიუწევთ გული ტელევიზიებისკენ, საინტერესოა, ამ თანამდებობიდან ახლახან სკანდალით გათავისუფლებულ ლაშა ჟვანიას "კავკასია" ან "მაესტრო" ხომ არ დაასაქმებს?! ხუმრობა იქით იყოს და, გია ჭანტურია აცხადებს, გრიგოლია მე არ გამიშვია, თვითონ გადაწყვიტა სასწავლებლად წასვლაო...

"ყველა სიახლე" ქალბატონ ინგას დაუკავშირდა და გადაცემა "პოლიტიკური კვირის" დახურვის მიზეზებზე ესაუბრა.

ინგა გრიგოლია: - ახალი წლიდან სასწავლებლად წასვლას ამ ამბებამდეც ვგეგმავდი. საქმე ისაა, რომ ჩემი ძველი კონტრაქტით პირველ არხზე "პოლიტიკური კვირა" დეკემბრის ჩათვლით უნდა გასულიყო, ამიტომ ამ კონტრაქტის დასრულების შემდეგ ვაპირებდი ინგლისში წასვლას...

- რა ბედი ეწია ამ კონტრაქტს?

- გია ჭანტურიას გენერალურ დირექტორად დანიშვნის შემდეგ, ეს კონტრაქტი გააუქმეს.

- რატომ, რა მოტივით?

- საქმე ისაა, რომ ჩემი გადაცემა არ იყო პირველი არხის პროდუქტი და არც მე ვიყავი ამ არხის თანამშრომელი. ეს გადაცემა მზადდებოდა ერთ-ერთ გარე სტუდიაში. ჭანტურიამ გადაწყვიტა, რომ არხმა ორიენტაცია თავისსავე მომზადებულ გადაცემებზე აიღოს. აი, ამ მოტივით გაუქმდა ძველი კონტრაქტი, თუმცა ამის სანაცვლოდ ჭანტურიამ სამთვიანი პირდაპირი კონტრაქტი შემომთავაზა, ანუ გადაცემა როგორც პირველი არხის თანამშრომელს, ისე უნდა მომემზადებინა, რაზეც უარი ვთქვი.

- რა მიზეზით თქვით უარი?

- ვფიქრობ, როდესაც ამ არხის თანამშრომელი არ ვიყავი და ისე ვამზადებდი გადაცემას, სრულიად დამოუკიდებელი გახლდით, ერთადერთი პრობლემა ჩემს გადაცემას მაშინ შეექმნა, როდესაც ირაკლი ოქრუაშვილი უნდა ჩაგვერთო პირდაპირ ეთერში. მაშინ ჩემმა მეგობარმა და არხის მაშინდელმა გენერალურმა დირექტორმა, ლევან ყუბანეიშვილმა განაცხადა, ეს არ ეთანხმება ჩვენი ტელევიზიის სტანდარტებსო. ამის გამო, პროტესტის ნიშნად ტელევიზიის დირექტორის მოადგილის თანამდებობა დავტოვე. ასე რომ, თუ ახალ კონტრაქტს დავთანხმდებოდი, კაცმა არ იცის, კიდევ რა სტანდარტებით მომიხდებოდა მუშაობა. აი, ამიტომ ვთქვი უარი, თანაც სიმართლე გითხრათ, სამთვიანი კონტრაქტი არც მხიბლავდა, მირჩევნია, ჩემს საქმეებს მივხედო. ვფიქრობ, ნებისმიერი ადამიანი უნდა ცდილობდეს ცოდნის გაღრმავებას. ამ თვალსაზრისით დიდი გეგმები მაქვს.

- წარმატებებს გისურვებთ, თუმცა ფაქტია, რომ თქვენი ყველა გადაცემა სკანდალურად დაიხურა...

- მართალი ბრძანდებით, ალბათ ამიტომაც მოჰყვა ჩემს გადაწყვეტილებას ამდენი მითქმა-მოთქმა, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ახალი, წარმატებული პროექტებით დავუბრუნდები ქართულ ტელესივრცეს.

წყარო: ”ყველა სიახლე”

ლიცემერი: ერთი არაბული ანდაზა გამახსენდა: მსახური, რომელიც ერთდროულად ორ ბატონს მსახურებს, ორივე მათგანს ეთვალთმაქცება.

http://s05.radikal.ru/i178/0909/dd/54473052290c.jpg:ასე იყო ინგას საქმეც

Edited by licemer
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ასე იყო ინგას საქმეც

ნუ გავხადეთ ეს გრიგოლია ოფრა უინფრი რააა!!! შეხედეთ მას და მის მსგავს "ჟურნალისტებს" ასე ვთქვათ მორალურ პრიზმაში და თვალწინ უპრინციპო, მაღალ ხელფასს გაკიდებული, ფსევდო-პროფესიონალიზმით "დახუნძლული", და კონფორმისტი ადამიანი წარმოგიდგებათ !!!!

ნაღდად არა ვარ ინგას ფანი, პირიქით ინგას ტიპის ჯურნალისტები ნერვებს მიშლიან და მაგის გადაცემებს იშვიათად ვუყურებდი, მაგრამ თუ ინგა კონფორმისტია მაშინ რა სახელი ქვიათ რ1,რ2 და რ3-ის ჯურნალისტებს?

პრობლემაც მაგაშია, რომ იმდენად დაბალია პროფესიონალიზმის დონე ზოგადად საქართველოში, და არა მარტო ჟურნალისტიკაში, რომ თუნდაც მცირედი უნარის მქონე, დანარჩენების დანაშაულებრივი მოქმედებების და არაპროფესიონალიზმის ფონზე უკვე შედეგად რომ ფასდება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ასეა თუ ისე რეგიონებს დაენძრათ.. ისედაც ხო ადებილებს ხალხს ეს ნაც ვიზიები და ეხლა ამის გადაცემაც რო მოიხსნა ვაფშე წავიდაააა
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნუ გავხადეთ ეს გრიგოლია ოფრა უინფრი რააა!!! შეხედეთ მას და მის მსგავს "ჟურნალისტებს" ასე ვთქვათ მორალურ პრიზმაში და თვალწინ უპრინციპო, მაღალ ხელფასს გაკიდებული, ფსევდო-პროფესიონალიზმით "დახუნძლული", და კონფორმისტი ადამიანი წარმოგიდგებათ !!!!

აი ზუსტად! 100% გეთანხმები!

თან პროვინციალკა გოიმი და უტაქტო და უინტელექტო ქალია - ესეც ჯურნალისტიკის ეტალონად ჩაითვალა, ეგაა უბედურება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აი ზუსტად! 100% გეთანხმები!

თან პროვინციალკა გოიმი და უტაქტო და უინტელექტო ქალია - ესეც ჯურნალისტიკის ეტალონად ჩაითვალა, ეგაა უბედურება

პროვინციიდან ჩამოსულ ადამიანზე "გოიმის" იარლიყის მიწებება უდავოდ მაღალი ინტელექტის ნიშანია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პროვინციიდან ჩამოსულ ადამიანზე "გოიმის" იარლიყის მიწებება უდავოდ მაღალი ინტელექტის ნიშანია.

პროვინციალობა და გოიმობა არ არის ადგილის მიხედვით განსაზღვრელი, ჩემო სატურნა , ეს არის მენტალური და პიროვნული პრობლემის განმსაზღვრელი ცნება.

ასე რომ ნუუუუუ....

ნე ნარივაისია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

Saturn

რატომ გაჩერდით? განაგრძეთ მეგობრებო, განაგრძეთ :D

ერთხელ შეაგინეთ მაგ თავგასულს პატივცემულო ლიცემერ და დაუბრუნდით საყვარელ ოჯახს © ღინტუ

:D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა გადაცემებით ანაცვლებს გია ჭანტურია ინგა გრიგოლიას თოქ-შოუს

“თუ ვინმეს ეგონა, რომ “პირველი არხის” ახალი გენერალური დირექტორი ამ არხზე რევოლუციურ ცვლილებებს ხალხის სასარგებლოდ მოახდენდა, იმთავითვე შეცდა. ჯერ იყო და ინგა გრიგოლიას გადაცემა დახურა, რომელსაც, მისივე აღიარებით მთელი “პირველ არხზე” არსებულ გადაცემებში ყველაზე მაღალი რეიტინგი ჰქონდა და რომელსაც მაყურებელი ყოველ კვირა საღამოს უყურებდა - აინტერესებდა და იმიტომ. ახლა კი, თავისი ქმედებებით აღტაცებულმა გია ჭანტურიამ გუშინ სიამაყით განაცხადა, რომ 10-15 ოქტომბრისთვის “პირველ არხზე” ორი ახალი თოქ-შოუ გავა: ეკა კვესიტაძის და დათო პაიჭაძის”, - წერს გაზეთი “ალია” სტატიაში სათაურით რა გადაცემებით ანაცვლებს გია ჭანტურია ინგა გრიგოლიას თოქ-შოუს.

“ხოხ, სიტყვის თავისუფლების “მამამთავრები”: პაიჭაძე და და კვესიტაძე - სასაცილოა, ამის შემდეგ გია ჭანტურია კიდევ რომ იტყვის - “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ხელისუფლებისგან დამოუკიდებელიაო. როგორც “პირველთან” საუბარში შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის შოთა უტიაშვილის მეუღლემ და ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ განაცხადა, მას პოლიტიკური ხასიათის ახალი თოქ-შოუ ექნება - “ჩემი გადაცემა ეთერში კვირაში ერთხელ, შაბათს ან კვირას გავა. დეტალები მომდევნო კვირის ბოლომდე დაზუსტდება. ვფიქრობ გადაცემას ისევ ძველი სახელი “აქცენტები” დარჩება, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ეს სახელი მომდევნო დღეებში შევცვალოთ. ეს აქტუალურ პოლიტიკურ თემებზე აგებული თოქ-შოუ იქნება”, - განაცხადა კვესიტაძემ. რაც შეეხება დათო პაიჭაძის გადაცემას, ის ეთერში კვირაში ორჯერ - სამშაბათსა და ხუთშაბათ საღამოს გავა. პაიჭაძის განცხადებით, “ეს მხოლოდ პოლიტიკურ თემებზე აგებული გადაცემა არ იქნება, ის აქტუალურ ან თუნდაც ნაკლებ აქტუალური “მიჩუმათებულ” სხვადასხვა საკითხებზე აგებული გადაცემა იქნება, რომელიც საზოგადოებას დააინტერესებს, გადაცემა დაახლოებით 45 წუთს გაგრძელდება”, - წერს სტატიის ავტორი.

“პაიჭაძის თოქ-შოუების სახელწოდება იქნება - “მიშას ბავშვობა”, მერე “მიშას სიყრმე”, მერე “მიშას მომავალი” და ეკა კვესიტაძე, ალბათ, ძირითადად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიღწევებსა და წარმატებებზე ისაუბრებს. არა, რა, მარტო ტელევიზიაში კი არა, ყველაფერში უკუსვლაა. საერთოდ ანაქრონიზმია საქართველოს ხელისუფლება სააკაშვილის მეთაურობით. ის, რომ სიტყვის თავისუფლების თვალსაზრისით უკუსვლა კი არა სრული კატასტროფაა, ამას ყველაზე ნათლად “იმედის” მდგომარეობა ასახავს. სააკაშვილიზმის მოვლენა ღრმა ბოლშევიკურ ეპოქაში დაბრუნებაა, ხრუშჩოვის პერიოდში დაბრუნებაა. “პირველ არხზე” ჭანტურიაც მერაბიშვილი-სააკაშვილი-ადეიშვილის ნამოქმედარია და ასეთი ქმედებებით, მალე განსაჯელის სკამს მიაღწევენ, დამიჯერეთ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მოძრაობა “დაიცავი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გოგა ხაინდრავა.

მოგენატრება მამათიო, ეს პონტია :ena:

Edited by licemer
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როგორც “პირველთან” საუბარში შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის შოთა უტიაშვილის მეუღლემ და ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ განაცხადა, მას პოლიტიკური ხასიათის ახალი თოქ-შოუ ექნება - “ჩემი გადაცემა ეთერში კვირაში ერთხელ, შაბათს ან კვირას გავა

ივერია გაბრწყინდება :love2: :papa:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...