ლ ი ც ი Posted September 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 15, 2009 (edited) http://pic.ipicture.ru/uploads/090915/52S7vWas81.jpg ცხინვალის რეგიონს გარეთ ოსების რაოდენობა 25 ათასამდე დავიდა “უკანასკნელ პერიოდში საქართველოდან ეთნიკური ოსების წასვლამ უკვე მასობრივი ხასიათი მიიღო. ჩემთვის სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ ლაგოდეხის რაიონის ოსები გადადიან ახალგორში და ახალგორიდან ცხინვალში. ვფიქრობ, ეს ტენდენცია მართლაც არის და თანაც საკმაოდ დომინანტური. გარდა ამისა, ეთნიკური ოსები ცხინვალშიც მიდიან და მოსკოვშიც”, - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია “იბერ-ირონის” თავმჯდომარე მაია ცაბოშვილი-ჩიგოევა გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ცხინვალის რეგიონს გარეთ ოსების რაოდენობა 25 ათასამდე დავიდა - ცაბოშვილი-ჩიგოევა.“საქართველოდან არა მარტო ეთნიკური ოსები, ქართველებიც მიდიან. მკვეთრად იმატა საზღვარგარეთ წამსვლელების რიცხვმა ქართველებშიც, თუმცა ოსების შემთხვევაში ამის მთავარი მიზეზი გახლავთ შარშანდელი ომი, რომელმაც თავის ღრმა კვალი დატოვა ოსებში. ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავადასტურებ, რომ ოსებიდან ყველა წამსვლელის მიზეზი არის ეთნიკური ნიშნით დევნა. ამას, რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავ, მაგრამ თუ ასეთი რამ ხდება, ეს იშვიათი შემთხვევა შეიძლება იყოს. ჩემთვის პირადად, ასეთი ფაქტი ცნობილი არ არის”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მაია ცაბოშვილი-ჩიგოევა. “ომის შემდეგ ოსები ორმაგი წნეხის ქვეშ აღმოჩნდნენ. პირველ ყოვლისა - ის სოციალური კრიზისის ვითარება, რომელიც მოქმედებს ყველა აქ მცხოვრებზე და ის ქვეცნობიერი განცდა, რომელიც აგვისტოს მოვლენების შედეგად ოსების ცნობიერებაში დაილექა. წამსვლელები სწორედ ამ მიზეზებზე საუბრობენ, მაგრამ მინდა ისიც აღვნიშნო, რომ ცხინავალში უმეტესობა იმისთვის მიდის, რათა მოსკოვში გადავიდეს და იქ გამარტივებულად აიღოს დასავლეთის ქვეყნებში წასასვლელი ვიზა. ოფიციალურად, სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, 1989 წელს მთლიანად საქართველოში ცხოვრობდა 165 000 ოსი. აქედან დაახლოებით 60 ათასი ცხოვრობდა ცხინვალის რეგიონში და 100 000 დანარჩენ საქართველოში. მარტო თბილისში 34 000 ცხოვრობდა. 2002 წელს როცა ჩატარდა აღწერა, საქართველოს ტერიტორიაზე, ცხინვალის რეგიონის გარდა ცხოვრობდა 38 000 ოსი. მათგან, სავარაუდოდ, თბილისში იყო 15 000”, - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი.“რაც შეეხება 2009 წლის მონაცემებს, ახლა რასაც გეტყვით, ეს არის შედგენილი ჩემი უხეში გათვლებით (წლეულს ოფიციალური აღწერა ეთნიკური ოსებისა არც ჩატარებულა) მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ახლოა რეალობასთან. დღეს საქართველოში ცხინვალის რეგიონის გარეთ მცხოვრები ოსებიდან, რომლებიც თავიანთი თავის იდენტიფიცირებას ახდენენ ოსებად - ამას კი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს - ანუ არ აქვთ გადაკეთებული გვარები, დარჩენილია სულ 25 000, თბილისში კი, სავარაუდოდ, 12-15 000. ეს უდავოდ ძალიან პატარა რიცხვია. უკვე ამ რეალობის წინაშე ვდგავართ: შესაძლებელია მოხდეს იმ მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა-კავშირების წყვეტა, რომელიც ამ ორ ხალხს შორის საუკუნეების მანძილზე არსებობდა”, - აცხადებს მაია ცაბოშვილი-ჩიგოევა და შეკითხვას - “თქვენი აზრით, რა არის საჭირო იმისთვის, რომ ეს ავიცილოთ?” - პასუხობს:“ამაზე საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს. ეთნიკურ ოსებს უნდა შეუქმნას ისეთი ყოფითი პირობები და ფსიქოლოგიური გარემო, რომ მათ აქ გაჩერება-ცხოვრება შეძლონ”.http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/109426.html ლიცემერი: რატომღაც ბავშვობაში მეგონა, რომ:ყველა რუს მამაკაცს ივანე ერქვა;ყველა რუსი ქალი-ბოზი იყო;ყველა ქართველი მაგარი ;ყველა ებრაელი ვაჭარი;ყველა სომეხი პარიკმახერიყველა აფრიკელი მშიერიდა...ოსი ქართველი...და რომ იცოდეთ რაოდენ დიდი იყო ჩემი გაოცება, როდესაც გავიგე, რომ ოსები ქართველები არ იყვნენ. რავიცი, ჩემი აზრით, დაუძლეველი მტრობა არ არსებობს და მოვა დრო, როდესაც ქართველები და ოსები შეძლებენ შერიგებას უზერებო, რა აზრის ხართ ცაბოშვილ-ჩიგოევას ინტერვიუზე? Edited September 15, 2009 by licemer Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted September 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 15, 2009 ლიცემერი: რატომღაც ბავშვობაში მეგონა, რომ:ყველა რუს მამაკაცს ივანე ერქვა;ყველა რუსი ქალი-ბოზი იყო;ყველა ქართველი მაგარი ;ყველა ებრაელი ვაჭარი;ყველა სომეხი პარიკმახერიყველა აფრიკელი მშიერიდა...ოსი ქართველი...ყველა რუსი ვანია ლოთი: :alk: ყველა ჩეკისტი ჩათლახი; ყველა ბოშა ციგანი; :ena: ყველა გერმანელი ფაშისტი;ყველა ზანგი ინგლისურად მოლაპარაკე; :vini: ყველა ფრანგი თეთრი; ;)და ყველა აფხაზი აჟიბა რეზოს (ჩემი თანაკლასელია) ბიძაშვილი; და რომ იცოდეთ რაოდენ დიდი იყო ჩემი გაოცება, როდესაც გავიგე, რომ ოსები ქართველები არ იყვნენ.და რომ იცოდეთ რაოდენ დიდი იყო ჩემი გაოცება, როდესაც გავიგე, რომ მე თვითაღქმით ქართველს ზოგიერთი ქართველი პირსუკან თათარს მიწოდებდა. რავიცი, ჩემი აზრით, დაუძლეველი მტრობა არ არსებობს და მოვა დრო, როდესაც ქართველები და ოსები შეძლებენ შერიგებასარა მარტო ქართველები და ოსები licemer, ქართველებიც, ერთმანეთში უზერებო, რა აზრის ხართ ცაბოშვილ-ჩიგოევას ინტერვიუზე?თუ ეს ქალი არ აჭარბებს სიტუაცია საკმაოდ არასახარბიელო ყოფილა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted September 15, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 15, 2009 თუ ეს ქალი არ აჭარბებს სიტუაცია საკმაოდ არასახარბიელო ყოფილა გონიერი ქალბატონია და არამგონია სიტუაციის დრამატიზირებას ახდენდეს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted September 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 15, 2009 ქსენოფობია დაუშვებელია . პირიქით მტრის ქსენოფობიაა ჩვენი კოზირი.არ უნდა ავყვეთ და ოსებს ცუდად არავინ არ უნდა შეხოს ...ვინც შეეხება დაისჯება...პს არ ვგულისხმბ ტერორისტებს....მათ მიმართ მე ტოლერანტული არ ვარ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted September 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 15, 2009 ყვეკა გარბის საქართველოდან, და ოსები რო გარბოდნენ რა გასაკვირია არა აქვს ამას ეთნიკური შევიწროება მიზეზად ეკონომიკური ფაქტორებია განმსაზღვრელი უფრო! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
liliko Posted September 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 15, 2009 ქსენოფობია დაუშვებელია . პირიქით მტრის ქსენოფობიაა ჩვენი კოზირი.არ უნდა ავყვეთ და ოსებს ცუდად არავინ არ უნდა შეხოს ...ვინც შეეხება დაისჯება...პს არ ვგულისხმბ ტერორისტებს....მათ მიმართ მე ტოლერანტული არ ვარ ქსენოფობია დაუშვებელია არა მარტო ოსების, ნებისმიერი სხვა ერის მიმართ. არა მარტო ოსებს, ცუდად არ უნდა შეეხოს არავინ საქართველოს არც ერთ მოქალაქეს მიუხედავად მისი ეთნიკური კუთვნილებისა.რაც შეეხება ტერორისტებს, ვიქნები ბანალური და გავიმეორებ - ტერორისტებს და ზოგადად დამნაშავეების მიმართ კი კანონი უნდა იყოს უზენაესი და უნდა დაისაჯოს ყოველი მისი დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე და ეთნიკური კუთვნილება ამ შემთხვევაში ვერ იქნება ვინმესთვის ინდულგენიცია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
liliko Posted September 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 15, 2009 არა აქვს ამას ეთნიკური შევიწროება მიზეზად ეკონომიკური ფაქტორებია განმსაზღვრელი უფრო! ცაბოშვილი არც ამბობს რომ ეთნიკური შევიწროვება არის ოსების მასიური გადინების მიზეზი “საქართველოდან არა მარტო ეთნიკური ოსები, ქართველებიც მიდიან. მკვეთრად იმატა საზღვარგარეთ წამსვლელების რიცხვმა ქართველებშიც, თუმცა ოსების შემთხვევაში ამის მთავარი მიზეზი გახლავთ შარშანდელი ომი, რომელმაც თავის ღრმა კვალი დატოვა ოსებში. ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავადასტურებ, რომ ოსებიდან ყველა წამსვლელის მიზეზი არის ეთნიკური ნიშნით დევნა. ამას, რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავ, მაგრამ თუ ასეთი რამ ხდება, ეს იშვიათი შემთხვევა შეიძლება იყოს. ჩემთვის პირადად, ასეთი ფაქტი ცნობილი არ არის”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მაია ცაბოშვილი-ჩიგოევა. თუმცა იქვე დასძენს რომ, ოსების შემთხვევაში ეკონომიკურ ფაქტორებზე უფრო მეტად შარშანდელი აგვისტოს მოვლენები არის მიზეზი საქართველოდან მათი წასვლისა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted September 16, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 16, 2009 ქსენოფობია დაუშვებელია არა მარტო ოსების, ნებისმიერი სხვა ერის მიმართ. არა მარტო ოსებს, ცუდად არ უნდა შეეხოს არავინ საქართველოს არც ერთ მოქალაქეს მიუხედავად მისი ეთნიკური კუთვნილებისა.დასტურ, ჩემო ლილიკო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted September 16, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 16, 2009 ცაბოშვილი არც ამბობს რომ ეთნიკური შევიწროვება არის ოსების მასიური გადინების მიზეზი “საქართველოდან არა მარტო ეთნიკური ოსები, ქართველებიც მიდიან. მკვეთრად იმატა საზღვარგარეთ წამსვლელების რიცხვმა ქართველებშიც, თუმცა ოსების შემთხვევაში ამის მთავარი მიზეზი გახლავთ შარშანდელი ომი, რომელმაც თავის ღრმა კვალი დატოვა ოსებში. ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავადასტურებ, რომ ოსებიდან ყველა წამსვლელის მიზეზი არის ეთნიკური ნიშნით დევნა. ამას, რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავ, მაგრამ თუ ასეთი რამ ხდება, ეს იშვიათი შემთხვევა შეიძლება იყოს. ჩემთვის პირადად, ასეთი ფაქტი ცნობილი არ არის”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მაია ცაბოშვილი-ჩიგოევა. თუმცა იქვე დასძენს რომ, ოსების შემთხვევაში ეკონომიკურ ფაქტორებზე უფრო მეტად შარშანდელი აგვისტოს მოვლენები არის მიზეზი საქართველოდან მათი წასვლისალილიკოს სალამი!ყველა შემთხვევაში დასაფიქრებელი მოვლენაა. მე რამდენადაც ვიცი ბევრი ქართველი ოსობას იბრალებს დასავლეთში შეღწევა რომ გაუადვილდეს. ისე ადრე მასიურად ცისფერობას იბრალებდნენ და ოსობა რომ დაიბრალონ რა გასაკვირია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
liliko Posted September 16, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 16, 2009 ლილიკოს სალამი!ყველა შემთხვევაში დასაფიქრებელი მოვლენაა. მე რამდენადაც ვიცი ბევრი ქართველი ოსობას იბრალებს დასავლეთში შეღწევა რომ გაუადვილდეს. ისე ადრე მასიურად ცისფერობას იბრალებდნენ და ოსობა რომ დაიბრალონ რა გასაკვირია მოგესალმებით ბატონო ძუკუ ეს კიდევ სხვა პრობლემაა ;) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted September 16, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 16, 2009 ცაბოშვილი არც ამბობს რომ ეთნიკური შევიწროვება არის ოსების მასიური გადინების მიზეზი “საქართველოდან არა მარტო ეთნიკური ოსები, ქართველებიც მიდიან. მკვეთრად იმატა საზღვარგარეთ წამსვლელების რიცხვმა ქართველებშიც, თუმცა ოსების შემთხვევაში ამის მთავარი მიზეზი გახლავთ შარშანდელი ომი, რომელმაც თავის ღრმა კვალი დატოვა ოსებში. ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავადასტურებ, რომ ოსებიდან ყველა წამსვლელის მიზეზი არის ეთნიკური ნიშნით დევნა. ამას, რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავ, მაგრამ თუ ასეთი რამ ხდება, ეს იშვიათი შემთხვევა შეიძლება იყოს. ჩემთვის პირადად, ასეთი ფაქტი ცნობილი არ არის”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მაია ცაბოშვილი-ჩიგოევა. თუმცა იქვე დასძენს რომ, ოსების შემთხვევაში ეკონომიკურ ფაქტორებზე უფრო მეტად შარშანდელი აგვისტოს მოვლენები არის მიზეზი საქართველოდან მათი წასვლისამათ შორის იმიტომ რომ ოსებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღება მკვეთრად გაიოლდა, საკმარისია ცხინვალშI გადავიდნენ და ეგაა.... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
liliko Posted September 16, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 16, 2009 მათ შორის იმიტომ რომ ოსებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღება მკვეთრად გაიოლდა, საკმარისია ცხინვალშI გადავიდნენ და ეგაა.... :yes2: არც უმაგისობაა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted September 17, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 17, 2009 ისე ადრე მასიურად ცისფერობას იბრალებდნენ და ოსობა რომ დაიბრალონ რა გასაკვირია :ena: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
liliko Posted September 17, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 17, 2009 (edited) უახლოეს მომავალში, თუ ვითარება მკვეთრად არ შეიცვლება, რისი იმედიც ნაკლებადაა, შეიძლება საქართველო დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე აღმოჩნდეს. "საქართველოს რესპუბლიკა " # 180 შაბათი, 12 სექტემბერი, 2009 წელი "ემიგრაციის ზრდის მთავარი მიზეზი უსამართლობის განცდა და უპერსპექტივობაა" ვარდებიის რევოლუციის შემდეგ, საქართველოდან ემიგრაციაში წასვლის მსურველთა რიცხვმა საგრძნობლად იკლო. 2004-2005 წლებში ქვეყანაში რამდენიმე ათეული ათასი საქართველოს მოქალაქეც კი დაბრუნდა. ექსპერტები ამ ფაქტს სახელმწიფოში გარკვეული პერსპექტივების გაჩენით და დემოკრატიის მშენებლობის მზარდი ტენდენციით ხსნიდნენ, თუმცა ბოლო სამ წელიწადში ვითარება საგრძნობლად შეიცვალა. ქვეყნის დატოვების მსურველთა რიცხვი კატასტროფულად გაიზარდა და ეს ფაქტი ბოლო დროს პოლონეთში, ჩეხეთსა და ბელორუსში მომხდარმა სკანდალურმა შემთხვევებმაც ცხადყო - როცა რამდენიმე ასეული საქართველოს მოქალაქე ევროკავშირის ქვეყნებში შეღწევას საზღვრის უკანონო გადაკვეთით და იქ თავშესაფრის თხოვნით ცდილობდა. თუ რა გახდა ემიგრაციის ზრდის მიზეზი და რატომ ტოვებს ხალხი ქვეყანას, ამის შესახებ "მედიანიუსი" სახალხო დამცველს სოზარ სუბარს ესაუბრა. - ბატონო სოზარ, ბოლო დროს ქვეყანაში ემიგრაციის ტალღის სერიოზული ზრდა აღინიშნა. როგორ ახსნით ამ ფაქტს. ხალხის ქვეყნიდან გადინება 90-იანი წლების ტენდენციის გაგრძელებაა, თუ ქვეყანაში სხვა მიზეზები გაჩნდა, რის გამოც, მოქალაქეები საქართველოს ტოვებენ. - რამდენიმე მიზეზია, მაგრამ მათ შორის უმთავრესი უიმედობის და უპერსპექტივობის განცდაა. ცხადია, მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა და აგვისტოს ომმა დიდად დააზარალა საქართველოს ეკონომიკა და გაზარდა უმუშევრობა, თუმცა ემიგრაციაზე მხოლოდ ეს ფაქტორი არ მოქმედებს. მთავარი მიზეზი არის ის, რომ ხალხი პერსპექტივას ვერ ხედავს. მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ამ ქვეყანაში საკუთარი ნიჭით, საკუთარი შრომით რაღაცის მიღწევა შეუძლებელია, რომ ამ ქვეყანას არ აქვს მომავალი, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს, უახლოეს პერიოდში მაინც. ესაა ის მთავარი მიზეზი, რაც ხალხს ქვეყნიდან წასვლისკენ უბიძგებს. 2005 წელს, როცა გაჩნდა იმედი, რომ საქართველოში შეიცვლებოდა ბევრი რამ და ქვეყანა დემოკრატიული გზით განვითარდებოდა, ემიგრაციაში წამსვლელთა რიცხვმა საგრძნობლად იკლო. პირიქით, უამრავი ადამიანიც კი დაბრუნდა იმ იმედით, რომ ქვეყნის სამსახურში ჩადგებოდნენ. დღეს ისინი ხედავენ, რომ არავის სჭირდებიან. არათუ არავის არ სჭირდებიან, საერთოდ თავიანთ ადგილს ვერ პოულობენ, რადგან იმის ელემენტარული უფლებაც კი არ აქვთ, რომ საკუთარი ხელისუფლება თავისი ნებით აირჩიონ. 2006 წლის სექტემბერ-ოქტომბერში, როდესაც რუსეთმა საქართველოს მოქალაქეების მხეცურ პირობებში დეპორტაცია მოახდინა, ხელისუფლება მათ დაპირდა, რომ თითოეულ მათგანს სამუშაოთი დააკმაყოფილებდა და ყველანაირ პირობას შეუქმნიდა. ერთი ადამიანის მიმართაც კი სახელმწიფოს ეს პირობა არ შეუსრულებია. ომბუდსმენის აპარატი ამის მონიტორინგს ახორციელებდა. არც სამუშაო, არც ფულადი კომპენსაცია, არც საცხოვრებელი ფართი არავის მათთვის არ მიუცია. არავის არაფრით არ დახმარებიან, გარდა იმ რამდენიმე ადამიანისა, რომლებიც პირველ დღეებში ჩამოვიდნენ. - თქვენი აზრით, პირველ რიგში რა უნდა გაკეთდეს, რომ ემიგრაციის მზარდი ტენდენცია მოიშალოს და ხალხს ქვეყნიდან წასვლის სურვილი ნაკლებად გაუჩნდეს. - ქვეყანაში უნდა გაჩნდეს სამართლიანობის განცდა, განცდა იმისა, რომ კანონი კანონობს, ქვეყანას კანონი მართავს და არა ცალკეული პიროვნებების ნება, რომელიც დღეს ერთია და ხვალ მეორე იქნება. თუ ხალხი იგრძნობს, რომ ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზას ადგას, მაშინ უამრავი ადამიანი ჩათვლის, რომ ამ ქვეყანაში დაედგომება, რადგან ისინი თავის ხელით შექმნიან საკუთარ მომავალსაც და ქვეყნის მომავალსაც. დღეს ამას ვერ ხედავენ და ამიტომ ტოვებენ ქვეყანას. - ამ საკითხთან დაკავშირებით, ომბუდსმენის აპარატს რაიმე სტატისტიკური მონაცემები ხომ არ აქვს, ბოლო წლების განმავლობაში რამდენი პროცენტით გაიზარდა უცხოეთში წამსვლელთა რიცხვი. - სამწუხაროდ, ასეთი სტატისტიკა არ გვაქვს. ჩვენ გვქონდა სტატისტიკა ემიგრაციაში წასული ქართველებიდან უცხო ქვეყნის ციხეებში რამდენი იმყოფებოდა, მათ დასახმარებლად ჩვენი საკონსულოები რას აკეთებდნენ და ა.შ. რაც შეეხება ციხეებში მყოფი ქართველების სტატისტიკას, კატასტროფული მონაცემები მივიღეთ. სხვადასხვა წელს სხვადასხვა მონაცემებს ვიღებდით. მაგალითად, 2006 წელს ავსტრიის ციხეებში მყოფი 9000 პატიმრიდან 2600 საქართველოს მოქალაქე იყო, რაც კატასტროფაა. მომდევნო წლებში ამ რიცხვა იკლო. ახლა რა ვითარებაა, არ ვიცით. Edited September 17, 2009 by liliko Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted September 17, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 17, 2009 სხვადასხვა წელს სხვადასხვა მონაცემებს ვიღებდით. მაგალითად, 2006 წელს ავსტრიის ციხეებში მყოფი 9000 პატიმრიდან 2600 საქართველოს მოქალაქე იყო, რაც კატასტროფაა. მომდევნო წლებში ამ რიცხვა იკლო. ახლა რა ვითარებაა, არ ვიცით. სასტაულია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.