kisa Posted September 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 15, 2009 რა შეთანხმება უნდა? პირიქით, კარგია ფორუმისთვის. დარღვეულ ლოღიკიანი ხალხი მოაწყდება, იუზერთა და პოსტების რაოდენობა გაიზრდება :yes2:მერე და ვინ დაადგინა შენ რომ ხარ ლოგიკის და ინტელექტის ეტალონი? თვითმარქვია ხარ? თუ ვანომ მოგცა ლოგიკაზე ექსკლუზიური უფლება? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted September 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 15, 2009 მერე და ვინ დაადგინა შენ რომ ხარ ლოგიკის და ინტელექტის ეტალონი? თვითმარქვია ხარ? თუ ვანომ მოგცა ლოგიკაზე ექსკლუზიური უფლება?ეტალონობის რა მოგახსენო, მაგრამ თქვენი გათვლებისაგან განსხვავებით, ჩემი გათვლები ძირითადად მართლდება ხოლმე :genatale: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
vitaminC Posted September 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 15, 2009 (edited) სწორი პასუხია ბ) A მეტია E-ზე ვიტიპე ეხლა მე.რაც შეეხება შემოწმებას, საქმე იმაში კი არაა, რომ ამოწმებენ. საქმე იმაშია რა მეთოდებით ამოწმებენ.ეხლა ბევრის წერა მეზარება და მოკლედ გეტყვი. შედიან მაღაზიაში და ეუბნებიან, რომ შემოსულია მათზე საჩივარი. რა სახის საჩივარია და რა პრეტენზია აქვს საჩივრის შემტანს, არ ამბობენ. რა თქმა უნდა, არც ვინაობას. ამიტომ არ დაველოდეთ გეგმიურ შემოწმებას და როგორც განსაკუთრებული შემთხვევა, უნდა შეგამოწმოთო. მერე ულუქავენ მაღაზიას, გაყრიან ყველას გარეთ და მისცემენ ვადას, რომ ჩამოწერო (თუ გინდა ზეპირად) რა ინახება შენს მაღაზიაში.მერე შევლენ თვითონ, დაითვლიან, ოღონდ შენ უფლება არ გაქვს, შეადარო მათი ჩანაწერები შენსას. სახლში გაქვს ის, რაც დაწერე, იმათ აქვთ ის, რაც თვითონ დაწერეს და არ გაძლევენ. მოკლედ, დაგიწესებენ ჯარიმას და სანამ არ გადაიხდი, არ გაძლევენ უფლებას, რომ გახსნა მაღაზია, რაც შეიძლება თვეები გაგრძელდეს. ჯარიმების სიდიდე კიდევ, ცალკე თემაა. კაცს ვიცნობ, სუპერმარკეტი დაუკეტეს და იმხელა თანხა მოთხოვეს, ეხვეწებოდა, გამიხსენით, ვიმუშავებ და გადავიხდიო. არაო, ხოდა დიდხანს ვერ იშოვა ის ფული და სულ აუქოთდა საკვები, სუნი იდგა როცა გახსნეს და ყველაფერი გადასაყრელი იყო. ძაან მოკლედ კიგამომივიდა აი. ხოდა ამ და სხვა ასეთი ნიუანსების გულისთვისაა, რომ არ მესიმპატიურება ის ყველაფერი, რაც ხდება, და მიხარია, ვიღაცამ თუმართლა თხლიშა ტუფლი მიშას შუბლში, თორემ რა ჯინი უნდა მჭირდეს მე ნაცების? Edited September 15, 2009 by vitaminC Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
vitaminC Posted September 16, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 16, 2009 გაგრძელება იქნება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted September 16, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 16, 2009 გაგრძელება იქნება რაც შენ ზევით დაწერე, ეგ თუ მარრთალია, უბრალოდ ბიზნესს კლავენ საქართველოში და ეგაა რა... ვიღაცეებს რო კითხო, აბა არ უნდა შეემოწმებიათო?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted September 16, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 16, 2009 სწორი პასუხია ბ) A მეტია E-ზე ვიტიპე ეხლა მე.მაგრა. რაც შეეხება შემოწმებას, საქმე იმაში კი არაა, რომ ამოწმებენ. საქმე იმაშია რა მეთოდებით ამოწმებენ.იმ მეთოდით რომელიც იციან და რომელიც გასდით. ჯარიმების სიდიდე კიდევ, ცალკე თემაა.დროზე არ გადაიხდი და დაიწყებ სასამართლოებში სირბილს - ჯარიმა იზრდება.სამაგიეროდ როცა ყველაფერს გადაგახდევინებენ შეხვალ წლის საუკეთესო გადამხდელთა ათეულში და პრეზიდენტი საზეიმო ვითარებაში გამოგაცხადებს ისე, როგორც ეს ფირმა გორგიას გაუკეთეს. კაცს ვიცნობ, სუპერმარკეტი დაუკეტეს და იმხელა თანხა მოთხოვეს, ეხვეწებოდა, გამიხსენით, ვიმუშავებ და გადავიხდიო. არაო, ხოდა დიდხანს ვერ იშოვა ის ფული და სულ აუქოთდა საკვები, სუნი იდგა როცა გახსნეს და ყველაფერი გადასაყრელი იყო.მაგას კიდევ ჰუნმანურად მოქცევიან. აი მაღაზია ბუმერანგის მფლობელებს ბათუმში ნაკლებად გაუმართლათ. 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ იმის გამო, რომ მფლობელი იყო კონსერვატორი თავართქილაძის ახლო ნათესავი, მაღაზია დაარბიეს, დალუქეს და შუქი გამოურთეს. მაღაზიაში მანამ არ შეუშვეს არავინ, სანამ აქოთებული ხორცის სუნმა ნახევარი კილომეტრის რადიუსში არ შეაწუხა მოსახლეობა მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებიც (რას იზამ ყნოსვა მათაც ქონიათ). Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted September 16, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 16, 2009 vitaminCსწორი პასუხია ბ) A მეტია E-ზერატომ არ აცალეთ kisa-ს, 2 დღე ჰქონდა პასუხის მოსაფიქრებლად მიცემული Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted September 16, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 16, 2009 მთავრობის წინაშე არსებული გამოწვევების ნუსხაში კი პირველ ადგილზე ფეხბურთის შემდგომი განვითარებისთვის გეგმის შემუშავებაა. მეორეა ინდივიდუალური გამრიცხველიანების დაჩქარება ენერგეტიკის სამინისტროს მიერ. http://www.commersant.ge/index.php?pg=nt&a...11316&ct=18 პ.ს. იყოს აქ...როგორც იტყვიან კომენტარი ზედმეტია.... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
vitaminC Posted September 17, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 17, 2009 (edited) მაღაზიას შემოწმებისას დალუქვა არ სჭირდება. მაქსიმუმ, ერთი დღეე, როცა ტარდება ინვენტარიზაცია. კვირების და თვეების განმავლობაში მისი დალუქვა არის უბრალოდ, შანტაჟი.გადაიხადე და მოგცემ მუშაობის საშუალებას, თუ ჩივილს დაიწყებ, ეს პროცესი დიდხანს გაიწელება, ამასობაში დალუქული ხარ, ფული არ შემოგდის , ვალები გემატება და ბოლომდე კოტრდები.ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ეს საქციელი ჩაითვლებოდა კომპანიისთვის მიყენებულ მიზანმიმართულ ზარალად, და სახელმწიფო ვალდებულია ეს ზარალი დაფაროს ბიუჯეტიდან. კითხეთ ეკონომისტებს. და ასეთი სიტუაციის შექმნა კუანა ბიზნესმენების ბრალიც არის. Edited September 17, 2009 by vitaminC Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted September 17, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 17, 2009 მაღაზიას შემოწმებისას დალუქვა არ სჭირდება. მაქსიმუმ, ერთი დღეე, როცა ტარდება ინვენტარიზაცია. კვირების და თვეების განმავლობაში მისი დალუქვა არის უბრალოდ, შანტაჟი.გადაიხადე და მოგცემ მუშაობის საშუალებას, თუ ჩივილს დაიწყებ, ეს პროცესი დიდხანს გაიწელება, ამასობაში დალუქული ხარ, ფული არ შემოგდის , ვალები გემატება და ბოლომდე კოტრდები.ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ეს საქციელი ჩაითვლებოდა კომპანიისთვის მიყენებულ მიზანმიმართულ ზარალად, და სახელმწიფო ვალდებულია ეს ზარალი დაფაროს ბიუჯეტიდან. კითხეთ ეკონომისტებს.და რატომ აკოტრებენ? მასე იმის მეათედსაც ვერ ამოიღებენ, რასავ ფიქრობენ...სრული უტვინობა რა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
vitaminC Posted September 17, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 17, 2009 აქ მოქმედებს პრინციპი : დღევანდელი კვერცხი მირჩევნია ხვალინდელ ქათამს. ანუ სჯობს, ერთხელ ამოვიღო დიდი ფული, შენ თუ გინდა გაკოტრდი, შენს ადგილს სხვა დაიკავებს. მერე იმას ვაცლი 1 წელი და იმისგანაც ამოვიღებ. იმას, რომ შენც იმუშავო, სხვამაც, მერე კიდევ სხვამ გახსნასასეთივე საწარმო, გაჩნდეს კონკურენცია, გაუმჯობესდეს ხარისხი, დაიწიოს ფასებმა, გამრავლდეს სამუშაო ადგილები, გამრავლდეს გადასახადების გადამხდელთა რაოდენობა და შესაბამისად ბიუჯეტიც მოძლიერდეს, ცოტა მეტი დრო სჭირდება და მე ვიქნები მაგ დროს?ეს არის რა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted September 17, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 17, 2009 აქ მოქმედებს პრინციპი : დღევანდელი კვერცხი მირჩევნია ხვალინდელ ქათამს. ანუ სჯობს, ერთხელ ამოვიღო დიდი ფული, შენ თუ გინდა გაკოტრდი, შენს ადგილს სხვა დაიკავებს. მერე იმას ვაცლი 1 წელი და იმისგანაც ამოვიღებ. იმას, რომ შენც იმუშავო, სხვამაც, მერე კიდევ სხვამ გახსნასასეთივე საწარმო, გაჩნდეს კონკურენცია, გაუმჯობესდეს ხარისხი, დაიწიოს ფასებმა, გამრავლდეს სამუშაო ადგილები, გამრავლდეს გადასახადების გადამხდელთა რაოდენობა და შესაბამისად ბიუჯეტიც მოძლიერდეს, ცოტა მეტი დრო სჭირდება და მე ვიქნები მაგ დროს?ეს არის რა.საქმეც მაგასია რო რეალურად დგევანდელი კვერცხიც არ იქნება, კრიზისია, ფული არაა...ის მაღაზია რო დაიხურება, ახალი აღარ გაიხსნება მაგალითად: დაიხურა ხო ელიტ ელექტრონიქსი...მაგის ქსელის აწყობას სხვა კიდე 5-7 წელიწადი ვეღარავინ მოახერხებს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
vitaminC Posted September 17, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 17, 2009 მზა-მზარეული ქსელი გადაეცემა ვიღაცას, რა პრობლემაა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
vitaminC Posted September 17, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 17, 2009 (edited) აი, რა პოსტს გადავაწყდი ამ წუთას ფორუმ გე-ზესულ ცხელ-ცხელია ლინკ არ დავდებ, აი ციტატაც; "გუშინ გორში, ერთერთ უმცხვილეს სუპერმარკეტში, სადაც ჩემი ახლობელიც მუშაობს. დილიდან შეიჭრა საგადასახადო ინსპექცია, მაღაზიიდან გამოყარეს პერსონალი და დალუქეს. ეს სუპერმარკეტი ერთადერთი იყო გორის ოკუპაციის დროს რომელმაც ფუნქციონირება არ შეწყვიტა და ყველასგან დაკიდებულ მოსახლეობას საშუალება ქონდა ელემენტარული პროდუქტი ეყიდა, აქვე ცხვებოდა პურიც. ამ სუპერმარკეტმა ერთხელ უკვე გამოსცადა ერთერთი მეპატრონის ვალერი გელაშვილთან ნათესაობის გამო მსგავსი ეგზეკუცია, მაშინ რამდენიმე თვით დაკეტეს და მრავალიათასიანი ზარალი ნახეს მფლობელებმა პროდუქტის გაფუჭების გამო, მაგრამ ახლა რარას ერჩოდნენ? ან რა ქნას იმ ხალხმა ვინც მანდ მუშაობს და ხელფასს იღებს? ჩემი ახლობელი მაგალითად დარდისგან ლამის შეიშალოს, ორი სტუდენტი ყავს გასაგზავნი უმაღლეს სასწავლებელში და თან ბანკის ვალი აკიდებული, აინტერესებს მისი და მისთანების ბედი ვინმეს? ჰა კარდუ შენ გეკითხები, მოახიე შენი რბილი სელპაკი თუ რაც გაქვს და გამოწმინდე ამათ ერთი ადგილი, აბა შენ იცი" ჩემის მხრივ,იმას დავამატებ, რომ აქ ნათესაობა და ოპოზიციონერობა არაფერ შუაში აღარაა.ტერორდება ყველა, ვისაც ბიზნესი აქვს.მსხვილიუკვე მათია და წვრილზე გადავიდნენ ამიტომ.ფაფარაყრილი მიშისტია ბიძაჩემის ძმაკაცი და ორი მაღაზია აქვს დალუქული მოცემულ მომენტში. " Edited September 17, 2009 by vitaminC Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted September 17, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 17, 2009 აი, რა პოსტს გადავაწყდი ამ წუთას ფორუმ გე-ზესულ ცხელ-ცხელია ლინკ არ დავდებ, აი ციტატაც;"გუშინ გორში, ერთერთ უმცხვილეს სუპერმარკეტში, სადაც ჩემი ახლობელიც მუშაობს. დილიდან შეიჭრა საგადასახადო ინსპექცია, მაღაზიიდან გამოყარეს პერსონალი და დალუქეს. ეს სუპერმარკეტი ერთადერთი იყო გორის ოკუპაციის დროს რომელმაც ფუნქციონირება არ შეწყვიტა და ყველასგან დაკიდებულ მოსახლეობას საშუალება ქონდა ელემენტარული პროდუქტი ეყიდა, აქვე ცხვებოდა პურიც. ამ სუპერმარკეტმა ერთხელ უკვე გამოსცადა ერთერთი მეპატრონის ვალერი გელაშვილთან ნათესაობის გამო მსგავსი ეგზეკუცია, მაშინ რამდენიმე თვით დაკეტეს და მრავალიათასიანი ზარალი ნახეს მფლობელებმა პროდუქტის გაფუჭების გამო, მაგრამ ახლა რარას ერჩოდნენ? ან რა ქნას იმ ხალხმა ვინც მანდ მუშაობს და ხელფასს იღებს? ჩემი ახლობელი მაგალითად დარდისგან ლამის შეიშალოს, ორი სტუდენტი ყავს გასაგზავნი უმაღლეს სასწავლებელში და თან ბანკის ვალი აკიდებული, აინტერესებს მისი და მისთანების ბედი ვინმეს? ჰა კარდუ შენ გეკითხები, მოახიე შენი რბილი სელპაკი თუ რაც გაქვს და გამოწმინდე ამათ ერთი ადგილი, აბა შენ იცი" "ეტყობა ბიუჯეტში მართლაც სერიოზული გარღვევააა იმდენად სერიოზული რომ უკვე არჩევნებსაც იკიდებენ ლიშ ბი ფული ამოიღონ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.