McLaren Posted September 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 15, 2009 ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ კახა ლომაიასა და გელა ბეჟუაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ15 / 09, 2009 13:20 სამხედრო ექსპერტ ვახტანგ მაისაიას ადვოკატები და „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლების წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიების დაწყებას ითხოვენ.როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ოფისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და ადვოკატებმა განაცხადეს, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლები, კერძოდ, გამომძიებლები ლადო დათაშვილი და ვახტანგ ზუმბაძე, ასევე, ოპერატიული მუშაკები მაისაიას აიძულებდნენ, ხელისუფლების მაღალჩინოსნების, საქართველოში მომუშავე დიპლომატებისა და ექსპერტების წინააღმდეგ ჩვენება მიეცა და ისინი რუსეთთან თანამშრომლობაში დაედანაშაულებინა.პრესკონფერენციაზე წარმოადგინეს მაისაიას ახსნა-განმარტება, რომელიც 6 ივლისს სახალხო დამცველს და ადვოკატებს მისცა. მაისაია ასახელებს იმ პირთა ვინაობას, ვის წინააღმდეგაც ჩვენების მიცემას აიძულებდნენ. მათ შორის არიან - კახა ლომაია და გელა ბეჟუაშვილი, ამერიკელი და ბრიტანელი დიპლომატები, ასევე, ექსპერტები, მათ შორის - თორნიკე შარაშენიძე და ნიკა ჩიტაძე. აგრეთვე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რომლის დასახელებისგანაც მაისაიას ოჯახის თხოვნით ადვოკატებმა თავი შეიკავეს.მაისაიას ადვოკატის, ნათია კორკოტაძის თქმით, გამომძიებლები მერვე საპყრობილეში ღამის საათებში 10 მაისიდან შედიოდნენ, საკნიდან გაჰყავდათ ბრალდებული და მათთვის სასურველი ჩვენების მიცემას აიძულებდნენ. ადვოკატის ინფორმაციით, მაისაიას საკნიდან ღამის საათებში გაყვანას მაისაიას თანამესაკნეც ადასტურებს, რომლის ვინაობასაც კორკოტაძე მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ ასახელებს.ამასთან, მაისაია ახსნა-განმარტებაში ამბობს, რომ მის დაკითხვებს რუსეთის უშიშროების სამსახურის ცენტრალური აპარატის თანამშრომელიც ესწრებოდა, რომელიც მაისაიას მოუწოდებდა, სამართალდამცავებისთვის ყველაფერი ეთქვა, რასაც რუსეთს ეუბნებოდა. მაისაიას ჩვენების მიხედვით, შსს-ს თანამშრომლები ფე-ეს-ბე-ს წარმომადგენელს „სპარტაკს“ ეძახდნენ.მაისაიას საქმის განხილვა სასამართლოს ჯერ არ დაუწყია. სამხედრო ექსპერტი ჯაშუშობის ბრალდებით 5 მაისს დააკავეს.http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1მაგარი ამბები ხდება ჩვენს ქვეყანაში Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
choxa Posted September 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 15, 2009 გელა ბეჟუაშვილზე ნაღდად არ მიკვირს თუ ჩვენებას მიაცემინებენ მაგრამ გაეროში საქართველოს ელჩზე? თან რუსეთის აგენტი? :husein: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted September 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 15, 2009 საქართველოს ხელისუფელბა რომ გაძეძგნილია რუსეთის აგენთებით რაზეა ბააასი, თანაც სწორად ეგ როჟები აგორებენ ანტირუსულ ისტერიას თავისი კვალის დასაფარავად,არადა ჩAაბარეს მტერს ქართული მიწები და ენერგო ობიექტები Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
liliko Posted September 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 15, 2009 http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1მაგარი ამბები ხდება ჩვენს ქვეყანაში უკაცრავად, მარა თავის დროზე სტალინი მეტს რას აკეთებდა?ერთადერთი სხვაობა მასშტაბებია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted September 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 15, 2009 რაღაც არეულ-დარეული სიტუაციაა. საიდან იცის მაისაიამ, რომ ის ტიპი მაინცდამაინც ფეესბეა? რა, ქსივა წარუდგინა? ჩიტაძისა და შარაშენიძის ექსპერტობა არ გაიშვას ასდს-ზე ჩვენების დაწერას არ აიძულებდნენ? : Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
liliko Posted September 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 15, 2009 ასდს-ზე ჩვენების დაწერას არ აიძულებდნენ? : არა, ის დემოკრატიულ ქვეყანას სთხოვს პოლიტ.თავშესაფარს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted September 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 15, 2009 არიან თუ არა ლომაია და ბეჟუაშვილი, რუსეთის აგენტებიერთი ფსბ-სია მეორე გრუ-სი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
prologic Posted September 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 15, 2009 გელა ბეჟუაშვილზე ნაღდად არ მიკვირს :husein: გელაზე რატომ არ გიკვირთ ჩოხა? რამე ისეთი იცით? : კაცი დაზვერვას ხელ-ობს ბოლო-ბოლო,ეჭვები თუ აქვთ რა უნდა მანდ? მე რაც ვიცი: "ქორების" წინააღმდეგი იყო, ომი არ უნდოდა,ამიტომაც გამოუშვეს საგარეოდან. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted September 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 15, 2009 (edited) იტოგში ახსენით რა ხდება, ვინ ვის ებრძვის და რა მოტივიტ Edited September 15, 2009 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted September 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 15, 2009 იტოგში ახსენით რა ხდება, ვინ ვის ებრძვის და რა მოტივიტდაიბენი ხო? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted September 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 15, 2009 დაიბენი ხო?შენ სულ გკიდია ხელფასს მაინც გიხდიან ხო? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
SHARI Posted September 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 15, 2009 ( ( :boli:( ( ( Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DATA TUTASXIA Posted September 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 15, 2009 დაიბენი ხო? მარტივი ლოგიკაა-ქორები ებრძვიან მტრედებს. მიხვდი თუ ვერა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted September 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 15, 2009 ხელფასს მაინც გიხდიან ხო?პრემიასაც Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted September 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 15, 2009 ეუფ, ქორები და მტრედები, იმდენი გავკარი მაგათ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.