Jump to content
Planeta.Ge

რითი ჰგავს სააკაშვილი აბაშიძეს


Recommended Posts

http://gevision.tv/index.php?option=com_co...=47&lang=en

 

 

რითი ჰგავს სააკაშვილი აბაშიძეს

Written by Gevision.Tv

Tuesday, 15 September 2009 10:25

ბათუმელი ვარ და ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი სტუდენტობის ჩათვლით ამ ქალაქში გავატარე. ბათუმში ჩემი ცხოვრების ერთი ნახევარი კომუნისტების მმართვლეობას დაემთხვა, მეორე - აბაშიძის, როცა ბათუმი დავტოვე და საცხოვრებლად თბილისში გადმოვედი, აჭარაში ჯერ კიდევ აბაშიძე ბატონობდა. ბუნებრივია, არავისგან მესწავლება რა იყო აბაშიძის რეჟიმი. როდესაც საკაშვილმა `აჭარის ლომი~ გააგდო, ჩემთვის მთავარი რევოლუცია მაშინ მოხდა. მაგრამ როდესაც ვარდების პრინცმა ამის შემდეგ პირველ რიგში შადრევნების გახსნა და ფასადების ღებვა დაიწყო, გულმა რეჩხი მიყო. პირველად სააკაშვილში ეჭვი, მაშინ შემეპარა, რადგან ეს ყველაფერი ძალიან მაგონებდა აბაშიძეს, ძალიან მაგონებდა იმას, რაც უკვე ერთხელ ნანახი მქონდა.

ასლან აბაშიძის დროს აჭარის ბიუჯეტი ფულის ნაკლებობას არ განიცდიდა (აკრეფილ გადასახადებს იგი ცენტრს არ უგზავნიდა), მაგრამ იმის მაგივრად, რომ ის თანხა,

 

რასაც ჯიბეში არ იდებდა, აჭარის მოსახლეობის სოცილაური პირობების გაუმჯებესებისკენ მიემართა, იდგა და ფასადებს თეთრად ღებავდა (ბათუმი თეთრი ქალაქი უნდა იყოსო), ჩოგბურთის კორტებს არემონტებდა, (ბათუმში ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო კორტები უნდა იყოსო) ფეხბურთის სტადიონიც გააკეთა (ირწმუნებოდა ევროპაში ასეთი მეორე არ არისო, თუმცა სტადიონი მის რეჟიმზე უფრო ადრე ჩამოიქცა), ბათუმის უნივერისტეტი გაარემონტა, სამოქალაქო ომის დროს ბათუმში ოპერის თეატრი გახსნა...

ენა ვის მოუბრუნდება, რომ თქვას ეს ყევლაფერი საჭირო არ არისო, მაგრამ აჭარის მოსახლოებას ისევე როგორც მთელ საქართველოს, მაშინ პურის ფული უჭირდა, და არც ევროპაში საუკეთესო კორტები აინტერესებდა და არც ოპერა. აბაშიძე პრიორიტეტების განსაზღვრაში ცდებოდა. მას ერჩივნა ფული, რომელსაც ჯიბეში არ იდებდა `ზიზილ-პიპილოებში~ დაეხარჯა, - იმაში რაც ვიღაცას, ვთქვათ უცხოელ სტუმარს, თვალს მოსტაცებდა. ჰოდა, მასაც კვირაში რამდენჯერმე ჩამოსდიოდნენ უცხოელი სტუმრები, რომლებიც სათითაოდ ყველა `ობიქტზე~ დაყავდა და ათვალიერებინებდა (ჰო, ჰოლანდიური თხების ფერმა დამავიწყდა)... როცა აჭარაში რევოლუცია მომწიფდა, აჭარის მოსახლეობას მისი არცერთი `ობიექტი~ არ გახსნებია.

და კიდევ ერთი, რაზეც აჭარის ბიუჯეტის დიდი ნაწილი იხარჯებოდა, იყო შეიარაღება. თუმცა მისი რეჟიმი ვერც ამან გადაარჩინა.

სააკაშვილის შემთხვევაში უბრალოდ მასშტაბებია განსხვავაებული. ყველაფრის გვირგვინი ბათუმში ახალი ოპერის თატრის მშენებლობის დაწყება იყო. აღარაფერს ვამბობ ლექსიკის მსგავსებაზე. იმაზე, რომ სააკაშვილიც ყველაფერს რასაც გააკეთებს მსოფლიოში პირველად გაკეთებულს, ან საუკეთესეოს უწოდებს, ანდაც ვიღაცას და რაღაცას ედრება. (ბათუმი _ ბარსელონა, განმუხური _ ნიცა, ანაკლია _ იბიცა, ქუთაისი _ პარიზი და ა. შ.). მარტივად რომ ვთქვათ: აბაშიძის მსგავსად სააკაშვილმაც პრიორიტეტად მოსვლის დღიდან შეიარაღება და `ზიზილ-პიპილოები~ გამოაცხადა. ბუნებრივია როგორც აბაშიძეს, ვერც მას შეედავები და ეტყვი, რომ შადრევნები საჭირო არ არის, ან რუხი ფასადები სჯობდა თუნდაც აჭრელებულს, მაგრამ პრობლემა პრიორიტეტების განსაზრვრაშია. აბაშიძის მსაგვსად სააკაშვილმაც მოსვლის დღიდან სოცილაური პოლიტიკა უკანა პლანზე გადასწია. `ზიზილ-პიპილოებს~ და მილიტარიზაციას გამოეკიდა. შედეგად, დღეს ხალხი მასაც ისევე უკმაყოფილო ყავს, როგორც აბაშიძეს. თავიდან მას ძალინ უკვირდა, როდესაც ბათუმის გალამაზებით აჭარლების გული დიდად ვერ მოიგო. ბრაზობდა გადაყოლილი ვარ და მაინც უკმაყოფილო არიანო. არადა, კმაყოფილები როგორ იქნებოდნენ, აჭარლებს ეს კინო უკვე ნანახი ჰქონდათ.

აბაშიძისგან მას ის განასხვავებს, რომ მართლაია გვიან, მაგრამ მაინც მიხვდა, რომ უმუშევარი კაცი სილამაზეს კარგად ვერ აღიქვამს. ამიტომ ბოლოს აქცენტის გადატანა დასაქმებაზე დაიწყო. ყოველ გამოსვლაში იმეორებს, რომ ახალი მშენებლობა, მარტო ლამაზ შენობას კი არ ნიშნავს, არამედ ახალ სამუშაო ადგილებსაცო. ეს კარგია, უბრალოდ ვშიშობ, რომ ბევრი დრო დაკარგა. საკმაოდ დიდი ხანი და შვიდი ნოემებრი დასჭრიდა იმის მისახვედრად, რომ “ზიზილ-პიპილოებით” მშიერ მოსახლოებას ვერ მოიმადლიერებ, რუსეთთან ომი დასჭირდა იმის მისახვედრად, რომ შეიარაღების პრიორიტეტად გამოცხადება, შეიძლება ფულის წყალში გადაყრა იყოს.

თუმცა, ამ ყველაფერს კიდევ იოლად გადავიტანდი, სააკაშვილი თავის დაუძინებელ მტერს ყველაზე უარესში, რომ არ დამგვანებოდა, - მმართველობის ავტორიტარულ სტილში. განსხვავება ერთია: აბაშიძეს კლანური მმართველობა ჰქონდა და ყველაფერს ერთი ოჯახი მართავდა, სააკაშვილთან კლანი რამდენიმეკაციანმა გუნდმა ჩაანაცვლა. (ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ოპონენტების დისკრედიტაციის მიზნით ფარული ვიდეოჩანაწერების გამოქვეყნებაც აბაშიძისგან ისწავლა. აღარც მინდა გავიხსენო 1999 წლის არჩევნების წინ აბაშიძემ სააკაშვილს რა ვიდეოჩანაწერი გაუვრცელა). როდესაც ბათუმიდან თბილისში მოვდიოდი, ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ რამდენიმე წლის შემდეგ აქაც მედიის თავისუფლების პრობლემას შევეჯახებოდი და ტელევიზიიდან წამოსვლა ცენზურის გამო მომიწევდა. ზოგჯერ მგონია, რომ აბაშიძის ბათუმიდან არსად წავსულვარ, ან კიდევ აბაშიძე უკან გამომყვა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...