Saturn Posted September 14, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 14, 2009 (edited) ხოოოოოდა...პრესა.გე ბათუმში შეხვდა და ესაუბრა აჭარის მთავარ ლეიბორისტს დავით რობაქიძეს.დავით რობაქიძე: მიშა სააკაშვილს ბათუმში ყოფნა უკვე აღარ მოეწონება. აგვისტოში არავინ აწუხებდა, რასაც უნდოდა, იმას აკეთებდა – ხან ბუნგალოში იყო, ხან კვადროციკლებით კატაობდა და ხან კიდევ ზღვაზე ნებივრობდა, იახტებით და ასე შემდეგ.არა აქვს დასვენების უფლება სააკაშვილს?- მაშინ როდესაც ქვეყანა თავზე გენგრევა, ის, რაც აქ ხდებოდა, ზედმეტი იყო.მაინც რა ხდებოდა?- დაწყებული დაბადების დღეების გრანდიოზული აღნიშვნით, დამთავრებული ზღვაზე, ქალბატონებთან ერთად სეირნობით, რასაც მთელ ბათუმთან ერთად, ჩამოსული სტუმრებიც ხედავდნენ.ვისი დაბადების დღე აღნიშნეს?- ვანო მერაბიშვილმა, ივნისში თუ ივლისში, “თანამგზავრში” 600-კაციანი დაბადების დღე გადაიხადა; მთელი მთავრობა და შსს აქ იყო და 4 დღე მთელი ქალაქი აწიოკებული გახლდათ – მუშტი-კრივი ქალების გამო, ლოთობა, დისკოტეკებზე გამიშვი-დამაკავე და ასე შემდეგ.მე კი არ დამპატიჟეს - რის შეცვლასა და გაკეთებაზე მესაუბრებით?! ესენი იცით როგორ აკეთებენ საქმეს?! 2 თვის უკან ძველ ბულვარში არსებულ კოლონადებს რესტავრაცია ჩაუტარეს და მათი რესტავრირებული კოლონადები რამდენიმე დღის წინ ჩამოინგრა. თავის დროზე ბათუმის მერს რობერტ ჩხაიძეს ბანდიტი ვუწოდე, რადგან მერია მარტის თვეში ბანდიტურად შეუვარდა ხალხს სახლებში; რუსთაველის ქუჩაზე სახლებს სახურავები გადახადეს და ადამიანებს, რომლებსაც რემონტი ჰქონდათ გაკეთებული, რომელთაგან ზოგიერთს ანტიკვარული ავეჯი ჰქონდა, დაუზიანეს და გაუნადგურეს ყველაფერი რომელ რესტორანში სადილობს ხოლმე მიხეილ სააკაშვილი, ბათუმში ყოფნისას?- თევზის რესტორან ‘’’მელკიმორიაში’’ ხშირად დადის; მეგრულ-ლაზურში მას შემდეგ აღარ მიდის, რაც მზარეული ცემა – ამ გაზაფხულზე მიმტანი გოგო მოეწონა. მზარეულმა ის გოგო დაიცვა და ამის გამო წიხლქვეშ გაიგდეს.ეს 100%-იანი ინფორმაციაა?- დიახ. იქაურობა დალეწა. მთვრალი იყო, ფეხზე ძლივს იდგა.გუშინ ქედაში ყოფნისას, იქაურებმა მითხრეს, გზის პირას, რესტორან “ჭადრებში” ხშირად დადისო.- დიახ, ძალიან ხშირად დადის. სოფელ ჭარნალში “ჩანჩქერში” ხშირად დადის. თევზაობა და თევზის ჭამა ძალიან ჰყვარებია. ახლა შავი ზღვის პირას მცხოვრებმა ადამიანმა ხელი რომ არ გააქანოს და რაღაც არ გააკეთოს, მთელი ზამთარი მშიერი რჩება. ამასობაში სააკაშვილმა დროს იხელთა და რაც მას უნდა, იმას აკეთებს და რაზეც იტყვის - ეს ასე და ასე უნდა გაკეთდესო, ყველაფერს უყოყმანოდ აკეთებენ. - ფაქტი გაინტერესებთ?! – დღეს არ ვიცი რა მდგომარეობაა, მაგრამ ყბადაღებული ახალი ბულვარი რომ გახსნეს, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ის შადრევნები, რომელიც მუშაობდა, მოტანილი წყლით შევსებული იყო. ამით იმის თქმა მინდა, რომ თურქული წარმოების ძვირადღირებული ფილები, ისე სასწრაფოდ დააგეეს, რომ მიწაში წყლის მილის ჩადება დაავიწყდათ.ახლა უნდა აყარონ და მილი ხელახლა ჩადონ, რომ შადრევანს წყალი მიუერთონ. შეგიძლიათ გახვიდეთ და გადააწმოთ. მიწაში, სადრენაჟოს გარდა არავითარი ინფრასტრუქტურა მოწყობილი არ არის, არც ელექტროენერგიის კაბელებია ჩადებული, არც წყლის და არც კანალიზაციის. P.S. ბოროტი ხითხითი დაიდოს P.P.S. ვინც სტატიიდან ციტატებით არ დაკმაყოფილდება და სრულად მოინდომებს ქართული ჟურნალისტიკისა და ლეიბორიზმის ამ სიმბიოზის გაცნობას, შეუძლია აქ მიბრძანდეს: http://presa.ge/index.php?text=news&i=9760 Edited September 14, 2009 by Saturn Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
liliko Posted September 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 15, 2009 ხოოოოოდა...პრესა.გე ბათუმში შეხვდა და ესაუბრა აჭარის მთავარ ლეიბორისტს დავით რობაქიძეს. P.S. ბოროტი ხითხითი დაიდოს :boli: P.P.S. ვინც სტატიიდან ციტატებით არ დაკმაყოფილდება და სრულად მოინდომებს ქართული ჟურნალისტიკისა და ლეიბორიზმის ამ სიმბიოზის გაცნობას, შეუძლია აქ მიბრძანდეს: ხოოოოო, რაღაც ასეთ გულმოდგინებას ვერ გამჩნევ-ხოლმე როდესაც საქართველოს მთავარი ნაციონალი აფრქვევს მარგალიტებს, რაც გაცილებით უფრო ხშირად ხდება-ხოლმე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted September 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 15, 2009 ხოოოოო, რაღაც ასეთ გულმოდგინებას ვერ გამჩნევ-ხოლმე როდესაც საქართველოს მთავარი ნაციონალი აფრქვევს მარგალიტებს, რაც გაცილებით უფრო ხშირად ხდება-ხოლმე მიშაც ძალიან "მაგარია", მაგრამ ლეიბორისტებს ვერ შეედრება :ena: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Gio-100 Posted September 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 15, 2009 (edited) მიშაც ძალიან "მაგარია", მაგრამ ლეიბორისტებს ვერ შეედრება :ena: licemer მაგას ნუ იტყვი... ბოლო აქცია, ურემი-მერსედესი რად ღირს მარტო... http://s49.radikal.ru/i123/0905/3d/8215d086aafb.jpg Edited September 15, 2009 by Gio-100 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted September 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 15, 2009 licemer მაგას ნუ იტყვი... ბოლო აქცია, ურემი-მერსედესი რად ღირს მარტო... http://s49.radikal.ru/i123/0905/3d/8215d086aafb.jpgეგ უფრო ანტიპიარს გავდა , გაცვდა მიშა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted September 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 15, 2009 ლაეიბორისტების რა გაგივირდათ. მასეთებს არ ამბობენ.ერთხელ შალიკომ ისეთი რაღაც დააბრეხვა, რომ ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში პოლიტიკას დაემშვიდებოდა, ხოლო გერმანიაში ალბათ გასროკავდნენ კიდეც.მან განაცხადა, რომ თურმე ოსვენციმში პატიმრები საუკეთესო მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, დენი ყოველთვის ქონდათ ( ეს თელასს უტევდა და იმიტომ) და ვისაც კუჭი ტკიოდა, თურმე იმათ სპეციალურ საჭმელს უმზადებნენ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted September 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 15, 2009 ყველაფერზე თავს ვერ დავდებ Saturn, რაც არ ვიცი ვერ დავადასტურებ, მაგრამ ბულვარის საკითხში რომ 100%-იანია ამას ვადასტურებ. ბულვარი ჯერ მოაწყვეს გასახსნელად და გახსნის მერე გადაკეტეს ქუჩა და შეუდგნენ კომუნიკაციების გაყვანას. ჯერ არ დაუმთავრებიათ და ალბათ მომავალ ზაფხულამდე არ დასრულდება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
vitaminC Posted September 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 15, 2009 "მეგრულ-ლაზურში მას შემდეგ აღარ მიდის, რაც მზარეული ცემა – ამ გაზაფხულზე მიმტანი გოგო მოეწონა. მზარეულმა ის გოგო დაიცვა და ამის გამო წიხლქვეშ გაიგდეს.ეს 100%-იანი ინფორმაციაა?- დიახ. იქაურობა დალეწა. მთვრალი იყო, ფეხზე ძლივს იდგა." აი, ამ ინფორმაციაში მეპარება ეჭვი, თორემ სხვა რა არის დაუჯერებელი?მიშას რომ ქეიფი უყვარს, თევზაობა, თუ მერია რომ სახლებს უნგრევს ხალხს ჯერ არ მომხდარა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted September 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 15, 2009 თავის დროზე ბათუმის მერს რობერტ ჩხაიძეს ბანდიტი ვუწოდე, რადგან მერია მარტის თვეში ბანდიტურად შეუვარდა ხალხს სახლებში; რუსთაველის ქუჩაზე სახლებს სახურავები გადახადეს და ადამიანებს, რომლებსაც რემონტი ჰქონდათ გაკეთებული, რომელთაგან ზოგიერთს ანტიკვარული ავეჯი ჰქონდა, დაუზიანეს და გაუნადგურეს ყველაფერიეხლა ლეიბურ სიტყვა კაზმობებს რომ დავანებოთ თავი,მაესტროზე გავიდა სიუჟეტი ბათუმთან დაკავშირებით, აჩვენეს სახლი სადაც მოახდინეს ეგ. წოდებლი გადახურვა და რომლის შEდეგადაც მაცხოვრებელს ჩასდიოდა წყალი, აჩვენეს აღშფოთებული მაცხოვრებელიც დავდივარ აქეთ იქით და ჩემი ფეხები მაინც არ არემონტებენ დაზიანებული სახურავსო :help: არადა პირიქით, ძველი სახურავი შეცვალეს ახლით და მალობის მაგიერია? "მეგრულ-ლაზურში მას შემდეგ აღარ მიდის, რაც მზარეული ცემა – ამ გაზაფხულზე მიმტანი გოგო მოეწონა. მზარეულმა ის გოგო დაიცვა და ამის გამო წიხლქვეშ გაიგდეს.ეს 100%-იანი ინფორმაციაა?- დიახ. იქაურობა დალეწა. მთვრალი იყო, ფეხზე ძლივს იდგა." აი, ამ ინფორმაციაში მეპარება ეჭვი, თორემ სხვა რა არის დაუჯერებელი?მიშას რომ ქეიფი უყვარს, თევზაობა, თუ მერია რომ სახლებს უნგრევს ხალხს ჯერ არ მომხდარა?რა არის ამაში დაუჯერებლი, კაცია და მოეწონა ქალი, აბა კაცი უნდა მოსწონებოდა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
vitaminC Posted September 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 15, 2009 (edited) ხო,პრინციპში არც ეგაა დაუჯერებელი, თეფშების მტვრევა ცოტა უტრირებული მგონია, მაგრამ რატომ მგონია, არ ვიცი Edited September 15, 2009 by vitaminC Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nikusha_marx Posted September 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 15, 2009 ყველაფერზე თავს ვერ დავდებ Saturn, რაც არ ვიცი ვერ დავადასტურებ, მაგრამ ბულვარის საკითხში რომ 100%-იანია ამას ვადასტურებ. ბულვარი ჯერ მოაწყვეს გასახსნელად და გახსნის მერე გადაკეტეს ქუჩა და შეუდგნენ კომუნიკაციების გაყვანას. ჯერ არ დაუმთავრებიათ და ალბათ მომავალ ზაფხულამდე არ დასრულდება. არადა მარტლა მასეა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted September 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 15, 2009 თურმე მიშა ბოთლის ნამსხვრებეს ჭამს..... ღამე კუდი გამოსდის და იმ კუდით ვანო მერაბიშვილს სცემს.... თურმე მიშას 37 კბილი ჰქონია და მალავენ...... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted September 15, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 15, 2009 თურმე მიშა ბოთლის ნამსხვრებეს ჭამს..... ღამე კუდი გამოსდის და იმ კუდით ვანო მერაბიშვილს სცემს.... თურმე მიშას 37 კბილი ჰქონია და მალავენ......ბაღნების სისხლსაც სვამს :yes2: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted September 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 15, 2009 კულინგუსსაც აკეთებს :yes2: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted September 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 15, 2009 კულინგუსსაც აკეთებს :yes2: vitaminC "მეგრულ-ლაზურში მას შემდეგ აღარ მიდის, რაც მზარეული ცემა – ამ გაზაფხულზე მიმტანი გოგო მოეწონა. მზარეულმა ის გოგო დაიცვა და ამის გამო წიხლქვეშ გაიგდეს.ეს 100%-იანი ინფორმაციაა?- დიახ. იქაურობა დალეწა. მთვრალი იყო, ფეხზე ძლივს იდგა." აი, ამ ინფორმაციაში მეპარება ეჭვი, თორემ სხვა რა არის დაუჯერებელი?მიშას რომ ქეიფი უყვარს, თევზაობა, თუ მერია რომ სახლებს უნგრევს ხალხს ჯერ არ მომხდარა? აი, ეს ნამდვილად სიმართლეა. ნუ, ცოტა სხვანაირად იყო, მაგრამ არსობრივად ეგრეა. სატურნა რომ არ დაპატიჟეს ისიც ნაღდია, თუმცა 600 იყო თუ არა სტუმარი, მაი არ ვიცი მე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.