თამუკა Posted September 14, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 14, 2009 ლაიკა წარმომავლობა. ლაიკა ურალის, დასავლეთ და შუა ციმბირის ტყის ზოლის ძაღლია. მისი გამოყვანა რამდენიმე კინოლოგიურ ცენტრში ლაიკების ადგილობრივი მოდგმის მონადირული სარეწაო ძაღლების საფუძველზე მოხდა. ჯიშწარმოქმნა ჯერ კიდევ XIX საუკუნის ბოლოს დაიწყო, მაგრამ გეგმაზომიერი მოშენება XX საუკუნის 20-იან წლებში დაიწყეს. დასავლურ-ციმბირული ლაიკით ნადირობენ ბეწვიან ნადირზე, წყალზე მცურავ ფრინვეზე, დათვზე, ჩლიქიან ცხოველებზე. ამჟამად, ეს რუსეთში ყველაზე გავრცელებული ლაიკის ჯიშია. ჯიშის დახასიათება. დასავლურ-ციმბირული ლაიკის თავი ზევიდან შეხედვისას სამკუთხა ფორმისაა, ზომიერად ფართო თხემის ნაწილით. კეფის ნაწილი ოდნავ მომრგვალებულია. შუბლიდან დრუნჩზე გადასვლა გამოხატულია, მაგრამ არა მკვეთრად. დრუნჩი წვეტიანი და გრძელია, მაგრამ არა ვიწრო. ტუჩები მჭიდროდ მიკრობილია, თვალები – შედარებით პატარა, ივალური ფორმის, ირიბად დასმული, ნებისმიერი ლაიკაშეფერილობისას – მუქი თაფლისფერი ან თაფლისფერი. ყურები მდგომი, მაღლა დასმული, მოძრავია, გამოწეული, სამკუთხა ფორმის. კორპუსი ოდნავ გაჭიმულია, კისერი – კუნთოვანი, ნაკვთების გარეშე, ოვალური, თავის სიგრძის ტოლი. მკერდი კვერცხისებრია, ფართო და გრძელი, აღწევს იდაყვებს. ზურგი ძლიერი, სწორი და ფართოა, წელი – მოკლე, კუნთოვანი, მუცელი – აწეული, კიდურები – ძლიერი, კუნთოვანი. თათები ოვალურია, თითები შეგროვილია გუნდაში, შუა თითები რამდენადმე დიდია სხვებზე. კუდი შემოხვეულია რგოლის ფორმაში ზურგზე ან გვერდზე, ასევე ნამგალისებურად, მაგრამ ამასთან დაბოლოება ზურგს ეხება. იგი კარგადაა ჩამოშვებული სწორი უხეში თმით. ბეწვი უხეში, სწორი, ხშირია, ქინქლი კარგად განვითარებულია, თავზე და კიდურების წინა მხარეზე – მოკლე. უფრო გრძელი ბეწვი წარმოქმნის საყელო ანაძენძს. შეფერილობა: თეთრი და ამლაკი, ნაცრისფერი, წითური და მურა ყველა ელფერით. ცხვირის ბიბილო შავი ფერისაა, თეთრი შეფერილობისას – ყავისფერი. სიმაღლე მინდაოში: ხვადი – 55-62 სმ, ძუ – 51-58 სმ. წონა: 18-23 კგ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted September 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 15, 2009 http://www.dogbreedinfo.com/images7/wolf_hybrid__Laika.jpg http://sistem.moy.su/_nw/2/40849.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
chegesto Posted September 24, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 24, 2009 ეგ ძაღლი რა ღირს ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
მაციხვიტია Posted September 24, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 24, 2009 ეგ ძაღლი რა ღირს ? ძვირია ! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
თამუკა Posted September 25, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 25, 2009 ლაიკა მაგარი ჭკუის პატრონია, ძაან ჭკვიანია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
canary Posted September 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 29, 2009 რაიყო რას გადმოაკოპირეთ მთელი ვიპანიმალსის ფორუმი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted October 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 6, 2009 ყეფია ჰქვია მაგ ძაღლს ქართულად! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
მაციხვიტია Posted October 7, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 7, 2009 ლაიკა მაგარი ჭკუის პატრონია, ძაან ჭკვიანია გამაგიჟებ შენა ! ყველაზე მაგარი ჭკუის პატრონი, ჩვენი მთავარსარდალი, ბატონი მისი აღმატებულება მიხეილ სააკიანცი რაღაა და სააკაშვილია !შენ კი, მასზე წინ, ძაღლი დააყენე, რაც იმას ნიშნავს, რომ პირდაპირ პუტინის დაკვეთა შეასრულე და სახელმწიფოს სასიკვდილო დაარტყმა მიაყენე ! მაშსდამე, ერთ თემაში 10 წლიანი ბანი დაგადე, მეორე თემაში 5 წლიანი ბანი დაგიმატე და ამ თემაშიც 15 წლიან ბანს დაგიმატებ ! საბოლოოდ კი, 30 წლიანი ბანი შენ ! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
თამუკა Posted October 14, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 14, 2009 http://s52.radikal.ru/i135/0910/2e/6d502b09c011.jpg ბურზო მე ყველაზე ჭკვიანში ძაღლები ვიგულისხმე რომ ძალიან ჭკვიანია ძაღლებიდან Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.