Jump to content
Planeta.Ge

დატბორილი "ბარსელონა"


Recommended Posts

რადიო ``კომერსანტი,`` FM 95,5

 

ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმი თითქმის მთლიანად დაიტბორა. წყალი მოსახლოებას საცხოვრებელ სახლებში შეუვარდა. ქალაქის ზოგიერთ უბანში წყლის სიმაღლე თითქმის ერთ მეტს აღწევდა. წინასწარი ინფორმაციით, დატბორილია ძირითადად საცხოვრებელი სახლების ეზოები. წვიმის შედეგად დაზიანდა 5 ელექტროსადგური, რის შედეგადაც 25 ათას აბონენტს დენი არ მიეწოდება.

 

ბათუმის მერი რობერტ ჩხეიძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ მობილიზებულია სახანძრო სამსახური და ადგილობრივი სამსახურები, რათა საცხოვრებელი სახლებიდან წყლის ამოტუმბვა დროულად მოხერხდეს. მისივე თქმით, სტიქიის შედეგად ბათუმისთვის მიყენებული ზარალის დათვლას სპეციალური კომისია დღის ბოლოს დაიწყებს. ქალაქში ამ დროისთვის უკვე გამოიდარა.

 

http://www.commersant.ge/index.php?pg=nt&a...11271&ct=17

 

პ.ს. ჯერ სანიაღვრე სისტემა მოეწსესრიგებიათ და მერე ეოცნებათ ბარსელონაზე...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჯერ სანიაღვრე სისტემა მოეწსესრიგებიათ და მერე ეოცნებათ ბარსელონაზე...

 

რა იციან მაგათმა სანიაღვრე - ეს ჯერ არ ისწავლიათ :)

ჭავჭავაძეზე ეხლაც მდინარე მოედინება წვიმის დროს და ასფალტი სულ გაფუჭდა, არა და 40 წელი უნდა ყოფილიყო.

 

გუშინ გამწუწეს მანქანებმა იმხელაზეა ცავარდნილი ეგ ასფალტი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დზედაა... თბილისი რომ მასე დატბორილიყო, მეორე დღეს პარლამენტთან აქცია გაიმართებოდა პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით.. Edited by machkatela
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მეც მაგრად დავზარალდი დღეს. ბავშვებს ველოდებოდი სკოლასთან და ისე სწრაფად მოიმატა წყლის დონემ მანქანის სალონში შემოვიდა. მანქანა რათქმაუნდა ვეღად დავქოქე. გავიხადე ფეხსაცმელები და ასე ფეხშიშველი შევედი სკოლაში. ბავშვები მშვიდობიანად გავამგზავრე, მაგრამ მე მომიხდა გალუმპვა.

კიდევ კარგი ბათუმი ვაკე ადგილზეა, თორემ მთგორიან რელიეფზე ასეთ წვიმაში სტამბული მონაგონი იქნებოდა.

 

მოკლედ დღეს გადავრჩით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პ.ს. ჯერ სანიაღვრე სისტემა მოეწსესრიგებიათ და მერე ეოცნებათ ბარსელონაზე...

 

 

ერთი რამე გაიგეთ ხალხო,რომ მიშას მიწის ქვეშ რა ხდება ის არ აინტერესებს.აკეთებს იმას მხოლოდ,რომ „თვალმა ჭამოს“. :(

 

 

სიღნაღი ინგრევაო,აქ იტბორებაო,ასფალტი იყრებაო და რაღა გააკეთა მაგ ყვარყვარემ? :crazy:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აი ნუ ასხავთ რუსეთის წისქვილზე წყალს თქო ხო გითხარით.. ასხით ასხით და აგერ შედეგიც
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გესლიანო რუსეთუმეებო :(

 

 

პირდაპიტ კრემლი გვაფინანსებს,ჩერეზ აბრამოვიჩი. :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რატომ აღარ ხითხითებთ? შეგრცხვათ? :rolleyes:

მე რა მაქვს სახითხითო თვითონ ვარ დაზარალებული. :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე რა მაქვს სახითხითო თვითონ ვარ დაზარალებული. :(

გულის მოსაოხებლად ყოფილა უებარი თურმე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გულის მოსაოხებლად ყოფილა უებარი თურმე

სანიაღვრე სისტემა რო არ ვარგა ეგ არაფერი ხო?

 

სამაგიეროდ ბათუმი ლსოფლიოშI აუკეტესო კურორტია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...

ფოთში ქალაქის უბნების უმრავლესობა დატბორილია

 

ფოთში მესამე დღეა, ძლიერი წვიმების გამო ქალაქის უბნების უმრავლესობა დატბორილია. ქუჩებში შეფერხებულია ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა შექმნილი ნაბადის უბანში, ასევე რეკვავას, აკაკის, კონსტიტუციის კოსტავას, ფრუნზეს, ქუთაისის ქუჩებზე, სადაც გადაადგილება, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

როგორც ქალაქის მერიაში აცხადებენ, იმის მიუხედავად, რომ ოთხივე წყალსატუმბი სადგური სრული დატვირთვით მუშაობს, ინტენსიური წვიმების ფონზე ეს რეალურ სურათს ვერ ცვლის.

სინოპტიკოსები ფოთში გამოდარებას ხვალიდან ელოდებიან. :D

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

 

ფოთი უნდა ყოფილიყო „ბარსელონა“ თუ ბათუმი? :)

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...