Jump to content
Planeta.Ge

მიშამ: რუსეთმა ომი წააგოოო


Recommended Posts

საქართველოს რუსეთთან ბრძოლა ჯერ მოგებული არ აქვს, მაგრამ რუსეთს ეს ბრძოლა უკვე წაგებული აქვს, - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღეს დევნილების ჩასახლების რაიონში, წეროვანში ახალი საჯარო სკოლის გახსნისას გააკეთა.

როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, რუსეთის პრეზიდენტმა თავისი საპირველსექტემბრო ერთსაათიანი მილოცვის ნახევარი დაუთმო იმაზე საუბარს, თუ როგორი ცუდია საქართველო.

 

‘’ჩვენ ჯერ ეს ბრძოლა მოგებული არ გვაქვს, მაგრამ მათ უკვე ბრძოლა წაგებული აქვთ. იმისთვის, რომ საბოლოოდ მოვიგოთ, გვჭირდება ცოდნა. მათ ვერ ვაჯობებთ ვერც იარაღით, ხალხის რაოდენობით, ვერც თავზე ხელაღებულობით და სისასტიკით, რადგან ჩვენ ამის საპირისპიროდ ვვითარდებით. ამ სასტიკი მტრის მოსაშორებლად დიდი ცოდნა და განათლებაა საჭირო’’, - განაცხადა პრეზოდენტმა წეროვანში.

მისივე თქმით, ქართველები ძლიერი ხალხია, რადგან ანალოგიური აგრესიის შემთხვევაში ბევრი ერი ფეხზე ვეღარ დადგებოდა.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

პ.ს. ანუ არ ჩამოვიშალეტო რა ისევ

 

რა მაინტერესებს, როდის აღიარებს ეს კაცი რომ რუსეთთან ომი წავაგეთ?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მისივე თქმით, ქართველები ძლიერი ხალხია, რადგან ანალოგიური აგრესიის შემთხვევაში ბევრი ერი ფეხზე ვეღარ დადგებოდა.

გუშინწინ ისე გავილეშე რო...

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნუ კუტუა და რა გინდა რომ ქნა...

ამაზე ძალიან კაი სტატია წავიკითხე

 

2003 წლისთვის მისაღები პიარით 2009-ში ვერ იმოქმედებ...უბრალოდ არ იმუშავებს!

 

იძახოს რამდენიც უნდა მოვიგეთო...ვინ უჯერებს რო?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხოდა... კუტუა კუტუ.

დაიკიდეთ და გააგრძელეთ ცხოვრება.

ეს ადამიანი უკვე არარ არის.

არის რაღაც ბოროტი ძალა რომელსაც დაპყრობილი ყავს საქართველო. ხოდა ეს ბოროტი ძალა გასაძევებელია.

ეს პერსონა უკვე აღარ არის მნიშვნელოვანი...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიშამ: რუსეთმა ომი წააგოოო

 

 

მიშა რა სირობას იტყვის,ეგ აღარ მაინტერესებს. :crazy: აი ამისთანა სირობის რომ სჯერათ ზოგიერთებს,მაგაში ვხედავ პრობლემას.

 

დღეს ბევრი საქმე მაქვს და არ მოიწყინოთ. :D:

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და ვის სჯერავს რო? :D)

აი ამ ფორუმზე მაგალითად ეგეთი გეგულება ვინმე? :D)

 

 

რას ჰქვია მეგულება? გახსენი თემა და ნახავ. :) გაეშვით იქითა ფორუმს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიშა რა სირობას იტყვის,ეგ აღარ მაინტერესებს. :crazy: აი ამისთანა სირობის რომ სჯერათ ზოგიერთებს,მაგაში ვხედავ პრობლემას.

 

დღეს ბევრი საქმე მაქვს და არ მოიწყინოთ. :D:

მეც მანდ ვარ. მთელი პრობლემა ამ შემთხვევაში საზოგადოებაშია.სანამ ქვეყნის დიდი ნაწილი ვერ გაიაზრებს თუ რა დღეში ჩავცვივდით ომის შედეგად, არაფერი არ გვეშველება. თუმცა მერეც ძალიან რთული იქნება.

ვიძახოთ მოვიგეთო და ვიყოთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რას გავეშვათ? ვერ მივხვდი.

აგერ არის გახსნილი ეს თემა და რა? ვინმე ნახე აქ შემოსული :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დაუნახავები ხართ თქვენ. რა არ იცით ამ ომში რუსები რომ დავამარცხეთ და ცხინვალი დავიბრუნეთ? :D

 

 

კაი მიშა გიჟია, მაგრამ მიშისტებსაც რომ სჯერათ მისი. და ავტობუსის რეისსაც რომ ნიშნავენ-თბილისი-სოხუმი. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მეც მანდ ვარ. მთელი პრობლემა ამ შემთხვევაში საზოგადოებაშია.სანამ ქვეყნის დიდი ნაწილი ვერ გაიაზრებს თუ რა დღეში ჩავცვივდით ომის შედეგად, არაფერი არ გვეშველება. თუმცა მერეც ძალიან რთული იქნება.

ვიძახოთ მოვიგეთო და ვიყოთ.

 

 

პრობლემა სხვა რამეშია ჩემის აზრით.ვისაც „სჯერა“ არიან დამოკიდებული ფინანსურად ამ ხელისუფლებაზე.მათ ხელშია მედიის საშუალებები და აპიარებენ ამ აზრს. :D

 

მაგას მიშა ყოველთვის იყვირებს და ესეთი ხალხიც ყოველთვის დაუქნევენ თავებს. :D

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხოოო მანდ ვარ მეც ზუსტად. :D

არავის არ სჯერა :)

უბრალოდ ყველა მდაბიო საქციელს გამართლება უნდა :)

აწი იმის ძახილიც კი სირცხვილი გახდა რა ვქნა ძმაო ხელფასი მაქვს და ხომ არ წამოვალო. ისეთ ამაზრზენ საქციელებს სჩადიან რომ უკვე "ტეხავს".

ამიტომ დარჩა ერთი როლი :) წიპა აჩიკო გულედანის პოზიცია :D) ნუ " მჯერა" და რა ვქნა :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აწი იმის ძახილიც კი სირცხვილი გახდა რა ვქნა ძმაო ხელფასი მაქვს და ხომ არ წამოვალო

 

 

ეს ძალიან რთული მომენტია კაცისთვის,როცა ოჯახის კეთილდღეობა გიდგას უკან,მაგრამ სულ არ უნდა ჩამოირეცხო ნამუსი.ბრძოლა გრძელდებაო და ამავე დროს საზოგადოებისთვის მიუღებელ და არა პროფესიონალს პიროვნებას ნიშნავ თავდაცვის მინისტრად? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...