newstudio Posted September 14, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 14, 2009 რადიო ``კომერსანტი``, FM 95.5 შედეგად ბიუჯეტმა თითქმის მილიონი ლარი დაკარგა ჯანდაცვის უწყების სოციალური პროგრამების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში ისეთი კომპანიები იმარჯვებდნენ, რომელთა სატენდერო წინადადებები მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა. ამის შესახებ კონტროლის პალატის 2008 წლის საქმიანობის ანგარიშშია ნათქვამი. ანგარიშის თანახმად, გარდა იმისა, რომ ირღვეოდა სატენდერო პირობები, არ ხდებოდა ვალდებულებების დარღვევისათვის გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენება. შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტს 981 ათასი ლარი დააკლდა. ამასთან, 2005-2007 წლებში მედიკამენტების გაცემაზე მომსახურების შესყიდვა კანონის დარღვევით ორჯერ განხორციელდა. შესაბამისად უკანონოდ იქნა ანაზღაურებული 50 ათასი ლარი. შეგახსენებთ, რომ თანხების არამიზნობრივად ხარჯვის ფაქტებია გამოვლენილი სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში. მაგალითად, გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს გამოცდებში მონაწილეობის საფასურს უკანონოდ ახდევინებდა. გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერებზე კი გამოუცდელი კომპანიები იმარჯვებდნენ. შემდეგ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს ვერ ასრულებდნენ. თუმცა, მათგან პირგასამტეხელოს არ ითხოვდნენ. შედეგად 2004 –2007 წლებში ბიუჯეტს 720 ათასი ლარი დააკლდა. http://www.commersant.ge/index.php?pg=nt&a...11249&ct=18 პ.ს ვა კონტროლის პალატა გვყავს კიდე?! აჯერად ვის ებრძვიან?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted September 14, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 14, 2009 არა მე ყველაზე მაგრად პარლამენტის განხილვის შემდეგ კომენტარებზე ვიკაიფე ისე უცბად ამომიტივტივდა ედიკას დროინდელი ფრაზები არასრულყოფილი, გადაცდენა, გამოსწორებადი შეცდომა )და რაღა თქმა უნდა არანაირი დარღვევა და ღმერთმა დაგვიფარს დანაშაული... ისე აბა საკუთარ ცოლშვილებს და ნათესაობას ხომ არ დააჭრიან თავებს. ) არადა სახელმწიფო ფულია... და კორუფციას ვებრძვით... და ეკონომიკას ვაძლიერებთ... და ქვეყნის განვითარებაზე ვზრუნავთ... და ოპოზიციაა დამნაშავე ყველაფერში... და წინ მივდივართ... ჩემი ავატარი რა ცუდად იცინის... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted September 14, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 14, 2009 არა მე ყველაზე მაგრად პარლამენტის განხილვის შემდეგ კომენტარებზე ვიკაიფე ისე უცბად ამომიტივტივდა ედიკას დროინდელი ფრაზები არასრულყოფილი, გადაცდენა, გამოსწორებადი შეცდომა )და რაღა თქმა უნდა არანაირი დარღვევა და ღმერთმა დაგვიფარს დანაშაული... ისე აბა საკუთარ ცოლშვილებს და ნათესაობას ხომ არ დააჭრიან თავებს. ) არადა სახელმწიფო ფულია... და კორუფციას ვებრძვით... და ეკონომიკას ვაძლიერებთ... და ქვეყნის განვითარებაზე ვზრუნავთ... და ოპოზიციაა დამნაშავე ყველაფერში... და წინ მივდივართ... ჩემი ავატარი რა ცუდად იცინის...უკვე ფაქტია დავრუნდით ღმა შევარდნაძიზმის ეპოქაში! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted September 14, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 14, 2009 მარტო ტენდერები.... იმისთანები ეწერა რომ... მაგარი დასკვნა იყო... მაგრამ, თავდაცვა და შსს არ მოხვდა მოყვანილ მაგალითებში... ტაბუ დადებულია, მაგათთვის ყველაფერი შეიძლება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted September 14, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 14, 2009 კონტოლის პალატა ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს საბიუჯეტო თანხების არარაციონალურად ხარჯვშიც ედავება. კონტროლის პალატამ ჯანდაცვის სამინისტროს ამ ორგანოს შემოწმებით დაადგინა, რომ გასულ წლებში, მოსახლეობის სპეციფიური მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის ცალკეული კომპონენტების მიხედვით წლიური საბიუჯეტო კანონებით დამტკიცებული ასიგნებების მოცულობები არ იყო სათანადოდ დასაბუთებული. სამინისტროს მიერ სახელმწიფო პროგრამები საბიუჯეტო წლის დასაწყისში დამტკიცების ნაცვლად წლის ბოლოს მტკიცდებოდა. გარდა ამისა, სათანადოდ არ იყო მოწესრიგებული ბენეფიციართა აღრიცხვა, რის გამოც 2005-2007 წლების საბიუჯეტო ასიგნებების დაგეგმვისას გათვალსწინებული იყო რეგისტრაციაგაუვლელ ბენეფიციართა გარკვეული რაოდენობა, მათთვის შესყიდული მედიკამენტები კი ნაშთად გადიოდა მომავალ წლებში. კერძოდ, 2005 წელს ინსულინის პრეპარატების განაწილების სიებში შეყვანილი იყო 753 ისეთი ბენეფიციარი, რომელთაც 2005 წლისთვის არ ჰქონდა გავლილი ხელახალი რეეგისტრაცია და შესაბამისად, არ ჰქონდათ პრეპარატების მიღების უფლება. მათი ბენეფიციარტა ბაზიდან ამოღება კი განხორციელდა ნაწილობრივ 2006, ნაწილობრივ კი 2007-2008 წლებში. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ასიგნებების პროგნოზირებისას სახელმწიფო პროგრამის ცალკეული კომპონენტების მიხედვით დასაგეგმი წლის დასაწყისისთვის არსებული სამკურნალო საშუალებების ნაშთის გაუთვალისწინებლობის გამო, გამოუყენებელი დარჩა საბიუჯეტო სასხსრებით შესყიდული 136.2 ათასი ლარის ღირებულების 14.9 ათასი ერთეული ინსულინის პრეპარატი, ასევე უსასყიდლოდ მიღებული 28,3 ლარის ღირებულების მედიკამენტი. კონტროლის პალატის 2008 წლის საქმიანობის ანგარიშის მიხედვით, მედიკამენტებს გარდაცვლილი ბენეფიციარებიც იღებდნენ და რაც მთავარია, შესაბამის უწყისზე ხელსაც აწერდნენ. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოდან გამოთხოვილ 2005-2008 წლებში გარდაცვლილ მოქალაქეთა მონაცემთა შედარების შედეგად სხვადასხვა კომპონენტის ბენეფიციართა სიაში 488 გარდაცვლილი პირი აღმოჩნდა. გამოვლენილია ფაქტები, როდესაც მედიკამენტები გაცემულად ნაჩვენებია გარდაცვლილ პირებზე, მედიკამენტების მიღებაზე კი არსებობს ხელმოწერა. ამასთანავე, კონტროლის პალატის ანგარიშის თანახმად, არ იყო შესრულებული პროგრამის მოთხოვნები ბენეფიციართა განსაზღული კატეგორიის სამკურნალო საშუალებებით უზრუნველყოფის შესახებ. კერძოდ, ორგანოგადანერგილთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტის ფარგლებში 4,0 ათასი აშშ დოლარის და 17.2 ათასი ლარის ღირებულების მედიკამენტები გაცემული იყო პაციენტებზე, რომლებიც არ ირიცხებოდნენ ბენეფიციართა სიაში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted September 14, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 14, 2009 იმიტომ ატეხეს ერთი ამბავი "ოპოზიციამ" :D Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted September 14, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 14, 2009 ეს, ძალიან მაგარია გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გასული წლის ბიუჯეტიდან 16,5 ათასი ლარი ვაკის საცურაო აუზისა და ფიტნეს-კლუბისთვის არამიზნობრივად გახარჯა, 48.0 ათასი ლარი კი მივლინებებისთვის კანონდარღვევით გასცა. ამის შესახებ კონტროლის პალატის 2008 წლის საქმიანობის ანგარიშშია ნათქვამი, რომელსაც პარლამენტი ხვალ, პლენარულ სხდომაზე განიხილავს. კონტროლის პალატის ანგარიშში აღნიშნული ცენტრის მიერ ამ თანხების გარდა, სხვა ბევრი არამიზნობრივი ხარჯვის შესახებ არის საუბარი. კონტროლის პალატის ანგარიშიდან ირკვევა, რომ გამოცდების ცენტრს 2005-2006 წლების და აგრეთვე, 2007 წლის პირველი ნახევრის ბიუჯეტის პროექტები არ მოუმზადებია და განათლების სამინისტროსთვის არ წარუდგენია. სამინისტროში წარდგენილი იყო მხოლოდ არასრულყოფილი ფორმით შედგენილი 2007 წლის მეორე ნახევრის საბიუჯეტო განაცხადი, რომელშიც საანგარიშო წლის დასაწყისისთვის საბანკო ანგარიშებზე არსებული 817.0 ათასი ლარის ოდენობის ფულადი სახსრების ნაშთი და საკუთარი შემოსავლები არ იყო გათვალისწინებული. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ბანკიდან გამოყოფილი კრედიტის ფარგლებში სრულად იყო გათვალისწინებული როგორც ცენტრის ფუნქციონირების, ასევე ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებისთვის აუცილებელი ხარჯების დაფინანსება, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით მაინც დაწესდა აბიტურიენტთა ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობისა და საგამოცდო ტესტის ხელახალი შეფასების საფასური, რომელიც ცენტრის მიერ თანადაფინასების თანხებში გათვალისწინებული არ ყოფილა. ამასთან, აღნიშნული გადასახდისგან მიღებული შემოსავლების სხვა დანარჩენ შემოსავლებთან ერთად ერთიანი ეროვნული გამოცდების დასაფინანსებლად მიმართვის ნაცვლად, რაც შეამცირებდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანადაფინანსების თანხების მოთხოვნას, ცენტრის მიერ 1 500,0 ათასი ლარის ოდენობის საკუთარი შემოსავლები განთავსდა სს "ბაზისბანკში" ვადიან დეპოზიტზე. კონტროლის პალატის ანგარიშში განმარტებულია, რომ ცენტრის მიერ თანხების დეპოზიტზე განთავსების მომენტისთვის არსებული ან მომავალი შესაძლო სხვადასხვა სახის ვალდებულებების, მათ შორის საგადასახადო ვალდებულებების გაუთვალისწინებლობის გამო მითითებული ვადიანი დეპოზიტის ხელშეკრულებები, ცენტრის ინიციატივით მოშლილი იქნა ვადამდე, რის გამოც ცენტრს ფაქტიური სარგებელი არ მიუღია და დეპოზიტზე განთავსებული თანხა პრაქტიკულად სს "ბაზისბანკის" საკრედიტო რესურსად გადაიქცა. ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ სხვადასხვა საბანკო ანგარიშებზე დიდი ოდენობის ნაშთების არსებობის პირობებში, ხშირ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა თანადაფინანსების აშშ დოლარის საბანკო ანგარიშზე მოკლევადიანი საბანკო სესხის აღების ფაქტებს. გარდა ამისა, ანგარიშში საუბარია გამოცდების ცენტრის მიერ განხორციელებულ სხვა დარღვევებზეც. კერძოდ, 2006-2007 წლებში ცენტრის ანგარიშზე აბიტურიენტების ინიციატივით საგამოცდო ტესტების ხელახალი შეფასებისთვის მიღებული 43.1 ათასი ლარი არამიზნობრივად გაიხარჯა. ასევე, არამიზნობრივად იქნა გახარჯული 16,5 ათასი ლარი, რომელიც მიმართული იქნა ცენტრის ხელმძღვანელისა და რამდენიმე თანამშრომლის ვაკის საცურაო აუზის და ფიტნეს-კლუბის წევრობის ხარჯების დასაფარავად. შემოწმებით ასევე დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა მივლინებების დანახარჯების ანაზღაურების მარეგულირებელი კანონმდებლობის უგულვებელყოფით, კანონდარღვევით იქნა გაცემული 48,0 ათასი ლარი. ასევე, შესამოწმებელ პერიოდში ცენტრის მიერ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული "ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების" დებულების მოთხოვნების გაუთვალისწინებლობის გამო, შეძენილი იქნა 130.0 ათასი ცალი საწერი კალამი, შედეგად კი გაწეული იქნა 120.1 ათასი ლარის ოდენობის ზედმეტი ხარჯი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted September 14, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 14, 2009 ყოჩაღ ნიკა, ჯერ ჩუბინიძე მოინელა, ეხლა მიმინოშვილს მისდგა, ვინ იქნება შემდეგი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted September 14, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 14, 2009 ყოჩაღ ნიკა, ჯერ ჩუბინიძე მოინელა, ეხლა მიმინოშვილს მისდგა, ვინ იქნება შემდეგი? ჩუბინიძე ნიკას არ მოუნელებია... ჩუბინიძე მიმინოშვილმა და დოლიძემ მოინელეს.... ნიკას კი მაგათთან დაპისპირება აქვს.... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted September 14, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 14, 2009 ჩუბინიძე ნიკას არ მოუნელებია... ჩუბინიძე მიმინოშვილმა და დოლიძემ მოინელეს.... ნიკას კი მაგათთან დაპისპირება აქვს.... ეს დოლიძე ვიღაა? ნიკას მოადგილე ხო არა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted September 14, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 14, 2009 ეს ყველაფერი საზოგადოების ბრალია პატივცემულებო. საზოგადოების და მეტი არავის. და საზოგადოებას ხომ ვერ დავსჯით? ამიტომ... გავაგრძელოთ ქვეყნის ხვრა... რას ვიზავთ.... (სვეცკურად) საზოგადოება ხომ ასეთი ჭაობია... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
prologic Posted September 14, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 14, 2009 ეს, ძალიან მაგარია გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გასული წლის ბიუჯეტიდან 16,5 ათასი ლარი ვაკის საცურაო აუზისა და ფიტნეს-კლუბისთვის არამიზნობრივად გახარჯა, 48.0 ათასი ლარი კი მივლინებებისთვის კანონდარღვევით გასცა. ამის შესახებ კონტროლის პალატის 2008 წლის საქმიანობის ანგარიშშია ნათქვამი, რომელსაც პარლამენტი ხვალ, პლენარულ სხდომაზე განიხილავს. კონტროლის პალატის ანგარიშში აღნიშნული ცენტრის მიერ ამ თანხების გარდა, სხვა ბევრი არამიზნობრივი ხარჯვის შესახებ არის საუბარი. კონტროლის პალატის ანგარიშიდან ირკვევა, რომ გამოცდების ცენტრს 2005-2006 წლების და აგრეთვე, 2007 წლის პირველი ნახევრის ბიუჯეტის პროექტები არ მოუმზადებია და განათლების სამინისტროსთვის არ წარუდგენია. სამინისტროში წარდგენილი იყო მხოლოდ არასრულყოფილი ფორმით შედგენილი 2007 წლის მეორე ნახევრის საბიუჯეტო განაცხადი, რომელშიც საანგარიშო წლის დასაწყისისთვის საბანკო ანგარიშებზე არსებული 817.0 ათასი ლარის ოდენობის ფულადი სახსრების ნაშთი და საკუთარი შემოსავლები არ იყო გათვალისწინებული. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ბანკიდან გამოყოფილი კრედიტის ფარგლებში სრულად იყო გათვალისწინებული როგორც ცენტრის ფუნქციონირების, ასევე ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებისთვის აუცილებელი ხარჯების დაფინანსება, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით მაინც დაწესდა აბიტურიენტთა ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობისა და საგამოცდო ტესტის ხელახალი შეფასების საფასური, რომელიც ცენტრის მიერ თანადაფინასების თანხებში გათვალისწინებული არ ყოფილა. ამასთან, აღნიშნული გადასახდისგან მიღებული შემოსავლების სხვა დანარჩენ შემოსავლებთან ერთად ერთიანი ეროვნული გამოცდების დასაფინანსებლად მიმართვის ნაცვლად, რაც შეამცირებდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანადაფინანსების თანხების მოთხოვნას, ცენტრის მიერ 1 500,0 ათასი ლარის ოდენობის საკუთარი შემოსავლები განთავსდა სს "ბაზისბანკში" ვადიან დეპოზიტზე. კონტროლის პალატის ანგარიშში განმარტებულია, რომ ცენტრის მიერ თანხების დეპოზიტზე განთავსების მომენტისთვის არსებული ან მომავალი შესაძლო სხვადასხვა სახის ვალდებულებების, მათ შორის საგადასახადო ვალდებულებების გაუთვალისწინებლობის გამო მითითებული ვადიანი დეპოზიტის ხელშეკრულებები, ცენტრის ინიციატივით მოშლილი იქნა ვადამდე, რის გამოც ცენტრს ფაქტიური სარგებელი არ მიუღია და დეპოზიტზე განთავსებული თანხა პრაქტიკულად სს "ბაზისბანკის" საკრედიტო რესურსად გადაიქცა. ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ სხვადასხვა საბანკო ანგარიშებზე დიდი ოდენობის ნაშთების არსებობის პირობებში, ხშირ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა თანადაფინანსების აშშ დოლარის საბანკო ანგარიშზე მოკლევადიანი საბანკო სესხის აღების ფაქტებს. გარდა ამისა, ანგარიშში საუბარია გამოცდების ცენტრის მიერ განხორციელებულ სხვა დარღვევებზეც. კერძოდ, 2006-2007 წლებში ცენტრის ანგარიშზე აბიტურიენტების ინიციატივით საგამოცდო ტესტების ხელახალი შეფასებისთვის მიღებული 43.1 ათასი ლარი არამიზნობრივად გაიხარჯა. ასევე, არამიზნობრივად იქნა გახარჯული 16,5 ათასი ლარი, რომელიც მიმართული იქნა ცენტრის ხელმძღვანელისა და რამდენიმე თანამშრომლის ვაკის საცურაო აუზის და ფიტნეს-კლუბის წევრობის ხარჯების დასაფარავად. შემოწმებით ასევე დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა მივლინებების დანახარჯების ანაზღაურების მარეგულირებელი კანონმდებლობის უგულვებელყოფით, კანონდარღვევით იქნა გაცემული 48,0 ათასი ლარი. ასევე, შესამოწმებელ პერიოდში ცენტრის მიერ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული "ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების" დებულების მოთხოვნების გაუთვალისწინებლობის გამო, შეძენილი იქნა 130.0 ათასი ცალი საწერი კალამი, შედეგად კი გაწეული იქნა 120.1 ათასი ლარის ოდენობის ზედმეტი ხარჯი. ოოო, ამ საკითხზე თემა გავხსენი მეზობელ ფორუმზე, ჯერ დააიგნორეს და მერე წამოვიდა ქომენთები "ეგ კონტროლის პალატის ხალხი ბნელი და უვიცია" , ეგეთი რამის დაწერა როგორ გაბედესო : Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.