Jump to content
Planeta.Ge

ბიზანტიური-სლავურ სიმსივნე


Recommended Posts

დავიწყებული იდეა

 

მერაბ ღაღანიძე

 

არაერთგზის თქმულა, რომ აკაკი ბაქრაძე თავისუფალი ადამიანი იყო, და _ როგორც ინტეგრალური პიროვნება _ იგი თავისუფალი იყო თავისი პიროვნების სხვადასხვა გამოვლინებაში, მათ შორის ლიტერატურულ მოღვაწეობაში, მაგრამ ამ შემთხვევაში მის თავისუფლებას, უეჭველი შინაგანი პირობების გარდა, გარეგანი პირობებიც უწყობდა ხელს: იგი არასოდეს ყოფილა შეზღუდული წლიური თემის ან სასწავლო პროგრამის ჩარჩოებით (თუნდაც ხელნაწერთა ინსტიტუტში ერთწლიანი სამსახურისას, თუნდაც უნივერსიტეტში პერიოდული თავისუფალი ლექციების კითხვისას) და ამის გამოც მას შეეძლო, ეწერა და ესწავლებინა უფრო შეუბოჭავად, უფრო ცინცხლად და უფრო ხალასად, ვიდრე აკადემიური ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომლის ან უმაღლესი სასწავლებლის დოცენტისათვის იქნებოდა დაშვებული, და ამგვარადაც იგი კვალში ედგა მისთვის სანიმუშო ლიტერატორებს _ გერონტი ქიქოძესა და პავლე ინგოროყვას.

1980 წელს უნივერსიტეტში გამართულ პავლე ინგოროყვას საღამოზეც აკაკი ბაქრაძემ თქვა ის, რასაც იმ დროს ცოტა ვინმე თუ გაბედავდა, _ გინდაც პოლიტიკური, გინდაც იდეოლოგიური, გინდაც აკადემიურ-ლიტერატურული გარემოს გათვალისწინებით: “ჩვენ რომ თავის დროზე პავლე ინგოროყვას უზარმაზარი წიგნისათვის _ “გიორგი მერჩულე” _ სათანადო ყურადღება მიგვექცია და ღრმად დავკვირვებოდით, დღეს აღარ იარსებებდა აფხაზეთის ანეკდოტური პრობლემა”.

მაგრამ ჩვენც არ მივაქციეთ სათანადო ყურადღება და ღრმად არ დავაკვირდით, თუ რა უწყება იყო ჩადებული აკაკი ბაქრაძის იმ ნარკვევში, _ “დავიწყებული იდეა”, _ რომელიც 1988 წელს გამოქვეყნდა, მაშინ, როცა საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის პირველი ბუნდოვანი შუქურები ილანდებოდა. სტატია თითქოსდა სალიტერატურო-საგანმანათლებლო მიზნითაა დაწერილი და ქართული მწერლობის ერთ პერიოდს მიმოიხილავს (ის დაბეჭდილია “ქართული მწერლობის” მეხუთე ტომის წინათქმად, თავად ეს ტომი კი ქართული ლიტერატურის ეგრეთ წოდებული “დაცემის ხანის” ნიმუშებს წარუდგენს მკითხველს), თუმცა ნარკვევის არსი ქართული ეროვნული იდეის წარმოჩენა აღმოჩნდება, _ მისი განვითარება ადრეული შუა საუკუნეებიდან ვიდრე ქართული სახელმწიფოს დაცემამდე მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნეთა მიჯნაზე. ამ არცთუ ვრცელი სტატიის მანძილზე ნელ-ნელა ცხადდება, რომ ქართული ეროვნული იდეის (რასაც აკაკი ბაქრაძე “ქართულ მესიანისტურ იდეას” უწოდებს) ძირითადი მნიშვნელობა და დანიშნულება “ბიზანტინიზმის” დაძლევა, “ბიზანტინიზმის” გადალახვა იყო: “ქართული პოლიტიკური იდეა რომ სრულად განხორციელდეს, აუცილებელია ბიზანტიის გავლენისაგან თავდაღწევა”.

აკაკი ბაქრაძეს მიაჩნდა, რომ თუკი საქართველოს ეროვნული ენერგიის გამოვლენა სურდა, მას თავი უნდა დაეღწია ბიზანტიის მეურვეობისაგან, მაგრამ ამისათვის მოკავშირის მოძიება იყო აუცილებელი, _ “ქრისტიანული ქვეყნისათვის ასეთი მოკავშირე მხოლოდ კათოლიკური დასავლეთი შეიძლება ყოფილიყო”. და ამ ძიებათა დამადასტურებლად აკაკი ბაქრაძე ქართული ეკლესიის უდიდეს ავტორიტეტთა სახელებს მოიხმობს და მათ მისწრაფებას შეგვახსენებს: წმიდა ეფთვიმე მთაწმიდელის მცდელობას, ესპანეთში მოეძიებინა “ქართველთა ნათესავი”, ბიზანტიის იმპერატორები გადაეღობებიან წინ (“საქართველო ევროპისაკენ გაპარვას ცდილობდა. ბიზანტია უკეტავდა კარს.”); წმიდა გიორგი მთაწმიდელი იმპერატორ კონსტანტინე დუკას ჭეშმარიტი ქრისტიანული სარწმუნოების მიმართ არა მარტო ქართველთა ერთგულებას წარმოუჩენს (ბერძენთაგან განსხვავებით), არამედ რომის კათოლიკური ეკლესიის უპირატესობას და ქრისტეს მოძღვრებისაგან გადაუხვევლობას მოაგონებს, _ და ამ დროს უკვე თერთმეტი წელია გასული მას შემდეგ, რაც ბიზანტიის ეკლესიამ კათოლიკური სარწმუნოება მწვალებლობად გამოაცხადა და შეაჩვენა. ყურადსაღებია, რომ გახარებულმა რომაელმა დიდებულებმა ქართველ ბერს რომის პაპთან შეხვედრა შესთავაზეს (“წარგიყვანოთო წინაშე წმიდისა პაპასა”). რამდენიმე დღის შემდეგ გიორგი მთაწმიდელის გარდაცვალების გამო ეს შეხვედრა ვეღარ მოხერხდა. ათი საუკუნის განმავლობაში არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვერც ბიზანტიური წრის გარღვევა და ქრისტიანულ დასავლეთთან მისვლა გახდა შესაძლებელი.

აკაკი ბაქრაძე ქართული ცნობიერებისა და კულტურის ბიზანტიური გავლენისაგან განთავისუფლების წარმატებულ მცდელობას აღმოსავლური კულტურისაკენ მიბრუნებაშიც ხედავს, დავითისა და თამარის სახელმწიფოს ორიენტაციაშიც _ აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის მიმართულებით, სპარსული ლიტერატურის გათავისებაშიც და, რაც მთავარია, “ვეფხისტყაოსანში”, რომელიც სრულიად თავისუფალია ბიზანტინიზმისაგან და რომელიც სწორედ იმ “დაცემის ხანაში” (აკაკი ბაქრაძის სიტყვებით, “სკეფსისისა და მერყეობის ხანაში”) ერის ზნეობრივი და კულტურული ცხოვრების “ურყევი საყრდენი” აღმოჩნდა.

შემდგომ აკაკი ბაქრაძე შეეხება იმ კატასტროფას, _ XIX საუკუნის დასაწყისში ქართული სახელმწიფოს მარცხს, რომელიც თითქოსდა სრულიად აუხსნელი იყო მაშინ, როცა საქართველოს უკვე თავი ჰქონდა დაღწეული ისლამის გამანადგურებელი შემოტევისაგან, როცა გადარჩენილი და შენარჩუნებული იყო ქართული კულტურის ქრისტიანული ხასიათი, როცა აღორძინდა და ფართო ხასიათი შეიძინა სწავლა-განათლებამ. აკაკი ბაქრაძე ამ, ერთი შეხედვით მოულოდნელ მარცხს ამგვარად ხსნის: “მართალია, საქართველომ ისლამურ ჩიხს თავი დააღწია, მაგრამ მან ვერ მოიცილა ძველი, შინაგანი სენი, რომელსაც ბიზანტინიზმის ერთგულება ეწოდება”. ამ სენით დაავადებულმა საქართველომ კი ვეღარ შეძლო გამკლავებოდა ბიზანტიის სულიერ, პოლიტიკურ და ეკლესიურ მემკვიდრეს, _ რუსეთის იმპერიასა და რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას.

“ჩვენ დიდსა და სერიოზულ ყურადღებას ვაქცევთ ბიზანტიური კულტურის მნიშვნელობას საქართველოს ისტორიულ ცხოვრებაში, მაგრამ ნაკლებად ვითვალისწინებთ მის საბედისწერო შედეგს”, _ წერს აკაკი ბაქრაძე. მისი სიტყვებით, “ბიზანტია ნელ-ნელა კვდებოდა. მისი კულტურის გარეგნული ბრწყინვალება შინაგანად ატარებდა ხრწნადი სხეულის მომაკვდინებელ ოხშივარს. ჩვენს ისტორიაში ბიზანტიური სენის საშიშროებას ძველად გიორგი მთაწმინდელი და დავით აღმაშენებელი ხედავენ, უფრო გვიან _ სულხან საბა ორბელიანი და ახალგაზრდა ანტონ კათალიკოსი, მეცხრამეტე საუკუნეში _ ნიკო ნიკოლაძე”.

უნდა ვაღიაროთ, რომ დღევანდელ საქართველოში არათუ დაძლეული და გადალახული არაა “ბიზანტინიზმის” სენი, არამედ ის სახიფათოდ და ავისმომასწავებლად მომძლავრებულა ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ, რელიგიურ და კულტურულ ცხოვრებაში.

და ისევ აკაკი ბაქრაძის დაჩივლება გვახსენდება: ნეტავ თავის დროზე პავლე ინგოროყვას წიგნისათვის სათანადო ყურადღება მიგვექცია, ნეტავ ღრმად დავკვირვებოდითო!

ნეტავ ჩვენც თავის დროზე აკაკი ბაქრაძის სტატიისათვის სათანადო ყურადღება მიგვექცია, ნეტავ ჩვენც ღრმად დავკვირვებოდით!

ძნელი სათქმელია, რა მომავალი ელის ამ დავიწყებულ იდეას, დღეს დაგმობილსა და უარყოფილს; ძნელი სათქმელია, რა მომავალი ელის _ ამ იდეის დავიწყებით, დაგმობითა და უარყოფით _ დღევანდელ საქართველოს...

 

2003 წელი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქართველი ერი არის ნაწილი, მოგვწონს ეს თუ არა, ამ "ბიზანტიური" ცივილიზაციისა. ამას თანამედროვე დასავლელი კულტუროლოგები უწოდებ ენ "ბერძნულ-სლავურ" ცივილიზაციას. იმავე კულტუროლოგებს თუ დავუჯერებთ, ერთი ცივილიზაციიდან მეორეში (მაგ. "დასავლურში") გადასვლა ძალიან რთული პროცესია და თანამედროვე ისტორიაში ვერცერთმა ერმა ვერ მოახერხა.

 

მოვახერხებთ გრუზინები? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რეალურად მგონი ჩვენი პრობლემა იმაში კი არ არის რომ მართლმადიდებლები ვარტ და რუსეთზე მაგრები ამ საკითხში არამედ იმაში რომ დასავლეთი გავაღმერთეთ... არა დასავლური ფესეულობეი არამედ იმენა დასავლეთი...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რეალურად მგონი ჩვენი პრობლემა იმაში კი არ არის რომ მართლმადიდებლები ვარტ და რუსეთზე მაგრები ამ საკითხში არამედ იმაში რომ დასავლეთი გავაღმერთეთ... არა დასავლური ფესეულობეი არამედ იმენა დასავლეთი...

დასავლეთის ან აღმოსავლეთის გაღმერთება უნდა მოვიშალოთ

 

დავით აღმაშენებელმა პირველი რაც ქნა, ბიზანტიური ტიტულატურა მოიშორა ...აქეთ იქით ყურებას თავი უნდა დავანებოთ და მივხედოთ საკუთარ თავს!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რეალურად მგონი ჩვენი პრობლემა იმაში კი არ არის რომ მართლმადიდებლები ვარტ და რუსეთზე მაგრები ამ საკითხში არამედ იმაში რომ დასავლეთი გავაღმერთეთ... არა დასავლური ფესეულობეი არამედ იმენა დასავლეთი...

 

 

ამაზე ერთი-ორი დღის წინ მოვახსენე უზერებს, კიდევ ვიმეორებ:

 

საჰაკასა და ნაცი-ანალების ხელისუფლება დასავლური არ არის, ყველა პრინციპი, რაზეც ეს მთავრობა დგას, არის ანტიდასავლური, ანუ დასავლურ ღირებულებებთან (ინდივიდუალიზმი, კანონის იზენაესობა, წარმომადგენლობითი მმართველობა და ა.შ.) წინააღმდეგობაში მოდის - ის უბრალოდ დასავლეთის მოკავშირეა. ისევე როგორც იყვნენ ადრე შაჰის ირანი, სუჰარტოს ინდონეზია და სადამ ჰუსეინის ერაყი, და ამჟამადაა მაგალითად საუდის არაბეთი და პაკისტანი.

 

იმ ფენომენს, რაც ახლა საქართველოში მიდის, პოლიტიკურ მეცნიერებებში ჰქვიან "ვესტერნიზაცია" - ანუ როცა ხდება მეორე რიგის დასავლური კულტურული პრიორიტეტების დამკვიდრება (მაგ. მაკდონალდსში ჭამა) და ამ დროს პირველი რიგის ღირებულებები (მაგ. კანონის უზენაესობა) უგულვებელყოფილია.

 

უახლესი ისტორია გვასწავლის, რომ ასეთი რეჟიმები უკიდურესად არასტაბილურია და მათ პრინციპში დიდი დღე არ უწერიათ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Grig

 

მადლობთ რომ ვესტენნიზაცია ამიხსენი რა იყო :)

 

რეჟიმებებს რაც შეეხება არ დაგეთანხმები.,... მრავალი რეჟიმი არსებობდა მრავალი წლის განმავლობაში... ხოლო ის რომ დრეს არ არსებოიბენ ეს უბრალოდ სიკვდილის გარდაუცლობის ბრალი უფროა ვიდრე სხვა რამის...

 

ახლა რაც შეეხება ნაციონალების რეჟIმს, ეს რეჟიმი შეიძლება იდეურად ლოგიკურ წინააღმდეგობაში მოდის დასავლურ ღირებულებეთნა მაგრამ სამაგიოერდ იდეურად მისაღებია ნეოლიბერალური იდეისთვის, ამიტომაც არის რომ ყველა ევროპული სახელმწიფო რეალურად თავლს ხუჭავს ჩვენს რეჟიმზე...

ასევე მგონია რომ აზრი რომ ჩვენტან დასავლეთს სურს დემოკრატიული გარდამქნები მგონია რომ ჩანსახშივე არასწორია...ისინი პრობლემის გარეშე ეგუებიან აქ ნახევრად დემოკრატიული ნეკროფილურ რეჟიმის არსებობას... რას ფიქრობ???

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჯერ იქნებ ამიხსნას ვინმემ რას ნიშნავს ბიზანტინისმის სენი.

მერე მეორე კითხვა დამებადა :) სად არის ქრისტიანული დასავლეთი? დარჩა კი იგი? ;) ჩემის აზრით ქრისტიანობა და დასავლეთი საბოლოოდ დაემშვიდობნენ ერთმანეთს ( მაგალითად ობამას სიტყვებიც კმარა. აშშ ქრისტიანული ქვეყანა აღარ არისო :D ). და ეს დამშვიდობება კარგ არაფერს მოუტანს მაგ ცივილიზაციას :D.

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ეს ცივილიზაცია თავის დასარულამდე მიდის...

 

რაც შეეხება ჩვენში რამის დაძლევას... ბიზანტიზმიც უნდა დავძლიოთ, რუსიზმიც, დასავლეთიზმიც და საერთოდ ყველანაიზმი :) გარდა საქართველოიზმისა...

აი ამ უკანასკნელით უნდა დავაავადოთ მთელი ჩვენი მოსახლეობა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სნობიზმითაა ავად ჩვენი ერი. თუმცა ყველა მცირერიცხოვანი ერის სენია ეგ დაავადება.

 

ქართველები როდესაც ოკეანეს გადალახავენ ან ევროპას მიაშურებენ ეგრევე იჩენს თავს "მე ლონდონში ვსწავლობდი". :)

 

---------------------------------დირე თუ ძმა ხარ ეგ ავატარი მოაშორე. :yes2:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვითვალისწინებ საზოგადოების აღშფოტებას და აჰა ახალი ავატარი რას იტყვით?

 

ისე ვინმემ ამიხსენით ეს ბიზანტიიზმი რას ნიშნავს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რეჟიმებებს რაც შეეხება არ დაგეთანხმები.

ნიკუშ, სიმართლე გითხრა ვერ გავიგე, რაში არ მეთანხმები. მეც იგივე არ მეწერა?

 

ჯერ იქნებ ამიხსნას ვინმემ რას ნიშნავს ბიზანტინისმის სენი.

 

დირე, ეს ცოტა რთულია. იგულისხმება (ალბათ), ფუნდამენტური კულტურულ-ღირებულებითი განსხვავებები მართლმადიდებლურ ხალხებსა და კათოლიკურ-პროტესტანტულ ერებს შორის. ჩვენ მივეკუთვნებით პირველს. მათ შორის, კულტოროლოგებისა და სოც. ანთროპოლოგების აზრით, უფსკრულია.

 

იმ ზემოთმოყვანილ აბდაუბდაში, სტატია რომ ჰქვია ბედის უკუღმართობით, ალბათ იგულისხმება, რომ ქართველები უნდა გავთავისეფლდეთ "ბიზანტიური", ანუ მართლმადიდებლური მენტალობისგან (რელიგიაზე არ არის საუბარი), და გადავიდეთ "დასავლურ" მენტალობაზე.

 

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ასეთი მცდელობები ყოფილა, მაგრამ უახლეს ისტორიაში ყველა უშედეგო აღმოჩნდა. (მაგ. დასავლური ყაიდის კომუნისტური იდეების კრახი სსრკ-ში და ათა-თურქის იდეების ნელი გარდაცვალება თურქეთში)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხმ... ალბათ მაგას ნისნავს... რა ვიცი... იქნებ მაგას არც ნიშნავს.

დავანებოთ თავი... აქ ერთი მარტივი კითხვა მებადება...

აი არ მესმის რა და თუ გინდ მომკალით...

რატომ უნდა მოვერგო მე იმას, რაც მე არ მომწონს. და რა მიზნისთვის უნდა დავთმო ის რაც მე მომწონს? იმისთვის რომ რიგ ადამიანებს არ სიამოვნებს ის რომმე რაღაც მიყვარს? და ბოდიში კია მაგრამ არ მკიდია ეხლა მე ვის რა სიამოვნებს? :D

არ მოსწონს? იცხოვროს ისე და იქ როგორც მოსწონს. დამე ნუ გამიჟიმავს ტვინს რა... არ გინდა საქართველოში ცხოვრება? წადი იცხოვრე ევროპაში. არ მოგწონს ევროპა ჩამოდი და იცხოვრე საქართველოში... ან თურქეთში, ან ირანში, ან რუსეთში, იაპონიაში... რატომ უნდა გადააყოლოს 1 მილიონმა ადმიანმა ის რაც უყვარს 10 კაცის ხუშტურს? ახსნა სად არის ამის?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"...მართალია, საქართველომ ისლამურ ჩიხს თავი დააღწია, მაგრამ მან ვერ მოიცილა ძველი, შინაგანი სენი, რომელსაც ბიზანტინიზმის ერთგულება ეწოდება. როგორც მონღოლთა შემოსევის წინ არ იყო საქართველო განკურნებული ბიზანტიზმისაგან, ასევე ცოცხალი იყო იგი ჩვენს ეროვნულ სხეულში მე-18 საუკუნეშიც. მის წინააღმდეგ ბრძოლა მიმდინარეობდა. ამას ჩვენში კათოლიკე მისიონერთა მოღვაწეობაც მოწმობს, სულხან-საბა ორბელიანის გაკათოლიკებაც და ანტონ პირველის თავდაპირველი სიმპატიებიც კათოლიციზმისადმი, რაც მას ძალიან ძვირად დაუჯდა. რაოდენ ძლიერი იყო ჩვენში ბიზანტინიზმი, ამას ადასტურებს ზაქარია გაბაშვილისა და ანტონ პირველის ბრძოლა. კარის უბრალო მღვდელმა კათალიკოსის დამარცხება შეძლო. შეიძლება ვთქვათ, რომ ზაქარიას მხარს უჭერდა მეფე თეიმურაზ მეორე და ანტონ პირველის მარცხი ამან განაპირობაო, მაგრამ ესეც ხომ ბიზანტინიზმის ძლიერების საბუთია!

 

სულხან-საბა ორბელიანს და ანტონ პირველს იმ გეზის აღდგენა და გაგრძელება უნდოდათ, გიორგი მთაწმიდელმა რომ დაიწყო, მაგრამ ვერ მოახერხეს. რა თქმა უნდა, აქ აქტიურ როლს რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის აგენტურაც ასრულებდა. იგი ყოველნაირ საშუალებას ხმარობდა, როგორმე შეენარჩუნებინა ქართული მართლმადიდებლური ეკლესია. არ მიეცა მისთვის საშუალება კათოლიციზმის წიაღში გადასვლისა. ესეც იყო ზაქარია გაბაშვილის ძალა. სამწუხაროდ, ჯერ არ შეგვისწავლია რუსული ეკლესიის როლი და ადგილი იმ ბრძოლაში, რომელიც საქართველოში მიმდინარეობდა, საერთოდ, მართლმადიდებლობასა და კათოლიკობას და, კერძოდ, ანტონ პირველსა და ზაქარია გაბაშვილს შორის. ამის შესწავლას არსებითი მნიშვნელობა აქვს, რამეთუ ქართული პოლიტიკურ-რელიგიური რუსიზმი უშუალო გაგრძელება იყო ქართული პოლიტიკურ-რელიგიური ბიზანტინიზმისა.

საქართველო რუსეთისაკენ იმიტომაც მიილტვოდა, რომ ქართველთა შეგნებაში რუსეთი ახალ ბიზანტიას წარმოადგენდა. ამ შეგნების შედეგია ქართული კულტურული ცენტრების შექმნა რუსეთში (ისე, როგორც ადრე ბიზან- ტიაში იყო. ვახტანგ მეექვსეც რუსეთში იმ რწმენით მიდიოდა, რა რწმენითაც, თორნიკე ერისთავი ან სხვები ათონზე), რუსულიდან წიგნების თარგმნა, ქარ- თული ბიბლიის შესწორება რუსულის მიხედვით, საერთოდ საეკლესიო ცხოვ- რების მოწყობა რუსული ეკლესიის წაბაძვით და სხვანი.

 

კარგად ცნობილია, რომ საუკუნეების მანძილზე რუსეთი ბიზანტიის მემკვიდრეობას იჩემებდა. ყველაფერს აკეთებდა ამ მისწრაფების ფაქტად ქცევისათვის. მოახერხა კიდეც ეს: ბიზანტიის დაცემის მერე მართლმადიდებლური ქრისტიანული სამყაროს ცენტრი რუსეთი გახდა. ეს შეიძლო რუსეთმა იმით, რომ რუსულმა ეკლესიამ და პოლიტიკურმა აზრმა ბიზანტიის მემკვიდრეობა საერთო სახალხო რუსულ შეგნებად აქცია. ამის დასადასტურებლად დოკუმენტები არ არის საჭირო, კმარა ანდრეი ბელის სიტყვებიც: „პირველსატახტო ქალაქი მოსკოვი და დედა რუსული ქალაქებისა – კიევი, პეტერბურგი, ანუ სანკტ-პეტერბურგი, ანუ პიტერი (რაც ერთი და იგივეა) ჭეშმარიტად ეკუთვნის რუსეთის იმპერიას. ცარგრადი, კონსტანტინეს ქალაქი (ანუ, როგორც ამბობენ, კონსტანტინოპოლი) ეკუთვნის მემკვიდრეობის უფლებით“ („პეტერბურგი“).

 

რუსეთს „მემკვიდრეობით“ მარტო კონსტანტინოპოლი კი არ „ეკუთვნოდა“, არამედ – საქართველოც. ამ „მემკვიდრეობის“ თვალით უყურებდა ამიერკავკასიას რუსეთი, ამიტომაც მოილტვოდა დაჟინებით სამხრეთში. ამიტომაც ჩნდება რუსეთის მეფეთა ტიტულატურაში царь иверский ბევრად ადრე, რუსეთის საქართველოში დამკვიდრებამდე: ივანე მეოთხეც, რომელიც ჯერ ძალიან შორს არის საქართველოდან, თავს იბერიელთა მეფესაც უწოდებს.

 

საქართველო ისწრაფოდა ძველი პატრონის მემკვიდრესთან დასაბრუნებლად, ხოლო მემკვიდრე – წინაპრის ნაქონების მისაღებად. ამ შეგნების შედეგი იყო ის, რაც მე-18 საუკუნის ბოლოს მოხდა საქართველოში. ჩვენ დიდსა და სერიოზულ ყურადღებას ვაქცევთ ბიზანტიური კულტურის მნიშვნელობას საქართველოს ისტორიულ ცხოვრებაში, მაგრამ ნაკლებად ვითვალისწინებთ მის საბედისწერო შედეგს.

 

რომის იმპერიის დასავლეთი ნაწილის დაქცევის შემდეგ (410 წელს დაანგრია ალარიხმა რომი), ათასი წელიწადი იარსება ბიზანტიამ (1453 წელს აიღო კონსტანტინეპოლი სულთანმა მუჰამედ მეორემ). მაგრამ ამ ხნის მანძილზე ბიზანტია ნელ-ნელა კვდებოდა. მისი კულტურის გარეგნული ბრწყინვალება შინაგანად ატარებდა ხრწნადი სხეულის მომაკვდინებელ ოხშივარს. ჩვენს ისტორიაში ბიზანტიური სენის საშიშროებას ძველად გიორგი მთაწმინდელი და დავით აღმაშენებელი ხედავენ, უფრო გვიან – სულხან-საბა ორბელიანი და ახალგაზრდა ანტონ კათალიკოსი, მეცხრამეტე საუკუნეში – ნიკო ნიკოლაძე. ის, რასაც ნ.ნიკოლაძე ამბობდა, სულ ტყუილად და უმართებულოდ დავივიწყეთ. 1894 წელს იგი ჟურნალ „მოამბეში“ (_6) წერდა:

 

„... სულ ბიზანტიის გავლენის ბრალია იმ ხალხების და სამეფოების ჩამოქვეითება, თუ ათასი წლით უკან ჩამორჩენა, რომელთაც ბიზანტიის მიბაძვამ ან შესწავლამ ნება აღარ მისცა ევროპული მეცნიერება და წყობილება შემოეღოთ. ბიზანტიის სახელმწიფო წეს-წყობილებას საძირკვლად აღმოსავლური თვითმნებელობა ედო და არა ერის ან წოდების უფლება, სიმართლე, კანონი. სამეფოს ასეთი კანონიერი წყობილება და შეურყეველი წესი არასოდეს არ ჰქონია, რომ მთელს ხალხს ან წარჩინებულ მის წოდებას ნიადაგ შესძლებოდეს გზის და საშველის პოვნა, თვით იმ გარემოებაშიც, როცა ბიზანტიის ტახტზე უღირსი მეფე ადიოდა. საქმე ისე მიდიოდა ხოლმე, როგორც ბრმა ბედს სურდა. როცა უცაბედად ტახტზე მხნე და გონიერი მეფე ადიოდა, მეფობაც დამშვენებული იყო და ხალხიც გამარჯვებული. საუბედუროდ, ეს მეტად იშვიათად მოხდებოდა ხოლმე, უფრო ხშირად ბიზანტიის ტახტზე სრულიად ძაბუნსა და უმნიშვნელო ადამიანებს ჰხედავს ისტორია. უეჭვოა, ევროპულ სახელმწიფოების ტახტებზედაც გენიოსებზე უფრო ხშირად უნიჭოები ადიოდნენ. ამ მხრით ევროპასა და აზიას შუა განსხვავება როდია. განსხვავება ამ ორ წესს შუა იმაში მდგომარეობს, რომ აზიაში მთელი სახელმწიფოს ცხოვრება და ტრიალი მარტო მეფის ან დესპოტის სურვილზე, ნებაზე და შეხედულებაზე იყო დამყარებული მაშინ, როცა ევროპაში დაარსდა სხვადასხვა გვარი სიმართლე, კანონი, ტრადიცია, სისტემა და ბოლოს მეცნიერებაც. მათი შემწეობით სუსტი მეფეც რომ მჯდარიყო ევროპაში ტახტზე, ეს გარემოება თითქმის არც კი დაეტყობო- და ქვეყნის საქმეებს. ისტორია, ისტორიული პროგრესი, მაინც თავისებურად, აუჩქარებლად, მაგრამ დაუხევლადაც წინ მიდიოდა“. (გვ. 181-2).

 

ნ.ნიკოლაძის სიტყვების გახსენება დღეს იმიტომ გვჭირდება, რომ დაუეჭვებლად მივხვდეთ და შევიგნოთ: ევროპისაკენ მიმავალი გზა საქართველოს ისლამმა კი არ გადაუკეტა, არამედ ბიზანტიამ. ისლამმა უბრალოდ ის გააგრძელა, რაც უკვე კარგა ხნის წინ ჩაიდინა ბიზანტიამ. მესიანისტური იდეა საქართველოს ბიზანტიისაგან თავდასაღწევად სჭირდებოდა. თავისდაღწევა რომ თავის დროზე მომხდარიყო, არც მონღოლთა და არც მისი მომდევნო შემოსევები იქნებოდა ესოდენ მძიმე შედეგიანი საქართველოსათვის. მაგრამ კარგად დაწყებული საქმე ასევე კარგად ვერ დაგვირგვინდა, ვერ მოესწრო. მერე კი მესიანისტური იდეის დაკარგვა ნიშნავდა იმას, რომ საქართველო ისევ ბიზანტინიზმის იდეის გავლენის ქვეშ ექცეოდა. თავს ისევ ჩამორჩენილობისათვის სწირავდა. ამას გუმანით ხვდებიან აღორძინების ხანის მწერლები. ეს რუსთაველისადმი მათ დიდ მიდრეკილებაშიც ჩანს. რუსთაველი ბიზანტინიზმისაგან თავისუფალი აზროვნებაა. როცა ავთანდილის სიმღერას უსმენ „ინდო-არაბ-საბერძნეთით, მაშრიყით და მაღრიბელნი, რუსნი, სპარსნი, მოფრანგენი და მისრეთით მეგვიპტელნი“ (გვიანდელი ჩანართია თუ არა ეს სტრიქონები, ამას არ- სებითი მნიშვნელობა არა აქვს), ეს ჩვენი ოცნებაა საქართველოს ხმა გაეგონა კაცობრიობას, ბიზანტიის გავლენის თვინიერ. მიზნის მისაღწევად საჭიროა სა- კუთარი მესიანისტური იდეა და ბრძოლა მის განსახორციელებლად. მართა- ლია, მონღოლთა ბატონობის შემდეგდროინდელმა მწერლობამ იგი დაივიწყა, მაგრამ იმის რწმენა კი ურყევად დაგვიტოვა, რომ ქართულ ეროვნულ ენერგიას ყოველგვარ პირობებში ძალუძს აღორძინება და საკუთარი ძალღონით თავ- დახსნა. ამას დავუმატოთ „ვეფხისტყაოსნის“ მრწამსი: ცალკეული პიროვნებისა თუ მთელი ერის ცვალებად ბედ-იღბალში, ბედნიერება-უბედურების მონაცვლეობაში ნათლად ჩანს ბოროტების დამარცხებისა და კეთილის გამარჯვების ერთიანი, მთლიანი, მტკიცე კანონზომიერება. ორივე აზრობრივი ხაზის გამთლიანება და ერთად წარმოდგენა საშუალებას მოგვცემს გავიგოთ – რა მემკვიდრეობას, წინაპართა რა ანდერძს უნდა მოვუაროთ, განვავითაროთ ახალი დროისა და პირობების შესაბამისად, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩამორჩენილობას თავი დავაღწიოთ და საკაცობრიო ასპარეზზე ყავარჯნის მოუშველებლად ვიაროთ."

 

აკაკი ბაქრაძე

 

1987 წელი

 

აი სწორედ ამაზეა საუბარი. ევროპული ორიენტაცია გიორგი მთაწმინდელმა დაიწყო და ვერ განხორციელდა, შემდეგ უკვე ვახტანგ VI-ემ და ანტონ I-მა სცადეს, ახლა მესამე მცდელობაა ქვეყნისა ევროპული ორიენტაციისათვის და თუ ესეც ვერ განხორციელდა მშვიდობით საქართველოვ!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...