liliko Posted September 13, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 13, 2009 (edited) ახლო ნათესავები მყავს მოსკოვში და რამდენიმე რუსულ ქალაქში. და შემიძლია ვთქვა, რომ წარმოდგენა მაქვს მასების შეფასებაზე პუტინისა. მინდა ავღნიშნო, რომ პუტინმა მრავალი მისთვის პოზიტიური ფაქტორის თანხვედრით 2000 წლიდან მოახერხა რუსეთის ნელ-ნელა ფეხზე წამოდგომა, რითაც ამბიციები გაუჩინა სახელმწიფოსაც და მის მოსახლეობასაც. შესაბამისია მისდამი განწყობაც რუსეთში. ასე რომ სრულიად რეალურია მისი დაბრუნებისა.მგონია თავიდანვე ამაზე იყო გათვლა და ამიტომაც წავიდა უარზე კონსტიტუცია შეცვლილიყო და მესამე ვადით მოსულიყო ხელსიფლებაში.აღმოჩნდა, რომ როგრც პოლიტიკოსი, საკმაოდ პრაგმატული და თვისთვის საღად მოაზროვნეა მაგრამ რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის და რას უნდა ველოდეთ პუტინის ხელახალი გაპრეზიდენეტების შემთხვევაში?http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/reuters-150x44.jpg პუტინი პრეზიდენტად დასაბრუნებლად კარს ღიად სტოვებსჯანეტ მაკბრაიდი ნოვო-ოგარიოვო, რუსეთი - პარასკევს რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა, ხაზგასმით მიანიშნა იმაზე, რომ 2012 წლის არჩევნებით ის შეიძლება პრეზიდენტის თანამდებობას დაუბრუნდეს უკვე მას შემდეგ, რაც გასულ წელს პუტინის საპრეზიდენტო ვადა ამოიწურა და მან თავისსავე არჩეულ მემკვიდრეს, მედვედევს გზა გაუხსნა, უკვე ლაპარაკობდნენ რომ ეს ნაბიჯი მან მხოლოდ დროებით გადადგა. დღეს პუტინი პრემიერ-მინისტრის სტატუსში, მიუხედავად ეკონომიკური დაცემისა ისევ უკიდურესად პოპულარულია რუს ამომრჩევლებს შორის და ძველებურად დომინირებს პოლიტიკურ სცენაზე. ვალდაის სადისკუსიო ჯგუფის ექსპერტებთან საუბრისას, პუტინმა განაცხადა, რომ 2007-2008 წ.წ. ხელისუფლების გადაცემა უმტკივნეულოდ განხორციელდა და 2012 წელს მასსა და მედვედევს შორის კონკურენცია არ იქნება - “ჩვენ ერთნაირი პოლიტიკური შეხედულებები გვაქვს.” “2012 წელს ჩვენ ერთად ვიფიქრებთ, გავითვალისწინებთ იმ დროისთვის შექმნილ რეალობას, ჩვენს პირად გეგმებს, პოლიტიკურ ლანდშაფტს… და მივიღებთ გადაწყვეტილებას” - განაცხადა მან. აკადემიკოსებმა, რომლებიც მოსკოვის გარეუბანში პუტინის საზაფხულო რეზიდენციაში სამსაათიან ლანჩს ესწრებოდნენ, განაცხადეს, რომ - ”ის შესაძლო დაბრუნებისთვის საფუძველს იმზადებს და ცხადია, რომ სიტუაციას სწორედ ის აკონტროლებს.” შემდეგი პრეზიდენტი, იმ საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, რომელიც სასწრაფოდ მიიღეს მედვედევის თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ, 6 წელიწადს იქნება ხელისუფლებაში. პუტინს შეუძლია ორი ვადით მოვიდეს ხელისუფლებაში, რაც იმას ნიშნავს რომ შესაძლოა მან 2024-წლამდე დაჰყოს საპრეზიდენტო პოსტზე. “ჩემი შთაბეჭდილებით, მისი ლაპარაკი კონკურენციის არარსებობაზე, იმაზე რომ ერთ პოზიციაზე დგანან იმის უტყუარი ნიშანია, რომ ყველა გადაწყვეტილებას პუტინი იღებს” - ამბობს ჯეიმს შერი, Chatham House-ის ბრიტანული კვლევითი ორგანიზაციის რუსეთისა და ევრაზიის პროექტის ხელმძღვანელი. პუტინმა კრემლი 2008 წლის მაისში, 8 წლის პრეზიდენტობის შემდეგ დატოვა, მაგრამ პრემიერ-მინისტრის პოსტზე ის უმაღლეს ფიგურად დარჩა, არადა პრემიერ-მინისტრს აქ ტრადიციულად მეორეხარისხოვანი როლი ენიჭება. ის ასევე მთავარ პოლიტიკურ პარტიას ”ერთიან რუსეთ”-ს უდგას სათავეში. ანალიტიკოსები იმაზე მიანიშნებენ, რომ თუ პუტინი 2012 წელს, როდესაც ის 59 წლის იქნება, არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, მაშინ ის ალბათ პოლიტიკიდან სამუდამოდ წავა. რუსეთის საერთაშორისო პარტნიორებისთვის, პუტინი პირში მთქმელი და მოლაპარაკებებში მძიმე პარტნიორია. ინვესტორებს მოსწონთ რომ ის პროგნოზირებადია. აშშ-სთან ურთიერთობა მისთვის დამახასიათებელი პირდაპირი გამოთქმებით, პუტინი შეერთებულ შტატებთან “ურთიერთობების გადატვირთვის” საკითხს შეეხო და ცხადი გახადა, რომ მისი აზრით ამისთვის ძირითადად ამერიკა უნდა გაისარჯოს. მან ამერიკას იმაში დასდო ბრალი, რომ მან დაბლოკა რუსეთის გაწევრიანება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, თუმცა მუდმივად ჰპირდებოდა ამას. მან განაცხადა, რომ რუსეთმა დიდი ნაბიჯი გადადგა ქობინების დემონტაჟის განადგურებისკენ მაშინ, როდესაც ამერიკამ განახორციელა თავისი შეირაღების დემონტაჟი და ის შეინახა. რუსეთმა რატიფიცირება გაუკეთა და მაშინ შეასრულა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები, როდესაც შეერთებულმა შტატებმა თავისი ინტერესები რუსეთის საზღვრების მიმართულებით გააფართოვა. “წარმოიდგენთ ასეთ შეთანხმებას? მხოლოდ სულელი მოაწერდა მას ხელს, მაგრამ ჩვენ მოვაწერეთ. ბოლოს განვაცხადეთ, რომ ვაჩერებთ ჩვენს მონაწილეობას და ხალხი ბაყაყივით აყაყანდა. გადატვირთვას მივესალმებოდით, რამე რომ გაკეთებულიყო.” პუტინმა განაცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტთან შეხვედრამ გარკვეული ოპტიმიზმის საფუძველი შექმნა, მაგრამ ის ქმედებებს ელოდება - “არის პოზიტიური სიგნალები, მაგრამ ჩვენ პრაქტიკულ ნაბიჯებს ვარჩევდით.” Edited September 13, 2009 by liliko Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted September 13, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 13, 2009 მაგრამ რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის და რას უნდა ველოდეთ პუტინის ხელახალი გაპრეზიდენეტების შემთხვევაში?http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/reuters-150x44.jpg კარგს არაფერს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted September 13, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 13, 2009 გაუჭირდება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
liliko Posted September 13, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 13, 2009 კარგს არაფერს მაშ სადაა ჩვენთვის გამოსავალი? ან საერთოდ აქვს კია დღეს საქართველოს იმ მოცემულობით და რეალობით რაც ქვეყნის შიგნით და გარეთაა, რამე პერსპექტივა არა თუ განვითარების, უბრალოდ გადარჩენის? თუ ისევ იმ ღმერთის იმედად ვართ, ვისიც ბევრს არ სწამს, და თუნდაც ეს არ იყოს, ღმერთმა და ღვთისშობელმა იმდენჯერ გადაგვარჩინა, რომ დღეს ასეთი ცოდვებით დამძიმებულ საქართველოს გადარჩენის სურვილი კიდევ ერთხელ რატომ უნდა გაუჩნდეს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted September 13, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 13, 2009 კარგს არაფერსნამდვილად და რა გვეშველება? მიშა თუ არ იქნა პრეზიდენტი, ვინ დაგვიცავს? ისა და, ჩვენს კონსტიტუციაში როგორაა, მიშას აქვს თუ არა უფლება სამომავლოდ (ე.ი მას შემდეგ როცა სხვა იქნება პრეზიდენტი) პრეზიდენტად არჩევისა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
liliko Posted September 13, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 13, 2009 ნამდვილად და რა გვეშველება? მიშა თუ არ იქნა პრეზიდენტი, ვინ დაგვიცავს? ისა და, ჩვენს კონსტიტუციაში როგორაა, მიშას აქვს თუ არა უფლება სამომავლოდ (ე.ი მას შემდეგ როცა სხვა იქნება პრეზიდენტი) პრეზიდენტად არჩევისა? ნწუ, ნწუ, ნწუ ჩვენ კი უმადურები ვართ და მიშს არ ვუფასებთ ხალხისთვის რომაა დამაშვრალი უფლებაზე ნუ დარდობთ, მიშამ თუ მოინდომა, მისი გაუკეთებელი არაფერია, და ერთი ფარატინა დოკუმენტის ჩასწორება რა პრობლემაა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted September 14, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 14, 2009 უბრალოდ ერთი კითხვა მაქვს, პუტინი იქნება თუ მედვედევი, ჩვენთვის რამე იცვლება?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.