Jump to content
Planeta.Ge

არის თუ არა საქართველოში ანტირუსული ისტერია?

Recommended Posts

ერორები (აქ იგულისხმება ნაცების მართული ტელევიზიები, ბეჭდვითი და ინტერნეტ რესურსები) ცდილობენ ისეთი სიტუაციას დახატვას, ვითომ საქართველოში ანტირუსული ისტერია სუფევდეს.

ის ქართველი, რომელიც რუსეთში ჩავა მაგალითად რომელიმე კონცერტში მონაწილეობის მისაღებად, ან თუ აქ მიიღებს რომელიმე ცნობილ რუს სტუმარს, ეგრევე ცხადდება მოღალატედ. მუდმივად ხდება ისეთი თემების გაშუქება, როგორიცაა სტალინის ძეგლის გადატანა, რადიოებზე რუსული სიმღერების აკრძალვა, ასევე მიიღება კანონები კინოთეატრებში და ტელევიზიებში რუსულად გახმოვანებული ფილმების აკრძალვის შესახებ.

არადა ირგვლივ რომ მიმოიხედოთ, ძალიან ცოტაა საქართველოში ისეთი ადამიანი, ვინც რუსულად გახმოვანებული ფილმების აკრძალვას ეთანხმებოდეს, არანაირი აგრესია არ არსებობს არც რუსი მსახიობების მიმართ, და არც რუსეთში მოღვაწე ქართველი არტისტების მიმართ. სტალინის ძეგლის გადატანის და ტაქსებში რუსული სიმღერების პრობლემა ხო საერთოდ არავის არ აწუხებს.

ანუ იმისდამიუხედავად, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი რუსულ სახელმწიფოს საქართველოს სახელმწიფოს მტრად აღიქვამს, საყოფაცხოვრებო ურთიერთობებზე ეს დამოკიდებულება არ მოქმედებს. მგონი ომის მერე ხალხში ასეთი განწყობა საკმაოდ მაღალი შეგნების მაჩვენებელია.

და ამ დროს რატომ ცდილობს ხელისუფლება რომ ხალხში ძალით დათესოს ანტირუსული ისტერია? ერთ-ერთ პროსახელისუფლებო ფორუმზე ხშირად წამიკითხია ფრაზა "როდის მოვესწრებით, ქართველებს ისე შეძულდეთო რუსები, როგორც ბალტიისპირეთში სძულთო". თქვენი აზრით რა მიზანს ისახავს ეს პროპაგანდა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 126
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

და ამ დროს რატომ ცდილობს ხელისუფლება რომ ხალხში ძალით დათესოს ანტირუსული ისტერია? ერთ-ერთ პროსახელისუფლებო ფორუმზე ხშირად წამიკითხია ფრაზა "როდის მოვესწრებით, ქართველებს ისე შეძულდეთო რუსები, როგორც ბალტიისპირეთში სძულთო". თქვენი აზრით რა მიზანს ისახავს ეს პროპაგანდა?

ესეთ რეჟიმებს ჰაერივით სჭირდებათ გარეშე მტერი

და ისიც ფაქტია რომ რუსეთი მტერია, ხოდა იყენებს ხელისუფლება...

ცუდი ისაა რომ ამ პიარ კომპანიას საზოგადოება ვერაფერს უპირისპირებს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasalexx

ის ქართველი, რომელიც რუსეთში ჩავა მაგალითად რომელიმე კონცერტში მონაწილეობის მისაღებად

არაა მოღალატე. უპრინციპო ადამიანია ჩემი აზრით. უმღერო პოლიტ ელიტას, რომელთა ბრძანების შედეგად დაიღუპნენ სრულიად უდანაშაულო, მშვიდობიანი ადამიანები, ეს უზნეობაა.

თუ აქ მიიღებს რომელიმე ცნობილ რუს სტუმარს, ეგრევე ცხადდება მოღალატედ

მაგალითად? ვისთან დაკავშირებით მოხდა ეს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერორები (აქ იგულისხმება ნაცების მართული ტელევიზიები, ბეჭდვითი და ინტერნეტ რესურსები) ცდილობენ ისეთი სიტუაციას დახატვას, ვითომ საქართველოში ანტირუსული ისტერია სუფევდეს.

ეს არხები სიტუაციას კი არ ხატავენ, არამედ თვითონ ცდილობენ შექმნან ანტირუსული ისტერია.

თქვენი აზრით რა მიზანს ისახავს ეს პროპაგანდა?

lasalexx, ცნობილია რომ იმ ქვეყნებში, სადაც დამკვიდრებულია ავტორიტარული მმართველობა ხელისუფლებას სჭირდება მამობილიზებელი ფაქტორი. ყველაზე ხშირად ასეთ ფაქტორს წარმოადგენს გარეშე მტრის ხატი, რომელსაც აუცილებლად ხელს უნდა უწყობდეს შიდა მტერი - ე.წ. მეხუთე კოლონა, რომელიც ყოველთვის წარმოადგენილია ოპოზიცისა და ინტელიგენცის ცნობადი სახეების მეშვეობით (გასაგებია რატომაც).

რუსეთისათვის ასეთ მამობილიზებელ მტრის ხატს წარმოადგენს აშშ და მისი მოკავშირეები. ჩვენთვის რუსეთი.

მე სამჯერ ვიყავი ბალტიისპირეთში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში და არსად იქ არ უგრძნობებიათ ჩემთვის და ჩემი კოლეგებისათვის, რომ ისინი შეპყრობილი არიან რუსებისადმი გადაულახავი სიძულვილის გრძნობით. ისინი საუბარს რუსეთის თემაზე როგორც წესი არიდებდნენ თავს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

არაა მოღალატე. უპრინციპო ადამიანია ჩემი აზრით. უმღერო პოლიტ ელიტას, რომელთა ბრძანების შედეგად დაიღუპნენ სრულიად უდანაშაულო, მშვიდობიანი ადამიანები, ეს უზნეობაა.

კი, მაგრამ ეს არის საზოგადოების ძალიან პატარა ჯგუფის აზრი. და ხელისუფლების მიერ მართული მედია საშუალებები კიდევ ამ თემას არაბუნებრივად დიდ დროს უთმობენ.

თუ აქ მიიღებს რომელიმე ცნობილ რუს სტუმარს, ეგრევე ცხადდება მოღალატედ

მაგალითად? ვისთან დაკავშირებით მოხდა ეს?

მაგალითად ნებისმიერი რუსული ესტრადის წარმომადგენლის გასტროლებს საქართველში, დიდი ისტერიკა მოყვება ხოლმე პროსახელისუფლებო ფორუმებზე. მალხაზ გულაშვილი და მისი თანამოაზრეები ხომ საერთოდ ქვეყნის მტრებად არიან შერაცხულნი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

კი, მაგრამ ეს არის საზოგადოების ძალიან პატარა ჯგუფის აზრი. და ხელისუფლების მიერ მართული მედია საშუალებები კიდევ ამ თემას არაბუნებრივად დიდ დროს უთმობენ.

მაგალითად ნებისმიერი რუსული ესტრადის წარმომადგენლის გასტროლებს საქართველში, დიდი ისტერიკა მოყვება ხოლმე პროსახელისუფლებო ფორუმებზე. მალხაზ გულაშვილი და მისი თანამოაზრეები ხომ საერთოდ ქვეყნის მტრებად არიან შერაცხულნი.

ნუ რუსეთის მტრობა, რეალურად რომ ვთქვათ არ დგას საზოგადოების ნომერ პირველ ამოცანად

ჩემი აზრით

1. სოციალური მდგომარეობა

2. დაკარგული ტერიტორიები

ხოლო ერორები რას აცხადებენ, დიდი ხანია აღარ ვუყურებ...ფორუმებიდან ვიგებ ისევ, მაგათ ამბებს!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერორმა საკმაოდ დიდ წარმატებებს მიაღწია, მოსახლეობის განსაკუთრებით გაღატაკებულ ნაწილს მართლა სჯერა რომ საქ. ნომერ პირველი პრობლემა რუსეთია და არა ხელისუფლება,

ტიპებს გახვრეტილი შაურიანი არ უგდიათ ჯიბეში, ვალებს ვალებზე იღებენ და რუსებს აგინებენ,

ასე რომ ტყუილა არ იხარჯება ერორზე ამდენი მაყუთი,

Edited by Siknadmo

მანახე აბა ესეთი ადამიანები?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ესეთ რეჟიმებს ჰაერივით სჭირდებათ გარეშე მტერი

და ისიც ფაქტია რომ რუსეთი მტერია, ხოდა იყენებს ხელისუფლება...

საქმე ისაა, რუსეთიც საკმაოდ ათამაშებს იგივე კარტას და

აცხადებს, რომ საქართველო რუსეთის ყველაზე დიდი მტერია...

პუტინსაც ყავს "მოსახლება" და მასაც სჭირდება "გარეშე მტრის ხატი"

ლოგიკა მარტივია, კითხვაზე "კტო ვინოვატ" , პასუხია "ვინოვატი გრუზინი"... :user:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქმე ისაა, რუსეთიც საკმაოდ ათამაშებს იგივე კარტას და

აცხადებს, რომ საქართველო რუსეთის ყველაზე დიდი მტერია...

პუტინსაც ყავს "მოსახლება" და მასაც სჭირდება "გარეშე მტრის ხატი"

ლოგიკა მარტივია, კითხვაზე "კტო ვინოვატ" , პასუხია "ვინოვატი გრუზინი"... :user:

ცოტა უფრო ფართოთ

"ლიცო კავკაზსკოი ნაციონალნოსტი"

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasalexx

არაა მოღალატე. უპრინციპო ადამიანია ჩემი აზრით. უმღერო პოლიტ ელიტას, რომელთა ბრძანების შედეგად დაიღუპნენ სრულიად უდანაშაულო, მშვიდობიანი ადამიანები, ეს უზნეობაა.

მაგალითად? ვისთან დაკავშირებით მოხდა ეს?

უმთავრესად სწორი ბრძანდებით, მაგრამ პაატა ბურჭულაძეს ელიტისთვის არ უმღერია, არამედ მიუსაფარი ბავშვებისთვის მოწყობილ საქველმოქმედო კონცერტში მიიღო მონაწილეობა და ამას რა მოყვა ყველამ ვნახეთ. ეხლა ფონდ იავნანას მიერ მოწყობილ კონცერტში ელენე ობრაზცოვამ რომ მიიღოს მონაწილეობა, არ ჩამოუშვათ?

აგრეთვე ამ ხელისუფლების გვერდზე დგომა ასევე რამდენად ზნეობრივია, ეს ყველამ თავისთვის განსაზღვროს

Edited by ძუკუ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სრულ თვალთმაქცობად მიმაჩნია რუსულ სიმღერებზე ან პაატა ბურჭულაზეზე აქცენტები,როდესაც რუსული კომპანიების შვილობილი ფირმები,როგორც თევზი წყალში ისე გრძნობენ თავს საქართველოში აქ ნაშოვნი ფული კი ისევ რუსეთის ბიუჯეტში

მიდის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სრულ თვალთმაქცობად მიმაჩნია რუსულ სიმღერებზე ან პაატა ბურჭულაზეზე აქცენტები,როდესაც რუსული კომპანიების შვილობილი ფირმები,როგორც თევზი წყალში ისე გრძნობენ თავს საქართველოში .

მაგაშია სწორედ საქმე! თელასი ვისია? ამერიკელების?! :brr:

აქ ნაშოვნი ფული კი ისევ რუსეთის ბიუჯეტში

100%

Edited by Gio-100
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"არის თუ არა საქართველოში ანტირუსული ისტერია?"

საქართველოში ამ ბოლო წლებში მხოლოდ ისტერია და არა პოლიტიკა და ეს არა მარტო რუსეთის მიმართ, მთელი ქართული პოლიტიკა ისტერიაზე არის აწყობილი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...