Jump to content
Planeta.Ge

არქიეპოსკოპოსი ილარიონი - რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ერთადერთი ძალაა, რომელიც ქართველ


Recommended Posts

არქიეპოსკოპოსი ილარიონი - რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ერთადერთი ძალაა, რომელიც ქართველებისა და რუსების შერიგებას შეძლებდა

არქიეპოსკოპოსი ილარიონი - რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ერთადერთი ძალაა, რომელიც ქართველებისა და რუსების შერიგებას შეძლებდა

13 / 09, 2009 11:38

 

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია დღეისათვის ერთადერთი ძალაა, რომელიც შეძლებდა ქართველებისა და რუსების შერიგებას. ამის თაობაზე რუსეთის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობების ხელმძღვანელმა, არქიეპოსკოპოსმა ილარიონმა განაცხადა, - იუწყება “რია ნოვოსტი”.

მისი თქმით, პოლიტიკურ დონეზე ყველაფერი კეთდება, რათა ეს ორი ერი ერთმანეთს სულ უფრო და უფრო დაშორდეს. არქიეპისკოპოს ილარიონის განცხადებით, რუსეთის საპატრიარქო მზადაა, ხელი შეუწყოს საქართველოს ეკლესიის ტერიტორიის საკითხის გადაწყვეტას, რომელიც აერთიანებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, თუმცა, ამასთანავე აღიარებს, რომ რეალურად ქართული ეკლესია ამ ტერიტორიებზე არ მოღვაწეობს. აქედან გამომდინარე, მისი თქმით, ჩნდება კითხვა, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს და ამ საკითხს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ქართულ ეკლესიასთან ერთად განიხილავს. მისი განცხადებით, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ცნობს საქართველოს ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიებს, რომელიც მოიცავს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს. “მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური საზღვრების შეცვლა არ ნიშნავს, რომ უნდა შეიცვალოს ეკლესიური კანონიკური საზღვრები. ეს არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის საფუძველი სხვა ეკლესიებთან მიმართებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი პოლიტიკური ცვლილება მოიტანდა ეკლესიათა გამიჯვნას”, _ განაცხადა არქიეპისკოპოსმა ილარიონმა. მისი თქმით, ეკლესიების დონეზე რუსეთისა და საქართველოს საპატრიარქოებს ძმური კავშირი აქვთ.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

 

 

ლიცემერი:Лукавит поп, ой, лукавит.

 

თუ არა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 31
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

licemer

და ეს შერიგება რაში გამოიხატება,სტატუს კვოს შენარჩუნებაშI?!

 

ზოგჯერ ას მგონია ხოლმე რო ყველა გაგიჟდა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლიცემერი:Лукавит поп, ой, лукавит.

 

თუ არა?

 

ალბათ უფრო არა. მართლმადიდებელი არქიეპოსკოპოსისთვის ეს უდიდესი ცოდვა იქნებოდა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბატონო ლიც, რატომღაც მეჩვენება რომ მართლმადიდებლობის მიმართ საკმაოდ სკეპტიკურად ხართ განწყობილი,

 

არა, ეხლა მე მესმის რომ ეს სკეპტიციზმი მხოლოდ და მხოლოდ რუსების წინააღმდეგ არის მიმართული,

 

მაგრამ პრინციპში, რომ ჩაუღრმავდე საკმაოდ ახლოს დგას ერთი მეორესთან,

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლიცემერი:Лукавит поп, ой, лукавит.

 

თუ არა?

ნამდვილად лукавит licemer, მაგენი ერთი წუთითაც არ დაფიქრდებოდნენ და პუტინზე გაცილებით ადრე მიიერთებდნენ აფხაზეთსაც და ს.ოსეთსაც, რომ არა უკრაინა. უკრაინის ავტოკეფალია არ უნდათ სულის სიმწრით და ამიტომ შიშობენ პოლიტიკური საზღვრების დაკავშირებას საეკლესიო საზღვრებთან.

 

პირფერობენ და მოხერხებულ მომენტს დაელოდებიან.

 

ვნახოთ რა გამოვა. ადრე რუსეთი ფორმალურად აღიარებდა აფხაზეთს და ს.ოსეთს საქართველოს შემადგენლობაში, მაგრამ ფაქტიურად მათ ხელში იყო ყველაფერი. ახლა იგივე სიტუაციაა საეკლესიო ტერიტორიების დაქვემდებარებასთან დაკავშირებით.

Edited by Lo Janko
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბატონო ლიც, რატომღაც მეჩვენება რომ მართლმადიდებლობის მიმართ საკმაოდ სკეპტიკურად ხართ განწყობილი,

 

მართლმადიდებლობის მიმართ კი არა, არამედ რელიგიების მიმართ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნამდვილად лукавит licemer, მაგენი ერთი წუთითაც არ დაფიქრდებოდნენ და პუტინზე გაცილებით ადრე მიიერთებდნენ აფხაზეთსაც და ს.ოსეთსაც, რომ არა უკრაინა. უკრაინის ავტოკეფალია არ უნდათ სულის სიმწრით და ამიტომ შიშობენ პოლიტიკური საზღვრების დაკავშირებას საეკლესიო საზღვრებთან.

 

აბსოლუტურად სწორი ბრძანდები Lo

 

აქ საქმე საქართველოსადმი სიყვარულში კი არა გვაქვს, არამედ რუსული მართმადიდებელი ეკლესიის "შკურნი" ინტერესებში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მართლმადიდებლობის მიმართ კი არა, არამედ რელიგიების მიმართ

ანუ აღიარებთ, რომ ადამიანი წარმოიშვა მაიმუნისგან, ისევე როგორც მაიმუნი არის სახესხვაობა ამების რამოდენიმე ქრომოსომისა :user:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ანუ აღიარებთ, რომ ადამიანი წარმოიშვა მაიმუნისგან, ისევე როგორც მაიმუნი არის სახესხვაობა ამების რამოდენიმე ქრომოსომისა :user:

ვაღიარებ :ena:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაშინ გასაგებია თემის პათოსი :ena:

ჰეი, სხვაგან წახვედი :ena:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჰეი, სხვაგან წახვედი :ena:

 

 

არსადაც არ წავსულვარ, აქ, თემის ირგვლივ ვტრიალებ :user:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რელიგია ზოგადად, ერების დაპრობისთვის შეიქმნა,.,

 

ხოდა, მანიპულირებს რა ახლაც "ერთმორწმუნე" რუსეთი

 

მაგათი დედაც,,,

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რელიგია ზოგადად, ერების დაპრობისთვის შეიქმნა,.,

 

ხოდა, მანიპულირებს რა ახლაც "ერთმორწმუნე" რუსეთი

 

მაგათი დედაც,,,

როგორც ვხედავ ათეისტები მრავლობენ ფორუმში :rolleyes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...