newstudio Posted September 13, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 13, 2009 ჩვენ მინიმუმ ის, რომ ახალი ომი არ დაიწყო.კი იყო ამის საფრთხე....მაგრამ ეს ასევე სტატუს კვოს შენარჩუნებას რომ უწყობს ხელს არა უშავს?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted September 13, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 13, 2009 (edited) ნაბუკოს სომხეთში, რუსეთის სატელიტ ქვეყანაში არავინ არ გაიყვანს. მაგის ფიქრიც კი სისულელეა.ინგლისს არ ყავს არც მუდმივი მოკავშირეები და არც მუდმივი მტრები, ინგლისს აქვს მუდმივი ინტერესები. ჰენრი პალმერსტონის ეს სიტყვები არის თანამედროვე პრაგმატული პოლიტიკის ყველაზე ზუსტი დეფინიცია. რატომ გგონია Saturn, რომ სომხები იდეალისტები არიან? ან ჩვენზე ნაკლებად ესმით დასავლეთთან კარგი ურთიერთობის უპირატესობები?სამხების რუსებთან მოკავშირეობა გამოწვეულია აზერბაიჯანისა და თურქეთის მტრული დამოკიდებულების გამო. თუ კი სომხები მოახერხებენ თურქებთან ურთიერთობების დალაგებას და დაანებებენ თავს გენოციდის აღიარებაზე უაზრო და არაფრისმომცემ მოთხოვნას, დარწმუნებული ვარ სომხეთის ორიენტაცია კარდინალურად შეიცვლება დასავლეთისკენ და გამოიმდინარე მათი ბუნებრივი პრაგმატულობიდან და მიზანდასახულობიდან, ძალიან სწრაფად და ადვილად გაგვისწრებენ მაგ საკითხშიც. მერე იძახოს სრუტუნამ ფლაგმანები ვართო. თქვენი პრობლემა თქვენი ერთი ადამიანის სიძულვილია, რომელიც ათას სისულელეს გალაპარაკებთ, რეალობას გაშორებთ და ილუზიებში გაცხოვრებთ.ამ სისულელეს ხშირად იმეორებ და სიამოვნებას განიჭებს თუ რას მივაწერო?რავა ყველა ბედნიერი ერთნაირია ამ ქვეყანაზე. თქვენგან განსხვავებით დასავლეთში პრაგმატულად აზროვნებენ.დასავლეთში რომ პრაგმატულად აზროვნებენ ამაში მეც დარწმუნებული ვარ და მალე ნახავ მაგ პრაგმატული ნააზრევის შედეგს, სექტემბრის ბოლოს. Edited September 13, 2009 by Lo Janko Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted September 13, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 13, 2009 (edited) ყველაფერი მოსალოდნელია პოლიტიკაში.სომხებს ძალიან „მოქნილი“ საგარეო პოლიტიკა აქვთ (დავამატოდ დიდი და ძლიერი ლობი ამერიკაში)და არაფერი იმიტომ არ არის გამორიცხული.აბა ამ სულელის პოლიტიკა პოლიტიკაა? როცა არ ეზარება სულ რუსეთს აგინებს. Edited September 13, 2009 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
prologic Posted September 13, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 13, 2009 გაეროს რეზოლუციაზე "თავი შეუკავეაბიათ" თუქებს, ამათი #################!! აგერ არის დაწვრილებით გარჩეული, რადზიხოვსკის სტატიაში: http://www.ej.ru/?a=note&id=9446 თურქული გინება არავინ იცით... შავი და თეთრიო აბანოში გამოჩნდებაო, ისეა ეს გაეროში ხმის მიცემაც, ეგრევე ჩანს მტერი და მოყვარე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted September 13, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 13, 2009 ”მხარეებმა განიხილეს თურქეთის მონაწილეობის შესაძლებლობა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარებაში, ასევე საქართველოს მონაწილეობა სომხეთ-თურქეთის შერიგების პროცესში. ქართულ მხარესთან შეთანხმებით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე უახლოეს მომავალში აფხაზეთს ეწვევა,’’ - აცხადებენ კანცელარიაში. ამ ეტაპზე თურქეთს აფხაზეთთან მხოლოდ სავაჭრო ურთიერთობები აქვს.სოხუმთან პოლიტიკური კონტაქტების გააქტიურება კი შესაძლოა განხილული იქნას, როგორც ანკარის მიერ აფხაზეთის აღიარებისკენ გადადგმულიპირველი ნაბიჯი. გარდა ამისა, სომხეთ–თურქეთის შერიგების პროცესის ფონზე დაიწყო საუბრები ”ნაბუქოში’’ სომხეთის მიერ საქართველოს ჩანაცვლების შესახებ. ”კომერსანტის” შეფასებით, ამ ყველაფრის გათვალისწინებით. მიხეილ სააკაშვილს, როგორც ჩანს, თურქი კაპიტნის განთავისუფლება, გაცილებით ნაკლებ ბოროტებად ეჩვენა. http://presa.ge/index.php?text=news&i=9732 პ.ს. რაში გვაწყობს და რაში არა თურქეთის გააქტიურება? მე ვფიქრობ რუსეთის და თურქეთის ინტერესებზე უნდა ვიმუშავოთ, და რაღაც მომენტებში არც გამიკვირდება პრაგმატულად რუსეთითან საერთო ინტერესიც რომ გაგვიჩნდეს მაგალითად სომხეთშI ნაბუკოს არ გაყვანა! რას იტყვით?! უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ. ჩვენს შემთხვევაში სიტყვა "ვიმუშავოთ" არარეალურია. ამ სიტყვამდე რომ მივიდეთ, ამისათვის საჭიროა:1. რეორგანიზირებულ იქნას საგარეო საქმეთა სამინისტრო;2. 99% საელოჩოს თანამშრომლები პირდაპირი მნიშვნელობით გასაგდები არის სამსახურიდან და გამოძიება ჩასატარებელი მათი საქმიანობის გასარკვევად (თუ სად, ან რატომ, ან რაში დაიხარჯა თანხები);3. უნდა დამუშავდეს საგარეო პოლიტიკის პროგრამა;4. ამ ეტაპზე საელჩოს კადრების არარსებობის გამო, მაქსიმალურად იქნას გამოყენებული ქართული სათვისტომოს შესაძლებლობები (ეხლა ბევრი იფიქრებს საქმეს იწყობსო, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ჩვენ დღემდე ჩეხეთში საელჩოზე ეფექტიურად და მიზანმიმართულად ვმუშაობთ. ამის გამოყენება აუცილებელია). მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია "ვიმუშაოთ". Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted September 13, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 13, 2009 სრული კრახია საგარეო პოლიტიკაში.საშინაოშიც ეგრეა,მაგრამ მეორე მხარეს(ოპოზიცია)საერთოდ არანაირია თორემ ამ ყვარყვარეს დღეს დიდი პრობლემები ექნებოდა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted September 13, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 13, 2009 თურქული გინება არავინ იცით...მე ვიცი, მაგრამ აქ შეგინებას რა აზრი აქვს რო? შავი და თეთრიო აბანოში გამოჩნდებაო, ისეა ეს გაეროში ხმის მიცემაც, ეგრევე ჩანს მტერი და მოყვარე.თურქებს სხვა შანსი არ ქონდათ, კვიპროსის კრიზისში ზუსტად იგივე პონტში არიან, რაშიც რუსები და როგორ დაეთანხმებოდნენ აფხაზეთში და ს.ოსეთში ქართველი დევნილების დაბრუნებას, როცა ანალოგიურ სიტუაციაში ეწინააღმდეგებიან ბერძნების დაბრუნებას ჩრდილოეთ კვიპროსში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
შხარა Posted September 13, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 13, 2009 არ არის სასურველი პროცესში მეზობელი სახელმწიფოს ჩართვა, რაც, როგორც ჩანს რუსეთის მაგალითზე ვერ ისწავლეს...რას იზამ?! ბარემ სომხეთიც გარიონ მარაქაში.. დიდი დიასპორა ჰყავთ აფხაზეთში.... თურქეთმა რომ მიაღწიოს და გახდეს აქტიური მხარე, ჩათვალეთ რომ მათი გავლენის ქვეშ ვიქნებით მოქცეული არამარტო კონფლიქტურ რეგიონთან მიმართებაში, არამედ ზოგადად. ეს, ძალიან დიდი ნდობის დაკისრებაა თურქეთზე რისი საფუძველი არ არსებობს. მეტი არ უნდა რამე ისე გავაკეთოთ, რაც მათ არ უჯდებათ ჭკუაში, რამეზე გავანაწყენოთ, რომ მწარედ შემოგვიბრუნებენ. ღმერთმა დაიფაროს და თურქეთმა რაიმე უკმაყოფილოების გამოხატვა დაიწყოს ჩვენს მიმართა პროცესში. ეს მოახდენს რუსეთის ჩასვრილის მოწმენდას, კონფლიქტური რეგიონების მიზნების ლეგიტიმიზაციას და ჩვენს საბოლოო კრახს. გარანტიას გაძლევთ, რომ თუ თურქეთი აქტიურად ჩაება პროცესში ასეც მოხდება. და რას ვიზამთ? მილებს გადავუკეტავთ თუ დასავლეთში დავიჩივლებთ? დასავლეთისთვის სააკაშვილის ხელისუფლებამ საქართველო გადააქცია ტვირთად და ვინც მათ ამ ტვირთს ჩამოხსნის, მადლობას ეტყვიან. თურქეთს ძალიან ადვილად შეუძლია ეს გააკეთოს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted September 14, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 14, 2009 შხარა მთლიანად ვეთანხმები შენს პოსტს ამიტომ აქეთ იქეთ ყურებას თავი უნდა დავანებოთ თუმცა რუსეთის დასასბალანსებლად ტურქეთი გამოდგება და პირიქით ჩვენი დიპლომატია მეტისმეტად სწორხაზოვანია იმჰო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.