Jump to content
Planeta.Ge

ესენი ცირკს არ ეშვებიან რა


Recommended Posts

საქართველოს მთავრობა ხვალ მოქალაქეებს ანგარიშს ჩააბარებს.

ღონისძიება, სახელწოდებით „ანგარიში ხალხს“ ხვალ რუსთაველის გამზირზე 12:00 საათიდან 17:00 საათამდე გაიმართება. გადაიკეტება რუსთაველის გამზირი ფოსტიდან თავისუფლების მოედნამდე. ტერიტორიაზე მოეწყობა სხვადასხვა სამინისტროების სპეციალური პავილიონები.

 

მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ იმ სამინისტროების პავილიონებთან მივიდნენ, რომლებიც მათთვის საინტერესოა და უწყების მუშაობასთან დაკავშირებით მათთვის ყველა საინტერესო ინფორმაცია მიიღონ. პრეზენტაციებს უშუალოდ მინისტრები ან მათი მოადგილეები წარმოადგენენ.

 

ღონისძებას პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაურიც დაესწრება, რომელიც შემდეგ მანავში საბავშვო ფესტივალზე გაემგზავრება.

ამ ეტაპზე, ზუსტად არ არის ცნობილი, მივა თუ არა რუსთაველის გამზირზე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

პ.ს. ისა და ბიუჯეტს ფული აკლდებაო და ცირკთან რომ დადგნენ არ უნდათ?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გაქანებული ....... დოღია ქვეყანაში

მართალი ხარ

 

ნეტავ კიდევ რომელ ქვეყანაშI იმართება ესეთი სანახაობები? :(

 

ეხლა მინდა შევაგინო მანდ მიმსვლელ საზოგადოებას მარა ტეხავს, ცხვარი მაინც ცხვარია გინდა გაცხარდეს და გინდა გამოექანოს და .. :D

ეს სმაილი ყველას იქ მიმსვლელებს :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სანდროია

ეხლა მინდა შევაგინო მანდ მიმსვლელ საზოგადოებას მარა ტეხავს, ცხვარი მაინც ცხვარია გინდა გაცხარდეს და გინდა გამოექანოს და ..

ბევრი ტავის ნებით არ მივა, და ვიყოთ კორექტულები...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბევრი ტავის ნებით არ მივა, და ვიყოთ კორექტულები...

გიდასტურებ კიდევ ერთხელ ჩემს პატივისცემას,კინგ,მაგრამ სწორედ ისინი:

ვინც თავისი ნებით იქ არ მივა ,მაგრამ მივა მაინც..

ვინც არჩევნებში თავის ნებას არ აფიქსირებს,რაღაცის გამო...

ვინც ჩუმად არის და თავის სულის ძახილს-სინდისს ყოველ დღე ,,უსპოკოიტელნის"უკეთებს...

ვინც ჩუმად არის როცა სხვას უჭირს....

....და ასე შემდეგ,სწორედ რომ ფარა არიან და ქვეყნის დამაქცევრები,ხელისუფლების კალთას ამოფარებულნი და ერთთეფშ სალაფავზე სამშობლოსაც გაყიდიან თუ საჭირო გახდება....ასეთი ფარის გარეშე ეს ხელისუფლება დღეს უკვე არ იქნებოდა და ყველანი უკეთეს საქართველოში ვიცხოვრებდით უკვე!

Edited by kote-1962
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბევრი ტავის ნებით არ მივა, და ვიყოთ კორექტულები...

newstudio

და აბა ჩემი ნებით მივა? :))

კაი რააა

იმიტომაც დავწერე, ცხვარი მაინც ცხვარია მეთქი რომ კაკრას ეგეთი ხალხი ვიგულისხმე, ადამიანს საკუთარი მე რომ არ გააჩნია იმას კორეკქტულად ვერ დაელაპარაკები :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გაქანებული წინასაარჩევნო მზადება აქვთ ნაციონალებს....შემოდგომა-ზამთრის დასაწყისში რაღაც არჩევნები რომ იქნება უკვე ეჭვი არ მეპარება
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როგორც მე მივხვდი, რაღაც სტენდები ან პავილიონები უნდა დადგან. ეს ახალ კანონთან როგორ შეხებაშია?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სწორედ ისინი:

ვინც თავისი ნებით იქ არ მივა ,მაგრამ მივა მაინც..

ვინც არჩევნებში თავის ნებას არ აფიქსირებს,რაღაცის გამო...

ვინც ჩუმად არის და თავის სულის ძახილს-სინდისს ყოველ დღე ,,უსპოკოიტელნის"უკეთებს...

ვინც ჩუმად არის როცა სხვას უჭირს....

....და ასე შემდეგ,სწორედ რომ ფარა არიან და ქვეყნის დამაქცევრები,ხელისუფლების კალთას ამოფარებულნი და ერთთეფშ სალაფავზე სამშობლოსაც გაყიდიან თუ საჭირო გახდება....ასეთი ფარის გარეშე ეს ხელისუფლება დღეს უკვე არ იქნებოდა და ყველანი უკეთეს საქართველოში ვიცხოვრებდით უკვე!

kote-1962, არ გეწყინოს მაგრამ, რაც შენ აქ დაწერე არის ტიპიური პროფესიონალი რევოლუციონერის მიერ გამოხატული ზიზღი, მათ მიმართ ვის გადასარჩენადაც ვითომცდა ასე თავგადადებული იღწვის რევოლუციონერი.

 

გაიხსენე რა ლოზუნგებით მოვიდნენ ხელისუფლებაში ბოლშევიკები და რა უქნეს შემდეგ იმ ხალხს ვისი სახელითაც ამდენი სისხლისღვრა და ნგრევა გამოიწვიეს.

 

მე პრინციპულად არ ვამართლებ არც ერთ რევოლუციას და რევოლუციონერები რაც არიან ყველამ კარგად ვნახეთ 1789 წლიდან დღემდე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რუსთაველის გამზირზე, სადაც მთავრობის ღონისძიება - ‘’ანგარიში ხალხს’’ მიმდინარეობს, იმყოფება თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია.

 

როგორც ახალაიამ განაცხადა, პავილონში წარმოდგენილია სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტები, სამომავლო გეგმები, რომელთა განხორციელებასაც თავდაცვის სამინისტრო გეგმავს.

 

თავდაცვის სამინისტროს პავილიონი საკმაოდ მრავალფეროვანია. გამოფენილია ვიზუალური მასალა, ჯავშანტრანსპორტიორები, სნაიპერული და ანტისნაიპერული შაშხანები, ავტომატები, პისტოლეტები.

 

დამთვალიერებელს შესაძლებლობა ეძლევა, მიიღოს ინფორმაცია ჯარის შეიარაღების შესახებ და კვებასთან დაკავშირებით.

წარმოდგენილია პავილიონი, რომელიც ეხება ჯარის ლოჯისტიკურ უზრუნველყოფას. ასევე, სიმბოლურად წარმოდგენილია სპეციალური კარვები, სადაც სამხედრო ოპერაციისას სამედიცინო დახმარების აღმოჩენა ხდება.

 

ღონისძიება, სახელწოდებით '~ანგარიში ხალხ” რუსთაველის გამზირზე 11:00 საათზე გაიხსნა და 17:00 საათამდე გაგარძელდება.

 

და ეს ყველაფერი ამის ფონზე:

 

http://planeta.ge/index.php?showtopic=1191...mp;#entry112109

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Lo Janko

kote-1962, არ გეწყინოს მაგრამ, რაც შენ აქ დაწერე არის ტიპიური პროფესიონალი რევოლუციონერის მიერ გამოხატული ზიზღი, მათ მიმართ ვის გადასარჩენადაც ვითომცდა ასე თავგადადებული იღწვის რევოლუციონერი.

მე ვფიქრობ ,რომ შენ ვერანაირად სწორად ვერ გამიგე რა დავწერე ამ პოსტში.....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2009 წლის იანვარ-აგვისტოს ანგარიშის ღონისძიების ფარგლებში რუსთაველის გამზირზე სასოფლო- სამეურნეო ტექნიკა გამოფინა.

წარმოდგენილია ტრაქტორები, კომბაინები, სხვადასხვა ფუნქციის მქონე მანქანა-დანადგარები, ახლად წარმოებული, მოდერნიზებული სკები, რომლებიც, ბაკურ კვეზერელის განცხადებით, თაფლის წარმოებაში წინ გადადგმული ნაბიჯია.

რაც შეეხება ახალ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას, კვეზერელის თქმით, აღნიშნული მანქანა-დანადგარები სამუშაოების, ფაქტობრივად, უნარჩენოდ ჩატარების საშუალებას იძლევა. ასევე, გლეხების მუშაობას ნაკლებად შრომატევადს ხდის.

მინისტრის თქმით, წლევანდელი წელი სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის საკმაოდ წარმატებული იყო.

 

:)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მარტო საქართველოში ახერხებენ ტრაგედიაც პიარისთვის გამოიყენონ....

 

 

აბა რა იყო დევნილების სახლის ჩადგმა რუსთაველზე???

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე ვფიქრობ ,რომ შენ ვერანაირად სწორად ვერ გამიგე რა დავწერე ამ პოსტში....

შეიძლება kote-1962 და ამიტომაც მივაწერე არ გეწყინოს მეთქი. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...