Jump to content
Planeta.Ge

ლევან გუდაძე ,იგივე ასდს, ცხინვალში გაიქცა ოჯახთან ერთად და თავშესაფარი მოითხოვა


Recommended Posts

სხვათა შორის ლევანი პირველი არაა აქედან ვინც გადავიდა ცხინვალში და პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა.

შარშან სექტემბერში ლერი ხაბელოვმა, ვინც მართლა მთელი ცხოვრება ქართულ საქმეს აკეთებდა, ასევე მოითხოვა თავშესაფარი და მაშინ ამ თემას არ მოყვა შესაბამისი რეაქცია. გარდა ლერისა, სხვებიც იყვნენ, მარა მათ შესახებ ინფორმაციები არ ვრცელდება

 

თუ გაქვს რამე ინფორმაცია სხვებზე, შესაძლებელია გავრცელდეს.....

 

თუ გამაგებინებ, გავრცელდება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 129
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

ჩემი კი არა, არამედ იაკობაშვილის სიტყვებია...

ვიცი რომ შენი არაა licemer, ქვოტმა შენი სახელი ავტომატურად მიუნიშნა, თორე მე ზოგადად ყველას ვკითხე, მათ შორის შენაც.

მართლა ვერ გავიგე, მაგრამ არავის გაუჩნდა სურვილი განმიმარტოს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

საქართველოს ინტერესი გამოდის ყველა მისი მოქალაქის ინტერესისგან ბატ.ჩოხა და ეს ინტერესები ამ ხელისუფლებას ჰკიდია.

რახან ხელისუფლებას ჰკიდია, მეც დავიკიდო?

 

აკი ვთქვით, რომ სამშობლოს არ ებუტებიან?

 

აი უბრალო კითხვა.დაცულად გრძნობ თავს და შენს ოჯახს საქართველოში?

არანაირად, მე რეჟიმისთვის დღეს არ ვარ პრობლემა, არ ვეღობები მის ინტერესს და მხოლოდ ამიტომ, შედარებით უსაფრთხოდ ვარ, მაგრამ ჩემნაირების უსაფრთხოება პირდაპირაა დამოკიდებული ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების ხარისხთან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

machkatela

თუ გაქვს რამე ინფორმაცია სხვებზე, შესაძლებელია გავრცელდეს.....

 

თუ გამაგებინებ, გავრცელდება

კონკრეტულად არ ჩამოვყვები გვარებს და სახელებს.

ლერი ხაბელოვზე მაინც ცნობილია და მიტომ ვთქვი, სხვა შემთხვევებზე, მაპატიე, მაგრამ ამ ინფორმაციებს მე არ გავავრცელებ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლერი ხაბელოვზე მაინც ცნობილია

ლერის დიდი ხანია წასვლა უნდოდა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

choxa

რახან ხელისუფლებას ჰკიდია, მეც დავიკიდო?

 

აკი ვთქვით, რომ სამშობლოს არ ებუტებიან?

 

 

არა, მე ეგ არ მითქვამს.ქართველობა დიდი სატარებლი არის ამ ქვეყანაზე,მაგრამ ასეთივე უფრო დდი სატარებელი არის სიმართლე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

არა, მე ეგ არ მითქვამს.ქართველობა დიდი სატარებლი არის ამ ქვეყანაზე,მაგრამ ასეთივე უფრო დდი სატარებელი არის სიმართლე.

როდესაც შენი, პირადი სიმართლე შენი სამშობლოს ინტერესთან იკვეთება?

როდესაც შენი შურისძიება შენ ქვეყანას ვნებს?

 

არა!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

licemer

ლერის დიდი ხანია წასვლა უნდოდა

მაპატიე, მარა მთლად ვერ დაგეთანხმები.

მას წასვლა რომ სდომებოდა, პრობლემა არ იქნებოდა.

გოჩა ძასოხოვსაც დიდი ხანია უნდოდა წასვლა? მიშა, სანამ აწყობდა გმირად რომ აცხადებდა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

liliko

გოჩა ძასოხოვსაც დიდი ხანია უნდოდა წასვლა? მიშა, სანამ აწყობდა გმირად რომ აცხადებდა?

ნუ შევადარებთ, რადგან აბსოლიტურად განსხვავებულ შემთხვევებთან გვაქვს საქმე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაპატიე, მარა მთლად ვერ დაგეთანხმები.

მას წასვლა რომ სდომებოდა, პრობლემა არ იქნებოდა.

გოჩა ძასოხოვსაც დიდი ხანია უნდოდა წასვლა? მიშა, სანამ აწყობდა გმირად რომ აცხადებდა?

სასტაული მაგალითები მოგყავთ...liliko :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

licemer

choxa

ნუ შევადარებთ, რადგან აბსოლიტურად განსხვავებულ შემთხვევებთან გვაქვს საქმე
სასტაული მაგალითები მოგყავთ...liliko

ააა, ოსური გვარები აქვთ ამათ? :D

 

თუ ამას გულისხმობთ, ლერის და გოჩას რომ აქვთ ქართული საქმე საქარტVელოში ნაკეთები, ბარე 5 ლევან გუდაძე ვერ იზავდა მაგას :D

ნუ, ახლა თავად გოჩას რომ არ ვაღიარებ, არც ამას დავმალავ, მარა, სამართლიანობისთვის ვამბობ.

გითხარით, რომ ლევანს დედა ყავს ოსი და ისიც სანახევროდ ოსია, ამიტომ ვამბობ, რომ ხელაღებით მისი დადანაშაულება ღალატში ისევე საკითხავია, როგორც ლერის და გოჩას შემთხვევაში. თქვენი ლოგიკით :D

Edited by liliko
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

liliko

ღალატს აქვს იურიდიული მნიშვნელობა და მისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული მორალური დატვირთვაც, გააჩნია თქვენ რას გულისხმობთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

choxa

ღალატს აქვს იურიდიული მნიშვნელობა და მისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული მორალური დატვირთვაც, გააჩნია თქვენ რას გულისხმობთ

გასაგებია -ღალატს გულისხმობ. მაგრამ გიმეორებ. თუკი ლერის და გოჩას ქმედება არაა ღალატი, დედით ოსი ლევანის ქმედება, ვინც სანახევროდ დედულეთში იზრდებოდა, რატომაა ღალატი?

ან თუ მასეა - რატომ აღაზევებთ მოღალატე სანაკოევს და განიკითხავთ გუდაძეს?

ეს ასე ადვილად გადასაწყვეტი არაა!

თანმიმდევრულობა და სამართლიანობაა ყველგან, ყოველთვის და ყველასთვის მნიშვნელოვანია!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

liliko

გასაგებია -ღალატს გულისხმობ. მაგრამ გიმეორებ. თუკი ლერის და გოჩას ქმედება არაა ღალატი, დედით ოსი ლევანის ქმედება, ვინც სანახევროდ დედულეთში იზრდებოდა, რატომაა ღალატი?

რა შუაშია დედით ოსი?

შენი ლოგიკით წარმოშობით აზერბაიჯანელმა, საქართველოს მოქალაქემ, რომ საქართველოს წინააღმდეგ დაიწყოს მოქმედება, ღალატად არ უნდა ჩავუთვალოთ?!

 

კი ბატონო, შეიძლება მას არც არასოდეს მიაჩნდა საქართველო თავის სამშობლოდ, მაშინ ვთქვათ ეს და სხვა კალაპოტში წარიმართება მსჯელობა.

 

ან თუ მასეა - რატომ აღაზევებთ მოღალატე სანაკოევს და განიკითხავთ გუდაძეს?

ჭეშმარიტება თუ სამშობლო? :D

 

 

თანმიმდევრულობა და სამართლიანობაა ყველგან, ყოველთვის და ყველასთვის მნიშვნელოვანია!

ორივე ძალიან პირობითი ცნებებია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

choxa

რა შუაშია დედით ოსი?

შენი ლოგიკით წარმოშობით აზერბაიჯანელმა, საქართველოს მოქალაქემ, რომ საქართველოს წინააღმდეგ დაიწყოს მოქმედება, ღალატად არ უნდა ჩავუთვალოთ?!

 

კი ბატონო, შეიძლება მას არც არასოდეს მიაჩნდა საქართველო თავის სამშობლოდ, მაშინ ვთქვათ ეს და სხვა კალაპოტში წარიმართება მსჯელობა.

ვამბობ, რომ მეც არ ვიწონებ ლევანის ამ ნაბიჯს, მარა არც იმას ვიტყვი რომ - მოღალატე, ნაძირალა და ა.შ.

ჭეშმარიტება თუ სამშობლო?

ნუ ახლა მამარდაშვილივით ორიგინალური ვერ ვიქნები, მარა ჩემთვისაც ჭეშმარიტება უმთავრესია :D

ორივე ძალიან პირობითი ცნებებია

ისევე როგორც ღალატი, გმირობა და ა.შ. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...